მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ დააკვირდით ევროკავშირის ლიდერები ქართველ ხალხს ესაუბრებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლებას... ეს არის გაშვებული შესაძლებლობა" - რა შანსები აქვს საქართველოს?
"თუ დააკვირდით ევროკავშირის ლიდერები ქართველ ხალხს ესაუბრებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლებას... ეს არის გაშვებული შესაძლებლობა" - რა შანსები აქვს საქართველოს?
  • თსუ-ს პრო­ფე­სო­რი კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბად აფა­სებს.

რო­გორც ის "ინ­ტერპრე­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო "ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს“ ფარ­გლებ­ში ლი­დე­რი იყო და მას კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლო.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არას­წორ­მა პო­ლი­ტი­კამ გა­ნა­პი­რო­ბა.

"ეს ძა­ლი­ან ჰგავს იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­დე­საც გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჭიქა ნა­ხევ­რად ცა­რი­ე­ლია, თუ ნა­ხევ­რად სავ­სე? გა­აჩ­ნია ვინ რო­გორ შე­ხე­დავს ამ ყვე­ლა­ფერს. რე­ა­ლუ­რად თუ შევ­ხე­დავთ არის ასე­თი სი­ტუ­ა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ეძ­ლო, მაქ­სი­მუ­მი მი­ე­ღო იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში, ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი რე­ფორ­მა­ტო­რი ქვე­ყა­ნა იყო და ის ასე­ვე, ამ ასო­ცი­რე­ბუ­ლი "ტრი­ოს“ ფარ­გლებ­ში ლი­დე­რი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი ამ­ბი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ლო­დი­ნი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ ყვე­ლა­ფერს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და და დღეს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მი­ი­ღებ­და, რო­მე­ლიც ვერ მი­ი­ღო და მი­ვი­ღეთ მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს არის გაშ­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ჩვენ ვერ მი­ვი­ღეთ ის, რაც ასე აუ­ცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და კორ­ნე­ლი კა­კა­ჩი­ამ.

თსუ-ს პრო­ფე­სო­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­სავ­ლეთ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი აქვს, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბაც, იმ რი­ტო­რი­კის ფონ­ზე, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­გან ის­მის, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ასევე დაგაინტერესებთ
07:58 / 24-06-2022

"კანდიდატის სტატუსს მიიღებთ მაშინვე, როცა დასახული პრიორიტეტები შესრულდება" - ევროპელი ლიდერების პირველი განცხადებები და შარლ მიშელის პოსტი ქართულ ენაზე

10:36 / 24-06-2022

"ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და არ უნდა დავაკნინოთ, იცით რა, როგორ და როდის" - ჯოზეფ ბორელი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე

11:47 / 24-06-2022

"გაიღვიძე, საქართველო, ადექ, ტანი დაძარი" - როგორ ეხმიანება ბესიკ ხარანაული საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებას

12:24 / 24-06-2022

"შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის სურვილს" - ამერიკის ელჩის მიმართვა ქართველებს: რას წერს დეგნანი ვაშინგტონიდან?

13:27 / 24-06-2022

რა დაკარგა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით?

"თუ და­აკ­ვირ­დით მა­გა­ლი­თად, გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ და არა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სამ­წუ­ხა­როდ, და­სავ­ლეთ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი აქვს, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ რი­ტო­რი­კის ფონ­ზე, რაც ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­გან გვეს­მის“, - აღ­ნიშ­ნა კა­კა­ჩი­ამ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ვერ ხე­დავს მზა­ო­ბას, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს 6 თვე­ში შე­ას­რუ­ლებს.

მისი თქმით, თუკი სა­ქარ­თვე­ლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ შე­ას­რუ­ლებს, ქვე­ყა­ნა 6 თვე­ში ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს­გან კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე ისევ უარს მი­ი­ღებს.

"რო­გორც თვი­თონ თქვეს, მზად არი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­და­ხე­დონ, მაგ­რამ ჩვე­ნი მხრი­დან ვერ ვხე­დავ მზა­ო­ბას, პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას, რომ ამას ჩვენ თავს მო­ვა­ბამთ.

რაც თქვენ გუ­შინ წინ პარ­ლა­მენ­ტში მო­ის­მი­ნეთ, დაგ­რჩათ ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მზად არის? ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ იმ ან­ტი­ევ­რო­პულ რი­ტო­რი­კას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან კი­დევ უფრო აუ­ცხო­ებს და სა­ნამ ეს რი­ტო­რი­კა არ შე­იც­ვლე­ბა, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქმე­დე­ბებს არ შეც­ვლის, უბ­რა­ლოდ ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი ნაკ­ლე­ბად გვექ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და კორ­ნე­ლი კა­კა­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
5

ერთი წუთით რა . ხალხმა მთავარობა უკვე აირჩია და ვის ესაუბრებიან ესენი ვინ ქართველ ხალხს ? აქაც შეურაწმხოფას აყენებენ ეს ევროპელი სისხლისმსმელები.

მდაააა
4

ამ ნაძირლებმა არიეს ისევ სიტუაცია საქართველოში. ამ ევროპელმა ნაძირლებმა. იცოდნენ რო ცხვრის ფარა ქართველების ემოციებზე ითამაშებდნენ და ააგდებდნენ მაგ მასას ვინც აქციაზე გადის დღეს და მიაღწიეს კიდევაც. მაგრა გაბრაზებული ვარ მაგ შარლ მიშელზეც და მაგ ნაძირალა ევროპელებზეც. სააკიანი აწყობთ და ეგაა მთელი ფილმი რა. ყველაფერი დაწერილი სცენარია. სააკიანის საქართველოში შემოპარვიდან დაწყებული, კუბილიუს ნუბილიუსების უარებით დამთავრებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ დააკვირდით ევროკავშირის ლიდერები ქართველ ხალხს ესაუბრებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლებას... ეს არის გაშვებული შესაძლებლობა" - რა შანსები აქვს საქართველოს?

"თუ დააკვირდით ევროკავშირის ლიდერები ქართველ ხალხს ესაუბრებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლებას... ეს არის გაშვებული შესაძლებლობა" - რა შანსები აქვს საქართველოს?
  • თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად აფასებს.

როგორც ის "ინტერპრენიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საქართველო "ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში ლიდერი იყო და მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება შეეძლო.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ განაპირობა.

"ეს ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, როდესაც გეუბნებიან, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია, თუ ნახევრად სავსე? გააჩნია ვინ როგორ შეხედავს ამ ყველაფერს. რეალურად თუ შევხედავთ არის ასეთი სიტუაცია, რომ საქართველოს შეეძლო, მაქსიმუმი მიეღო იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა იყო და ის ასევე, ამ ასოცირებული "ტრიოს“ ფარგლებში ლიდერი იყო. აქედან გამომდინარე, მისი ამბიციებიდან გამომდინარე, მოლოდინი იყო, რომ საქართველო ამ ყველაფერს შეინარჩუნებდა და დღეს კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, რომელიც ვერ მიიღო და მივიღეთ მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. აქედან გამომდინარე ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ის, რაც ასე აუცილებლად გვჭირდებოდა“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

თსუ-ს პროფესორის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთში სერიოზული რეპუტაციული ზიანი აქვს, რომლის გამოსწორებაც, იმ რიტორიკის ფონზე, რაც პოლიტიკური სპექტრისგან ისმის, პრაქტიკულად შეუძლებელია.

"თუ დააკვირდით მაგალითად, გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, ევროკავშირის ლიდერები ქართველ ხალხს ესაუბრებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სამწუხაროდ, დასავლეთში სერიოზული რეპუტაციული ზიანი აქვს, რომლის გამოსწორება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია იმ რიტორიკის ფონზე, რაც ჩვენ ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკური სპექტრისგან გვესმის“, - აღნიშნა კაკაჩიამ.

მისივე განცხადებით, ის ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავს მზაობას, რომ ევროკომისიის ვალდებულებებს 6 თვეში შეასრულებს.

მისი თქმით, თუკი საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ქვეყანა 6 თვეში ევროპული საბჭოსგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარს მიიღებს.

"როგორც თვითონ თქვეს, მზად არიან გადაწყვეტილებას გადახედონ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ვერ ვხედავ მზაობას, პოლიტიკურ ნებას, რომ ამას ჩვენ თავს მოვაბამთ.

რაც თქვენ გუშინ წინ პარლამენტში მოისმინეთ, დაგრჩათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მზად არის? ისინი აგრძელებენ იმ ანტიევროპულ რიტორიკას, რომელიც საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან კიდევ უფრო აუცხოებს და სანამ ეს რიტორიკა არ შეიცვლება, სანამ ხელისუფლება ქმედებებს არ შეცვლის, უბრალოდ ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვექნება,“ - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.