მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის მიზანია ხელახლა შექმნას საბჭოთა კავშირი, მათ შორის საქართველოსაც გამოჰკრას ხელი...მივმართავ ქართველ ხალხს, პარლამენტს, დაგვეხმარეთ, რომ გიხსნათ " - პოროშენკო
"რუსეთის მიზანია ხელახლა შექმნას საბჭოთა კავშირი, მათ შორის საქართველოსაც გამოჰკრას ხელი...მივმართავ ქართველ ხალხს, პარლამენტს, დაგვეხმარეთ, რომ გიხსნათ " - პოროშენკო

ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს, რა არის პუ­ტი­ნის მი­ზა­ნი, რომ ხე­ლახ­ლა შექ­მნას დიდი რუ­სე­თის იმ­პე­რია, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­საც გა­მოჰ­კრას ხელი და სა­ქარ­თვე­ლოს ამის თა­ო­ბა­ზე ეჭვი არ უნდა ეპა­რე­ბო­დეს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

პეტ­რო პო­რო­შენ­კოს თქმით, უკ­რა­ი­ნის ძლი­ე­რე­ბა, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს სო­ლი­და­რო­ბა და დახ­მა­რე­ბა არის ის სა­ფუძ­ვე­ლი, რაც აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ უკ­რა­ი­ნა ომში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა.

"მე ვა­მა­ყობ იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეს­მის, ვინ არის პუ­ტი­ნი, რა არის რუ­სე­თი და რას წარ­მო­ად­გე­ნენ ისი­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის, რად­გან პუ­ტი­ნი ებ­რძვის არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნას, სა­ქარ­თვე­ლო­საც ებ­რძვის, ევ­რო­პა­საც ებ­რძვის და ებ­რძვის მთელს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს. ამ­გვა­რად ეს სო­ლი­და­რო­ბა და უკ­რა­ი­ნის ძლი­ე­რე­ბა, ჩვე­ნი ჯა­რის ძლი­ე­რე­ბა, დახ­მა­რე­ბა, მათ შო­რის ია­რა­ღის მო­წო­დე­ბა, არის სწო­რედ ის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მარ­წმუ­ნებს, რომ უკ­რა­ი­ნას დარ­ჩე­ბა გა­მარ­ჯვე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა დარ­ჩე­ბა მთელს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს“, - გა­ნა­ცხა­და პეტ­რო პო­რო­შენ­კომ.

პეტ­რო პო­რო­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ არ უნდა და­უ­ჯე­როს პუ­ტინს და ასე­ვე, არ უნდა ეში­ნო­დეს მისი.

"ჩვენ ჩვე­ნი თვა­ლით ვი­ხი­ლეთ ასო­ბით მოკ­ლუ­ლი ქალი, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი ბავ­შვი, მა­მა­კა­ცე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი, რომ­ლე­ბიც და­ხო­ცეს. ესე­ნი არა მხო­ლოდ პუ­ტინ­მა მოკ­ლა, ესე­ნი მოკ­ლეს ე.წ. რუს­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც გა­მო­ი­ლაშ­ქრეს სწო­რედ პუ­ტი­ნის და­ძა­ხე­ბა­ზე. ასე­თია რე­ა­ლო­ბა, ასე­თია რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი. ამის მნახ­ვე­ლი კაცი უბ­რა­ლოდ მშვი­დად ვე­ღარ და­ი­ძი­ნებს. მათი ია­რა­ღი არის ჟლე­ტა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ხოც­ვა. ამი­ტომ მე ყო­ველ­თვის ჩემი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვიძ­ლე­ვი რჩე­ვა-და­რი­გე­ბას, რო­გორ უნდა მო­ვე­პყროთ ყვე­ლა­ფერ ამას, აი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: პირ­ვე­ლი, არ და­უ­ჯე­როთ პუ­ტინს, პუ­ტი­ნი იტყვის, სი­ტყვას მოგ­ცემთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იქ­ნე­ბა, ორი დღის შემ­დეგ ომი არ იქ­ნე­ბა. 24 თე­ბერ­ვალს შე­მო­იჭ­რა, არა­ერ­თხელ თქვა, აღგ­ვით­ქვა, რომ გა­იყ­ვანს რუ­სე­თის ჯარს და რა არის ამო­ცა­ნა რუ­სე­თის ჯა­რი­სა? რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და ეს არის დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია, დე­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ ახლა კი რა არის მისი ამო­ცა­ნა? მთე­ლი უკ­რა­ი­ნა ჩა­იგ­დოს ხელთ. პუ­ტინს რა უნდა? რომ ამოგ­ვხო­ცოს. ჩვენ არ ვაძ­ლევთ და არ მივ­ცემთ ამის უფ­ლე­ბას. მას სურს, რომ წა­შა­ლოს უკ­რა­ი­ნა მსოფ­ლი­ოს რუ­კი­დან და ამის ნაც­ვლად აა­ღორ­ძი­ნოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. ჩვენ ვა­მა­ყობთ იმით, ყვე­ლაფ­რით, რაც ახლა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, ჩვენ ვიბ­რძვით. მე­ო­რე, ნუ გე­ში­ნი­ათ პუ­ტი­ნის, არ და­უ­ჯე­როთ და ნუ გე­ში­ნი­ათ, არ მი­ი­ღოთ მისი შან­ტა­ჟის ენა. იცით რა? იგი ამ­ბობ­და, რომ სამ დღე­ში აი­ღებ­და უკ­რა­ი­ნას, მაგ­რამ ჩვენ არ მი­ვე­ცით მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა პუ­ტინს და არც არა­ვის მივ­ცემთ“, - გა­ნა­ცხა­და პეტ­რო პო­რო­შენ­კომ.

  • მინ­და მივ­მარ­თო ქარ­თველ ხალ­ხს, პარ­ლა­მენტს დაგ­ვეხ­მა­რეთ, რომ თქვენ გიხ­სნათ. ასე­თი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა უნდა იყოს. ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რა საკ­ვირ­ვე­ლია, ვე­ლით უფრო მეტ სო­ლი­და­რო­ბას, მეტ სან­ქცი­ას და მეტ მხარ­და­ჭე­რას, - გა­ნა­ცხა­და პო­რო­შენ­კომ.

"პირ­ველ რიგ­ში, მე ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­ჭერ მხარს, მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის­თვის, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის­თვის, მხარ­ში დგო­მის­თვის. ჩვენ არამ­ხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის ვიბ­რძვით. სა­ქარ­თვე­ლო არის სუ­ვე­რე­ნუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო. მინ­და მივ­მარ­თო ქარ­თველ ხალ­ხს, პარ­ლა­მენტს დაგ­ვეხ­მა­რეთ, რომ თქვენ გიხ­სნათ. ასე­თი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა უნდა იყოს და ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რა საკ­ვირ­ვე­ლია, ვე­ლით უფრო მეტ სო­ლი­და­რო­ბას, მეტ სან­ქცი­ას და მეტ მხარ­და­ჭე­რას“,- გა­ნა­ცხა­და პო­რო­შენ­კომ.

მან უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, აკე­თებს თუ არა მაქ­სი­მუმს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად.

"აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სამი სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი ურ­თი­ერთქმე­დე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბას ახ­დენს იმის­თვის,რომ მოხ­დეს ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა.აქ მოქ­მე­დებს კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის კრი­ტე­რი­უ­მი და ეს კრი­ტე­რი­უ­მია: დე­მოკ­რა­ტია, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა. უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ის, რა­საც მის­დევს ევ­რო­კავ­ში­რი. მე მეს­მის,რომ თქვენ გსურთ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და თუ გსურთ ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბა, სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა, რა საკ­ვირ­ვე­ლია, თქვენ უნდა გაჰ­ყვეთ ევ­რო­კავ­ში­რის აი ამ სან­ქცი­ებს. სხვა გზა აქ,უბ­რა­ლოდ,აღარ არ­სე­ბობს“ ,- გა­ნა­ცხა­და პო­რო­შენ­კომ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმა სა­ქარ­თვე­ლო­ზე თავ­დას­ხმაა.

"მე მად­ლო­ბით და­ვი­წყე სა­უ­ბა­რი და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე ქარ­თველ ხალ­ხს მხარ­და­ჭე­რის­თვის. მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნე სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან ამ ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ერებ­ში. 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავ­დი თქვენს მხარ­და­ჭე­რას, ჩემს პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას. "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია“ და კი­დევ სხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი ვგრძნობთ ამას და არ გა­ჩერ­დეთ, არ შე­ა­ნე­ლოთ, არ და­ა­მუხ­რუ­ჭოთ. დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ მი­ი­ღეთ უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი, არ­ნა­ხუ­ლად ვა­ფა­სებთ ამ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას და ამ­გვარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია.

ამით ხდე­ბა დე­მონ­სტრი­რე­ბა იმი­სა,რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთს მხარ­ში ვუდ­გა­ვართ. რო­დე­საც რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წელს თავს და­ეს­ხა ჩვენ გარ­კვე­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა გა­და­ვე­ცით სა­ქარ­თვე­ლოს, რა­კე­ტე­ბი და ა.შ. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ერ­თი­ა­ნო­ბა კვლავ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. რა არის ეს ერ­თო­ბა? პო­ლი­ტი­კა სან­ქცი­ე­ბის სფე­რო­ში. გარ­და ამი­სა,ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს - უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმა ეს არის თავ­დას­ხმა სა­ქარ­თვე­ლო­ზე. რო­გორც იტყვი­ან, მე­გობ­რე­ბი და ძმე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე ვართ, საბ­რძო­ლო ძმო­ბა გვა­კავ­ში­რებს. სა­ქარ­თვე­ლომ ხომ უნდა და­იბ­რუ­ნოს "სამ­ხრეთ ოსე­თი“ და აფხა­ზე­თი, ეს ყვე­ლას ეს­მის“,- გა­ნა­ცხა­და პეტ­რო პო­რო­შენ­კომ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 99 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანდრო
0

ეს კაცი მგონი მთვრალია. რატომ არ მიიღო უკრაინამ აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია? რატომ შეეკარით საქართველოში ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტრებს ე.წ. ოპოზიციურ პარტიას ნაცებს? იმისათვის ხომ არა რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი?

&
0

ამაზე იმდენი კლმპრომატებია, მე ეს ციხეში მეგონა თანაც დიდი ხნით))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რუსეთის მიზანია ხელახლა შექმნას საბჭოთა კავშირი, მათ შორის საქართველოსაც გამოჰკრას ხელი...მივმართავ ქართველ ხალხს, პარლამენტს, დაგვეხმარეთ, რომ გიხსნათ " - პოროშენკო

"რუსეთის მიზანია ხელახლა შექმნას საბჭოთა კავშირი, მათ შორის საქართველოსაც გამოჰკრას ხელი...მივმართავ ქართველ ხალხს, პარლამენტს, დაგვეხმარეთ, რომ გიხსნათ " - პოროშენკო

ყველას უნდა გვახსოვდეს, რა არის პუტინის მიზანი, რომ ხელახლა შექმნას დიდი რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი, მათ შორის საქართველოსაც გამოჰკრას ხელი და საქართველოს ამის თაობაზე ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინის ძლიერება, ცივილიზებული სამყაროს სოლიდარობა და დახმარება არის ის საფუძველი, რაც აფიქრებინებს, რომ უკრაინა ომში გამარჯვებული დარჩება.

"მე ვამაყობ იმით, რომ საქართველოს ესმის, ვინ არის პუტინი, რა არის რუსეთი და რას წარმოადგენენ ისინი თავისუფალი დემოკრატიული სამყაროსათვის, რადგან პუტინი ებრძვის არა მარტო უკრაინას, საქართველოსაც ებრძვის, ევროპასაც ებრძვის და ებრძვის მთელს ცივილიზებულ სამყაროს. ამგვარად ეს სოლიდარობა და უკრაინის ძლიერება, ჩვენი ჯარის ძლიერება, დახმარება, მათ შორის იარაღის მოწოდება, არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც მარწმუნებს, რომ უკრაინას დარჩება გამარჯვება და გამარჯვება დარჩება მთელს ცივილიზებულ სამყაროს“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველომ არ უნდა დაუჯეროს პუტინს და ასევე, არ უნდა ეშინოდეს მისი.

"ჩვენ ჩვენი თვალით ვიხილეთ ასობით მოკლული ქალი, გაუპატიურებული ბავშვი, მამაკაცები, მოხუცები, ხელებშეკრული, რომლებიც დახოცეს. ესენი არა მხოლოდ პუტინმა მოკლა, ესენი მოკლეს ე.წ. რუსმა ადამიანებმა, რომლებმაც გამოილაშქრეს სწორედ პუტინის დაძახებაზე. ასეთია რეალობა, ასეთია რეალური სურათი. ამის მნახველი კაცი უბრალოდ მშვიდად ვეღარ დაიძინებს. მათი იარაღი არის ჟლეტა, გაუპატიურება და უდანაშაულო ადამიანების ხოცვა. ამიტომ მე ყოველთვის ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიძლევი რჩევა-დარიგებას, როგორ უნდა მოვეპყროთ ყველაფერ ამას, აი რეკომენდაციები: პირველი, არ დაუჯეროთ პუტინს, პუტინი იტყვის, სიტყვას მოგცემთ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, ორი დღის შემდეგ ომი არ იქნება. 24 თებერვალს შემოიჭრა, არაერთხელ თქვა, აღგვითქვა, რომ გაიყვანს რუსეთის ჯარს და რა არის ამოცანა რუსეთის ჯარისა? როგორც თვითონ ამბობდა ეს არის დემილიტარიზაცია, დენაციონალიზაცია, მაგრამ ახლა კი რა არის მისი ამოცანა? მთელი უკრაინა ჩაიგდოს ხელთ. პუტინს რა უნდა? რომ ამოგვხოცოს. ჩვენ არ ვაძლევთ და არ მივცემთ ამის უფლებას. მას სურს, რომ წაშალოს უკრაინა მსოფლიოს რუკიდან და ამის ნაცვლად ააღორძინოს საბჭოთა კავშირი. ჩვენ ვამაყობთ იმით, ყველაფრით, რაც ახლა ხდება უკრაინაში, ჩვენ ვიბრძვით. მეორე, ნუ გეშინიათ პუტინის, არ დაუჯეროთ და ნუ გეშინიათ, არ მიიღოთ მისი შანტაჟის ენა. იცით რა? იგი ამბობდა, რომ სამ დღეში აიღებდა უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ მივეცით მას ამის საშუალება პუტინს და არც არავის მივცემთ“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

  • მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს. ამგვარ სიტუაციაში, რა საკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას, - განაცხადა პოროშენკომ.

"პირველ რიგში, მე ვიცი, რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ვუჭერ მხარს, მადლობელი ვარ მათი გულისხმიერებისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის, მხარში დგომისთვის. ჩვენ არამხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვით. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს და ამგვარ სიტუაციაში, რა საკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას“,- განაცხადა პოროშენკომ.

მან უპასუხა შეკითხვას, აკეთებს თუ არა მაქსიმუმს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დასახმარებლად.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი სახელმწიფო თავისი ურთიერთქმედების კოორდინირებას ახდენს იმისთვის,რომ მოხდეს ევროკავშირში შესვლა.აქ მოქმედებს კოპენჰაგენის კრიტერიუმი და ეს კრიტერიუმია: დემოკრატია, თავისუფლება, პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობა. უნდა განხორციელდეს ის, რასაც მისდევს ევროკავშირი. მე მესმის,რომ თქვენ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება და თუ გსურთ ევროკავშირში წევრობა, სტატუსის მიღება, რა საკვირველია, თქვენ უნდა გაჰყვეთ ევროკავშირის აი ამ სანქციებს. სხვა გზა აქ,უბრალოდ,აღარ არსებობს“ ,- განაცხადა პოროშენკომ.

მისი განმარტებით, უკრაინაზე თავდასხმა საქართველოზე თავდასხმაა.

"მე მადლობით დავიწყე საუბარი და მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის. მადლობა მოვახსენე საქართველოს პოლიტიკოსებს, რომლებიც გვეხმარებიან ამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებზე, გაერთიანებულ ერებში. 5 წლის განმავლობაში ვხედავდი თქვენს მხარდაჭერას, ჩემს პრეზიდენტობისას. "ევროპის სახალხო პარტია“ და კიდევ სხვა გაერთიანებები ვგრძნობთ ამას და არ გაჩერდეთ, არ შეანელოთ, არ დაამუხრუჭოთ. დიდ მადლობას გიხდით, რომ მიიღეთ უკრაინელი ლტოლვილები, არნახულად ვაფასებთ ამ სტუმართმოყვარეობას და ამგვარ მდგომარეობაში ეს ყველაზე მთავარია.

ამით ხდება დემონსტრირება იმისა,რომ ჩვენ ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. როდესაც რუსეთი საქართველოს 2008 წელს თავს დაესხა ჩვენ გარკვეული შეიარაღება გადავეცით საქართველოს, რაკეტები და ა.შ. ასეთ მდგომარეობაში ერთიანობა კვლავ უნდა შევინარჩუნოთ. რა არის ეს ერთობა? პოლიტიკა სანქციების სფეროში. გარდა ამისა,ურთიერთგაგება და გაცნობიერება იმისა, რომ საქართველოში ყველას უნდა ესმოდეს - უკრაინაზე თავდასხმა ეს არის თავდასხმა საქართველოზე. როგორც იტყვიან, მეგობრები და ძმები ბრძოლის ველზე ვართ, საბრძოლო ძმობა გვაკავშირებს. საქართველომ ხომ უნდა დაიბრუნოს "სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი, ეს ყველას ესმის“,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.