მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილონ მასკი თავის ოთხ ვაჟთან ერთად, რომის პაპს შეხვდა - რა ფოტოს აქვეყნებს მილიარდერი
ილონ მასკი თავის ოთხ ვაჟთან ერთად, რომის პაპს შეხვდა - რა ფოტოს აქვეყნებს მილიარდერი

ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ილონ მას­კი თა­ვის ვა­ჟებ­თან ერ­თად რო­მის პაპს, ფრან­ცის­კეს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო კი მასკმა "ტვი­ტერ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია პა­პთან შეხ­ვედ­რა“, - წერს ილონ მას­კი. სუ­რათ­ზე SpaceX-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის ოთხი ვა­ჟი­ცაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი და დე­ტა­ლე­ბი Tesla-სა და SpaceX-ის ხელ­მძღვა­ნელს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია და არც ვა­ტი­კან­ში გა­უ­კე­თე­ბი­ათ კო­მენ­ტა­რი მას­კი­სა და პა­პის აუ­დი­ენ­ცი­ის შე­სა­ხებ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ილონ მას­კის შე­სა­ხებ ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო მძაფ­რი იყო - ის რო­გორც წესი, "ტვი­ტერ­ში“ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, თუმ­ცა ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, თუ სად იყო მი­ლი­არ­დე­რი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ პა­პთან ერ­თად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო კი მას­კის მხრი­დან ერ­თგვა­რი პა­სუ­ხია. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ილონ მას­კი შვი­ლებ­თან ერ­თად იშ­ვი­ა­თად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს. მე­დი­ა­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი ფოტო მო­ი­პო­ვე­ბა, სა­დაც ის ბავ­შვებ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი. ცნო­ბის­თვის, ილონ მას­კი შვი­დი შვი­ლის მა­მაა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
0

მარტო ოთხი? სხვები რატო არ წაიყვანა?

სქესშემცვლელთათვის
2

აგერ ულტრა კონსერვატიული ირანი სახელმწიფო დაფინასებით ახორციელებს სქესის შეცვლას, ვისაც უნდა, თეირანი ახლოა. ილონ მასკი და ტვიტერზე კომენტარი არ უნდა მაგ ამბავს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ილონ მასკი თავის ოთხ ვაჟთან ერთად, რომის პაპს შეხვდა - რა ფოტოს აქვეყნებს მილიარდერი

ილონ მასკი თავის ოთხ ვაჟთან ერთად, რომის პაპს შეხვდა - რა ფოტოს აქვეყნებს მილიარდერი

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი თავის ვაჟებთან ერთად რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო კი მასკმა "ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

"ჩემთვის დიდი პატივია პაპთან შეხვედრა“, - წერს ილონ მასკი. სურათზე SpaceX-ის დამფუძნებლის ოთხი ვაჟიცაა აღბეჭდილი.

შეხვედრის ადგილი და დეტალები Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია და არც ვატიკანში გაუკეთებიათ კომენტარი მასკისა და პაპის აუდიენციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის შესახებ ბოლო კვირის განმავლობაში საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო მძაფრი იყო - ის როგორც წესი, "ტვიტერში“ ძალიან აქტიურია, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში არ გამოჩენილა და სოციალური ქსელების მომხმარებლები ინტერესდებოდნენ, თუ სად იყო მილიარდერი.

აღნიშნულის შემდეგ პაპთან ერთად გამოქვეყნებული ფოტო კი მასკის მხრიდან ერთგვარი პასუხია. საინტერესოა ისიც, რომ ილონ მასკი შვილებთან ერთად იშვიათად აქვეყნებს ფოტოებს. მედიაში მხოლოდ რამდენიმე ძველი ფოტო მოიპოვება, სადაც ის ბავშვებთან ერთადაა აღბეჭდილი. ცნობისთვის, ილონ მასკი შვიდი შვილის მამაა.