სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა, ვინც ჩვენ დროს საელჩოებში ფინანსური მენეჯერი იყო, მინისტრი გახდა: ა, ბატონო შედეგი!" - გრიგოლ ვაშაძე რეზოლუციას ეხმაურება
"ყველა, ვინც ჩვენ დროს საელჩოებში ფინანსური მენეჯერი იყო, მინისტრი გახდა: ა, ბატონო შედეგი!" - გრიგოლ ვაშაძე რეზოლუციას ეხმაურება

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ას ბევ­რი კო­მენ­ტა­რი არ სჭირ­დე­ბა - ეს არის უმ­ძი­მე­სი რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის! - აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­ა­კე­თა.

ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის, რაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მოხ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "დამ­სა­ხუ­რე­ბაა“.

"სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელ­შიც, ვა­შინგტონ­შიც, ბერ­ლინ­შიც აღიქ­მე­ბო­და რო­გორც რე­ფორ­მე­ბის ლო­კო­მო­ტი­ვი მთელს პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, აღ­მოჩ­ნდა მა­ჩან­ჩა­ლა. თუ ამის მი­ზე­ზის ძებ­ნას და­ვი­წყებთ და ხელს მივ­ყოფთ იმას, რაც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ კლასს ასე ძა­ლი­ან უყ­ვარს - ერ­თმა­ნე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა - მა­შინ ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი პოს­ტუ­ლა­ტი გა­ვიხ­სე­ნოთ: წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის პა­სუხს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგებს!

ის, რაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მოხ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის „დამ­სა­ხუ­რე­ბაა“. საკ­მა­რი­სია ორი თა­რი­ღი გა­ვიხ­სე­ნოთ: 5 ივ­ლი­სი, რო­დე­საც ფი­ზი­კუ­რად და­ამ­ცი­რეს, გა­ლა­ხეს, უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა, როცა ევ­რო­პის კავ­შირ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა ასე თუ ისე ცი­ვი­ლი­ზე­ბულ კა­ლა­პოტ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რა­ტომ­ღაც მა­ვანს ეგო­ნა, რომ ევ­რო­პის კავ­ში­რი იმ შე­უ­რა­ცხყო­ფას და­ი­ვი­წყებ­და, რო­მე­ლიც მას და მის უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს მი­ვა­ყე­ნეთ.

ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ორი კვი­რა დარ­ჩა. ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჭი­როა, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ვინც ბრი­უ­სელ­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე და­დი­ან, ჩაბ­რძან­დნენ, გა­მო­იკ­ვლი­ონ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს შეხ­ვდნენ, და­ე­ლა­პა­რა­კონ მათ და ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ყვე­ლა პრე­ტენ­ზია გა­არ­კვი­ონ, თუმ­ცა მშვე­ნივ­რად ვი­ცით, რა არის ეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი. ეს არის: სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა, უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა. ავი­ღოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წო­რე­ბა!

არ­სე­ბობს ამის ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ „ლი­დერ­შიფ­მა“ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან ძველ­ბი­ჭუ­რი ლა­პა­რა­კი გა­აგ­რძე­ლონ და მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან აცხა­დონ, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ებს თურ­მე ჩა­ლის ფასი აქვს. ეს არის მათ­თვის მე­ო­რე გა­მო­სა­ვა­ლი.

ოპო­ზი­ცი­ას ხელი არა­ფერ­ზე მი­უწ­ვდე­ბა, არა­ვინ არა­ფერს გვე­კი­თხე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ იცი­ან, ყვე­ლაფ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან, ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი­ის ბრწყინ­ვა­ლე ოს­ტა­ტია და ყვე­ლა, ვინც ჩვენ დროს სა­ელ­ჩო­ებ­ში ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი იყო, თურ­მე მი­ნის­ტრე­ბი გახ­დნენ. ა, ბა­ტო­ნო შე­დე­გი!" - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

კი­თხვა­ზე, გა­ი­ზი­ა­რებს თუ არა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მან არ იცის, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, თუმ­ცა აქვე დას­ძი­ნა, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის უკი­დუ­რე­სად მტკივ­ნე­უ­ლია გყავ­დეს სან­ქცი­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა - არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მოგ­წონს ეს ადა­მი­ა­ნი თუ არა“.

"ეს ის არის, რომ გა­უ­თა­ნას­წორ­დე რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუსს“, - დას­ძი­ნა გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეკითხვა გრიშას
1

რომელ დროზე ლაპარაკობ იასონ, ჩვენ დროსო რომ ამბობ?

სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობდი, სსრკ გოსბანკის მმართველის გოგო რომ გყავდა ცოლად და თავგადადებული კომპარტიელი იყავი?))) 

სურენა
2

გამოცდილი ჩეკისტია (კგბ) იცის რას და რატომ ამბობს! ისე კი მეორე ფრონტის არ გახსნის გამო ვისჯებით, თორე არც რეფორმები შეჩერებულა, სასამართლო მეტად თავისუფალი და სამართლიანია ვიდრე "იმ დროს" და არც ბიზნესს აწიოკებს ვინმე და არც ტელევიზიებს არბევს როგორც "იმ დროს"))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ყველა, ვინც ჩვენ დროს საელჩოებში ფინანსური მენეჯერი იყო, მინისტრი გახდა: ა, ბატონო შედეგი!" - გრიგოლ ვაშაძე რეზოლუციას ეხმაურება

"ყველა, ვინც ჩვენ დროს საელჩოებში ფინანსური მენეჯერი იყო, მინისტრი გახდა: ა, ბატონო შედეგი!" - გრიგოლ ვაშაძე რეზოლუციას ეხმაურება

ევროპარლამენტის რეზოლუციას ბევრი კომენტარი არ სჭირდება - ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის! - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის განცხადებით, ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ხელისუფლების "დამსახურებაა“.

"სახელმწიფო, რომელიც ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, ბერლინშიც აღიქმებოდა როგორც რეფორმების ლოკომოტივი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღმოჩნდა მაჩანჩალა. თუ ამის მიზეზის ძებნას დავიწყებთ და ხელს მივყოფთ იმას, რაც ქართულ პოლიტიკურ კლასს ასე ძალიან უყვარს - ერთმანეთის დადანაშაულება - მაშინ ევროპული პოლიტიკური ცხოვრების მთავარი პოსტულატი გავიხსენოთ: წარუმატებლობაში ყოველთვის პასუხს ხელისუფლება აგებს!

ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ხელისუფლების „დამსახურებაა“. საკმარისია ორი თარიღი გავიხსენოთ: 5 ივლისი, როდესაც ფიზიკურად დაამცირეს, გალახეს, უშვერი სიტყვებით ლანძღეს ჟურნალისტები და 19 აპრილის შეთანხმება, როცა ევროპის კავშირმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ასე თუ ისე ცივილიზებულ კალაპოტში დაბრუნებულიყო. რატომღაც მავანს ეგონა, რომ ევროპის კავშირი იმ შეურაცხყოფას დაივიწყებდა, რომელიც მას და მის უმაღლეს თანამდებობის პირს მივაყენეთ.

ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ორი კვირა დარჩა. ამ ორი კვირის განმავლობაში საჭიროა, რომ ჩვენი თანამდებობის პირები, ვინც ბრიუსელში ექსკურსიაზე დადიან, ჩაბრძანდნენ, გამოიკვლიონ, ევროპარლამენტარებს შეხვდნენ, დაელაპარაკონ მათ და ჩვენთან მიმართებაში ყველა პრეტენზია გაარკვიონ, თუმცა მშვენივრად ვიცით, რა არის ეს პრეტენზიები. ეს არის: სამართალდამცავი სისტემა, სასჯელაღსრულების სისტემა, უკანონო მიყურადებები, საარჩევნო სისტემა. ავიღოთ ვალდებულება იმისა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორება!

არსებობს ამის ალტერნატივაც - „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფმა“ ევროპარლამენტარებთან ძველბიჭური ლაპარაკი გააგრძელონ და მაღალი ტრიბუნიდან აცხადონ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს თურმე ჩალის ფასი აქვს. ეს არის მათთვის მეორე გამოსავალი.

ოპოზიციას ხელი არაფერზე მიუწვდება, არავინ არაფერს გვეკითხება, ყველაფერი თვითონ იციან, ყველაფრის სპეციალისტები არიან, ყველა დიპლომატიის ბრწყინვალე ოსტატია და ყველა, ვინც ჩვენ დროს საელჩოებში ფინანსური მენეჯერი იყო, თურმე მინისტრები გახდნენ. ა, ბატონო შედეგი!" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, გაიზიარებს თუ არა ევროპული საბჭო ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ მან არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა აქვე დასძინა, რომ „საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უკიდურესად მტკივნეულია გყავდეს სანქცირებული პერსონა - არა აქვს მნიშვნელობა მოგწონს ეს ადამიანი თუ არა“.

"ეს ის არის, რომ გაუთანასწორდე რუსეთსა და ბელარუსს“, - დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.