მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექსიკის პატარა ქალაქის მერმა 7 წლის ალიგატორზე იქორწინა - რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საუკუნოვან ტრადიციას?
მექსიკის პატარა ქალაქის მერმა 7 წლის ალიგატორზე იქორწინა - რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საუკუნოვან ტრადიციას?

მექ­სი­კის პა­ტა­რა ქა­ლა­ქის მერ­მა, ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ალი­გა­ტორ­ზე იქორ­წი­ნა. ფე­რა­დი ცე­რე­მო­ნია ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით ჩა­ტარ­და. სან პედ­რო ჰუ­ა­მე­ლუ­ლას მერ­მა, ვიქ­ტორ ჰი­უ­გო სო­სამ, ქორ­წი­ლის დროს, არა­ერ­თხელ აკო­ცა პა­ტარ­ძალ ალი­გა­ტორს, რომ­ლის დინ­გიც მჭიდ­როდ იყო აკ­რუ­ლი, რომ არა­სა­სურ­ვე­ლი კბე­ნა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ.

ასე­თი რი­ტუ­ა­ლუ­რი ქორ­წი­ლე­ბი ქრის­ტე­შო­ბამ­დე 1800-300 წწ. თა­რიღ­დე­ბა. ეს ტრა­დი­ცია ოა­ხა­კას შტა­ტის ჩონ­ტა­ლის და ჰუ­ა­ვის ძი­რძველ თე­მებ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ბუ­ნე­ბის სი­კე­თე­ე­ბის­თვის ლოც­ვა­სა­ვით იყო.

"ამ­გვა­რი რი­ტუ­ა­ლით ბუ­ნე­ბას წვი­მას, მდი­ნა­რე­ში თევ­ზე­ბის სიმ­რავ­ლეს და საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბის მო­ცე­მას ვთხოვთ",- თქვა სო­სამ, ოა­ხა­კას მე­თევ­ზე­თა პა­ტა­რა სოფ­ლის მერ­მა.

ოა­ხა­კა, მექ­სი­კის სამ­ხრეთ­ში მდე­ბა­რე­ობს და ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ძი­რძვე­ლი კულ­ტუ­რი­თაა მდი­და­რი, რო­მე­ლიც დღემ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა აქა­ურ­მა ხალ­ხმა. ალი­გა­ტორ­თან ქორ­წი­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცია ახლა კა­თო­ლი­კურ წეს-ჩვე­ლე­ბას­თან არის შერ­წყმუ­ლი და ქვე­წარ­მავ­ლის თეთრ სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ში და სხვა ფე­რად მორ­თუ­ლო­ბებ­ში გა­მო­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს. 7 წლის ალი­გა­ტო­რი, რო­მელ­საც პა­ტა­რა პრინ­ცე­სად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, დე­და­მი­წის ღვთა­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვა და მისი ად­გი­ლობ­რივ ლი­დერ­თან ქორ­წი­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნის ღვთა­ებ­რივ­თან შე­ერ­თე­ბის სიმ­ბო­ლოა.

ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა საყ­ვი­რე­ბი და და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი აახ­მა­უ­რეს, პა­ტარ­ძა­ლი ალი­გა­ტო­რი ხელ­ში აიყ­ვა­ნეს და სოფ­ლის ქუ­ჩებ­ში ჩა­მო­ა­ტა­რეს. ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ელია ედიტ აგი­ლარ­მა საინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერსთან" ისა­უბ­რა:

"მა­ბედ­ნი­ე­რებს ეს დღე და ვა­მა­ყობ ჩემი ფეს­ვე­ბით". მან ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ტარ­ძლის ტა­ნი­სა­მო­სის არ­ჩე­ვა­ზე საკ­მა­ოდ დიდი დრო და­ხარ­ჯა. "ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ტრა­დი­ცი­აა", - ღი­მი­ლით დას­ძი­ნა მან.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაპა
0

15 წლის წინ დავშორდი ჩემ ალიგატორს!

დათო
0

რა ჯობია ნიანგთან თაფლობის თვის გატარებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მექსიკის პატარა ქალაქის მერმა 7 წლის ალიგატორზე იქორწინა - რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საუკუნოვან ტრადიციას?

მექსიკის პატარა ქალაქის მერმა 7 წლის ალიგატორზე იქორწინა - რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საუკუნოვან ტრადიციას?

მექსიკის პატარა ქალაქის მერმა, ტრადიციის თანახმად, ალიგატორზე იქორწინა. ფერადი ცერემონია ტრადიციული მუსიკის თანხლებით ჩატარდა. სან პედრო ჰუამელულას მერმა, ვიქტორ ჰიუგო სოსამ, ქორწილის დროს, არაერთხელ აკოცა პატარძალ ალიგატორს, რომლის დინგიც მჭიდროდ იყო აკრული, რომ არასასურველი კბენა თავიდან აეცილებინათ.

ასეთი რიტუალური ქორწილები ქრისტეშობამდე 1800-300 წწ. თარიღდება. ეს ტრადიცია ოახაკას შტატის ჩონტალის და ჰუავის ძირძველ თემებში იყო გავრცელებული და ადგილობრივებისთვის ბუნების სიკეთეებისთვის ლოცვასავით იყო.

"ამგვარი რიტუალით ბუნებას წვიმას, მდინარეში თევზების სიმრავლეს და საკმარისი საკვების მოცემას ვთხოვთ",- თქვა სოსამ, ოახაკას მეთევზეთა პატარა სოფლის მერმა.

ოახაკა, მექსიკის სამხრეთში მდებარეობს და ქვეყნის ყველაზე ძირძველი კულტურითაა მდიდარი, რომელიც დღემდე შეინარჩუნა აქაურმა ხალხმა. ალიგატორთან ქორწინების უძველესი ტრადიცია ახლა კათოლიკურ წეს-ჩველებასთან არის შერწყმული და ქვეწარმავლის თეთრ საქორწინო კაბაში და სხვა ფერად მორთულობებში გამოწყობას გულისხმობს. 7 წლის ალიგატორი, რომელსაც პატარა პრინცესად მოიხსენიებენ, დედამიწის ღვთაებად მიიჩნევა და მისი ადგილობრივ ლიდერთან ქორწინება, ადამიანის ღვთაებრივთან შეერთების სიმბოლოა.

ტრადიციის თანახმად, ადგილობრივებმა საყვირები და დასარტყამი ინსტრუმენტები აახმაურეს, პატარძალი ალიგატორი ხელში აიყვანეს და სოფლის ქუჩებში ჩამოატარეს. ქორწილის ორგანიზატორმა, ელია ედიტ აგილარმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ისაუბრა:

"მაბედნიერებს ეს დღე და ვამაყობ ჩემი ფესვებით". მან ისიც აღნიშნა, რომ პატარძლის ტანისამოსის არჩევაზე საკმაოდ დიდი დრო დახარჯა. "ძალიან ლამაზი ტრადიციაა", - ღიმილით დასძინა მან.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა