მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგობრის ნაჩუქარი იარაღი, ბინა და 2001 წლიანი ავტომობილი - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პარლამენტარი, რომელიც შვილიშვილზე ოცნებობს?
მეგობრის ნაჩუქარი იარაღი, ბინა და 2001 წლიანი ავტომობილი - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პარლამენტარი, რომელიც შვილიშვილზე ოცნებობს?

დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი პო­ლი­ტი­კო­სია. თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლის შემ­დეგ მო­ვი­და. ის ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო.

ალე­კო ელი­საშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე ირი­ნა კი­ლო­სა­ნი­ძე და ორი ვაჟი, ერეკ­ლე და ალექ­სან­დრე.

დე­პუ­ტა­ტი 69.69 კვ.მ. ბი­ნა­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. სახ­ლი 2011 წელს 43 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და მისი თა­ნა­მე­სა­კუთ­რე­ე­ბი არი­ან ირი­ნა კი­ლა­სო­ნი­ძე და მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი.

ალე­კო ელი­საშ­ვილს ჰყავს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა 2001 წლი­ა­ნი Nissan X Terra, რო­მე­ლიც 2015 წელს 5000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს დე­პუ­ტატს თი­ბი­სი ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 1200 ლარი, მე­უღ­ლეს ირი­ნე კი­ლო­სო­ნი­ძეს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე - 800 ლარი.

ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­ფა­სო სარ­გოს სა­ხით 48 671,93 ლარი მი­ი­ღო.

ირი­ნე კი­ლო­სა­ნი­ძემ კი­ნო­თე­ატ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში დის­ტრი­ბუ­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე - 18 ლარი. ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 2600 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი CZ 97 B, რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­მა აჩუ­ქა. დე­პუ­ტატ­მა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბან­კში იპო­თე­კუ­რი სეს­ხის და­სა­ფა­რად 21 310 ლარი გა­და­ი­ხა­და.

პო­ლი­ტი­კო­სი მე­უღ­ლეს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ "მე­ცხრე არხზე“ გა­იც­ნო. ალე­კო ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, ირი­ნე - პრო­დი­უ­სე­რი. ამ­ბობს, რომ მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ თვა­ლე­ბით მო­ხიბ­ლა. მას შემ­დეგ კი, რაც ტე­ლე­ვი­ზია და­ი­ხუ­რა, ორ თვე­ში ჯვა­რი და­ი­წე­რეს.

"ირი­ნე რომ არ იყოს ჩემ­თან ერ­თად, ბევრ რა­მეს ვე­რაფ­რით გა­ვუძ­ლებ­დი. ვი­ღა­ცე­ებს უთ­ქვამთ, ელი­საშ­ვილს ამის ზურ­გი აქვს, იმის ზურ­გი აქ­ვსო - ადრე, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნდს ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი, უთ­ქვამთ, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ზურ­გი აქ­ვსო, ახლა თქვეს, ბი­ძი­ნას ზურ­გი აქ­ვსო, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ირი­ნეა ჩემი ზურ­გი და სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღიც. სახ­ლში მაქვს სრუ­ლი სა­მო­თხე...“ - ამ­ბობს ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში პო­ლი­ტი­კო­სი.

უფ­როს ვაჟს ერეკ­ლეს, სა­ხე­ლი ერეკ­ლე მე­ფის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა. რო­დე­საც მე­ო­რე შვი­ლი სან­დრო და­ი­ბა­და, მის­თვის ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად ქა­ი­ხოს­როს დარ­ქმე­ვა უნ­დო­და, მაგ­რამ მე­უღ­ლეს­თან "ბრძო­ლა­ში“ და­მარ­ცხდა.

ამ­ბობს, რომ შვი­ლიშ­ვილ­ზე ოც­ნე­ბობს, რად­გან ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი გან­ცდაა ბა­ბუ­ო­ბა...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო გელენიძე
2

გაიხარე. დიდი ნდობა მაქვს და ძალიან არ მინდა გავწბილდე.

ციცინო
18

სიღარიბე სხვანაირი ვიცი.ფეხით ვერ დავდივარ,პატარა მანძილზეც კი ვიკეცები.პოლიკლინიკა შორსაა და ტაქსი თუ არ ავიყვანე ისე ვერ მივალ.ძლივს მოვახერხე და ბედი ხომ გინდა კომპიუტერი არ მუშაობდა და ექიმმა ისე რა გავაკეთოო.ეტყობა წნევის აპარატიც მასზე აქვს მიერთებული.ხვალ მობრძანდითო.ხვალის ტაქსის ფული ვეღარ გავიმეტე პენსიონერი ვარ და დავრჩი უექიმ-უწამლოდ.სირცხვილით როგორ ამხელთ რომ ღარიბი პარლამენტარია.მდიდარ პარლამენტარებს შერცხვეთ ხალხი შიმშილობს და ეგენი ნაგავში ყრიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

მეგობრის ნაჩუქარი იარაღი, ბინა და 2001 წლიანი ავტომობილი - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პარლამენტარი, რომელიც შვილიშვილზე ოცნებობს?

მეგობრის ნაჩუქარი იარაღი, ბინა და 2001 წლიანი ავტომობილი - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პარლამენტარი, რომელიც შვილიშვილზე ოცნებობს?

დეპუტატ ალეკო ელისაშვილის დეკლარაციას თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პოლიტიკოსია. თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკაში სერიოზული ბრძოლის შემდეგ მოვიდა. ის ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში იყო.

ალეკო ელისაშვილს ჰყავს მეუღლე ირინა კილოსანიძე და ორი ვაჟი, ერეკლე და ალექსანდრე.

დეპუტატი 69.69 კვ.მ. ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სახლი 2011 წელს 43 ათას დოლარად შეიძინა და მისი თანამესაკუთრეები არიან ირინა კილასონიძე და მანანა მელიქიშვილი.

ალეკო ელისაშვილს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა 2001 წლიანი Nissan X Terra, რომელიც 2015 წელს 5000 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების დროს დეპუტატს თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 1200 ლარი, მეუღლეს ირინე კილოსონიძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 800 ლარი.

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წევრობისა და პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარის პოსტზე წლის განმავლობაში სახელფასო სარგოს სახით 48 671,93 ლარი მიიღო.

ირინე კილოსანიძემ კინოთეატრების გაერთიანებაში დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე - 18 ლარი. ალეკო ელისაშვილის საკუთრებაშია 2600 ლარად ღირებული ცეცხლსასროლი იარაღი CZ 97 B, რომელიც მეგობარმა აჩუქა. დეპუტატმა წლის განმავლობაში ბანკში იპოთეკური სესხის დასაფარად 21 310 ლარი გადაიხადა.

პოლიტიკოსი მეუღლეს ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებს. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ "მეცხრე არხზე“ გაიცნო. ალეკო ჟურნალისტი იყო, ირინე - პროდიუსერი. ამბობს, რომ მომავალმა მეუღლემ თვალებით მოხიბლა. მას შემდეგ კი, რაც ტელევიზია დაიხურა, ორ თვეში ჯვარი დაიწერეს.

"ირინე რომ არ იყოს ჩემთან ერთად, ბევრ რამეს ვერაფრით გავუძლებდი. ვიღაცეებს უთქვამთ, ელისაშვილს ამის ზურგი აქვს, იმის ზურგი აქვსო - ადრე, როცა სააკაშვილის გუნდს ვუპირისპირდებოდი, უთქვამთ, მერაბიშვილის ზურგი აქვსო, ახლა თქვეს, ბიძინას ზურგი აქვსო, სინამდვილეში, ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც. სახლში მაქვს სრული სამოთხე...“ - ამბობს ambebi.ge-სთან ინტერვიუში პოლიტიკოსი.

უფროს ვაჟს ერეკლეს, სახელი ერეკლე მეფის პატივსაცემად დაარქვა. როდესაც მეორე შვილი სანდრო დაიბადა, მისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პატივსაცემად ქაიხოსროს დარქმევა უნდოდა, მაგრამ მეუღლესთან "ბრძოლაში“ დამარცხდა.

ამბობს, რომ შვილიშვილზე ოცნებობს, რადგან ძალიან აინტერესებს, როგორი განცდაა ბაბუობა...

იხილეთ ასევე: