მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში" - ამერიკელი სენატორის გზავნილი საქართველოს მთავრობას
"დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში" - ამერიკელი სენატორის გზავნილი საქართველოს მთავრობას

დაგ­ვეხ­მა­რეთ, რომ და­გეხ­მა­როთ დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში, - ეს არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტორ ჯინ შა­ჰი­ნის გზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სად­მი.

რო­გორც ჯინ შა­ჰი­ნი "ამე­რი­კის ხმას­თან" აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­უძ­ლია რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სის წარ­მარ­თვით, პროგ­რესს მი­აღ­წი­ოს.

"მეს­მის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბით მხარს უჭერს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იყო იმით, რომ უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭათ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს არა. სა­ქარ­თვე­ლომ დიდ პროგ­რესს მი­აღ­წია კრი­ტი­კუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის და­სა­წი­ნა­უ­რებ­ლად, მაგ­რამ რჩე­ბა გარ­კვე­უ­ლი სფე­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პროგ­რესს მო­ი­თხოვს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­უძ­ლია ამ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სის წარ­მარ­თვით, პროგ­რესს მი­აღ­წი­ოს“, - გა­ნა­ცხა­და შა­ჰინ­მა.

სე­ნა­ტო­რი შა­ჰი­ნი ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა „სა­უ­კე­თე­სო შან­სია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რად აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“.

სე­ნა­ტო­რი შა­ჰი­ნი მთავ­რო­ბას ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სის წარ­მარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს.

მისი თქმით, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში "არ­სე­ბობს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს, მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნა­ში არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი და უკა­ნო­ნო შეჭ­რის ფონ­ზე“.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თავს და­უც­ვე­ლად გრძნობს და მე ვიცი, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არ­სე­ბობს მხარ­და­ჭე­რა იმის­თვის, რომ გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც შეგ­ვიძ­ლია, რათა ხელი შე­ვუ­წყოთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, წინ წა­წი­ოს ინ­კლუ­ზი­უ­რი რე­ფორ­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა. ჩვე­ნი გზავ­ნი­ლია: „დაგ­ვეხ­მა­რეთ იმა­ში, რომ და­გეხ­მა­როთ“ დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და შა­ჰინ­მა „ამე­რი­კის ხმას­თან“ მად­რი­დის ნა­ტოს სა­მი­ტის შემ­დეგ, სა­დაც ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, ამე­რი­კე­ლი კა­ნონ­მდებ­ლე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად შეხ­ვდა.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ღრმად პატივცემულო სენატორო, ვიცით ობიექტური ბრძანდებით და ნაცების 2012-ში უსისხლოდ გაშვებისათვის ძალისხმევას გიფასებთ , მაგრამ თუ შეიძლება დაინტერესდით თუ შეიძლება რატომ და როდიდან იბეგრება აქ ამერიკული და ნატოს ქვეყნების ფრახტი 10 %-თ რუსეთის სასარგებლოდ და როგორ გაიზარდა ის 4-დან 10 %-მდე ? აღმოაჩენთ, რომ ამ პოლიტიკურ კვანტს ოცდახუთი წლის წინ ლობირებდა დემოკრატიის მეგობრული შუქურა პროამერიკელი მიშა და 4 % მოქკავშირს მიაღებინა, როცა მისი ლიდერი ბრძანდებოდა , როგორც კი პრეზიდენტი გახდა, მაშინვე ათ პროცენტამდე გაზარდა , 4 რუსებს ეცოტავათ ! ეს მარტო ბეგარა არაა, მიშამ ფეხი ამოგიკვეთათ აბრეშუმის ამ გზიდან , ავღანეთიდანაც და გატარათ რუსეთზე , აი ეს გიქნათ ! ვინ იყო წინააღმდეგი ? მე და ჩვენიანები ! ახლაც წინააღმდეგი ვარ ! ქოცი კი არ შობა ! ნაცი მოვა გაასწორებს თავის დანაშაულს ? არ იზამს ! ხომ საინტერესოა ? უამრავი საინტერესო რამეებითაა სავსე ჩვენი ცხოვრება , ქალბატონო სენატორო !

ნატა
0

ერთი ეს გამაგებინა რას გვაძლევს ეგ სტატუსი, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება ამით, თუ ბენზინის ფასი დავარდება? ევროპულ კანონმდებლობას ევროპული ეკონომიკა სჭირდება. სხვანაირად, ევროპის ღატაკი წევრი მთლად უუფლებო მგონია სამეზობლოში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში" - ამერიკელი სენატორის გზავნილი საქართველოს მთავრობას

"დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში" - ამერიკელი სენატორის გზავნილი საქართველოს მთავრობას

დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში, - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი.

როგორც ჯინ შაჰინი "ამერიკის ხმასთან" აცხადებს, საქართველოს მთავრობას შეუძლია რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს.

"მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად, მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს“, - განაცხადა შაჰინმა.

სენატორი შაჰინი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ რეფორმების განხორციელება „საუკეთესო შანსია ქართველი ხალხისთვის ეკონომიკურად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად“.

სენატორი შაჰინი მთავრობას ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში "არსებობს ფართომასშტაბიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე“.

"ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: „დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“, - განაცხადა შაჰინმა „ამერიკის ხმასთან“ მადრიდის ნატოს სამიტის შემდეგ, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად შეხვდა.