საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაჭოს მაჭკატები მაწვნისა და ბანანის სოუსით 11-12 თვის ასაკიდან პატარებისათვის - პედიატრ თამარ ობგაიძისაგან
ხაჭოს მაჭკატები მაწვნისა და ბანანის სოუსით 11-12 თვის ასაკიდან პატარებისათვის - პედიატრ თამარ ობგაიძისაგან

იცით თუ არა რა ასა­კი­დან უნდა მი­ი­ღოს ბავ­შვმა მა­წო­ნი? ბავ­შვთა კვე­ბა­ში რძი­სა და მისი პრო­დუქ­ტებ­ზე რე­კო­მენ­და­ცია ერთი წლი­დან გა­ი­ცე­მა, თუმ­ცა პე­დი­ატრთა ნა­წი­ლი რძის­გან გან­სხვა­ვე­ბით მა­წონს რე­კო­მენ­და­ცი­ას 8 თვი­დან უწევს.

მა­წო­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი, კავ­კა­სი­უ­რი რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტია. სხვა­ნა­ი­რად მას ენ­დე­მურ პრო­დუქტსაც ეძა­ხი­ან.. „სა­ი­დუმ­ლო“ მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც ჩვენს , გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს ენ­დე­მურ დე­დო­შია.

მაწ­ვნის დედო მაწ­ვნის მსუ­ბუქ მომ­ჟა­ვო გე­მოს გა­ნა­პი­რო­ბებს. სწო­რედ ეს რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა მათ­ში შე­მა­ვა­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის გამო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა ბაქ­ტე­რია, სუ­ლაც არაა მავ­ნე­ბე­ლი, პი­რი­ქით პრო­ბი­ო­ტი­კებს სხვა­ნა­ი­რად მე­გო­ბარ ბაქ­ტე­რიბ­საც უწო­დე­ბენ. ისი­ნი ცო­ცხა­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბია და და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ კუჭ-ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე, აძ­ლი­ე­რე­ბენ რა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას.

კე­თი­ლი პრო­ბი­ო­ტი­კე­ბი, ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რილ სხვა ცუდ ბაქ­ტე­რი­ებ­საც ეფექ­ტუ­რად ებ­რძვი­ან. ისი­ნი ერ­თგვა­რი ბა­რი­ე­რის ეფექტს ქმნი­ან და ასე იცა­ვენ ნაწ­ლა­ვებს ცუდი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად ამ­ცი­რე­ბენ ან­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს და ხელს უშ­ლი­ან ორ­გა­ნიზ­მში პა­რა­ზი­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის წყა­ლო­ბით ბავ­შვის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მაც ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ცი­ლე­ბით მდგრა­დი ხდე­ბა.

რად­გან პა­ტა­რე­ბი ხში­რად უარს ამ­ბო­ბენ რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა­ზე, დე­დი­კო­ებს უამ­რა­ვი ხრი­კის მო­ფიქ­რე­ბა უწევთ.

პე­დი­ატ­რი თა­მარ ობ­გა­ი­ძე დე­დი­კო­ებს გემ­რი­ელ და სა­სარ­გებ­ლო რე­ცეპტს სთა­ვა­ზობს.

სა­ჭი­რო მა­სა­ლა

ცო­მი­სათ­ვის:

  • 5-6%-იანი ხაჭო 180 გრა­მი
  • და­ახ­ლო­ე­ბით 30 გრა­მი ფქვი­ლი
  • 1 კვერ­ცხის გული
  • 1 პა­კე­ტი ვა­ნი­ლი
  • შაქ­რის პუდ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 5-10 გრ
  • კა­რა­ქი სა­ცხო­ბი ფორ­მი­სათ­ვის 10 გრა­მი

მოზ­რდი­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის შეგ­ძლი­ათ და­ა­მა­ტოთ მწიკ­ვი მა­რი­ლი და 20 გრა­მი შაქ­რის პუდ­რა

სო­უ­სი­სათ­ვის:

  • მა­წო­ნი 50- 100 მლ
  • ½ ბა­ნა­ნი

მომ­ზა­დე­ბა: თას­ში ერ­თმა­ნეთს შე­უ­რი­ეთ ხაჭო, კვერ­ცხის გული, ვა­ნი­ლი, და­უ­მა­ტეთ გაც­რი­ლი პუ­რის ფქვი­ლი ისე, რომ ნაზი ცომი მო­ი­ზი­ლოს.

ცომს მი­ე­ცით ძეხ­ვის ფორ­მა და და­ჭე­რით და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 სან­ტი­მეტ­რის რგო­ლე­ბად. რგო­ლე­ბი ოდ­ნავ გა­აბრტყე­ლეთ და და­ამ­რგვა­ლეთ.

სა­ცხობ ფორ­მას წა­უს­ვით ცოტა კა­რა­ქი. და­ა­ლა­გეთ მა­ჭ­კა­ტე­ბი, ზე­მო­დან გა­და­უს­ვით მდნა­რი კა­რა­ქის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ოქ­როს­ფე­რი ქერ­ქის მი­სა­ღე­ბად.

აცხვეთ ღუ­მელ­ში 180 გრა­დუს­ზე 15-20 წთ მან­ძილ­ზე. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ა­ცხოთ ტა­ფა­ზეც. გაგ­რი­ლე­ბულ მა­ჭ­კა­ტებს მო­ა­ყა­რეთ შაქ­რის პუდ­რა.

სო­უ­სი­სათ­ვის ბლენ­დე­რით შე­უ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთს მა­წო­ნი და ბა­ნა­ნი.

პრაქ­ტი­კუ­ლად სუ­პერპრო­დუქ­ტე­ბის ნა­რე­ვია, რო­მელ­შიც ვი­ტა­მი­ნე­ბის გარ­და არის ბევ­რი კალ­ცი­უ­მი, ფოს­ფო­რი, ასე­ვე შე­ი­ცავს მე­გო­ბარ ბაქ­ტე­რი­ებს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის ნაწ­ლა­ვის მიკ­რო­ბი­ო­ტას ფორ­მი­სე­ბი­სა და ნაწ­ლა­ვე­ბის მო­ტო­რი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ხაჭოს მაჭკატები მაწვნისა და ბანანის სოუსით 11-12 თვის ასაკიდან პატარებისათვის - პედიატრ თამარ ობგაიძისაგან

ხაჭოს მაჭკატები მაწვნისა და ბანანის სოუსით 11-12 თვის ასაკიდან პატარებისათვის - პედიატრ თამარ ობგაიძისაგან

იცით თუ არა რა ასაკიდან უნდა მიიღოს ბავშვმა მაწონი? ბავშვთა კვებაში რძისა და მისი პროდუქტებზე რეკომენდაცია ერთი წლიდან გაიცემა, თუმცა პედიატრთა ნაწილი რძისგან განსხვავებით მაწონს რეკომენდაციას 8 თვიდან უწევს.

მაწონი ტრადიციული, კავკასიური რძემჟავა პროდუქტია. სხვანაირად მას ენდემურ პროდუქტსაც ეძახიან.. „საიდუმლო“ მიზეზი, რომელიც ჩვენს , განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას განაპირობებს ენდემურ დედოშია.

მაწვნის დედო მაწვნის მსუბუქ მომჟავო გემოს განაპირობებს. სწორედ ეს რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა მათში შემავალი ბაქტერიების პრობიოტიკების გამო. აღმოჩნდა, რომ ყველა ბაქტერია, სულაც არაა მავნებელი, პირიქით პრობიოტიკებს სხვანაირად მეგობარ ბაქტერიბსაც უწოდებენ. ისინი ცოცხალი მიკროორგანიზმებია და დადებით გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე, აძლიერებენ რა საჭმლის მომნელებელ სისტემას.

კეთილი პრობიოტიკები, ორგანიზმში მოხვედრილ სხვა ცუდ ბაქტერიებსაც ეფექტურად ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან და ასე იცავენ ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან. შესაბამისად ამცირებენ ანთების განვითარების რისკს და ხელს უშლიან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას. შეიძლება ითქვას, რომ პრობიოტიკების წყალობით ბავშვის იმუნური სისტემაც ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით მდგრადი ხდება.

რადგან პატარები ხშირად უარს ამბობენ რძემჟავა პროდუქტის მიღებაზე, დედიკოებს უამრავი ხრიკის მოფიქრება უწევთ.

პედიატრი თამარ ობგაიძე დედიკოებს გემრიელ და სასარგებლო რეცეპტს სთავაზობს.

საჭირო მასალა

ცომისათვის:

  • 5-6%-იანი ხაჭო 180 გრამი
  • დაახლოებით 30 გრამი ფქვილი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 პაკეტი ვანილი
  • შაქრის პუდრა დაახლოებით 5-10 გრ
  • კარაქი საცხობი ფორმისათვის 10 გრამი

მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის შეგძლიათ დაამატოთ მწიკვი მარილი და 20 გრამი შაქრის პუდრა

სოუსისათვის:

  • მაწონი 50- 100 მლ
  • ½ ბანანი

მომზადება: თასში ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, კვერცხის გული, ვანილი, დაუმატეთ გაცრილი პურის ფქვილი ისე, რომ ნაზი ცომი მოიზილოს.

ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით დაახლოებით 3-4 სანტიმეტრის რგოლებად. რგოლები ოდნავ გააბრტყელეთ და დაამრგვალეთ.

საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი. დაალაგეთ მაჭკატები, ზემოდან გადაუსვით მდნარი კარაქის მცირე რაოდენობა ოქროსფერი ქერქის მისაღებად.

აცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წთ მანძილზე. შეგიძლიათ გამოაცხოთ ტაფაზეც. გაგრილებულ მაჭკატებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სოუსისათვის ბლენდერით შეურიეთ ერთმანეთს მაწონი და ბანანი.

პრაქტიკულად სუპერპროდუქტების ნარევია, რომელშიც ვიტამინების გარდა არის ბევრი კალციუმი, ფოსფორი, ასევე შეიცავს მეგობარ ბაქტერიებს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ნაწლავის მიკრობიოტას ფორმისებისა და ნაწლავების მოტორიკის გაუმჯობესებისათვის.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpediatrician.blog%2Fvideos%2F701499981121481%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R