მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე - გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას" - პრეზიდენტი
"ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე - გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას" - პრეზიდენტი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ „ასო­ცი­რე­ბულ ტრი­ო­ში“ მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნი­დან ბოლო ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, მას ბრი­უ­სელ­ში საკ­მა­ოდ დამ­ძი­მე­ბუ­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა და ქვე­ყა­ნას საქ­მე გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი აქვს.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ კონ­ტრას­ტუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის შემ­დეგ. ერ­თის მხრივ იტა­ლია, სა­დაც მქონ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მი­ღე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა იტა­ლი­ის­გან, სა­დაც გა­ი­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზი­ტი 25 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, სა­დაც ხელი მო­ე­წე­რა 65 წლის წინ 1957 წლის 25 მარტს რო­მის ტრაქ­ტა­ტებს. ქვე­ყა­ნა, სა­დაც ამ­გვა­რად და­ი­ბა­და ევ­რო­პა და სა­ი­და­ნაც იშვა ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია, და­ი­წე­რა პირ­ვე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ევ­რო­პის იდე­ის ინ­სპი­რა­ტო­რი გახ­და. ამ­გვა­რად ეს იყო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ვი­ზი­ტი, ამ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი გზის გა­დამ­წყვეტ ეტაპ­ზე.

მე­ო­რეს მხრივ, ჩა­ვე­დი ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­თან შარლ მი­შელ­თან, სა­დაც დამ­ხვდა საკ­მა­ოდ დამ­ძი­მე­ბუ­ლი სუ­რა­თი. მო­ცე­მუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­პი­რებ­დი კი­დე­ვაც საფ­რან­გეთ­სა და პო­ლო­ნეთ­ში სტუმ­რო­ბას. აქ არ დავ­წვრილ­მან­დე­ბი პრო­ცე­დუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბით. ამ შემ­თხვე­ვა­ში წე­რი­ლო­ბით არც მო­თხოვ­ნა ყო­ფი­ლა და არც პა­სუ­ხი ეს მოხ­და, ზე­პი­რად, რა­მე­თუ საჩ­ქა­რო იყო.

მაგ­რამ "ნურც გაფ­რინ­დე­ბი, ნურც მოფ­რინ­დე­ბი"-ს ლო­გი­კამ გა­ი­მარ­ჯვა იმა­ზე, რაც ჩემი აზ­რით იქ­ნე­ბო­და ქვეყ­ნის ინ­ტე­რეს­ში ამ მო­მენ­ტში. ბრი­უ­სელ­ში დამ­ხვდა ის, რა­საც უნდა და­ვარ­ქვა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მე. გა­სუ­ლი წლის 19 ივ­ლი­სი, ბა­თუ­მის ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს დეკ­ლა­რა­ცია, რო­მელ­საც ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით მო­ე­წე­რა ხელი იყო ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი.

მა­შინ ცხა­დი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეჭი­რა მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცია. გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნი­დან გა­და­ი­ნაც­ვლა ბოლო ად­გი­ლას. გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მე აშ­კა­რად გა­მოვ­ლინ­და სხვა­დას­ხვა კუ­თხით პირ­ვე­ლი არის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 97 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამია
0

არ შეიძლება საპასუხიმგებლო თანამდებობებზე მოვსვათ პირები, რომელთა წინაპრები ძნელბედობისას გაიქცნენ, შეგვატოვეს დამპყრობლებს, ხოლო შვილები და შვილიშვილები უცხოეთში არიან დაფუძნებულები.

მათ საქართველო არ სტკივათ!

და 5 წელი ზედმეტად დიდი ვადაა პრეზიდენტობისთვის.

გორდა
0

შენც ბრუტუსს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე - გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას" - პრეზიდენტი

"ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე - გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველომ „ასოცირებულ ტრიოში“ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ბრიუსელში საკმაოდ დამძიმებული სურათი დახვდა და ქვეყანას საქმე გაფუჭებული აქვს.

"როგორც მოგეხსენებათ დავბრუნდი საქართველოში საკმაოდ კონტრასტული ვიზიტების შემდეგ. ერთის მხრივ იტალია, სადაც მქონდა არაჩვეულებრივი მიღება და საქართველოსთვის არაჩვეულებრივი მხარდაჭერა იტალიისგან, სადაც გაიმართა სახელმწიფო ვიზიტი 25 წლის შემდეგ პირველად, სადაც ხელი მოეწერა 65 წლის წინ 1957 წლის 25 მარტს რომის ტრაქტატებს. ქვეყანა, სადაც ამგვარად დაიბადა ევროპა და საიდანაც იშვა ევროპული ცივილიზაცია, დაიწერა პირველი კანონმდებლობა და ევროპის იდეის ინსპირატორი გახდა. ამგვარად ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, ამ ჩვენი ევროპული გზის გადამწყვეტ ეტაპზე.

მეორეს მხრივ, ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაპირებდი კიდევაც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას. აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით. ამ შემთხვევაში წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი ეს მოხდა, ზეპირად, რამეთუ საჩქარო იყო.

მაგრამ "ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები"-ს ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც ჩემი აზრით იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში. ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.

მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველო მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ნახეთ ვიდეო:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"