მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანქციების დასაწესებლად საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული ადამიანების განხილვა იწყება - რას აცხადებს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი
სანქციების დასაწესებლად საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული ადამიანების განხილვა იწყება - რას აცხადებს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი

ჩვენს ჯგუფს ჯერ­ჯე­რო­ბით არ უმსჯე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა­ზე სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მაგ­რამ ახლა სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ვი­წყებთ მსჯე­ლო­ბას და გან­ვი­ხი­ლავთ ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან - ვფიქ­რობ, უეჭ­ვე­ლად იქ­ნე­ბი­ან ინ­დი­ვი­დე­ბი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ პუ­ტი­ნის ომს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სეთ­ში ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მიერ შექ­მნი­ლი, რუ­სე­თის სან­ქცი­რე­ბის ჯგუ­ფის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მაიკ მა­კ­ფო­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც ეთერ­ში დღეს გავა.

მაიკ მა­ფო­ლი არ ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის გვა­რებს, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სან­ქცირ­დნენ და ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხზე სან­ქცი­რე­ბის ჯგუფ­მა შე­თან­ხმე­ბას უნდა მი­აღ­წი­ოს.

"ჯგუ­ფი, რო­მელ­საც მე კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ვუ­წევ, სა­ერ­თა­შო­რი­სო, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და უპარ­ტი­ოა. ჩვენ გვყავს ამე­რი­კე­ლე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ევ­რო­პე­ლე­ბი, რუ­სე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ამ ჯგუფ­ში, მაგ­რამ ჩვენ მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ვართ უკ­რა­ი­ნის, ბრი­ტა­ნე­თის, ამე­რი­კის მთავ­რო­ბებ­თან, რათა შე­ვი­მუ­შა­ოთ ახა­ლი იდე­ე­ბი, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით მათ სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა­ში, ჩვენ ვაძ­ლევთ მათ რჩე­ვას და არა პი­რი­ქით. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხე­ლებს, პი­როვ­ნე­ბებს, ჩვენ ვად­გენთ და­სა­სან­ქცი­რე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სი­ებს. სა­მუ­შაო დო­კუ­მენ­ტი #3 ად­გენს კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­გორ გა­ვა­ფარ­თო­ვოთ სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სია, რო­მე­ლიც ათასებს აღ­წევს რუ­სე­თის შიგ­ნით. ჩვენს ჯგუფს ჯერ­ჯე­რო­ბით არ უმსჯე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა­ზე სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მაგ­რამ ახლა სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ვი­წყებთ მსჯე­ლო­ბას. კერ­ძოდ, გან­ვი­ხი­ლავთ ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან და მე ვფიქ­რობ, ეს უნდა გა­კეთ­დეს. ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებ გვა­რებ­ზე, რად­გან ჩვენ ამის თა­ო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბას უნდა მი­ვაღ­წი­ოთ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ უეჭ­ვე­ლად იქ­ნე­ბი­ან ინ­დი­ვი­დე­ბი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში და ბე­ლა­რუს­ში, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ პუ­ტი­ნის ომს და მა­თაც უნდა იწ­ვნი­ონ ამის შე­დე­გე­ბი“, - აცხა­დებს მაიკ მა­კ­ფო­ლი.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში“, დღეს, 18:30 სა­ათ­ზე გავა.

Ukrinform-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 29 მარტს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ საპ­რე­ზი­დენ­ტო ოფის­თან არ­სე­ბუ­ლი ექ­სპერტთა ჯგუ­ფის შექ­მნის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გავ­ლე­ნას გა­ა­ნა­ლი­ზებს. უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ჯგუფს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ან­დრეი ერ­მა­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო მხრი­დან - რუ­სეთ­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი, მა­იკლ მა­კ­ფო­ლი.

მკითხველის კომენტარები / 103 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამწუხაროა
1

სამწუხაროდ ის დრო როცა ამერიკის საგარეო პოლიტიკას პროფესიონალები ახორციელებდნენ ისტორიას ჩაბარდა(((

მართლა ვწუხვარ მაგრამ, ერაყის, ლიბიის, სირიისა და ავღანეთის შემდეგ უკრაინა იქნება კიდევ ერთი კრახი დასავლური საგარეო პოლიტიკისა(((

თუმცა კორუმპირებულმა ინდივიდებმა იციან მღვრიე წყალში მსუყე თევზების ჭერა!

123
3

ეს, თურმე ყოფილი ელჩი, ახლა რა მოხელე-ნაჩალნიკია, ადამიანებს რომ ასანქცირებს?!!!!!!!!!!!! არახამიას ნათლი მამაა?!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სანქციების დასაწესებლად საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული ადამიანების განხილვა იწყება - რას აცხადებს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი

სანქციების დასაწესებლად საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული ადამიანების განხილვა იწყება - რას აცხადებს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი

ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას და განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან - ვფიქრობ, უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს, - ამის შესახებ რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკ მაკფოლი ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომელიც ეთერში დღეს გავა.

მაიკ მაფოლი არ ასახელებს კონკრეტული პირების გვარებს, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში დასანქცირდნენ და ამბობს, რომ ამ საკითხზე სანქცირების ჯგუფმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

"ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ ვეხმარებით მათ საკითხების გადაჭრაში, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა პირიქით. რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, - აცხადებს მაიკ მაკფოლი.

ინტერვიუს სრული ვერსია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“, დღეს, 18:30 საათზე გავა.

Ukrinform-ის ინფორმაციით, 29 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო ოფისთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული ჯგუფი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების გავლენას გაანალიზებს. უკრაინის მხრიდან ჯგუფს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, ხოლო საერთაშორისო მხრიდან - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი.