სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის "მაკდონალდსის" რიგში დგომას არ ჰგავს" - ევროპარლამენტარი ტომ ვანდერკენდელარე
"ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის "მაკდონალდსის" რიგში დგომას არ ჰგავს" - ევროპარლამენტარი ტომ ვანდერკენდელარე

სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კო­მი­სი­ის­გან კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე რე­კო­მენ­და­ცია ვერ მი­ი­ღო, თუმ­ცა ევ­რო­კავ­ში­რის კარი ქვეყ­ნის­თვის მა­ინც ღია რჩე­ბა. ასე­თია პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ტომ ვან­დერ­კენ­დე­ლა­რემ და­ა­ფიქ­სი­რა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო უფრო ნაკ­ლე­ბად მზად აღ­მოჩ­ნდა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის­თვის, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა, გა­მო­სა­ვა­ლი კი რე­ფორ­მე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა­შია.

"უნდა იცო­დეთ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნდა შე­ას­რუ­ლოთ. ნე­ბის­მი­ერ­მა ქვე­ყა­ნამ, რო­მელ­საც სურს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა, უნდა შე­ას­რუ­ლოს და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ის რაც ევ­რო­კო­მი­სი­ამ გა­ნა­ცხა­და და რაც შემ­დგომ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა ლი­დე­რე­ბის მიერ მო­მა­ვალ კვი­რა­ში ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე არის, ის რომ სა­ქარ­თვე­ლო უფრო მე­ტად ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა ჯერ მზად არ არის, ჯერ იქამ­დე მი­სუ­ლი არ არის სა­დამ­დეც უნდა იყოს ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ნა­წილ­ში.

გან­ცხა­დე­ბა­შიც ნათ­ქვა­მი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლომ აჩ­ვე­ნა კარ­გი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტი და ბიზ­ნესკლი­მა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ­თვის, რათა და­ვუ­კავ­ში­როთ ჩვე­ნი ბა­ზა­რი, მაგ­რამ მეტი არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რათა ქვე­ყა­ნა მი­ვი­დეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის სა­ფე­ხუ­რამ­დე. დიახ, რე­ფორ­მე­ბი ჯერ კი­დევ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვფიქ­რობ, კარი ფარ­თოდ არის ღია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ეს ნა­წი­ლი არას­წო­რად არ უნდა იქ­ნეს აღ­ქმუ­ლი, მაგ­რამ ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ გა­ა­ტა­როს სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბი და ის თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად გა­ა­კე­თებთ ამას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მხო­ლოდ თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. და სურ­ვი­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც თქვენ ამას გა­ა­კე­თებთ, ასე­ვე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვენ­ზე, ჩვენ კარი კი თქვენ­თვის ღია რჩე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის მზა­დე­ბა ბურ­გე­რის­თვის "მაკ­დო­ნალდსის" რიგ­ში დგო­მას არ ჰგავს. ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რა­ღაც და მე­ტიც, ეს ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სია და ასე­ვე ვფიქ­რობ, რომ ეს ცხოვ­რე­ბის შემ­ცვლე­ლი პრო­ცე­სია იმ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბას შეძ­ლებს. ვფიქ­რობ, რომ პო­ლი­ტი­კურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის კონ­სენ­სუ­სი შედ­გე­ბა, რად­გან ეს არ არის მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის ის­ტო­რია. რო­დე­საც იქ­ნე­ბა სრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სე­სუ­სი, რომ მოხ­დეს სრულ­ფა­სოვ­ნად სვლა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ, ვფიქ­რობ ამის შემ­დეგ უკვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებ­შია, რომ ქვე­ყა­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა უფრო სწრა­ფად წა­ვი­დეს წინ, რათა სა­კუ­თა­რი თავი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მიმ­ღებ­თა რიგ­ში ჩა­ა­ყე­ნოს" - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

ნა­ხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 146 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
0

საინტერესოა, თუ როგორ ცხოვრობენ დღეს ამერიკაში და ევროპაში წასული ქართველი ემიგრანტები? ქართულ მედიაში ამის შესახებ თითქმის არაფერს არ წერენ!

მხოლოდ ერთი ინფორმაცია იყო იტალიაში ახლად ჩასულების მძიმე ყოფაზე.

ვახო
0

ამ რეგვენს ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი ქართველი ხალხის შეურაცყოფისათვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის "მაკდონალდსის" რიგში დგომას არ ჰგავს" - ევროპარლამენტარი ტომ ვანდერკენდელარე

"ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის "მაკდონალდსის" რიგში დგომას არ ჰგავს" - ევროპარლამენტარი ტომ ვანდერკენდელარე

საქართველომ ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ვერ მიიღო, თუმცა ევროკავშირის კარი ქვეყნისთვის მაინც ღია რჩება. ასეთია პოზიცია, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ტომ ვანდერკენდელარემ დააფიქსირა.

მისი თქმით, საქართველო უფრო ნაკლებად მზად აღმოჩნდა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, გამოსავალი კი რეფორმების დაჩქარებაშია.

"უნდა იცოდეთ, რომ ევროკავშირის წევრობისთვის არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები უნდა შეასრულოთ. ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, უნდა შეასრულოს და დააკმაყოფილოს ეს კრიტერიუმები. ის რაც ევროკომისიამ განაცხადა და რაც შემდგომში განიხილება ლიდერების მიერ მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომაზე არის, ის რომ საქართველო უფრო მეტად ვიდრე უკრაინა და მოლდოვა ჯერ მზად არ არის, ჯერ იქამდე მისული არ არის სადამდეც უნდა იყოს ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების ნაწილში.

განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აჩვენა კარგი საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესკლიმატი საქართველოში ჩვენთვის, რათა დავუკავშიროთ ჩვენი ბაზარი, მაგრამ მეტი არის გასაკეთებელი რეფორმების მიმართულებით, რათა ქვეყანა მივიდეს კანდიდატის სტატუსის მიღების საფეხურამდე. დიახ, რეფორმები ჯერ კიდევ აუცილებელია, ვფიქრობ, კარი ფართოდ არის ღია საქართველოსთვის, ეს ნაწილი არასწორად არ უნდა იქნეს აღქმული, მაგრამ ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები და ის თუ რამდენად სწრაფად გააკეთებთ ამას, აბსოლუტურად მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. და სურვილი და მიზანდასახულობა, რომლითაც თქვენ ამას გააკეთებთ, ასევე იქნება დამოკიდებული თქვენზე, ჩვენ კარი კი თქვენთვის ღია რჩება.

ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის "მაკდონალდსის" რიგში დგომას არ ჰგავს. ეს არის ძალიან სერიოზული რაღაც და მეტიც, ეს ისტორიული პროცესია და ასევე ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრების შემცვლელი პროცესია იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობას შეძლებს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი შედგება, რადგან ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების ან კონკრეტული პარტიის ისტორია. როდესაც იქნება სრული პოლიტიკური კონსესუსი, რომ მოხდეს სრულფასოვნად სვლა ევროკავშირის წევრობისკენ, ვფიქრობ ამის შემდეგ უკვე საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია, რომ ქვეყანა რაც შეიძლება უფრო სწრაფად წავიდეს წინ, რათა საკუთარი თავი კანდიდატის სტატუსის მიმღებთა რიგში ჩააყენოს" - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ნახეთ ინტერვიუ სრულად