მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახი შეჩვეულია ჩემგან რისკიან გადაწყვეტილებებს..." - რას ჰყვება გუკა რჩეულიშვილი, რომელიც უკრაინაში, ცხელ წერტილში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა
"ოჯახი შეჩვეულია ჩემგან რისკიან გადაწყვეტილებებს..." - რას ჰყვება გუკა რჩეულიშვილი, რომელიც უკრაინაში, ცხელ წერტილში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა

128 დღეა რაც უკ­რა­ი­ნა­ში ომი გრძელ­დე­ბა. ცი­ვი­ლუ­ლი სამ­ყა­რო უკ­რა­ი­ნის გვერ­დით დგას. იქ ხში­რად ჩა­დი­ან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით, ასე­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­ტე­რე­სით. ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ეს­ტუმ­რა უკ­რა­ი­ნას შონ პენი, რო­მელ­მაც მას შემ­დეგ იქ კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე იმოგ­ზა­უ­რა. ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე სას­ტიკ ომზე დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს იღებს.

ერთი დღეა რაც უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და რე­ჟი­სო­რი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, სა­დაც ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ცხელ წერ­ტილ­ში ათი დღით ჩა­ვი­და. ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ სურს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი მა­ინც გაგ­ვიმ­ხი­ლა.

ფილ­მი წლის ბო­ლოს გა­მო­ვა. გუ­კას თქმით, მისი უკ­რა­ი­ნა­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ ახლო მე­გობ­რებ­მაც კი არ იცოდ­ნენ.

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი:

- ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი უკ­რა­ი­ნა­ში, გუ­შინ ღამე დავ­ბრუნ­დი. ჩემ­თან ერ­თად იყ­ვნენ გოგა დევ­და­რი­ა­ნი და გი­ორ­გი მას­ხა­რაშ­ვი­ლი. დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად წა­ვე­დით. ვი­ყა­ვით კრი­ვოი როგ­ში, კი­ევ­ში, ბუ­ჩა­ში, გოს­ტო­მელ­სა და ხერ­სო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნას ხომ სა­ერ­თო მტე­რი გვყავს?! ფილ­მი არის იმა­ზე, რომ მე­ტა­ფო­რუ­ლად ვთქვათ, ნგრე­ვის დროს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ნე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. აქ მხო­ლოდ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. ყვე­ლა­ფერს ორი მხა­რე აქვს და სა­უ­ბა­რია, იმა­ზე, რომ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვამ გა­გაძ­ლი­ე­როს.

- რა დაგ­ხვდათ იქ ისე­თი, რაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თქვენ­თვის, ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად პირ­და­პირ ეთერ­ში ვუ­ყუ­რებთ უმ­ძი­მეს კად­რებს...

- ომში სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვი­ყა­ვი 2008 წელს და ომი ყველ­გან ომია. ერთი და იგი­ვეა და სა­ში­ნე­ლე­ბაა. რო­გორც ქარ­თველ მებ­რძო­ლებ­ში, ასე­ვე უკ­რა­ი­ნე­ლებ­ში ის მო­მე­წო­ნა, რომ ომის დროს ღი­მი­ლი­სა და ოპ­ტი­მიზ­მის უნა­რი არ და­კარ­გეს. ჩვენ­თან აგ­ვის­ტოს ომის დროს მხნე­ო­ბა ჯარ­სა და ხალ­ხს და­კარ­გუ­ლი არ ჰქონ­და. მახ­სოვს, გორ­სა და კა­რა­ლეთ­ში ვი­ყა­ვი მა­შინ. ხალ­ხი ჩვენ­თა­ნაც კარ­გია და უკ­რა­ი­ნა­შიც, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია იმა­ტებს.

- რა გა­და­ი­ღეთ, რა იქ­ნე­ბა მო­თხრო­ბი­ლი თქვენს ფილმში?

- ფილ­მი რე­პორ­ტა­ჟის ფორ­მა­ტი არ არის. ეს არის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და შიგ­ნი­დან და­ნა­ხუ­ლი ომი გარე დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­გან, თუ რო­გორ ხდე­ბა გმი­რე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა ამ ომ­თან. ფილმში არ იქ­ნე­ბა ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა. ჩვე­ნი ია­რა­ღი ხომ კა­მე­რაა?!

- ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად წახ­ვე­დით?

- ჩემი ოჯა­ხი შეჩ­ვე­უ­ლია ჩემ­გან რის­კი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო
3

ეს ციხიდან როის გამევიდაააა????

--
4

ცენტრპოინტზეც გადაიღე დოკუმენტალური ფილმი, კაი იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ოჯახი შეჩვეულია ჩემგან რისკიან გადაწყვეტილებებს..." - რას ჰყვება გუკა რჩეულიშვილი, რომელიც უკრაინაში, ცხელ წერტილში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა

"ოჯახი შეჩვეულია ჩემგან რისკიან გადაწყვეტილებებს..." - რას ჰყვება გუკა რჩეულიშვილი, რომელიც უკრაინაში, ცხელ წერტილში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა

128 დღეა რაც უკრაინაში ომი გრძელდება. ცივილული სამყარო უკრაინის გვერდით დგას. იქ ხშირად ჩადიან სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, ცნობილი ადამიანები, როგორც ჰუმანიტარული მისიით, ასევე შემოქმედებითი ინტერესით. ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ესტუმრა უკრაინას შონ პენი, რომელმაც მას შემდეგ იქ კიდევ რამდენჯერმე იმოგზაურა. ცნობილი რეჟისორი 21-ე საუკუნის ყველაზე სასტიკ ომზე დოკუმენტურ ფილმს იღებს.

ერთი დღეა რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი, სადაც ფილმის გადასაღებად ცხელ წერტილში ათი დღით ჩავიდა. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით არ სურს, თუმცა რამდენიმე დეტალი მაინც გაგვიმხილა.

ფილმი წლის ბოლოს გამოვა. გუკას თქმით, მისი უკრაინაში ყოფნის შესახებ ახლო მეგობრებმაც კი არ იცოდნენ.

გუკა რჩეულიშვილი:

- ათი დღის განმავლობაში ვიყავი უკრაინაში, გუშინ ღამე დავბრუნდი. ჩემთან ერთად იყვნენ გოგა დევდარიანი და გიორგი მასხარაშვილი. დოკუმენტური ფილმის გადასაღებად წავედით. ვიყავით კრივოი როგში, კიევში, ბუჩაში, გოსტომელსა და ხერსონის მიმდებარე ტერიტორიებზე. საქართველოს და უკრაინას ხომ საერთო მტერი გვყავს?! ფილმი არის იმაზე, რომ მეტაფორულად ვთქვათ, ნგრევის დროს როგორ შეიძლება შენებაც მიმდინარეობდეს. აქ მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე არ არის საუბარი. ყველაფერს ორი მხარე აქვს და საუბარია, იმაზე, რომ ყველა გამოწვევამ გაგაძლიეროს.

- რა დაგხვდათ იქ ისეთი, რაც მოულოდნელი იყო თქვენთვის, ჩვენ ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში ვუყურებთ უმძიმეს კადრებს...

- ომში საქართველოშიც ვიყავი 2008 წელს და ომი ყველგან ომია. ერთი და იგივეა და საშინელებაა. როგორც ქართველ მებრძოლებში, ასევე უკრაინელებში ის მომეწონა, რომ ომის დროს ღიმილისა და ოპტიმიზმის უნარი არ დაკარგეს. ჩვენთან აგვისტოს ომის დროს მხნეობა ჯარსა და ხალხს დაკარგული არ ჰქონდა. მახსოვს, გორსა და კარალეთში ვიყავი მაშინ. ხალხი ჩვენთანაც კარგია და უკრაინაშიც, ცხოვრება გრძელდება და სიცოცხლის გაგრძელების მოტივაცია იმატებს.

- რა გადაიღეთ, რა იქნება მოთხრობილი თქვენს ფილმში?

- ფილმი რეპორტაჟის ფორმატი არ არის. ეს არის ყოველდღიურობა და შიგნიდან დანახული ომი გარე დამკვირვებლებისგან, თუ როგორ ხდება გმირების ადაპტირება ამ ომთან. ფილმში არ იქნება ინტერვიუები, ვნახოთ, რა გამოვა. ჩვენი იარაღი ხომ კამერაა?!

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, რომ ფრონტის წინა ხაზზე ფილმის გადასაღებად წახვედით?

- ჩემი ოჯახი შეჩვეულია ჩემგან რისკიან გადაწყვეტილებებს...