კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლის­ში, ქვე­მო ქარ­თლში, შიდა ქარ­თლში, აჭა­რა­ში, იმე­რეთ­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში 14 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბი­სა და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ლ., 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ჩ., 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ბ., 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ლ., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ჯ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.კ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ბ. (მეტ­სა­ხე­ლად "კო­კი­ნი­ჩი“), 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს. (მეტ­სა­ხე­ლად "ლი­სო­ვი­ჩი“), 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ბ.ფ. და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე - 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ჩ., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.გ. და 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.მ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ გა­ყი­დუ­ლი დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - "ჰე­რო­ი­ნი“, "ჰე­რო­ი­ნის“ შემ­ცვე­ლი ფხვნი­ლი, "ალფა პვპ“ და "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი“ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს სის­ტე­მა­ტუ­რად ყიდ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-260-ე მუხ­ლით, 260-ე მუხ­ლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას, გა­სა­ღე­ბას და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წელს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 88 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვეს და ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1

რეალიზატორთან ერთად შემომტანები და მათი მფარველები უნდა იქნან დაპატიმრე ბული. რეალიზატორი პაიკია და მისი დაკავება საერთოდ არ ცვლის არაფერს. ეგ თვალის ახვევაა. შემომტანი რომ არ იქნება რეალიზატორი თავისთავად აღარ იარსებებს

მამიდა
1

თავისუფლება კოორდინატორებსსსსსსსსსსსსსსსს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული თ.ლ., 1972 წელს დაბადებული ა.მ., 1986 წელს დაბადებული მ.ჩ., 1977 წელს დაბადებული ი.ბ., 1975 წელს დაბადებული ზ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჯ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული კ.ბ. (მეტსახელად "კოკინიჩი“), 1984 წელს დაბადებული გ.ს. (მეტსახელად "ლისოვიჩი“), 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ფ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.ჩ., 1982 წელს დაბადებული ს.გ. და 1981 წელს დაბადებული თ.მ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - "ჰეროინი“, "ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, "ალფა პვპ“ და "ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას და გასაღების მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. მხოლოდ მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.