მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა დიდი სტიმულია ჩვენთვის... ჩვენ ვხედავთ, რა მოაქვს რუსეთს" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოში მიმდინარე პროცესებს?
"საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა დიდი სტიმულია ჩვენთვის... ჩვენ ვხედავთ, რა მოაქვს რუსეთს" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა და ბრძო­ლა ევ­რო­პუ­ლი გზის­კენ - თემა, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც იქ, პრო­რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცია აქ­ცი­ებს მარ­თავს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს, მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი ევ­რო­პაა და ამას ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­ტკი­ცე­ბენ. მათ ამ გზა­ზე ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებთ, რად­გან არა­ერ­თხელ სა­კუ­თარ ზურ­გზე იწ­ვნი­ეს რუ­სუ­ლი ჩექ­მის სიმ­წა­რე. ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის და­კარ­გვა კი, რუ­სე­თის­ნა­ი­რი აგ­რე­სი­უ­ლი მე­ზობ­ლის პი­რის­პირ დარ­ჩე­ნას ნიშ­ნავს. ბოლო დღე­ე­ბის მას­შტა­ბურ­მა გა­მოს­ვლებ­მა კი აჩ­ვე­ნა, რომ მათ უკან დაბ­რუ­ნე­ბა არ სურთ... ახლა მე­ზო­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი უდ­გას, კარი გა­უ­ღეს, გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად კი, ექ­ვსი თვე აქვს. უნდა ჩა­ა­ბა­როს ეს გა­მოც­და - ეს ჩვენ­თვი­საც სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ რო­გორ­მე ვი­პო­ვოთ ჩვენს თავ­ში ძალა და ჩა­მოვ­შორ­დეთ რუ­სეთს სა­ბო­ლო­ოდ. ასე რომ, წარ­მა­ტე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო!" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­გე­რი ედუ­არდ სა­ფა­რი­ა­ნი.

პო­ლი­ტო­ლო­გი სტე­ფან გრი­გო­რი­ა­ნი aliqmedia.am-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ახლა რუ­სეთ­სა და და­ნარ­ჩენ თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­როს შო­რის გლო­ბა­ლუ­რი ომი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ეს არის და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის. ამე­რი­კა და ევ­რო­კავ­ში­რი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. კრემლში უკვე დიდი ხა­ნია გა­და­წყვი­ტეს, რო­გორ­მე არ და­უშ­ვან და­სავ­ლეთ­თან პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან მათ თა­ვი­ან­თი გავ­ლე­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა იმ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თაც გან­ვთა­რე­ბის­თვის ევ­რო­პუ­ლი გზა აირ­ჩი­ეს, ვგუ­ლის­ხმობ, უკ­რა­ი­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხეთს, მოლ­დო­ვას...

თუმ­ცა, ამ ქვეყ­ნებ­მა უკვე გა­ა­კე­თეს არ­ჩე­ვა­ნი. ყვე­ლა მათ­გა­ნი ბრძო­ლის სხვა­დას­ხვა ფა­ზა­შია, მაგ­რამ მი­ზა­ნი ერთი აქვს - ევ­რო­პა. რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა თა­ვად რუ­სებ­საც არ უნ­დათ. ეს არის ფაქ­ტი. ასო­ბით ათა­სი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი რუსი ტო­ვებს ქვე­ყა­ნას და სა­ცხოვ­რებ­ლად სომ­ხეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, თურ­ქეთ­სა და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­დი­ან... ვი­ცით, რომ ერე­ვან­ში ათე­უ­ლო­ბით ათა­სი რუსი ჩა­მო­ვი­და, მათ უკვე და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის სფე­რო­ებ­ში. ასე რომ, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ამ გზას ირ­ჩევს, წარ­მა­ტე­ბე­ბი უნდა ვუ­სურ­ვოთ!" - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

"პა­რა­ლე­ლი რომ გა­ვავ­ლოთ, იქ ოპო­ზი­ცია ევ­რო­პას­თან უფრო სწრა­ფი და­ახ­ლო­ე­ბის­თვის იბ­რძვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთავ­რო­ბას გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი. ჩვენ­თან ოპო­ზი­ცია რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თვის აწყობს აქ­ცი­ებს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა ხალ­ხმრა­ვალს. ნელ-ნელა იღ­ვი­ძებს ხალ­ხი. შე­ხე­დეთ ქარ­თვე­ლებს, მათ ჟინს და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას. კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­ა­ნი­ჭეს, მაგ­რამ აქვთ შან­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ითხოვს რე­ფორ­მებს, წინსვლას, ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს, ჩვე­ნი ოპო­ზი­ცია და მათი კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია კი ცდი­ლობს, უკან, რუ­სულ წი­აღ­ში დაგ­ვაბ­რუ­ნოს, რად­გან მა­შინ თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ, ოღონდ შვი­ლებს გა­ნათ­ლე­ბის­თვის რუ­სეთ­ში კი არა, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში უშ­ვებ­დნენ.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რი უნ­დათ, რო­მე­ლიც არას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა. რუ­სეთს არ მო­აქვს პროგ­რე­სი, ევ­რო­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებს, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სა­მარ­თლო­სა და მე­დი­ა­გა­რე­მოს, ში­ნა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას კი არა, მუდ­მი­ვად ჩვენს და­სუს­ტე­ბას ცდი­ლობს, რათა თა­ვად გაძ­ლი­ერ­დეს. ამის­თვის იბ­რძვის სა­ქარ­თვე­ლო და წარ­მა­ტე­ბე­ბი მათ ამ საქ­მე­ში" - ამ­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ჰას­მიკ აბ­რა­მი­ა­ნი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვა დიდი სტი­მუ­ლია ჩვენ­თვი­საც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ვი­თა­რე­ბა გვაქვს. მთა­ვა­რია, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­დავს, რა მო­აქვს რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბას. იმა­საც ხე­დავს, რას აკე­თებს უკ­რა­ი­ნა­ში, რო­გორ ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლო წინ არ გა­უშ­ვას... მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის პრო­ევ­რო­პუ­ლო­ბა, მისი წინსვლა სომ­ხე­თის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია..." - მი­აჩ­ნია ან­ჯე­ლა გა­ლუს­ტი­ანს.

მთა­ვა­რი ფოტო: carnegie.ru

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასდს
0

ამათ ომი უნდათ კიდე? ახლა არ იომეს?ისე ჩვენი არ იყოს ესენიც შავ დღეში არიან ღრუსების გადამკიდე..

პაატა
8

რას გიზავთ იცით, მიწასთან გასასწორებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა დიდი სტიმულია ჩვენთვის... ჩვენ ვხედავთ, რა მოაქვს რუსეთს" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

"საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა დიდი სტიმულია ჩვენთვის... ჩვენ ვხედავთ, რა მოაქვს რუსეთს" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

ქართველი საზოგადოების აქტიურობა ევროკავშირის მიმართულებით, ხელისუფლების მიმართ გამოხატული იმედგაცრუება და ბრძოლა ევროპული გზისკენ - თემა, რომელიც მეზობელ სომხეთში აქტიური განხილვის საგანია. ადგილობრივების თქმით, იმ ფონზე, როდესაც იქ, პრორუსული ოპოზიცია აქციებს მართავს და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს, მოსახლეობა ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

"საქართველოს არჩევანი ევროპაა და ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ. მათ ამ გზაზე ვერაფერი შეაჩერებთ, რადგან არაერთხელ საკუთარ ზურგზე იწვნიეს რუსული ჩექმის სიმწარე. ევროპული პერსპექტივის დაკარგვა კი, რუსეთისნაირი აგრესიული მეზობლის პირისპირ დარჩენას ნიშნავს. ბოლო დღეების მასშტაბურმა გამოსვლებმა კი აჩვენა, რომ მათ უკან დაბრუნება არ სურთ... ახლა მეზობელ საქართველოს ძალიან საინტერესო პერიოდი უდგას, კარი გაუღეს, გამოცდის ჩასაბარებლად კი, ექვსი თვე აქვს. უნდა ჩააბაროს ეს გამოცდა - ეს ჩვენთვისაც სტიმული იქნება, რომ როგორმე ვიპოვოთ ჩვენს თავში ძალა და ჩამოვშორდეთ რუსეთს საბოლოოდ. ასე რომ, წარმატებები, საქართველო!" - წერს ადგილობრივი ბლოგერი ედუარდ საფარიანი.

პოლიტოლოგი სტეფან გრიგორიანი aliqmedia.am-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა რუსეთსა და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს შორის გლობალური ომი უკრაინაში მიმდინარეობს.

"ეს არის დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამერიკა და ევროკავშირი ყველაფერს აკეთებდნენ რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ უშედეგოდ. კრემლში უკვე დიდი ხანია გადაწყვიტეს, როგორმე არ დაუშვან დასავლეთთან პოსტსაბჭოთა ქვეყნების თანამშრომლობა, ვინაიდან მათ თავიანთი გავლენის ტერიტორიებად მიიჩნევენ. პირველ რიგში, ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც განვთარებისთვის ევროპული გზა აირჩიეს, ვგულისხმობ, უკრაინას, საქართველოს, სომხეთს, მოლდოვას...

თუმცა, ამ ქვეყნებმა უკვე გააკეთეს არჩევანი. ყველა მათგანი ბრძოლის სხვადასხვა ფაზაშია, მაგრამ მიზანი ერთი აქვს - ევროპა. რუსეთში ცხოვრება თავად რუსებსაც არ უნდათ. ეს არის ფაქტი. ასობით ათასი განათლებული რუსი ტოვებს ქვეყანას და საცხოვრებლად სომხეთში, ყაზახეთში, საქართველოში, თურქეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან... ვიცით, რომ ერევანში ათეულობით ათასი რუსი ჩამოვიდა, მათ უკვე დაიწყეს მუშაობა მაღალი ტექნოლოგიის სფეროებში. ასე რომ, ყველა ქვეყანას, რომელიც ამ გზას ირჩევს, წარმატებები უნდა ვუსურვოთ!" - ამბობს პოლიტოლოგი.

"პარალელი რომ გავავლოთ, იქ ოპოზიცია ევროპასთან უფრო სწრაფი დაახლოებისთვის იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას გაცხადებული აქვს საგარეო პოლიტიკური კურსი. ჩვენთან ოპოზიცია რუსეთში დაბრუნებისთვის აწყობს აქციებს, საბედნიეროდ, არა ხალხმრავალს. ნელ-ნელა იღვიძებს ხალხი. შეხედეთ ქართველებს, მათ ჟინს და მიზანდასახულობას. კანდიდატის სტატუსი ჯერჯერობით არ მიანიჭეს, მაგრამ აქვთ შანსი და საზოგადოებაც ითხოვს რეფორმებს, წინსვლას, ევროპულ სტანდარტებს, ჩვენი ოპოზიცია და მათი კონტროლირებადი მედია კი ცდილობს, უკან, რუსულ წიაღში დაგვაბრუნოს, რადგან მაშინ თავად უზრუნველყოფილები იყვნენ, ოღონდ შვილებს განათლებისთვის რუსეთში კი არა, ევროპასა და ამერიკაში უშვებდნენ.

საბჭოთა კავშირი უნდათ, რომელიც არასდროს დაბრუნდება. რუსეთს არ მოაქვს პროგრესი, ევროპისგან განსხვავებით, დემოკრატიულ რეფორმებს, დამოუკიდებელ სასამართლოსა და მედიაგარემოს, შინაგან თავისუფლებასა და სამართლიანობას კი არა, მუდმივად ჩვენს დასუსტებას ცდილობს, რათა თავად გაძლიერდეს. ამისთვის იბრძვის საქართველო და წარმატებები მათ ამ საქმეში" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ჰასმიკ აბრამიანი.

"საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა დიდი სტიმულია ჩვენთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვანაირი ვითარება გვაქვს. მთავარია, რომ ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რა მოაქვს რუსეთთან დაახლოებას. იმასაც ხედავს, რას აკეთებს უკრაინაში, როგორ ცდილობს საქართველო წინ არ გაუშვას... მეზობელი ქვეყნის პროევროპულობა, მისი წინსვლა სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია..." - მიაჩნია ანჯელა გალუსტიანს.

მთავარი ფოტო: carnegie.ru