მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, კობახიძისნაირი "მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ" - დავით ბერძენიშვილი
"ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, კობახიძისნაირი "მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ" - დავით ბერძენიშვილი

ჩვენ­ზე არ გა­უ­მარ­ჯვია არ­ცერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მი­თუ­მე­ტეს, კო­ბა­ხი­ძის­ნა­ი­რი "მე­ჩა­იე, ერთჯე­რა­დი დე­პუ­ტა­ტე­ბი“ ვერ დაგ­ვა­მარ­ცხე­ბენ - რა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი და რა კო­ბა­ხი­ძე, ერ­თნა­ირ ტექ­სტებს ლა­პა­რა­კო­ბენ,- ამის შე­სა­ხებ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ერთ- ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, კო­ბა­ხი­ძე და სხვე­ბი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ვე­ზი­რე­ბად და­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არას­დროს არ­ცერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ა­ში არ ყო­ფი­ლან.

"ეს ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც "ვინც მო­ვი­და გა­უ­მარ­ჯოს" კა­ტე­გო­რი­ი­დან არის. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს არ ყო­ფი­ლან ოპო­ზი­ცი­ა­ში, არ­ცერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ არ ყო­ფი­ლან პრო­ტეს­ტან­ტე­ბი, არც 7 ნო­ემ­ბერს და არც 2009 -ში ყო­ფი­ლან მი­ტინ­გე­ბის დროს. ეს არის გა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბულ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ვე­ზი­რე­ბად და­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკად­რე­ბელს კად­რუ­ლო­ბენ. როცა არ გაქვს სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი, წონა, ტრა­დი­ცია, რა­საც და­გა­ვა­ლე­ბენ იმას იტყვი. კო­მუ­ნის­ტე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ებ­რძო­და "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­საც" და ძმებ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლებ­საც, რო­მელ­მა იხე­ი­რა? ჩვენ არ დავ­მარ­ცხე­ბულ­ვართ არ­ცერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ჩვენ­ზე არ გა­უ­მარ­ჯვია არ­ცერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მი­თუ­მე­ტეს, ახლა კო­ბა­ხი­ძის­ნა­ი­რი "მე­ჩა­იე, ერთჯე­რა­დი დე­პუ­ტა­ტე­ბი“ ვერ დაგ­ვა­მარ­ცხე­ბენ,"- გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ გა­ნუ­ლე­ბას, რომ­ლი­თაც ის და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს.

"რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის არსს, რა­ტომ და­ი­წყო ამ ტექ­სტით დღეს სა­უ­ბა­რი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", მის­მა სა­უფ­რო­სომ პარ­ლა­მენ­ტში - მე და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მოგ­ვა­ნი­ჭა გუ­შინ­დე­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ეტყო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ვინც რა­ღაც საქ­მეს მო­კი­და ხელი, ეს ტექ­სტი და კო­ბა­ხი­ძის და მისი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან მო­წო­დე­ბე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად არის ამის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნუ­ლე­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეუბ­ნე­ბა მის "ორ­კებს“ რომ ხსნი­ლია, რომ "სიწ­მინ­დე­ებს გვი­ბღა­ლა­ვენ, იდენ­ტო­ბას ვი­ცავთ." ეს ზუს­ტად ის სი­ტყვე­ბია, რაც მე გუ­შინ მი­თხრა იქ დამ­ხვედრმა კაც­მა - ჩვენს სიწ­მინ­დე­ებს ერ­ჩით, ჩვენს იდენ­ტო­ბას. ეს არის ის ტექ­სტე­ბი და ვე­თან­ხმე­ბი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი კო­ბა­ხი­ძეა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, არი­ან "ორ­კე­ბი“ და "ორ­კე­ბის“ კო­ლექ­ტი­უ­რი სა­ხე­ლი. რა ფა­ლა­ნა­ვან­დიშ­ვი­ლი და რა კო­ბა­ხი­ძე - ერთი და იგი­ვე ტექ­სტებს ლა­პა­რა­კო­ბენ,"- გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძეს და და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილს თავს და­ესხნენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და.

დღეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი ერეკ­ლე მე­ო­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო შე­ტე­ვა და შტურ­მი ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბა­ზე.

"ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა რა იცის ის­ტო­რია და მისი გა­აზ­რე­ბა? რომ არ იცის, ზუს­ტად ამი­ტომ აკე­თებს ამ გან­ცხა­დე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
2

რას იჯგიმები ბიჭო? ცოლიც ხათრით გაძლევს ხმას.

buxo
1

ერთჯერადი დეპუტატები ???? მაიც და მაინც მანდ უნდა ჩაბერდეთ და დაიხოცოთ. ძველი ანეგდოტია, წერეთელს კითხეს პარლამენტში ყველაზე ძალიან ვინ არ გევასებაო და კობახიძეო, რატომო, ბიჭო, სამსახური აქვე მქონდა, დილას ჩაის დავლევდი კარაქიანი პურითო და ჩავისეირნებდი პარლამენტამდე ნელ-ნელაო, ამან კიდევ სამსახური 250 კილომეტრით შორს გადამიტანაო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, კობახიძისნაირი "მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ" - დავით ბერძენიშვილი

"ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, კობახიძისნაირი "მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ" - დავით ბერძენიშვილი

ჩვენზე არ გაუმარჯვია არცერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, კობახიძისნაირი "მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ - რა ფალავანდიშვილი და რა კობახიძე, ერთნაირ ტექსტებს ლაპარაკობენ,- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა.

მისი შეფასებით, კობახიძე და სხვები "ქართულ ოცნებაში" ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები არიან, რომლებიც არასდროს არცერთი ხელისუფლების ოპოზიციაში არ ყოფილან.

"ეს ის ხალხია, რომელიც "ვინც მოვიდა გაუმარჯოს" კატეგორიიდან არის. "ქართული ოცნების" ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილან ოპოზიციაში, არცერთი ხელისუფლების მიმართ არ ყოფილან პროტესტანტები, არც 7 ნოემბერს და არც 2009 -ში ყოფილან მიტინგების დროს. ეს არის გახელისუფლებულ "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც უკადრებელს კადრულობენ. როცა არ გაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, რასაც დაგავალებენ იმას იტყვი. კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება ებრძოდა "რესპუბლიკურ პარტიასაც" და ძმებ ბერძენიშვილებსაც, რომელმა იხეირა? ჩვენ არ დავმარცხებულვართ არცერთ ხელისუფლებასთან, ჩვენზე არ გაუმარჯვია არცერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, ახლა კობახიძისნაირი "მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ,"- განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, კობახიძის განცხადება ემსახურება იმ გადაწყვეტილების პოლიტიკურ განულებას, რომლითაც ის და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.

"რაც შეეხება საქმის არსს, რატომ დაიწყო ამ ტექსტით დღეს საუბარი "ქართულმა ოცნებამ", მისმა საუფროსომ პარლამენტში - მე და ხათუნა სამნიძეს დაზარალებულის სტატუსი მოგვანიჭა გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ხელისუფლებამ, ეტყობა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, ვინც რაღაც საქმეს მოკიდა ხელი, ეს ტექსტი და კობახიძის და მისი პარტნიორების მხრიდან მოწოდებები, პრაქტიკულად არის ამის პოლიტიკური განულება. პრაქტიკულად ხელისუფლება ეუბნება მის "ორკებს“ რომ ხსნილია, რომ "სიწმინდეებს გვიბღალავენ, იდენტობას ვიცავთ." ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც მე გუშინ მითხრა იქ დამხვედრმა კაცმა - ჩვენს სიწმინდეებს ერჩით, ჩვენს იდენტობას. ეს არის ის ტექსტები და ვეთანხმები სალომე სამადაშვილს, რომ კოლექტიური კობახიძეა "ქართული ოცნება“, არიან "ორკები“ და "ორკების“ კოლექტიური სახელი. რა ფალანავანდიშვილი და რა კობახიძე - ერთი და იგივე ტექსტებს ლაპარაკობენ,"- განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. მათი ინფორმაციით, თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბერძენიშვილის განცხადებები ერეკლე მეორესთან დაკავშირებით იყო შეტევა და შტურმი ეროვნულ იდენტობაზე.

"ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? რომ არ იცის, ზუსტად ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებს“, - განაცხადა კობახიძემ.