საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ბათუმის პორტში შემოსულ გემზე - "არ არის სანქცირებული"
რა კომენტარს აკეთებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ბათუმის პორტში შემოსულ გემზე - "არ არის სანქცირებული"

სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის, თა­მარ იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუ­მის პორ­ტში შე­სუ­ლი თურ­ქე­თის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გემი და მისი მფლო­ბე­ლი არ არის სან­ქცი­რე­ბუ­ლი.

მისი თქმით, გემ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტვირ­თის კონ­ტრო­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­აა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გუ­რებ­ში შე­მა­ვალ ყვე­ლა გემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ორ­დო­ნი­ა­ნი სკრი­ნინ­გი ტარ­დე­ბა - პირ­ველ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო და შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ რო­გორც გე­მის, ასე­ვე გემთმფლო­ბე­ლის შე­მოწ­მე­ბას სან­ქცი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და თუ გემი ან გე­მის მფლო­ბე­ლი არის სან­ქცი­რე­ბუ­ლი, მა­შინ მას სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გუ­რებ­ში არ ეძ­ლე­ვა შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ტვირთს, ტვირთთან მი­მარ­თე­ბა­ში სკრი­ნინგს ახორ­ცი­ე­ლებს შე­მოს­ვლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­სად­გუ­რე­ბი არის კერ­ძო მფლო­ბე­ლო­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ხელ­მწი­ფო კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვერ ერე­ვა. ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც იც­ვლე­ბა სა­ზღვაო ოპე­რა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვცვლით ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა, ეს არის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წყლებ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გუ­რებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნეს, სა­ზღვაო უშიშ­რო­ე­ბა და პრე­ვენ­ცია შე­სა­ბა­მი­სი საფრ­თხე­ე­ბის.

ყვე­ლა გემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტი ახორ­ცი­ე­ლებს შე­სა­ბა­მის სკრი­ნინგს. თუ გემი ან გე­მის მფლო­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბა სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში, ჩვენ ამ გემს არ ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს ნავ­სად­გურ­ში შე­მო­ვი­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გემი და არც გე­მის მფლო­ბე­ლი არ არის სან­ქცი­რე­ბუ­ლი. ტვირთთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ას ცდე­ბა, ეს არის შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მან­და­ტის ქვეშ“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ იო­სე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა თუ ისე
4

სოცქსელებში ხალხი წერს, ელენე ხოშტარიას ნავთობიაო. მარინის თეატრს დოლარები აღარ აქვს და ბარტერული გაცვლააო. ალბათ მართლაც ასეა , თუ იქნებ ასე არაა?!

მერე და,
4

კერძო მფლობელობაში მყოფი ნავსადგური საქართველოს კანონებს არ ემორჩილება?

კერძო მაღაზია რომ იყოს თავზე 9 სხვა და სხვა კომისია დაადგებოდა საწყალს დაიჭერდნენ, ან გაატყავებდნენ. აქ კი რაღაცის სუნი ასდის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა კომენტარს აკეთებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ბათუმის პორტში შემოსულ გემზე - "არ არის სანქცირებული"

რა კომენტარს აკეთებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ბათუმის პორტში შემოსულ გემზე - "არ არის სანქცირებული"

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ბათუმის პორტში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული.

მისი თქმით, გემზე არსებული ტვირთის კონტროლი შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა.

"საქართველოში და საქართველოს ნავსადგურებში შემავალ ყველა გემთან მიმართებაში ორდონიანი სკრინინგი ტარდება - პირველზე პასუხისმგებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და შესაბამისი დეპარტამენტები ახორციელებენ როგორც გემის, ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქციებთან მიმართებაში და თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქცირებული, მაშინ მას საქართველოს ნავსადგურებში არ ეძლევა შემოსვლის უფლება. რაც შეეხება ტვირთს, ტვირთთან მიმართებაში სკრინინგს ახორციელებს შემოსვლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.

საქართველოში ნავსადგურები არის კერძო მფლობელობაში. აქედან გამომდინარე სახელმწიფო კომერციულ საქმიანობაში ვერ ერევა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოს გააჩნია შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, რომელიც იცვლება საზღვაო ოპერაციების ეროვნულ ცენტრში. აღნიშნულ ინფორმაციას ვცვლით ყველა სახელმწიფო უწყება, ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული, რომ საქართველოს წყლებში - საქართველოს ნავსადგურებში უზრუნველყოფილი იქნეს, საზღვაო უშიშროება და პრევენცია შესაბამისი საფრთხეების.

ყველა გემთან მიმართებაში ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის სკრინინგს. თუ გემი ან გემის მფლობელი იმყოფება სანქციების სიაში, ჩვენ ამ გემს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოვიდეს. აღნიშნული გემი და არც გემის მფლობელი არ არის სანქცირებული. ტვირთთან დაკავშირებული საკითხები საზღვაო ტრანსპორტის კომპეტენციას ცდება, ეს არის შემოსავლების სამსახურის მანდატის ქვეშ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.