მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?.. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ" - ალეკო ელისაშვილი GWP-ის მუშაობას აკრიტიკებს
"ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?.. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ" - ალეკო ელისაშვილი GWP-ის მუშაობას აკრიტიკებს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან", ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა თბი­ლი­სის წყალ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნია GWP-ის მუ­შა­ო­ბა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან გა­აკ­რი­ტი­კა.

"ისე­თი გა­ცო­ფე­ბუ­ლი ვარ, გუ­შინ წყა­ლი შე­მი­წყდა, მე და მთელ თბი­ლისს შე­უ­წყდა და მერე მო­ვი­და მე­სი­ჯი... მინ­დო­და, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის და მთე­ლი მთავ­რო­ბის­თვის მეთ­ქვა, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნია ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, რო­მელ­საც ნა­ტა­მა­ლი სინ­დი­სი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აქვს?! სა­გუ­რა­მო­ში წვი­მა მო­ვი­დაო და ნი­კა­რა­გუ­ა­ში ქარი რომ ამო­ვარ­დე­ბა, მა­ში­ნაც წყა­ლი უნდა შეგ­ვი­წყდეს? რა კო­დექ­სებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ სა­ერ­თოდ, ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის ვერ მოგ­ვივ­ლია. ახლა ცი­ნი­კურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ჯი­ვი­პი, ცის­ტერ­ნე­ბით მო­გი­ტანთ წყალს თუ დაგ­ჭირ­და­თო, ბა­რემ მე­თუ­ლუხ­ჩე­ე­ბი გა­მო­უშ­ვან და არ­ბე­ნი­ნონ ქუჩა-ქუჩა.

რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა, ასეთ უპა­სუ­ხიმ­გებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყოს მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში? რა კო­დექ­სებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ერთი კომ­პა­ნი­ის­თის ვერ მოგ­ვივ­ლია და ახლა ვკი­თხუ­ლობ­დი მისი, GWP-ის გან­ცხა­დე­ბას, ასე­თი ცი­ნიზ­მი - ცის­ტერ­ნე­ბით მო­გი­ტანთ წყალს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­შიო. მე­თუ­ლუხ­ჩე­ე­ბი გა­მო­აგ­ზავ­ნონ ბა­რემ. ქვით­რე­ბის გა­მო­წე­რა­ში ხომ არი­ან ყო­ჩა­ღე­ბი? რა უბე­დუ­რე­ბაა ეს?! ვი­ღას შევ­ჩივ­ლო, აღარ ვიცი. ნა­ტა­მა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აქვთ. რამე გა­ფუჭ­დე­ბა და წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი უნდა სდიო და ბა­ი­დენს უნდა და­ურ­ე­კო, რომ წყა­ლი მო­გიგ­ვა­რონ. ძა­ლი­ან მინ­დო­და, მე­კი­თხა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის­თვის, კერ­ძო კომ­პა­ნია იმას ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ნა­მუს­ზე ხელი აიღო და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ ჰქონ­დეს სა­ერ­თოდ, ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და სა­ერ­თოდ რაზე ვლა­პა­რა­კობთ?!", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ირაკ­ლი ბა­ბუ­ხა­დი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და. კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, 7 ივ­ნისს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში ძლი­ე­რი წვი­მით გა­მოწ­ვე­ულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა დატ­ბო­რა სა­გუ­რა­მოს ტე­რი­ტო­რია. მათ შო­რის, და­იტ­ბო­რა "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ სა­გუ­რა­მოს სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბა, რა­მაც შექ­მნა სას­მე­ლი წყლის ამ­ღვრე­ვის საფრ­თხე.

"უპ­რე­ცე­დენ­ტო სტი­ქი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ვი­ღეთ მყი­სი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შეგ­ვე­ზღუ­და წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, რათა რის­კის ქვეშ არ დამ­დგა­რი­ყო სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი", -აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით ცნობილაძე
1

აბსოლუტური სიმართლეა, წყალი ირთვება ყოველ ორ დღეში. გასაგებია დაზიანება ხდება, მაგრამ ბანოჯაში, ქუთაისში, წყალტუბოში დაზიანებასთან თბილისის მოსახლეობა რა შუაშია. მიპასუხეს ურდულები არ ჰქონიათ რომ მხოლოდ ის უბანი დაკეტონ, სადაც დაზიანება ხდება. ნეტა რისთვის ვუხდით თანხებს (გაორმაგებულს) თუ ურდულსაც ვერ დააყენებენ.

ბატონმა კახა კალაძემ თქვა, მოხდება მათი რევიზია-ო, ვნახოთ.

ალექს
0

ისე, სეხნი , თუ მაგათი აყირავება გინდა, მანდ რომ გიზიან წინ, უკან, გვედზე , ზემოთ რას ურტყავ სპილოსა, ქვემოთ შემოჰკარ რბილოსა ! მაგათი სუსტი ადგილი საერთო სახელმწიფო სისტემაა, მისი ანატომია სისტემურად ზედმიწევნით იცის აწპატივცემულმა მსოფლიო ტუსაღმა სააკაშვილმა, როგორც პირადად , ისე ძალიან გარკვეული მრჩევლების მეშვეობით , ანუ ჩეკისტების , რომლებიც წარმოადგენენ ამ ობობას ქსელის მოსარგებლეებს, რეალური ხელისუფლება ხომ მაგათია ? როგორა და კანონის პროექტს , რომლის წარმოშობის მიზეზებს და დროისა და სივრცის ჭრილში მოსალოდნელი შედეგების გაგნებაში არ არიან ზემაღალი დეპუტატები და ძაან მაგარი მინისტრებიც, ეს მათ ქვემოთ ხდება , ქვემოთვე აღსრულდება და ხეირს მანდ გარდა მაკონტროლებელ დამსჯელ მიმსჯელი ხერხემლის მალებისა, ვერავინ იხილავს ! როგორ ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?.. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ" - ალეკო ელისაშვილი GWP-ის მუშაობას აკრიტიკებს

"ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?.. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ" - ალეკო ელისაშვილი GWP-ის მუშაობას აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის წევრმა "მოქალაქეებიდან", ალეკო ელისაშვილმა თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია GWP-ის მუშაობა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკრიტიკა.

"ისეთი გაცოფებული ვარ, გუშინ წყალი შემიწყდა, მე და მთელ თბილისს შეუწყდა და მერე მოვიდა მესიჯი... მინდოდა, რომ ღარიბაშვილისთვის და მთელი მთავრობისთვის მეთქვა, როდემდე შეიძლება, საქართველოს დედაქალაქს წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს?! საგურამოში წვიმა მოვიდაო და ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ერთი კომპანიისთვის ვერ მოგვივლია. ახლა ცინიკურ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი, ცისტერნებით მოგიტანთ წყალს თუ დაგჭირდათო, ბარემ მეთულუხჩეები გამოუშვან და არბენინონ ქუჩა-ქუჩა.

როდემდე შეიძლება, ასეთ უპასუხიმგებლო კომპანიაზე დამოკიდებული იყოს მილიონ-ნახევარი ადამიანი საქართველოს დედაქალაქში? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ, ერთი კომპანიისთის ვერ მოგვივლია და ახლა ვკითხულობდი მისი, GWP-ის განცხადებას, ასეთი ცინიზმი - ცისტერნებით მოგიტანთ წყალს საჭიროების შემთხვევაშიო. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ. ქვითრების გამოწერაში ხომ არიან ყოჩაღები? რა უბედურებაა ეს?! ვიღას შევჩივლო, აღარ ვიცი. ნატამალი პასუხისმგებლობა არ აქვთ. რამე გაფუჭდება და წელიწად-ნახევარი უნდა სდიო და ბაიდენს უნდა დაურეკო, რომ წყალი მოგიგვარონ. ძალიან მინდოდა, მეკითხა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისთვის, კერძო კომპანია იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნამუსზე ხელი აიღო და პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს საერთოდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!", - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბაბუხადიას სპეციალური განცხადება გავრცელდა. კომპანიის ცნობით, 7 ივნისს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია. მათ შორის, დაიტბორა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე.

"უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, შეგვეზღუდა წყალმომარაგება, რათა რისკის ქვეშ არ დამდგარიყო სასმელი წყლის ხარისხი", -აცხადებენ კომპანიაში.