პოლიტიკა
სამართალი

17

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი აქ დასახლება მისტიურ დამთხვევებთან არის დაკავშირებული... აქ დრო გაჩერებულია" - ცნობილი მხატვრის სამოთხე "ვერონაში" და ცხოვრება თბილისიდან გადასახლების შემდეგ
"ჩემი აქ დასახლება მისტიურ დამთხვევებთან არის დაკავშირებული... აქ დრო გაჩერებულია" - ცნობილი მხატვრის სამოთხე "ვერონაში" და ცხოვრება თბილისიდან გადასახლების შემდეგ

პრო­ფე­სი­ით კოს­ტი­უ­მის მხატ­ვრის სოფო ვა­რა­ზის შე­მოქ­მე­დე­ბა მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ინ­გლი­სის, ირა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტში და და­ა­სუ­რა­თა სპარ­სუ­ლი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პო­ე­ზი­ის კრე­ბუ­ლი - "აღ­მო­სავ­ლე­თის ხიბ­ლი". ასე­ვე ვა­რი­ა­ცი­ე­ბი - "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ თე­მა­ზე. იგი ექ­ვსი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის ავ­ტო­რია...

სოფო ვა­რაზ­მა სამ­ყა­როს ორი ნა­წი­ლის – შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის, რო­გორც აზი­ის, ასე­ვე რე­ნე­სან­სის ეპო­ქის ჰარ­მო­ნი­უ­ლი სინ­თე­ზით უამ­რა­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი შექ­მნა. ამ­ბობს, რომ ხი­დი­ვით გრძნობს თავს აზი­ა­სა და ევ­რო­პას შო­რის.

დღეს მხატ­ვა­რი კა­ხე­თის სო­ფელ ვე­რო­ნა­ში ცხოვ­რობს და იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღით ტკბე­ბა, რა­ზეც ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში გვი­ამ­ბობს. მხატ­ვარს სა­სა­უბ­როდ ვე­რო­ნა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით...

- რო­გორც მხატ­ვა­რი, რას გვე­ტყო­დით თქვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხულ დღე­ვან­დელ ევ­რო­პა­ზე?

- მე მხო­ლოდ სა­კუ­თარ აზრს გა­მოვ­ხა­ტავ... შე­ლინ­გის, გო­ე­თეს, ფიხ­ტეს, დიდი იტა­ლი­ე­ლი ოს­ტა­ტე­ბის, ბე­თჰო­ვე­ნის, ჰა­იდ­ნის და მო­ცარ­ტის - (ამ­დენს რა ჩა­მოთ­ვლის) - ევ­რო­პა აღარ არ­სე­ბობს. ანუ, ის ეპო­ქა წა­ვი­და ამ ბუმ­ბე­რა­ზებ­თან ერ­თად და აღარ გან­მე­ორ­დე­ბა, აღარც რე­ნე­სან­სი და აღარც ფი­ლო­სო­ფი­უ­რი თუ მხატ­ვრუ­ლი სკო­ლე­ბის სი­დი­ა­დე. არც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რე­ბი და­ი­წე­რე­ბა.

ნება მი­ბო­ძეთ, ასე ნი­ჰი­ლის­ტუ­რად და სევ­დი­ა­ნად ვიყო გან­წყო­ბი­ლი. სხვა დროა და სხვა მიზ­ნე­ბი აქვს ახლა კა­ცობ­რი­ო­ბას და კერ­ძოდ ევ­რო­პე­ლებს. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ასე გვხიბ­ლავს ევ­რო­პა­ში - ჰუ­მა­ნიზ­მი, ტო­ლე­რან­ტო­ბა, ემ­პა­თია, ზო­გა­დად, უდი­დე­სი კულ­ტუ­რა, იმ გე­ნი­ო­სე­ბის და­ნა­ტო­ვა­რია და რომ არა ისი­ნი, არც ჩვენ გვექ­ნე­ბო­და სურ­ვი­ლი, გავმხდა­რი­ყა­ვით ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი. და ეს ბუ­ნებ­რი­ვიც არის. ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მენ­ტა­ლუ­რად აქვს გარ­კვე­უ­ლი გზა თუ ეტა­პი გა­სავ­ლე­ლი იმი­სათ­ვის, რომ გახ­დეს ევ­რო­პის ნა­წი­ლი არა დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად, რა­ღაც სა­ბუ­თე­ბით და რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბით, არა­მედ სუ­ლი­ე­რად. სა­უ­ბა­რი არაა იმ კა­ტე­გო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში მხო­ლოდ კომ­ფორ­ტულ ბი­ურ­გე­რულ ყო­ფას და „ლა­მაზ ცხოვ­რე­ბას“ ხე­დავს. სა­უ­ბა­რია იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვის­თვი­საც ევ­რო­პა არა მხო­ლოდ მოვ­ლი­ლი ქა­ლა­ქე­ბი და სოფ­ლე­ბია, მდიდ­რუ­ლი და უდარ­დე­ლი (ესეც სა­კი­თხა­ვია - უდარ­დე­ლი?) ცხოვ­რე­ბაა - ანუ, ყვე­ლა­ფე­რი გა­რეგ­ნუ­ლი, შე­ფუთ­ვა. არა­მედ სხვა, ბევ­რად უფრო ღრმა მი­ზე­ზე­ბია ამ ლტოლ­ვის სა­თა­ვე­ში... და პირ­ველ რიგ­ში ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დიდი კულ­ტუ­რაა, თუნ­დაც ადა­მი­ა­ნურ დო­ნე­ზე, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო კი, რო­გორც ერთი პა­ტა­რა, უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, მარ­გა­ლი­ტი­ვით და­ამ­შვე­ნებ­და ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, და შე­ი­ტან­და სა­კუ­თარ წვლილს, რო­მე­ლიც არც თუ ისე პა­ტა­რაა. ამას მე არც ყალ­ბი პატ­რი­ო­ტიზ­მი და არც ყალ­ბი პა­თო­სი მა­ლა­პა­რა­კებს. ასე გულ­წრფე­ლად ვფიქ­რობ.

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან "აღ­მო­სავ­ლე­თის ხიბ­ლი"...

- არ ვიცი, სა­ი­დან გაჩ­ნდა ჩემ­ში ეს აღ­მო­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო­სად­მი ლტოლ­ვა - კონ­კრე­ტუ­ლად ორი­ენ­ტა­ლის­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სი­ლა­მა­ზი­სად­მი, მდიდ­რუ­ლი მორ­თუ­ლო­ბი­სად­მი, მათი პო­ე­ზი­ი­სა, ზღაპ­რე­ბი­სა და სუ­ფიზ­მი­სად­მი...შე­იძ­ლე­ბა, წინა ცხოვ­რე­ბი­დან. ასეა თუ ისე, ჩემ­მა ინ­გლი­სელ­მა მე­გო­ბარ­მა ეს შე­ამ­ჩნია და შე­მომ­თა­ვა­ზა, ერ­თობ­ლი­ვად გა­მოგ­ვე­ცა წიგ­ნი „The Lure of the Orient” - ანუ, აღ­მო­სავ­ლე­თის ხიბ­ლი. ამ წიგნ­ში მე და­ვა­სუ­რა­თე სპარ­სუ­ლი პო­ე­ზია, და არა მარ­ტო სპარ­სუ­ლი - რამ­დე­ნი­მე სტრო­ფი „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­დან“ ასე­ვე შე­ვი­და ამ გა­მო­ცე­მა­ში. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრო­ზაა...

თი­ნა­თი­ნი და როს­ტე­ვა­ნი

აღ­მო­სავ­ლუ­რი თე­მა­ტი­კა ძა­ლი­ან ახ­ლოა ჩემ­თან. რო­დე­საც ვხა­ტავ პერ­სო­ნა­ჟე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას, თით­ქოს, თვალ­წინ მიდ­გას ყვე­ლა­ფე­რი. სას­წა­უ­ლი ის არის, რომ შემ­დეგ, აღ­მო­სავ­ლურ თე­მა­ზე გა­და­ღე­ბულ ფილ­მებ­ში ვხე­დავ, რომ მე ზუს­ტად ისე ვხა­ტავ აღ­მო­სავ­ლურ კოს­ტუმს - მა­გა­ლი­თად, ჩალ­მას მთე­ლი თა­ვი­სი მორ­თუ­ლო­ბით, რო­გორც ეს რე­ა­ლუ­რად იყო! იგი­ვე სამ­კა­უ­ლე­ბი, იგი­ვე ფერ­თა თა­მა­ში ჩაც­მუ­ლო­ბა­ში. არა ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, რად­გან ჩემს და­ხა­ტულ კოს­ტუმს ფი­ზი­კუ­რად ვარ ჩა­იც­ვამ. არა­მედ დე­ტა­ლე­ბი. ანუ, სა­დღაც სიღ­რმე­ში არ­სე­ბობს იმის ცოდ­ნა, თუ რო­გორ და რა და­ხა­ტო. არ ვარ არც მა­ტე­რი­ა­ლის­ტი და მი­თუ­მე­ტეს, ათე­ის­ტი და ვფიქ­რობ, რომ ეს წარ­სუ­ლის გა­მო­ძა­ხი­ლია...

ნა­ხა­ტი კრე­ბუ­ლი­დან "აღ­მო­სავ­ლე­თის ხიბ­ლი"

- მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნა­ის ომმა, თუ მი­უ­ძღვნით ნა­ხატს ამ სას­ტიკ რე­ა­ლო­ბას?

- ამ ომმა ნამ­დვი­ლად შემძრა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ასე­თი სი­სას­ტი­კე დღე­ვან­დელ დღეს. თუმ­ცა ამ ომს მე, სამ­წუ­ხა­როდ, ნა­ხატს ვერ და არ მი­ვუ­ძღვნი და აი, რა­ტომ... ამას წი­ნათ ვუ­ყუ­რე სი­უ­ჟეტს ომის­თვის მი­ძღვნილ გა­მო­ფე­ნა­ზე და გა­ვი­ფიქ­რე, რომ, ჩემი აზ­რით, ხე­ლოვ­ნე­ბა მშვე­ნი­ე­რე­ბის ანა­რეკ­ლია და სი­ხა­რულს უნდა ჰგვრი­დეს ადა­მი­ანს. ასე ყო­ველ­თვის არ ხდე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია - უამ­რავ­მა ძველ­მა და ახალ­მა ოს­ტატ­მა არც თუ ისე პო­ზი­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სის ტილო შექ­მნა და ამით სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი ბრა­ზი თუ და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­ხა­ტა. მაგ­რამ მე მგო­ნია, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა მოგ­ვე­ცა ადა­მი­ა­ნებს უნი­ვერ­სუ­მი­დან იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ჩვენ­ში აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა. ომი კი არის ბო­რო­ტე­ბა, სი­მა­ხინ­ჯე და სი­სას­ტი­კე და გა­მომ­დი­ნა­რე ჩემი სტი­ლი­დან მე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და ასე­თი ნა­ხა­ტის შექ­მნა.

- დღეს თქვენ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გაქვთ, გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხებ...

- ახლა მე ვცხოვ­რობ იმ ცხოვ­რე­ბით, რო­მელ­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი და ალ­ბათ, ბევ­რი ქა­ლა­ქე­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ასე­თი ყოფა და შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მო­სა­წყე­ნა­დაც მო­ეჩ­ვე­ნოს. თბი­ლი­სი­დან გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად გომ­ბორ­ზე, უმ­შვე­ნი­ე­რეს სო­ფელ ვე­რო­ნა­ში. და ეს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოვ­ლე­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის­ტი­კურ დამ­თხვე­ვებ­თან - ანუ, გან­გე­ბამ მო­ი­სურ­ვა, რომ მე აქ დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი და ნელ-ნელა მი­ბიძ­გებ­და ამის­კენ.

ჯერ გაჩ­ნდა სურ­ვი­ლი, თბი­ლი­სი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ქა­ლა­ქი - ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა ხმა­ურ­მა, და­ბინ­ძუ­რე­ბულ­მა გა­რე­მომ და ზო­გად­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ. ყო­ვე­ლი გა­რეთ გას­ვლა ჩემ­თვის სტრეს­თან ასო­ცირ­დე­ბო­და და და­ვი­წყე ფიქ­რი, თუ სად შე­იძ­ლე­ბო­და, გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა მე და ჩემს ოჯახს. და გან­გე­ბამ პირ­ვე­ლი მი­ნიშ­ნე­ბაც მომ­ცა - კა­ხეთ­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დით გომ­ბო­რით და გზა­ზე შევ­ნიშ­ნე აბრა წარ­წე­რით „Verona - ვე­რო­ნა“. ორი­გი­ნა­ლუ­რი არ ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ სა­ხელ­მა გა­მა­ო­ცა.

სა­ი­დან, კა­ხე­თის შუ­ა­გულ­ში ეს იტა­ლი­უ­რი ტო­პო­ნი­მი? დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა და ჩა­მო­ვუხ­ვი­ეთ სო­ფელ­ში, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა პა­ტა­რა, ულა­მა­ზე­სი და­სახ­ლე­ბა, გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი მთე­ბით - იმ მშვი­დი და ტყით და­ფა­რუ­ლი „ფუმ­ფუ­ლა“ მთე­ბით, რო­გო­რიც მე მიყ­ვარს. გა­ვუ­ყე­ვით გზას და ვკი­თხეთ ად­გი­ლობ­რივს, ვინ­მე სახ­ლს ან მი­წას ხომ არ ყიდ­და. მა­შინ არც სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და რა­მის ყიდ­ვის და არც კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი მქონ­და შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­მავ­ლოდ. უბ­რა­ლოდ, ნი­ა­და­გი მოვ­სინ­ჯეთ. ამ ახალ­გზარ­დამ მოგ­ვცა იმ ადა­მი­ა­ნის ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც ყიდ­და აქ მი­წას, ჩვენ კი გზა გა­ვაგ­რძე­ლეთ. აღ­მოვ­ჩნდით ულა­მა­ზეს ად­გი­ლას. იქვე რა­ღაც პა­ტა­რა მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - მა­შინ არ ვი­ცო­დი, რა შენ­დე­ბო­და და გა­დავ­წყვი­ტე, რომ ვი­ღაც ქა­ლა­ქე­ლი აგა­რაკს იშე­ნებ­და. ამ მინ­დორს სუ­რა­თი გა­და­ვუ­ღე და გა­ვი­ფიქ­რე „რა ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც აქ იცხოვ­რებს“ - ამ "აგა­რა­კის“ მე­პატ­რო­ნე ვი­გუ­ლის­ხმე და არა ჩემი თავი.

გა­ვი­და დრო, დაგ­ვი­კავ­შირ­და აქა­უ­რი კაცი და ნაკ­ვე­თის ყიდ­ვა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. სა­ოც­რე­ბა ის იყო, რომ ზუს­ტად ის ნაკ­ვე­თი იყო, რო­მელ­საც სუ­რა­თი გა­და­ვუ­ღე და გა­ვი­ფიქ­რე, თუ რა ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, ვინც აქ იცხოვ­რებ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩვენ ზუს­ტად ეს ნაკ­ვე­თი შე­ვი­ძი­ნეთ და ავა­შე­ნეთ ისე­თი სახ­ლი, რო­მელ­ზეც სულ ვოც­ნე­ბობ­დი. ვე­რო­ნა პა­ტა­რა სო­ფე­ლია, სულ და­ახ­ლო­ე­ბით 20 კომ­ლის­გან შედ­გე­ბა. და­სახ­ლე­ბუ­ლია ძა­ლი­ან კე­თი­ლი, მშრო­მე­ლი ხალ­ხით, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბას მის­დე­ვენ და წარ­მო­შო­ბით ხევ­სუ­რე­ბი არი­ან. აქ­ვეა პა­ტა­რა მთა, რომ­ლის თავ­ზეც ვე­რე­ნას მე-5 სა­უ­კუ­ნის ცი­ხის ნან­გრე­ვე­ბია (ვე­რე­ნა­დან ან ვე­რა­ნა­დან მო­დის სა­ხელ­წო­დე­ბა ვე­რო­ნაც) და რო­მელ­ზეც ას­ვლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. თუმ­ცა რა­ტომ­ღაც ეს ად­გი­ლი გა­მორ­ჩა ყვე­ლა გიდს და არ­ცერთ ტუ­რის­ტულ მარ­შრუტ­ზე არ არის მო­ნიშ­ნუ­ლი.

მე ვცდი­ლობ, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ვა­ცო­ცხლო აქა­უ­რო­ბა. უკვე რამ­დე­ნი­მე ახ­ლო­ბელ­მა შე­ი­ძი­ნა აქ მი­წის ნაკ­ვე­თი და სხვე­ბიც ფიქ­რო­ბენ. აქ არის სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დე, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო და კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა ჰა­ე­რი, ზღაპ­რულ სი­ლა­მა­ზე­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ. თბი­ლის­თან ახ­ლო­საა თან და ჩემი აზ­რით, გა­და­სა­რე­ვი ად­გი­ლია რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბის­თვის და ქა­ლა­ქის­გან გან­ტვირ­თვის­თვის. ორი სას­ტუმ­რო იზო­ლი­რე­ბუ­ლი ოთა­ხი გვაქვს და რო­გორც კი იქ­ნე­ბა მზად, მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, სტუმ­რე­ბი მი­ვი­ღო.

ძა­ლი­ან მინ­და ჩავ­რთო ამ პა­ტა­რა ბიზ­ნეს­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც - სო­ფე­ლი იც­ლე­ბა, თით­ქმის ყვე­ლა ქალი სა­ზღვარ­გა­რე­თაა წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ. ახალ­გაზ­რდე­ბიც ტო­ვე­ბენ სო­ფელს. არა­და, მას დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს - ჯერ მარ­ტო რძის პრო­დუქ­ტე­ბი რად ღირს! ყველ­საც ვერ იყი­დი ასე მარ­ტი­ვად, თე­ლა­ვის ბაზ­რი­დან ჩა­მო­დი­ან და მი­აქვთ აქე­დან გა­სა­ყი­დად. რძე, ხაჭო, მა­წო­ნი, ერბო, თაფ­ლი... ყვე­ლა­ფე­რი ისე­ვე მზად­დე­ბა, რო­გორს ასე­უ­ლო­ბით წლის წინ - აქ დრო გა­ჩე­რე­ბუ­ლია. არა­ნა­ი­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით არ ერე­ვა აქა­ურ სიმ­ყუდ­რო­ვე­ში. ყვე­ლა­ფე­რი ხა­რის­ხი­ა­ნი, გემ­რი­ე­ლი და სუფ­თაა, ისე­თი­ვე, რო­გორც ორა­სი ან სა­მა­სი წლის წინ. ტყე სავ­სეა ღან­ძი­ლით, სო­კო­თი და კენკრით... (არის სირ­თუ­ლე­ე­ბიც და კარ­გი იქ­ნე­ბო­და, გამ­გე­ო­ბას მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცია სოფ­ლის­თვის და თუნ­დაც, ნორ­მა­ლუ­რი გზის სა­ფა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ადრე თუ გვი­ან ისი­ნი, ვი­საც ეს ევა­ლე­ბა, მო­ა­წეს­რი­გე­ბენ სოფ­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას).

რა­ტომ­ღაც, ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მარ­ტო აბ­რას უყუ­რებს ტრა­სა­ზე და ცო­ტას თუ უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, სო­ფელს ეს­ტუმ­როს, რო­გორც ეს ჩვენ გა­ვა­კე­თეთ თა­ვის დრო­ზე. მათ­თვის კი, ვინც მიჩ­ვე­უ­ლია ქა­ლა­ქის ხმა­უ­რი­ან და მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბას, ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნად მო­ეჩ­ვე­ნე­ბა, ალ­ბათ. არა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბულს არ ვა­კე­თებ. ვმუ­შა­ობ ყო­ველ დღე და ხან­და­ხან ვაძ­ლევ თავს დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა­საც. სა­მა­გი­ე­როდ, აქ ულა­მა­ზე­სი გა­რე­მოა და მე გა­ვი­მე­ო­რებ ჟან-ჟაკ რუ­სოს მო­წო­დე­ბას - და­უბ­რუნ­დით ბუ­ნე­ბას!

დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს უბ­რა­ლოდ ვე­რან­და­ზე ჯდო­მა და ამ ყვე­ლაფ­რის ცქე­რა, აღ­ქმა. ძა­ლი­ან სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რად ჟღერს, მაგ­რამ ეს სრუ­ლი სი­მარ­თლეა. ჩემი დღე საკ­მა­ოდ ადრე იწყე­ბა - ადრე ად­გო­მა ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც იღ­ვი­ძებ და გან­თი­ადს ხვდე­ბი ბაღ­ში. თბი­ლის­ში კი ეს იყო წა­მე­ბა ჩემ­თვის.

ვსა­უზ­მობ და ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. მა­ნამ­დე მო­ვივ­ლი ჩემს „მა­მუ­ლებს“ და ვაკ­ვირ­დე­ბი თი­თო­ე­ულ დარ­გულ მცე­ნა­რეს - ეს უკვე ტრა­დი­ცი­ად მექ­ცა, თან პა­ტა­რა ბოს­ტა­ნიც გა­ვა­შე­ნეთ და ახლა ვაკ­ვირ­დე­ბი მცე­ნა­რე­ე­ბის მე­ტა­მორ­ფო­ზას. მყავს ოთხი ძაღ­ლი და ერთი ფისო, რომ­ლე­ბიც მამ­ხი­ა­რუ­ლე­ბენ და მჩუქ­ნი­ან ულევ სიყ­ვა­რულს და სით­ბოს. მო­უთ­მენ­ლად ველი არ­და­დე­გე­ბის და­წყე­ბას, რომ ჩემი შვი­ლი, 16 წლის სან­დრო, დაგ­ვიბ­რუნ­დეს - სა­ნამ სწავ­ლობს, ბე­ბი­ას­თან ცხოვ­რობს თბი­ლის­ში. მთე­ლი დღე ვმუ­შა­ობ ხოლ­მე, შემ­დეგ ვკი­თხუ­ლობ და ვი­ძი­ნებ. სულ ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბა, თუ არ ჩავ­თვლით იმ დღე­ებს, რო­დე­საც სტუმ­რე­ბი გვყავს, სტუმ­რე­ბი კი ხში­რად გვყავს - უცხო­ე­ლე­ბიც და ქარ­თვე­ლე­ბიც - რად­გან ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონს აქა­უ­რო­ბა და ერთხელ ჩა­მო­სუ­ლე­ბი ნე­ბარ­თვას ითხო­ვენ, კი­დევ გვეს­ტუმ­რონ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nana
1

შესანიშნავი ინტერვიუა. გმადლობთ რომ საზოგადოებას გააცანით ასეთი მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი შემოქმედი ადამიანი და არაჩვეულებრივად საინტერესო ხელოვანი.

ანა
1

ღვთისგან ბოძებული ნიჭი ამას ქვია! იხარეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს გიორგი გახარიას კვერცხები თბილისის აეროპორტში
ავტორი:

"ჩემი აქ დასახლება მისტიურ დამთხვევებთან არის დაკავშირებული... აქ დრო გაჩერებულია" - ცნობილი მხატვრის სამოთხე "ვერონაში" და ცხოვრება თბილისიდან გადასახლების შემდეგ

"ჩემი აქ დასახლება მისტიურ დამთხვევებთან არის დაკავშირებული... აქ დრო გაჩერებულია" - ცნობილი მხატვრის სამოთხე "ვერონაში" და ცხოვრება თბილისიდან გადასახლების შემდეგ

პროფესიით კოსტიუმის მხატვრის სოფო ვარაზის შემოქმედება მრავალი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს. მან მონაწილეობა მიიღო ინგლისის, ირანისა და საქართველოს ერთობლივ პროექტში და დაასურათა სპარსული და შუა საუკუნეების პოეზიის კრებული - "აღმოსავლეთის ხიბლი". ასევე ვარიაციები - "ვეფხისტყაოსნის“ თემაზე. იგი ექვსი პერსონალური გამოფენის ავტორია...

სოფო ვარაზმა სამყაროს ორი ნაწილის – შუა საუკუნეების აღმოსავლეთისა და დასავლეთის, როგორც აზიის, ასევე რენესანსის ეპოქის ჰარმონიული სინთეზით უამრავი ნამუშევარი შექმნა. ამბობს, რომ ხიდივით გრძნობს თავს აზიასა და ევროპას შორის.

დღეს მხატვარი კახეთის სოფელ ვერონაში ცხოვრობს და იქ გატარებული ყოველი დღით ტკბება, რაზეც ვრცელ ინტერვიუში გვიამბობს. მხატვარს სასაუბროდ ვერონაში დავუკავშირდით...

- როგორც მხატვარი, რას გვეტყოდით თქვენი თვალით დანახულ დღევანდელ ევროპაზე?

- მე მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვხატავ... შელინგის, გოეთეს, ფიხტეს, დიდი იტალიელი ოსტატების, ბეთჰოვენის, ჰაიდნის და მოცარტის - (ამდენს რა ჩამოთვლის) - ევროპა აღარ არსებობს. ანუ, ის ეპოქა წავიდა ამ ბუმბერაზებთან ერთად და აღარ განმეორდება, აღარც რენესანსი და აღარც ფილოსოფიური თუ მხატვრული სკოლების სიდიადე. არც ლიტერატურული შედევრები დაიწერება.

ნება მიბოძეთ, ასე ნიჰილისტურად და სევდიანად ვიყო განწყობილი. სხვა დროა და სხვა მიზნები აქვს ახლა კაცობრიობას და კერძოდ ევროპელებს. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ასე გვხიბლავს ევროპაში - ჰუმანიზმი, ტოლერანტობა, ემპათია, ზოგადად, უდიდესი კულტურა, იმ გენიოსების დანატოვარია და რომ არა ისინი, არც ჩვენ გვექნებოდა სურვილი, გავმხდარიყავით ამ სამყაროს ნაწილი. და ეს ბუნებრივიც არის. ვფიქრობ, რომ საქართველოს მენტალურად აქვს გარკვეული გზა თუ ეტაპი გასავლელი იმისათვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი არა დეკლარირებულად, რაღაც საბუთებით და რეზოლუციებით, არამედ სულიერად. საუბარი არაა იმ კატეგორიაზე, რომელიც ევროპაში მხოლოდ კომფორტულ ბიურგერულ ყოფას და „ლამაზ ცხოვრებას“ ხედავს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ევროპა არა მხოლოდ მოვლილი ქალაქები და სოფლებია, მდიდრული და უდარდელი (ესეც საკითხავია - უდარდელი?) ცხოვრებაა - ანუ, ყველაფერი გარეგნული, შეფუთვა. არამედ სხვა, ბევრად უფრო ღრმა მიზეზებია ამ ლტოლვის სათავეში... და პირველ რიგში ეს, რასაკვირველია, დიდი კულტურაა, თუნდაც ადამიანურ დონეზე, ყოველდღიურობაში.

საქართველო კი, როგორც ერთი პატარა, უნიკალური ქვეყანა, მარგალიტივით დაამშვენებდა ევროპული სახელმწიფოების თანამეგობრობას, და შეიტანდა საკუთარ წვლილს, რომელიც არც თუ ისე პატარაა. ამას მე არც ყალბი პატრიოტიზმი და არც ყალბი პათოსი მალაპარაკებს. ასე გულწრფელად ვფიქრობ.

- ძალიან საინტერესოა თქვენი შემოქმედებიდან "აღმოსავლეთის ხიბლი"...

- არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩემში ეს აღმოსავლური სამყაროსადმი ლტოლვა - კონკრეტულად ორიენტალისტური მრავალფეროვანი სილამაზისადმი, მდიდრული მორთულობისადმი, მათი პოეზიისა, ზღაპრებისა და სუფიზმისადმი...შეიძლება, წინა ცხოვრებიდან. ასეა თუ ისე, ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა ეს შეამჩნია და შემომთავაზა, ერთობლივად გამოგვეცა წიგნი „The Lure of the Orient” - ანუ, აღმოსავლეთის ხიბლი. ამ წიგნში მე დავასურათე სპარსული პოეზია, და არა მარტო სპარსული - რამდენიმე სტროფი „ვეფხისტყაოსნიდან“ ასევე შევიდა ამ გამოცემაში. თუმცა, ეს ყველაფერი ცხოვრებისეული პროზაა...

თინათინი და როსტევანი

აღმოსავლური თემატიკა ძალიან ახლოა ჩემთან. როდესაც ვხატავ პერსონაჟების ჩაცმულობას, თითქოს, თვალწინ მიდგას ყველაფერი. სასწაული ის არის, რომ შემდეგ, აღმოსავლურ თემაზე გადაღებულ ფილმებში ვხედავ, რომ მე ზუსტად ისე ვხატავ აღმოსავლურ კოსტუმს - მაგალითად, ჩალმას მთელი თავისი მორთულობით, როგორც ეს რეალურად იყო! იგივე სამკაულები, იგივე ფერთა თამაში ჩაცმულობაში. არა ყველაფერი, რა თქმა უნდა, რადგან ჩემს დახატულ კოსტუმს ფიზიკურად ვარ ჩაიცვამ. არამედ დეტალები. ანუ, სადღაც სიღრმეში არსებობს იმის ცოდნა, თუ როგორ და რა დახატო. არ ვარ არც მატერიალისტი და მითუმეტეს, ათეისტი და ვფიქრობ, რომ ეს წარსულის გამოძახილია...

ნახატი კრებულიდან "აღმოსავლეთის ხიბლი"

- მთელი მსოფლიო შეძრა რუსეთ-უკრაინაის ომმა, თუ მიუძღვნით ნახატს ამ სასტიკ რეალობას?

- ამ ომმა ნამდვილად შემძრა. წარმოუდგენელია ასეთი სისასტიკე დღევანდელ დღეს. თუმცა ამ ომს მე, სამწუხაროდ, ნახატს ვერ და არ მივუძღვნი და აი, რატომ... ამას წინათ ვუყურე სიუჟეტს ომისთვის მიძღვნილ გამოფენაზე და გავიფიქრე, რომ, ჩემი აზრით, ხელოვნება მშვენიერების ანარეკლია და სიხარულს უნდა ჰგვრიდეს ადამიანს. ასე ყოველთვის არ ხდება, რასაკვირველია - უამრავმა ძველმა და ახალმა ოსტატმა არც თუ ისე პოზიტიური შინაარსის ტილო შექმნა და ამით საკუთარი შინაგანი ბრაზი თუ დაძაბულობა გამოხატა. მაგრამ მე მგონია, რომ ხელოვნება მოგვეცა ადამიანებს უნივერსუმიდან იმისათვის, რომ გამოვავლინოთ ჩვენში აკუმულირებული მშვენიერების განცდა. ომი კი არის ბოროტება, სიმახინჯე და სისასტიკე და გამომდინარე ჩემი სტილიდან მე ძალიან გამიჭირდებოდა ასეთი ნახატის შექმნა.

- დღეს თქვენ ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ, გვიამბეთ ამის შესახებ...

- ახლა მე ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომელზეც ვოცნებობდი ბოლო რამდენიმე წელი და ალბათ, ბევრი ქალაქელისთვის მიუღებელი იქნება ასეთი ყოფა და შეიძლება საკმაოდ მოსაწყენადაც მოეჩვენოს. თბილისიდან გადავედი საცხოვრებლად გომბორზე, უმშვენიერეს სოფელ ვერონაში. და ეს ცხოვრებისეული მოვლენა დაკავშირებულია მისტიკურ დამთხვევებთან - ანუ, განგებამ მოისურვა, რომ მე აქ დავსახლებულიყავი და ნელ-ნელა მიბიძგებდა ამისკენ.

ჯერ გაჩნდა სურვილი, თბილისი დამეტოვებინა, მიუხედავად იმისა, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე და ძალიან მიყვარს ეს ქალაქი - ძალიან დამღალა ხმაურმა, დაბინძურებულმა გარემომ და ზოგადმა დაძაბულობამ. ყოველი გარეთ გასვლა ჩემთვის სტრესთან ასოცირდებოდა და დავიწყე ფიქრი, თუ სად შეიძლებოდა, გაგვეგრძელებინა ცხოვრება მე და ჩემს ოჯახს. და განგებამ პირველი მინიშნებაც მომცა - კახეთში მივემგზავრებოდით გომბორით და გზაზე შევნიშნე აბრა წარწერით „Verona - ვერონა“. ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ სახელმა გამაოცა.

საიდან, კახეთის შუაგულში ეს იტალიური ტოპონიმი? დაგვაინტერესა და ჩამოვუხვიეთ სოფელში, რომელიც აღმოჩნდა პატარა, ულამაზესი დასახლება, გარშემორტყმული მთებით - იმ მშვიდი და ტყით დაფარული „ფუმფულა“ მთებით, როგორიც მე მიყვარს. გავუყევით გზას და ვკითხეთ ადგილობრივს, ვინმე სახლს ან მიწას ხომ არ ყიდდა. მაშინ არც საშუალება მქონდა რამის ყიდვის და არც კონკრეტული ადგილი მქონდა შერჩეული სამომავლოდ. უბრალოდ, ნიადაგი მოვსინჯეთ. ამ ახალგზარდამ მოგვცა იმ ადამიანის ტელეფონი, რომელიც ყიდდა აქ მიწას, ჩვენ კი გზა გავაგრძელეთ. აღმოვჩნდით ულამაზეს ადგილას. იქვე რაღაც პატარა მშენებლობა მიმდინარეობდა - მაშინ არ ვიცოდი, რა შენდებოდა და გადავწყვიტე, რომ ვიღაც ქალაქელი აგარაკს იშენებდა. ამ მინდორს სურათი გადავუღე და გავიფიქრე „რა ბედნიერი იქნება ის ადამიანი, ვინც აქ იცხოვრებს“ - ამ "აგარაკის“ მეპატრონე ვიგულისხმე და არა ჩემი თავი.

გავიდა დრო, დაგვიკავშირდა აქაური კაცი და ნაკვეთის ყიდვა შემოგვთავაზა. საოცრება ის იყო, რომ ზუსტად ის ნაკვეთი იყო, რომელსაც სურათი გადავუღე და გავიფიქრე, თუ რა ბედნიერი იქნებოდა ადამიანი, ვინც აქ იცხოვრებდა. საბოლოო ჯამში ჩვენ ზუსტად ეს ნაკვეთი შევიძინეთ და ავაშენეთ ისეთი სახლი, რომელზეც სულ ვოცნებობდი. ვერონა პატარა სოფელია, სულ დაახლოებით 20 კომლისგან შედგება. დასახლებულია ძალიან კეთილი, მშრომელი ხალხით, რომლებიც ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ და წარმოშობით ხევსურები არიან. აქვეა პატარა მთა, რომლის თავზეც ვერენას მე-5 საუკუნის ციხის ნანგრევებია (ვერენადან ან ვერანადან მოდის სახელწოდება ვერონაც) და რომელზეც ასვლა ძალიან მარტივია. თუმცა რატომღაც ეს ადგილი გამორჩა ყველა გიდს და არცერთ ტურისტულ მარშრუტზე არ არის მონიშნული.

მე ვცდილობ, რაღაცნაირად გამოვაცოცხლო აქაურობა. უკვე რამდენიმე ახლობელმა შეიძინა აქ მიწის ნაკვეთი და სხვებიც ფიქრობენ. აქ არის საოცარი სიმშვიდე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და კრისტალურად სუფთა ჰაერი, ზღაპრულ სილამაზეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თბილისთან ახლოსაა თან და ჩემი აზრით, გადასარევი ადგილია რამდენიმედღიანი დასვენებისთვის და ქალაქისგან განტვირთვისთვის. ორი სასტუმრო იზოლირებული ოთახი გვაქვს და როგორც კი იქნება მზად, მოხარული ვიქნები, სტუმრები მივიღო.

ძალიან მინდა ჩავრთო ამ პატარა ბიზნესში ადგილობრივი მოსახლეობაც - სოფელი იცლება, თითქმის ყველა ქალი საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ. ახალგაზრდებიც ტოვებენ სოფელს. არადა, მას დიდი პოტენციალი აქვს - ჯერ მარტო რძის პროდუქტები რად ღირს! ყველსაც ვერ იყიდი ასე მარტივად, თელავის ბაზრიდან ჩამოდიან და მიაქვთ აქედან გასაყიდად. რძე, ხაჭო, მაწონი, ერბო, თაფლი... ყველაფერი ისევე მზადდება, როგორს ასეულობით წლის წინ - აქ დრო გაჩერებულია. არანაირი თანამედროვე ტექნოლოგიები თავისი უარყოფითი მხარეებით არ ერევა აქაურ სიმყუდროვეში. ყველაფერი ხარისხიანი, გემრიელი და სუფთაა, ისეთივე, როგორც ორასი ან სამასი წლის წინ. ტყე სავსეა ღანძილით, სოკოთი და კენკრით... (არის სირთულეებიც და კარგი იქნებოდა, გამგეობას მეტი ყურადღება მიექცია სოფლისთვის და თუნდაც, ნორმალური გზის საფარი გაეკეთებინა. დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ისინი, ვისაც ეს ევალება, მოაწესრიგებენ სოფლის ინფრასტრუქტურას).

რატომღაც, ადამიანების უმრავლესობა მარტო აბრას უყურებს ტრასაზე და ცოტას თუ უჩნდება სურვილი, სოფელს ესტუმროს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ თავის დროზე. მათთვის კი, ვინც მიჩვეულია ქალაქის ხმაურიან და მოვლენებით აღსავსე ცხოვრებას, ჩემი ყოველდღიურობა ძალიან მოსაწყენად მოეჩვენება, ალბათ. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. ვმუშაობ ყოველ დღე და ხანდახან ვაძლევ თავს დასვენების უფლებასაც. სამაგიეროდ, აქ ულამაზესი გარემოა და მე გავიმეორებ ჟან-ჟაკ რუსოს მოწოდებას - დაუბრუნდით ბუნებას!

დიდ სიამოვნებას მანიჭებს უბრალოდ ვერანდაზე ჯდომა და ამ ყველაფრის ცქერა, აღქმა. ძალიან სენტიმენტალურად ჟღერს, მაგრამ ეს სრული სიმართლეა. ჩემი დღე საკმაოდ ადრე იწყება - ადრე ადგომა ზაფხულში ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იღვიძებ და განთიადს ხვდები ბაღში. თბილისში კი ეს იყო წამება ჩემთვის.

ვსაუზმობ და ვიწყებ მუშაობას. მანამდე მოვივლი ჩემს „მამულებს“ და ვაკვირდები თითოეულ დარგულ მცენარეს - ეს უკვე ტრადიციად მექცა, თან პატარა ბოსტანიც გავაშენეთ და ახლა ვაკვირდები მცენარეების მეტამორფოზას. მყავს ოთხი ძაღლი და ერთი ფისო, რომლებიც მამხიარულებენ და მჩუქნიან ულევ სიყვარულს და სითბოს. მოუთმენლად ველი არდადეგების დაწყებას, რომ ჩემი შვილი, 16 წლის სანდრო, დაგვიბრუნდეს - სანამ სწავლობს, ბებიასთან ცხოვრობს თბილისში. მთელი დღე ვმუშაობ ხოლმე, შემდეგ ვკითხულობ და ვიძინებ. სულ ეს არის ჩემი ცხოვრება, თუ არ ჩავთვლით იმ დღეებს, როდესაც სტუმრები გვყავს, სტუმრები კი ხშირად გვყავს - უცხოელებიც და ქართველებიც - რადგან ყველას ძალიან მოსწონს აქაურობა და ერთხელ ჩამოსულები ნებართვას ითხოვენ, კიდევ გვესტუმრონ.