საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა
დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ნარ­მა­ნია გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ USAID-ს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით წარ­დგა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მო­ნა­წი­ლე­ებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა, კელი დეგ­ნან­მა.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ, პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას, ხაზი გა­უს­ვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ტა­რი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის კუ­თხით. გა­ნი­ხი­ლა ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ხელ­შემ­წყობ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ნორ­მებ­ზე.

„მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის მიერ დამ­ტკიც­და არა­ერ­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა ხელი შე­ე­წყოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის ათ­ვი­სე­ბა­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბის ინ­ტე­რე­სის ზრდას. მათ შო­რის, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სათ­ვის დამ­ტკიც­და „გა­ნახ­ლე­ბა­დი წყა­რო­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­შო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­ცე­მის წესი“, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს წარ­მო­შო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით ვაჭ­რო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი უფრო მე­ტად წა­ა­ხა­ლი­სებს ინ­ვეს­ტორს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის ბა­ზარ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, სე­მე­კის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი „ქსე­ლის წე­სე­ბი“ ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­დამ­ცე­მი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რა­ო­დე­ნობ­რი­ვად შე­ა­ფა­სოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი.

სე­მე­კის ხედ­ვაა, რომ გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა მოხ­დეს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნე­ბის­თვი­საც. ამ მიზ­ნით, წლე­ბია წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ნეტო აღ­რი­ცხვის პრო­ექ­ტი. პრო­ექ­ტის ხელ­შე­წყო­ბი­სათ­ვის, ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ი­ზარ­და მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 100-დან 500 კვტ-მდე, „ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ცა­ლო ბაზ­რის წე­სებ­ში“ და­ფიქ­სირ­და მიმ­წო­დებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის გაგ­ზავ­ნილ ქვი­თარ­ში აი­სა­ხოს გა­ნახ­ლე­ბა­დი წყა­რო­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გი­ის წი­ლის ან რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. ამ­ჟა­მად, სე­მეკ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­თან გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბის მი­ერ­თე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­დუ­რე­ბის ახალ წეს­ზე“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კონ­ფე­რენ­ცია USAID-ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის, ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო და დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და საქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა. კონფერენციაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.

სემეკის თავმჯდომარემ, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ხაზი გაუსვა სამართლიანი სატარიფო რეგულირების მნიშვნელობას ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. განიხილა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების ხელშემწყობ მარეგულირებელ ნორმებზე.

„მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცდა არაერთი სამართლებრივი აქტი, რომლის მიზანიცაა ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და ინვესტორების ინტერესის ზრდას. მათ შორის, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობისათვის დამტკიცდა „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი“, რომელიც ითვალისწინებს წარმოშობის სერტიფიკატებით ვაჭრობას. აღნიშნული უფრო მეტად წაახალისებს ინვესტორს განახლებადი ენერგიების ბაზარზე. ამასთანავე, სემეკის მიერ დამტკიცებული „ქსელის წესები“ ითვალისწინებს გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, რაოდენობრივად შეაფასოს განახლებადი ენერგორესურსების ინტეგრაციაში არსებული სარგებელი.

სემეკის ხედვაა, რომ განახლებადი ენერგიების ათვისება მოხდეს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვისაც. ამ მიზნით, წლებია წარმატებით ხორციელდება ნეტო აღრიცხვის პროექტი. პროექტის ხელშეწყობისათვის, ბაზარზე არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, გაიზარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100-დან 500 კვტ-მდე, „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ დაფიქსირდა მიმწოდებლის ვალდებულება, რომ მომხმარებლისათვის გაგზავნილ ქვითარში აისახოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ან რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ამჟამად, სემეკში მიმდინარეობს მუშაობა გამანაწილებელ ქსელთან განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მიერთების გამარტივებული და გამჭვირვალე პროცედურების ახალ წესზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

NS