საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაკირა და პიკე ერთმანეთს დაშორდნენ - "მომღერალმა ღალატის შესახებ შეიტყო და პიკე სახლიდან გააძევა": რას წერს ესპანური მედია
შაკირა და პიკე ერთმანეთს დაშორდნენ - "მომღერალმა ღალატის შესახებ შეიტყო და პიკე სახლიდან გააძევა": რას წერს ესპანური მედია

რო­გორც ეს­პა­ნუ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, ეს­პა­ნუ­რი ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი ხერ­არდ პიკე და მომ­ღე­რა­ლი შა­კი­რა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მე­დი­ის ცნო­ბით, მი­ზე­ზი ისაა, რომ ფეხ­ბურ­თელ­მა შა­კი­რას უღა­ლა­ტა.

შა­კი­რამ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი სხვა ქალ­თან ერ­თად სა­წოლ­ში "გა­მო­ი­ჭი­რა.“ რო­გორც ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა El Periodico წერს, ისი­ნი უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ცალ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც შა­კი­რამ ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ გა­ი­გო, პიკე სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვა. ახლა ფეხ­ბურ­თე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი, მარ­ტო­ხე­ლა კა­ცის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და წვე­უ­ლე­ბე­ბის ხში­რი სტუ­მა­რია.

ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­კი­რამ და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მტკი­ცედ მი­ი­ღო და ნაკ­ლე­ბად, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მომ­ღე­რალ­მა ფეხ­ბურ­თელს ღა­ლა­ტი აპა­ტი­ოს.

წყვილს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია.

ით­ვლე­ბო­და, რომ შა­კი­რა­სა და პი­კეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მყა­რი კავ­ში­რი ჰქონ­დათ და ფა­ნე­ბის­თვის ცნო­ბა მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ერ­თმა­ნე­თი 2010 წელს, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­იც­ნეს. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმერელი
25

ბიჯო, კაცმა პაწა საცხა რაცხა წეიმამაძაღლა, ამიზა უნდა დაკრა ფეხიიიი?...

აბესალომ და ეთერი
9

ორშაბათ დილას შეყრილნი, სამშაბათს გავიყარენით...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შაკირა და პიკე ერთმანეთს დაშორდნენ - "მომღერალმა ღალატის შესახებ შეიტყო და პიკე სახლიდან გააძევა": რას წერს ესპანური მედია

შაკირა და პიკე ერთმანეთს დაშორდნენ - "მომღერალმა ღალატის შესახებ შეიტყო და პიკე სახლიდან გააძევა": რას წერს ესპანური მედია

როგორც ესპანური ტაბლოიდები იტყობინებიან, ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავი ხერარდ პიკე და მომღერალი შაკირა ერთმანეთს დაშორდნენ. მედიის ცნობით, მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელმა შაკირას უღალატა.

შაკირამ საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან ერთად საწოლში "გამოიჭირა.“ როგორც ესპანური გამოცემა El Periodico წერს, ისინი უკვე რამდენიმე კვირაა ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შაკირამ ღალატის შესახებ გაიგო, პიკე სახლიდან გააძევა. ახლა ფეხბურთელი თავისუფალი, მარტოხელა კაცის ცხოვრებით ცხოვრობს და წვეულებების ხშირი სტუმარია.

ესპანური გამოცემის ჟურნალისტის ინფორმაციით, შაკირამ დაშორების გადაწყვეტილება მტკიცედ მიიღო და ნაკლებად, სავარაუდოა, რომ მომღერალმა ფეხბურთელს ღალატი აპატიოს.

წყვილს ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ითვლებოდა, რომ შაკირასა და პიკეს ერთ-ერთი ყველაზე მყარი კავშირი ჰქონდათ და ფანებისთვის ცნობა მათი დაშორების შესახებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

ერთმანეთი 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაიცნეს. წყვილს ორი შვილი ჰყავს.