სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბეგი და მტრედები, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ - ახალი ქანდაკება "მზიურში"
ბეგი და მტრედები, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ - ახალი ქანდაკება "მზიურში"

13-14 ივ­ნისს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ი­დან, რო­მელ­საც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, შვი­დი წელი გა­ვი­და. ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ბავ­შვთა ქა­ლაქ "მზი­ურ­ში“ 13 ივ­ნი­სის სიმ­ბო­ლოს, ჰი­პო­პო­ტამ "ბე­გის“ ქან­და­კე­ბა გა­იხ­სნა.

"დღე­ვან­დე­ლი დღე ნა­წი­ლობ­რივ სა­სი­ა­მოვ­ნოა, რად­გან იმ ბე­ჰე­მო­თის ქან­და­კე­ბა გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც იმ რთულ დღეს ქა­ლაქ­ში დინ­ჯად და­ა­ბი­ჯებ­და - ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი იყო, მუხ­ლებ­ზე იდგა. მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს ქან­და­კე­ბა "მზი­უ­რის“ პარკში გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ამ ქან­და­კე­ბის ირ­გვლივ მუ­დამ ჟრი­ა­მუ­ლი, სი­ხა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა იყოს. ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს და ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს სულ სიძ­ლი­ე­რე ჰქონ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ.

მე­რი­ის ცნო­ბით, მო­ქან­და­კე ერეკ­ლე წუ­ლა­ძის ქან­და­კე­ბა ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, რო­მე­ლიც 2015 წლის 13 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებს ეძღვნე­ბო­და.

ქან­და­კე­ბა უჟან­გა­ვი და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფო­ლა­დის­გან, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით დამ­ზად­და და მისი ზომა 3 მეტ­რი და 30 სან­ტი­მეტ­რია. კომ­პო­ზი­ცი­ა­ში ვხე­დავთ ბე­გის მტრე­დებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც იმ ადა­მი­ან­თა სუ­ლებს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ, ვინც 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ას შე­ე­წირ­ნენ.

"ჩვენ ყვე­ლა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ზე სტუმ­რად მოვ­დი­ვართ, შე­სა­ბა­მი­სად, დრო სა­ინ­ტე­რე­სოდ უნდა გა­ვა­ტა­როთ. დრო­ის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში შექ­მნი­ლი ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი, იმ პე­რი­ო­დის სა­კუთ­რე­ბაა, რად­გან შემ­დეგ სხვა თვა­ლით ვუ­ყუ­რებ. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას დღეს არ მო­ე­წო­ნოს და ხვალ პი­რი­ქით, ეს ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ადა­მი­ა­ნებს ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა მო­ე­წო­ნე­ბათ, გა­ი­თა­ვი­სე­ბენ და რაც მთა­ვა­რია, მო­უვ­ლი­ან", - ყვე­ბო­და ამ ცოტა ხნის წინ ambebi.ge-სთან ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რო ერეკ­ლე წუ­ლა­ძე. იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---------------
0

უუუუუმაგრესია!! რამდენი ნიჭიერი ადამიანი გვყავს!! უფალო დალოცე ეს ქვეყანა!!!!!! ნათელი მათ სულებს!!! უმძიმესი დრე იყო უმძიმესიიიიიი

------------
0

უმაგრესია ძგელია, გაანთლდეს მათი სულები!!!! ვინც ცუდ კომენტარს დაწერს უუუბოროტესიაააა!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბეგი და მტრედები, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ - ახალი ქანდაკება "მზიურში"

ბეგი და მტრედები, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ - ახალი ქანდაკება "მზიურში"

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან, რომელსაც არაერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად ბავშვთა ქალაქ "მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა.

"დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან იმ ბეჰემოთის ქანდაკება გაიხსნა, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა - ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება "მზიურის“ პარკში განთავსებულიყო. ვისურვებდი, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება იყოს. ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სულ სიძლიერე ჰქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა.

ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა და მისი ზომა 3 მეტრი და 30 სანტიმეტრია. კომპოზიციაში ვხედავთ ბეგის მტრედებთან ერთად, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ.

"ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაზე სტუმრად მოვდივართ, შესაბამისად, დრო საინტერესოდ უნდა გავატაროთ. დროის გარკვეულ მონაკვეთში შექმნილი ჩემი ნაწარმოები, იმ პერიოდის საკუთრებაა, რადგან შემდეგ სხვა თვალით ვუყურებ. შეიძლება ვიღაცას დღეს არ მოეწონოს და ხვალ პირიქით, ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ბედნიერი ვიქნები, თუ ადამიანებს ჩემი შემოქმედება მოეწონებათ, გაითავისებენ და რაც მთავარია, მოუვლიან", - ყვებოდა ამ ცოტა ხნის წინ ambebi.ge-სთან ქანდაკების ავტორო ერეკლე წულაძე. იხილეთ ინტერვიუ სრულად