მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ისტორიული პროცესი და უპრეცედენტო მხარდაჭერა" - უკრაინასა და პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო: რაც აცხადებენ მხარეები?
"ეს არის ისტორიული პროცესი და უპრეცედენტო მხარდაჭერა" - უკრაინასა და პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო: რაც აცხადებენ მხარეები?

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა-პო­ლო­ნეთს შო­რის მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და­ი­წყო.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ პრო­ცესს ის­ტო­რი­უ­ლი უწო­და.

"ჩვე­ნი მთავ­რო­ბე­ბი ამ ფორ­მატ­ში პირ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბენ. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა პრო­დუქ­ტი­უ­ლი. ვა­ფა­სებთ პო­ლო­ნე­თის უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის. ჩვენს თბილ და მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და - ძლი­ე­რი და ის­ტო­რი­უ­ლი. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის და ჩვენ ნამ­დვი­ლად გვჯე­რა ჩვე­ნი დიდი სა­ერ­თო მო­მავ­ლის", - და­წე­რა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­ტე­უშ მო­რა­ვეც­კიმ კი გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლო­ნე­თი და უკ­რა­ი­ნა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბით სარ­გე­ბელს მი­ი­ღე­ბენ.

"დღეს ჩვენ, კონ­კრე­ტულ სა­მი­ნის­ტრო­ებს შო­რის, რამ­დე­ნი­მე შე­თან­ხმე­ბას ვამ­ზა­დებთ, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რე­ბა და პო­ლო­ნეთს ეკო­ნო­მი­კურ იმ­პულსს მის­ცემს. მა­გა­ლი­თად, ეს არის შე­თან­ხმე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და მო­რა­ვეც­კიმ კი­ე­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ქა­ლაქ ბო­რო­დი­ან­კა­ში ვი­ზი­ტის დროს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი უკ­რა­ი­ნის აღ­დგე­ნა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"პო­ლო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი უკ­რა­ი­ნის აღ­დგე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ უკ­რა­ი­ნა უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ", - დას­ძი­ნა მო­რა­ვეც­კიმ.

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უკ­რა­ი­ნა­ში ვიცე-პრე­მი­ერ­თან ია­როს­ლავ კა­ჩინ­სკის­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
0

უკრაინას იყოფს რუსეთი და პოლონეთი ... მაგარ საქმეს აკეთებს "გმირი" ზელენსკი .... 

სურენა
0

"პო­ლო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი უკ­რა­ი­ნის აღ­დგე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ"

უკრაინაში $$ სუნი დატრიალდა და პოლონეთმაც არ დააყოვნა))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ეს არის ისტორიული პროცესი და უპრეცედენტო მხარდაჭერა" - უკრაინასა და პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო: რაც აცხადებენ მხარეები?

"ეს არის ისტორიული პროცესი და უპრეცედენტო მხარდაჭერა" - უკრაინასა და პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო: რაც აცხადებენ მხარეები?

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა-პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პროცესს ისტორიული უწოდა.

"ჩვენი მთავრობები ამ ფორმატში პირველად მუშაობენ. ეს არის ისტორიული და აუცილებლად იქნება პროდუქტიული. ვაფასებთ პოლონეთის უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელებისთვის. ჩვენს თბილ და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა - ძლიერი და ისტორიული. მადლობა ყველაფრისთვის და ჩვენ ნამდვილად გვჯერა ჩვენი დიდი საერთო მომავლის", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კი განაცხადა, რომ პოლონეთი და უკრაინა რამდენიმე ახალი ეკონომიკური შეთანხმებით სარგებელს მიიღებენ.

"დღეს ჩვენ, კონკრეტულ სამინისტროებს შორის, რამდენიმე შეთანხმებას ვამზადებთ, რომლებიც უკრაინას დაეხმარება და პოლონეთს ეკონომიკურ იმპულსს მისცემს. მაგალითად, ეს არის შეთანხმებები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ", - განაცხადა მორავეცკიმ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბოროდიანკაში ვიზიტის დროს, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად განადგურდა.

მისივე თქმით, პოლონური კომპანიები უკრაინის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას.

"პოლონური კომპანიები უკრაინის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უკრაინა უნდა გავათავისუფლოთ", - დასძინა მორავეცკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიცე-პრემიერთან იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად იმყოფება.