"დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დაასახელა სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც, მისი თქმით, "კლანის წარმომადგენლები არიან და სანქციები უნდა დაეკისროთ“.
როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყნის შიგნით მშვიდობიან პროტესტთან ერთად, ამოცანა ბიძინა ივანიშვილის და მისი სისტემის წარმომადგენლების სანქცირების მიღწევაა. მისი თქმით, დასახელებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებს ეყრდნობა.
"წარმოგიდგენთ ოლიგარქიული მმართველობის კიდევ ერთი საყრდენის, სასამართლო სისტემის ადამიანების სია, რომლებიც, ჩვენი აზრით, სანქციებში უნდა მოხვდნენ და რომლებზეც კომუნიკაცია გვექნება ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენი ინფორმაცია სრულად ეყრდნობა კოალიცია მართლმსაჯულებისთვის კვლევებს, რომლებიც მრავლად არსებობს.
მიხეილ ჩინჩალაძე - ჯერ კიდევ წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც პოლიტიკური მსახურებისთვის მოსამართლედ დაწინაურდა. 2013 წლის შემდეგ გახდა ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი ჩრდილოვანი საყრდენი კლანის შექმნაში. ის შედარებით ჩრდილშია ვიდრე, მაგალითად, ლევან მურუსიძე. მაგრამ ის არის რეალური კლანის თავი.
ლევან მურუსიძე - გამოირჩევა მძიმე საქმეებით, მათ შორის წინა ხელისუფლებაში, ის უკავშირდება გირგვლიანის საქმეს. 2013 წელს მას ბიძინა ივანიშვილი ღიად შეხვდა, ღიად დაასახელა სასამართლოს ღერძად და მას შემდეგ ის არ ერიდება პოლიტიკურ განცხადებებს და მიკერძოებულობის ჩვენებას. ის არის კლანური მაფიოზური სასამართლო მმართველობის ლიდერი, ამიტომ ის უნდა იყოს სანქცირებული.
შალვა თადუმაძე - ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ განაწესეს პროკურატურაში, რათა საქმეები შეეკერა, შემდეგ კი უვადოდ დანიშნეს უზენაეს სასამართლოში იმისთვის, რომ ჩაიკეტოს ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემა.
გიორგი მიქაუტაძე - ასევე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე. ის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მაშინ, როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა, ის ასრულებდა აბსოლუტურად ღიად ყველა პოლიტიკურ დავალებას.
ლაშა ჩხიკვაძე - ნიკა გვარამიას მოსამართლე, რომელიც ნაწილობრივ სანქცირებულიცაა, რადგან ამერიკაში არ გაუშვეს. ამ ადამიანს 2015 წელს უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც ადამიანი დაიღუპა. საქმე დღემდე მიმდინარეობს, რათა ის იყოს გამოჭერილი და შეასრულოს პოლიტიკური დავალებები. გვარამიას საქმე არის საქმე, რომელიც მთელმა მსოფლიომ მედიაზე შეტევად შეაფასა.
ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები - არიან ძმები, აქვთ ოჯახური კლანური ბიზნესი, რომელთა ხელშიაც თავიდანვე გადიოდა ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმე - "კაბელების საქმე“, "ციანიდის საქმე“, რურუას საქმე. ამ ძმებს გადანაწილებული აქვთ პოლიტიკური საქმეების განაჩენები.
ირაკლი შენგელია - შედარებით ჩრდილში მყოფი, მაგრამ ჩინჩალაძის საყრდენია, რომელსაც ცოლი, და, დისშვილი, დის ქმარი ამ სისტემაში ჰყავს დასაქმებული. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისგან გვაქვს მოსმენილი, რომ ეს კლანური სისტემა ეყრდნობა ნათესაური კავშირების გაჯერებას ამ სასამართლოს სისტემაში.
სერგო მეთოფიშვილი - ეს არის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოში, მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტრი იმ პერშოუს რომ ნაღდით 10 000 ჩაახუტეთ, დეკლარირებული გქონდათ ? რომელი მუთაქიდან გააძვრეთ ? მუთაქა დაბეგრილია -ისე ჩამოგართმევენ ?! გავიგეთ ბაკურიანის მელექციესთვის ყვიბისში ნიყვი გიჭმევინებიათ და ჩაილურის წყალის უნდა გესმათ და არ მოიწამლებოდა ! ეგ რა დაგიჯდათ, ნისიად გაკეთდა !? წერილი გაატანეთ ?!
არსებული სამართლის სისტემის პირობებში,რომელიც აგებულია ანაქრონისტულ ლეგისტურ და საბჭოთა პრინციპზე "სახელმწიფო ყოველთვის მართალია " და პროკურორი სახელმწიფო ბრალმდებელია და არა გამომძიებელი , სასამართლო ყოველთვის საგადასახადოს, კონტროლის პალატას, პოლიციას , ნებისმიერ მაკონტროლებელ დამჯარიმებელ ინსტიტუტს გაამართლებს , იგივე პრინციპით ამას იზამს მონოლოლისტ, კარტელურ და დომინანტ გარიგების მონაწილის სასარგებლოდ-ბანკები, სემეკის რეგულირების ობიექტები, ბუნებრივი მონოპოლიები როგორიცაა რკინიგზა , სახელმწიფო შპს , სსიპ , ამათ დავას ვერ მოუგებ, და ინდივიდი მოქალაქის, გადასახადის გადამხდელის საწინააღმდეგოდ , ის ხომ წინასწარაა დამნაშავედ ცნობილი ?! რა კლანია კიდევ საჭირო ? ამის საჭიროება არ არის ! მოსამართლე , რომელიც პრინციპის საწინააღმდეგოდ და საკუთარი რწმენის საფუძველზე მიიღებს სხვანაირ გადაწყვეტილებას, დაისჯება კანონის დარღვევისათვის , ეს სისტემა ნებისმიერ კლანზე ძლიერია და მართალია მისი ავტორი მიშა არ არის , სტალინია, მიშას უდიდესი "ღვაწლი " მიუძღვის, რომ აქ კიდევ არსებობს ეს გაუფასიურებული რეპრესია ექსპროპრიაციის და სხვაგვარად მოაზროვნეთა , ან გასატყავებელთა მოსარჯულებელი კანონმდებლობა ! ასისტენტებად მიშას ყავდა ნინო, დავით ორივე , ირაკლი, ეკა , შალვაც -ეს მამამთავარია !