საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები ამბროლაურიდან, სადაც მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ - "70-80 წლის ადამიანები ამბობენ, რომ მსგავსი რამ არ უნახავთ - ათწლოვანი ხეები ძირიანად არის მოგლეჯილი"
ფოტოები ამბროლაურიდან, სადაც მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ - "70-80 წლის ადამიანები ამბობენ, რომ მსგავსი რამ არ უნახავთ - ათწლოვანი ხეები ძირიანად არის მოგლეჯილი"

რაჭა-ლე­ჩხუმ ქვე­მო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის პა­პუ­ნა მარ­გვე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ამ ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 6 სო­ფელ­ში საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ნარ­გა­ვე­ბი და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი ან­ძე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. ამას­თან, ძლი­ერ­მა ქარ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და.

რო­გორც პა­პუ­ნა მარ­გვე­ლი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლა­ჯა­ნა­ში, უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და, რა­საც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა მოჰ­ყვა.

სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლია კო­მი­სია, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს და­ით­ვლის.

"სტი­ქი­ურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა პრობ­ლე­მე­ბი მთელ რე­გი­ონს შე­უქ­მნა. ვი­ყა­ვით ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლა­ჯა­ნა­ში, სა­დაც უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ისევ გა­აქ­ტი­ურ­და. მი­წის მა­სამ გა­და­კე­ტა და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა, რის შემ­დე­გაც შე­ფერ­ხდა მოძ­რა­ო­ბა. დი­ლი­დან­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და უკვე აღ­დგე­ნი­ლია მოძ­რა­ო­ბა.

ასე­ვე, პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნა ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 6 სო­ფელ­ში და­ზი­ან­და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ნარ­გა­ვე­ბი, და­იტ­ბო­რა სა­ვარ­გუ­ლე­ბი, და­ზი­ან­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და ან­ძე­ბი.

ძლი­ერ­მა ქარ­მა რამ­დე­ნი­მე სახ­ლს გა­და­უ­ხა­და სა­ხუ­რა­ვი, გუ­შინ­ვე მოხ­და რამ­დე­ნი­მეს და­ხურ­ვა და ამ მხრივ სა­მუ­შა­ო­ე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა. შე­იქ­მნა კო­მი­სია, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს ზა­რა­ლის დათ­ვლას, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ვად­გენთ" - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­ნა მარ­გვე­ლი­ძემ.

გუ­შინ ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტმა ინგა მუ­რუ­სი­ძემ, რო­მე­ლიც წერს:

"70-80 წლის ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსგავ­სი რამ არ უნა­ხავთ - ათწლო­ვა­ნი ხე­ე­ბი ძი­რი­ა­ნად არის მო­თხრი­ლი" - წერს მუ­რუ­სი­ძე.

ფო­ტო­ე­ბი: ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1

რიონი გაატარეთ მილებში და უკეთესი დღე დაგადგებათ

ანდრი
8

ან წერა ან ფოტოს გადაღება ისწავლეთ. სახურავი თუ ადევს სახლს მოხდის ქარი აბა რას იზამს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ფოტოები ამბროლაურიდან, სადაც მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ - "70-80 წლის ადამიანები ამბობენ, რომ მსგავსი რამ არ უნახავთ - ათწლოვანი ხეები ძირიანად არის მოგლეჯილი"

ფოტოები ამბროლაურიდან, სადაც მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ - "70-80 წლის ადამიანები ამბობენ, რომ მსგავსი რამ არ უნახავთ - ათწლოვანი ხეები ძირიანად არის მოგლეჯილი"

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სტიქიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავები და ელექტროენერგიის გადამცემი ანძები დააზიანა. ამასთან, ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

როგორც პაპუნა მარგველიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რასაც საგზაო მოძრაობის შეფერხება მოჰყვა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.

"სტიქიურმა მოვლენებმა პრობლემები მთელ რეგიონს შეუქმნა. ვიყავით ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, სადაც უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა. მიწის მასამ გადაკეტა დამაკავშირებელი გზა, რის შემდეგაც შეფერხდა მოძრაობა. დილიდანვე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და უკვე აღდგენილია მოძრაობა.

ასევე, პრობლემები შეგვექმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 6 სოფელში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავები, დაიტბორა სავარგულები, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ანძები.

ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადაუხადა სახურავი, გუშინვე მოხდა რამდენიმეს დახურვა და ამ მხრივ სამუშაოები კვლავ გრძელდება. შეიქმნა კომისია, რომელიც აგრძელებს ზარალის დათვლას, რომელსაც უახლოეს მომავალში დავადგენთ" - აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.

გუშინ ადგილზე გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა ჟურნალისტმა ინგა მურუსიძემ, რომელიც წერს:

"70-80 წლის ადამიანები ამბობენ, რომ მსგავსი რამ არ უნახავთ - ათწლოვანი ხეები ძირიანად არის მოთხრილი" - წერს მურუსიძე.

ფოტოები: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია