მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსახერხებელი კაფსულები, სადაც დაძინებაა შესაძლებელი - როგორია კომპაქტური "ოთახები", რომელმაც შესაძლოა, გასაქირავებელ ბინებს კონკურენცია გაუწიოს
მოსახერხებელი კაფსულები, სადაც დაძინებაა შესაძლებელი - როგორია კომპაქტური "ოთახები", რომელმაც შესაძლოა, გასაქირავებელ ბინებს კონკურენცია გაუწიოს

ავ­სტრა­ლი­ა­ში, კერ­ძოდ მელ­ბურნ­ში, სა­ძი­ნე­ბე­ლი კაფ­სუ­ლე­ბი ქი­რავ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც მზარ­დი ქი­რის ფა­სე­ბის ფონ­ზე საკ­მა­ოდ იაფი, თვე­ში 900$ ღირს.

ერთ-ერთი მე­პატ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ტრა­დი­ცი­უ­ლი ტი­პის ოთა­ხებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­საც ის თვე­ში 1500$-ად აქი­რა­ვებს, ერ­თსა­წო­ლი­ა­ნი კაფ­სუ­ლე­ბი მხო­ლოდ 900$ ჯდე­ბა.

შე­ნო­ბა­ში, სულ 6 ასე­თი კაფ­სუ­ლაა, მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი 3 ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხია. კაფ­სუ­ლე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია სარ­კით, ვენ­ტი­ლა­ტო­რით, USB პორ­ტე­ბით, ციფ­რუ­ლი მარ­თვის პა­ნე­ლე­ბით, რე­გუ­ლი­რე­ბა­დი გა­ნა­თე­ბე­ბით, სე­ი­ფით, ტან­საც­მლის სა­კი­დით და მეტი პრი­ვა­ტუ­ლო­ბის­თვის, აქ ფარ­და შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ კა­რის ნაც­ვლად.

"ისი­ნი კოს­მო­სურ "შატ­ლებს" ჰგვა­ნან", - ამ­ბობს ფრენკ ჩენი, შე­ნო­ბის მე­პატ­რო­ნე.

გამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა ფრენკ ჩან­მა თქვა, რომ კაფ­სუ­ლე­ბი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­ქი­რა­ვე­ბის­თვი­საა. "მე არ ვახ­დე­ვი­ნებ დამ­ქი­რა­ვებ­ლებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხადს, ავე­ჯით მე ვა­მა­რა­გებ, დი­ა­სახ­ლისს ვქი­რა­ობ, ჩემი ფა­სე­ბი ბევ­რად უფრო ია­ფია, ვიდ­რე სხვა გამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბის", - ამ­ბობს ის Guardian-თან.

ჩა­ნის აზ­რით, ქი­რის ფა­სე­ბის ზრდის პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გზა, ბა­ზარ­ზე სწო­რედ ამ­გვა­რი კაფ­სუ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბაა.

ჯერ­ჯე­რო­ბით, მელ­ბურნ­ში ერ­თა­დერ­თი გამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამ­გვარ სა­ძი­ნებ­ლებს სთა­ვა­ზობს ადა­მი­ა­ნებს, ფრენ­კია. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, ეს მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­ძი­ნებ­ლე­ბი მალე მსოფ­ლი­ოს ბა­ზარ­ზეც ვი­ხი­ლოთ.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მოსახერხებელი კაფსულები, სადაც დაძინებაა შესაძლებელი - როგორია კომპაქტური "ოთახები", რომელმაც შესაძლოა, გასაქირავებელ ბინებს კონკურენცია გაუწიოს

მოსახერხებელი კაფსულები, სადაც დაძინებაა შესაძლებელი - როგორია კომპაქტური "ოთახები", რომელმაც შესაძლოა, გასაქირავებელ ბინებს კონკურენცია გაუწიოს

ავსტრალიაში, კერძოდ მელბურნში, საძინებელი კაფსულები ქირავდება, რომლებიც მზარდი ქირის ფასების ფონზე საკმაოდ იაფი, თვეში 900$ ღირს.

ერთ-ერთი მეპატრონის განცხადების მიხედვით, ტრადიციული ტიპის ოთახებთან ერთად, რომლებსაც ის თვეში 1500$-ად აქირავებს, ერთსაწოლიანი კაფსულები მხოლოდ 900$ ჯდება.

შენობაში, სულ 6 ასეთი კაფსულაა, მეორე სართულზე კი 3 ტრადიციული საძინებელი ოთახია. კაფსულები აღჭურვილია სარკით, ვენტილატორით, USB პორტებით, ციფრული მართვის პანელებით, რეგულირებადი განათებებით, სეიფით, ტანსაცმლის საკიდით და მეტი პრივატულობისთვის, აქ ფარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ კარის ნაცვლად.

"ისინი კოსმოსურ "შატლებს" ჰგვანან", - ამბობს ფრენკ ჩენი, შენობის მეპატრონე.

გამქირავებელმა ფრენკ ჩანმა თქვა, რომ კაფსულები მოკლევადიანი გაქირავებისთვისაა. "მე არ ვახდევინებ დამქირავებლებს ელექტროენერგიის გადასახადს, ავეჯით მე ვამარაგებ, დიასახლისს ვქირაობ, ჩემი ფასები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე სხვა გამქირავებლების", - ამბობს ის Guardian-თან.

ჩანის აზრით, ქირის ფასების ზრდის პრობლემის გადაწყვეტის გზა, ბაზარზე სწორედ ამგვარი კაფსულების შემოღებაა.

ჯერჯერობით, მელბურნში ერთადერთი გამქირავებელი, რომელიც ამგვარ საძინებლებს სთავაზობს ადამიანებს, ფრენკია. გამორიცხული არ არის, ეს მოსახერხებელი საძინებლები მალე მსოფლიოს ბაზარზეც ვიხილოთ.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა