საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებს შორის „მაკულიტერატურის“ შეჯიბრი დასრულდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
სკოლებს შორის „მაკულიტერატურის“ შეჯიბრი დასრულდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

„პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექტ „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი შე­ჯიბ­რი სკო­ლებს შო­რის დას­რულ­და. შე­ჯიბ­რის ფარ­გლებ­ში სკო­ლე­ბი უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რას აგ­რო­ვებ­დნენ და სა­ნაც­ვლოდ იღებ­დნენ „ნერგ ქუ­ლებს“, რო­მელ­თა გა­დაც­ვლაც წიგ­ნებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სი­სა და რუს­თა­ვის სკო­ლებს შე­ეძ­ლოთ. მიმ­დი­ნა­რე წელს „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რას“ 10 წლის იუ­ბი­ლე აქვს და სწო­რედ ამ თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­ი­გეგ­მა სკო­ლებს შო­რის შე­ჯიბ­რი.

რო­გორც პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავ­და, სკო­ლე­ბის­თვის მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა მათ­თვის სა­სურ­ველ წიგ­ნებ­ში გა­ეც­ვა­ლათ და ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­ე­ახ­ლე­ბი­ნათ.

„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა ის პრო­ექ­ტია, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ. 2022 წელს პრო­ექ­ტი 10 წლის გახ­და და გვინ­დო­და ეს თა­რი­ღი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღგ­ვე­ნიშ­ნა. გა­დავ­წყვი­ტეთ, სკო­ლე­ბიც ჩაგ­ვერ­თო და კი­დევ ერთხელ გვეთ­ქვა, რომ გა­რე­მოს უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ. სა­ბო­ლო­ოდ, საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მა­კუ­ლა­ტუ­რა მოგ­როვ­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ. მათ „ნერგ ქუ­ლებ­თან“ ერ­თად გა­და­ე­ცე­მათ ხე­ე­ბის ნერ­გე­ბი, რო­მელ­თაც შე­მოდ­გო­მა­ზე დარ­გა­ვენ,“ - აცხა­დე­ბენ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში.

გა­მარ­ჯვე­ბულ 5 სკო­ლას შო­რის არი­ან: იო­სებ ოცხე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის N2 სა­ჯა­რო სკო­ლა, თბი­ლი­სის N65 სა­ჯა­რო სკო­ლა და რუს­თა­ვის N5 სა­ჯა­რო სკო­ლა.

მუ­რად ჯიშ­კა­რი­ა­ნი, ქუ­თა­ი­სის იო­სებ ოცხე­ლის სა­ხე­ლო­ბის #2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი: „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტია, რად­გან მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბით ხე­ებს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. მე­ო­რე მხრივ, ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ახა­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მნა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვი­საც ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნია. ვთვლი, რომ ეს არა მხო­ლოდ „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ არა­მედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ლო­გი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კის­თვის სა­სარ­გებ­ლო პრო­ექ­ტია. რაც მთა­ვა­რია, ბავ­შვებს პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვას­წავ­ლით სა­კუ­თა­რი შრო­მით ჯილ­დოს მო­პო­ვე­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბევ­რმა სკო­ლამ მი­ი­ღოს მსგავს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს მა­კუ­ლა­ტუ­რის შეგ­რო­ვე­ბას. ცალ­სა­ხად ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­ექ­ტია.“

ანნა ურუ­შა­ძე, ქა­ლაქ თბი­ლი­სის 133 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი: ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, რა­მაც სა­მო­მავ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნას, თუ დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის და ადა­მი­ა­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. მე კი, რო­გორც პე­და­გოგს, ორ­მა­გი მი­სია მაქვს. ამ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას უნდა შე­ვუ­წყო ხელი. უნდა ვას­წავ­ლო, რომ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა, გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა მათი მო­ვა­ლე­ო­ბაა. ჩვენს სკო­ლა­ში მა­კუ­ლა­ტუ­რის მოგ­რო­ვე­ბის ში­და­სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხში­რად ტარ­დე­ბა. ამ­ჯე­რად შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა, უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან პრო­ექ­ტში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მთე­ლი სკო­ლა ჩარ­თუ­ლი­ყო ამ პრო­ცეს­ში. ეს პრო­ექ­ტი ჩვე­ნი შან­სი აღ­მოჩ­ნდა, რომ სურ­ვი­ლე­ბი და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. პე­და­გო­გე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის დიდი ჩარ­თუ­ლო­ბით მო­ვაგ­რო­ვეთ მა­კუ­ლა­ტუ­რა. მი­მაჩ­ნია, რომ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას და გა­რე­მოს იცავს, ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სამ­ყა­როს მო­მა­ვა­ლი სწო­რედ ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მი­ხა­რია, რომ ამ პრო­ექ­ტში ჩვე­ნი სკო­ლის სა­ხე­ლით წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ.“

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი, ქა­ლაქ თბი­ლი­სის 65 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „მა­კუ­ლა­ტუ­რას წლე­ბია ვაგ­რო­ვებთ. ასე­ვე მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვა­კავ­ში­რებს პრო­ექტ „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან“ თა­ვი­დან სპე­ცი­ა­ლურ ყუ­თებ­ში და­ვი­წყეთ მა­კუ­ლა­ტუ­რის მოგ­რო­ვე­ბა, შემ­დეგ კი ბავ­შვე­ბი იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თნენ, რომ სა­წყობ­ში შეგ­რო­ვე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­მა სა­წყის სა­ფე­ხურ­ზე­ვე და­ი­წყეს ბავ­შვე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა მა­კუ­ლა­ტუ­რა­ზე, ქა­ღალ­დის წარ­მო­ე­ბა­ზე, ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე. შე­დე­გად, მა­კუ­ლა­ტუ­რის მოგ­რო­ვე­ბა ჩვე­ნი სკო­ლის­თვის ძა­ლი­ან პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­და. ამ აქ­ტი­ვო­ბას და­ძა­ლე­ბის ფორ­მა არ აქვს. პი­რი­ქით, ბავ­შვებს ძა­ლი­ან უხა­რი­ათ გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ქა­ღალ­დის მოგ­რო­ვე­ბა. მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ ნერ­გე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის მი­ღე­ბის მო­მენ­ტში სა­ო­ცარ ემო­ცი­ებს გა­ნიც­დი­ან.“

ნინო ღვი­ნი­ა­ნი­ძე, რუს­თა­ვის N5 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, რად­გან ერ­თად ვზრუ­ნავთ ეკო­ლო­გი­ა­ზე. ჩვე­ნი სკო­ლა აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მსგავს პრო­ექ­ტებ­ში, ეკოკ­ლუ­ბე­ბიც გვაქვს. ბავ­შვებ­თან მუდ­მი­ვად ვა­ტა­რებთ სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რებს. ვცდი­ლობთ მათ პა­ტა­რა ასაკ­ში­ვე კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თი­თო­ე­ულ ფურ­ცელს. იცი­ან, რო­გორ ხდე­ბა ქა­ღალ­დის გა­და­მუ­შა­ვე­ბა და ახ­ლის შექ­მნა. სწო­რედ ამი­ტომ ისი­ნი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის მოგ­რო­ვე­ბის პრო­ცეს­ში. სა­ნაც­ვლოდ მი­ღე­ბულ ნერ­გებს დიდი სი­ა­მა­ყი­თა და სი­ხა­რუ­ლით რგა­ვენ.“

პრო­ექ­ტი „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ ფარ­გლებ­ში სა­მო­მავ­ლო­დაც უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა იგეგ­მე­ბა, რო­მელ­ში ჩარ­თვაც სხვა­დას­ხვა ასა­კის ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ.

#10წლი­სი­უ­ბი­ლე

#მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სკოლებს შორის „მაკულიტერატურის“ შეჯიბრი დასრულდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

სკოლებს შორის „მაკულიტერატურის“ შეჯიბრი დასრულდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

„პალიტრა L-ის“ პროექტ „მაკულიტერატურის“ ფარგლებში მიმდინარე მასშტაბური შეჯიბრი სკოლებს შორის დასრულდა. შეჯიბრის ფარგლებში სკოლები უსარგებლო მაკულატურას აგროვებდნენ და სანაცვლოდ იღებდნენ „ნერგ ქულებს“, რომელთა გადაცვლაც წიგნებშია შესაძლებელი. მონაწილეობა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს შეეძლოთ. მიმდინარე წელს „მაკულიტერატურას“ 10 წლის იუბილე აქვს და სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად დაიგეგმა სკოლებს შორის შეჯიბრი.

როგორც პროექტის წარმომადგენლები განმარტავენ, პროექტი მიზნად ისახავდა, სკოლებისთვის მიეცა შესაძლებლობა, უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში გაეცვალათ და ბიბლიოთეკა გაეახლებინათ.

„მაკულიტერატურა ის პროექტია, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. 2022 წელს პროექტი 10 წლის გახდა და გვინდოდა ეს თარიღი განსაკუთრებულად აღგვენიშნა. გადავწყვიტეთ, სკოლებიც ჩაგვერთო და კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ. საბოლოოდ, საკმაოდ დიდი რაოდენობით მაკულატურა მოგროვდა. გამარჯვებულები გამოვავლინეთ. მათ „ნერგ ქულებთან“ ერთად გადაეცემათ ხეების ნერგები, რომელთაც შემოდგომაზე დარგავენ,“ - აცხადებენ გამომცემლობაში.

გამარჯვებულ 5 სკოლას შორის არიან: იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლა, თბილისის N65 საჯარო სკოლა და რუსთავის N5 საჯარო სკოლა.

მურად ჯიშკარიანი, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „მაკულიტერატურა“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან მაკულატურის ჩაბარებით ხეებს ვინარჩუნებთ. მეორე მხრივ, ნარჩენებისგან ახალი პროდუქტის შექმნა ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ძალიან მომგებიანია. ვთვლი, რომ ეს არა მხოლოდ „მაკულიტერატურისთვის“ არამედ ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიისა და ეკონომიკისთვის სასარგებლო პროექტია. რაც მთავარია, ბავშვებს პატარაობიდანვე ვასწავლით საკუთარი შრომით ჯილდოს მოპოვებას. მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა სკოლამ მიიღოს მსგავს პროექტში მონაწილეობა და სათანადო ყურადღება დაუთმოს მაკულატურის შეგროვებას. ცალსახად ძალიან სასარგებლო პროექტია.“

ანნა ურუშაძე, ქალაქ თბილისის 133 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ზოგადად, მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რამაც სამომავლოდ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას, თუ დროული რეაგირება არ მოხდება. ყველა მოქალაქის და ადამიანის ვალდებულებაა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ გამოწვევების დაძლევაში. მე კი, როგორც პედაგოგს, ორმაგი მისია მაქვს. ამ საკითხებთან მიმართებაში მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას უნდა შევუწყო ხელი. უნდა ვასწავლო, რომ გარემოზე ზრუნვა, გამოწვევების დაძლევა მათი მოვალეობაა. ჩვენს სკოლაში მაკულატურის მოგროვების შიდასასკოლო აქტივობები ხშირად ტარდება. ამჯერად შესაძლებლობა მოგვეცა, უფრო ფართომასშტაბიან პროექტში მიგვეღო მონაწილეობა და მთელი სკოლა ჩართულიყო ამ პროცესში. ეს პროექტი ჩვენი შანსი აღმოჩნდა, რომ სურვილები და ინიციატივები განგვეხორციელებინა. პედაგოგებისა და მოსწავლეების დიდი ჩართულობით მოვაგროვეთ მაკულატურა. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს რესურსების ეფექტურად გამოყენებას და გარემოს იცავს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამყაროს მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მიხარია, რომ ამ პროექტში ჩვენი სკოლის სახელით წვლილი შევიტანეთ.“

ნინო მჭედლიშვილი, ქალაქ თბილისის 65 საჯარო სკოლის დირექტორი: „მაკულატურას წლებია ვაგროვებთ. ასევე მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს პროექტ „მაკულიტერატურასთან“ თავიდან სპეციალურ ყუთებში დავიწყეთ მაკულატურის მოგროვება, შემდეგ კი ბავშვები იმდენად აქტიურად ჩაერთნენ, რომ საწყობში შეგროვება გადავწყვიტეთ. დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა საწყის საფეხურზევე დაიწყეს ბავშვებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება მაკულატურაზე, ქაღალდის წარმოებაზე, ეკოლოგიაზე ზრუნვის საშუალებებზე. შედეგად, მაკულატურის მოგროვება ჩვენი სკოლისთვის ძალიან პრიორიტეტული გახდა. ამ აქტივობას დაძალების ფორმა არ აქვს. პირიქით, ბავშვებს ძალიან უხარიათ გამოუსადეგარი ქაღალდის მოგროვება. მაკულატურის სანაცვლოდ ნერგებისა და წიგნების მიღების მომენტში საოცარ ემოციებს განიცდიან.“

ნინო ღვინიანიძე, რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე: „მაკულიტერატურა“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ერთად ვზრუნავთ ეკოლოგიაზე. ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული მსგავს პროექტებში, ეკოკლუბებიც გვაქვს. ბავშვებთან მუდმივად ვატარებთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს. ვცდილობთ მათ პატარა ასაკშივე კარგად გააცნობიერონ, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ფურცელს. იციან, როგორ ხდება ქაღალდის გადამუშავება და ახლის შექმნა. სწორედ ამიტომ ისინი აქტიურად არიან ჩართული მაკულატურის მოგროვების პროცესში. სანაცვლოდ მიღებულ ნერგებს დიდი სიამაყითა და სიხარულით რგავენ.“

პროექტი „მაკულიტერატურის“ ფარგლებში სამომავლოდაც უამრავი საინტერესო აქტივობა იგეგმება, რომელში ჩართვაც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.

#10წლისიუბილე

#მაკულიტერატურა