საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევიმოსე ჯვარ-სამკაულებით, ჩოხით. ქრისტეს ასაკში კონსტანტინოპოლში განმამწესა უფალმა და ქრისტეს სახელით დამაძლევინა ეს... ლეგენდარულად ვარ, ხალხო" - გიორგი გილიგაშვილი
"შევიმოსე ჯვარ-სამკაულებით, ჩოხით. ქრისტეს ასაკში კონსტანტინოპოლში განმამწესა უფალმა და ქრისტეს სახელით დამაძლევინა ეს... ლეგენდარულად ვარ, ხალხო" - გიორგი გილიგაშვილი

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მსა­ხი­ობ­სა და მომ­ღე­რალს, გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვილს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. რო­გორც გი­ორ­გი თვი­თონ­ვე ამ­ბობს, მისი დი­აგ­ნო­ზი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კარ­ცი­ნო­მაა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვალ­სა და ლიმ­ფა­ზე. ოპე­რა­ცია თურ­ქეთ­ში ჩა­უ­ტარ­და, ახლა ამ­ბობს, რომ "ლე­გენ­და­რუ­ლად არის."

და­ა­ვა­დე­ბა­ზე და თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვილ­მა თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" ისა­უბ­რა.

"დი­დე­ბა უფალს! ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნე­ებ­ში ყვე­ლა­ზე მორ­ჩი­ლი მო­მივ­ლი­ნა. იცით, ზოგი ცხრა მთას გა­და­დის და არა­ფე­რი მოს­დის, პაპა მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლო, - გუ­ბე­ში იხ­რჩო­ბა კა­ციო. ასე რომ, ვერ გა­ი­გებ, რა და­გა­ზი­ა­ნებს სა­სიკ­ვდი­ლოდ. რა­ღაც ნი­შანს ვე­ლო­დი, იმ ნი­შანს, რომ უნდა გან­მე­ცა­და ტკი­ვი­ლი და უც­ბად, უფალ­მა სა­კუ­თა­რი ბრძო­ლის ველი გა­მი­ჩი­ნა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო რა­ღაც გა­და­ცე­მა და სა­ნამ ამ გა­და­ცე­მა­ში შე­ვი­დო­დით, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ვალ­დე­ბუ­ლი იყო გა­ევ­ლო ჯერ სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა. იქ მი­თხრეს, რომ გაქვთ რა­ღაც კვან­ძე­ბი, გი­ორ­გი და მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბაო. ეს იყო სამი წლის წინ. მაგ­რამ მე რად­გა­ნაც სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი, არ მი­ფიქ­რია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბო­და რა­ღაც ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ კო­ვი­დი და­ი­წყო. კი მახ­სოვ­და ეს, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ მე ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი ვარ, ამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტია, გა­დატ­ვირ­თუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბი და ახლა მე რა­ღაც კვან­ძე­ბი მაქვს და შე­ვა­წუ­ხო ექი­მე­ბი და და­ვა­კა­ვო. ვფიქ­რობ­დი, რომ არ იყო სა­გან­გა­შო.

ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია, საყ­ვა­რე­ლი ძმა და მე­გო­ბა­რი, ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლია თა­ვის მე­გობ­რებ­ზე, რა­ღა­ცა­ზე ამ­ბობ­და, აი, გი­ლი­გა ყვე­ლა­ზე ჯან­მრთე­ლია ჩვენს მე­გობ­რებ­ში. მეთ­ქი, არა ჩემო ირაკ­ლი, არ ვარ ჯან­მრთე­ლი, მეც მი­თხრეს, რა­ღაც კვან­ძე­ბი გაქვს. ჩა­მე­ძია და მი­მიყ­ვა­ნა მისი მშვე­ნი­ე­რი ლი­ზას(ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ას მე­უღ­ლე) დე­დას­თან. ქალ­ბა­ტონ ქე­თე­ვან­თან მო­მი­წია ვი­ზი­ტი და მის­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა ძა­ლი­ან სწრა­ფად მიგ­ვა­ღე­ბი­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

პირ­ვე­ლად რო­დე­საც გა­ვი­გე - მი­თხრეს, რომ გი­ორ­გი გა­მობ­რძან­დი, არ გაქვთ კარ­გად საქ­მე. ერთ-ერთი ბა­ტო­ნი მო­ვი­და. მიხ­სნი­და ჩემს და­ა­ვა­დე­ბას ეს თურ­ქეთ­ში მოხ­და.

  • და ამა­საც მოვ­ყვე­ბი, რომ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში მოხ­და, ქრის­ტეს ასაკ­ში, სნე­უ­ლე­ბის დაძ­ლე­ვა. ჩემ­მა ლუ­არ­საბ ტო­გო­ნი­ძემ ჩოხა მო­მარ­თვა, შე­ვი­მო­სე ჯვარ-სამ­კა­უ­ლე­ბით, სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლით, ჩემი ულა­მა­ზე­სი ჩო­ხით. ქრის­ტეს ასაკ­ში, ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ პირ­ველ კე­რა­ში, კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში გან­მამ­წე­სა უფალ­მა და ქრის­ტეს სა­ხე­ლით და­მაძ­ლე­ვი­ნა ეს.

12 კვან­ძი ამო­ი­ღეს და რვა კვან­ძი აღ­მოჩ­ნდა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი. რო­დე­საც მიხ­სნიდ­ნენ, რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს, ექიმს ვე­უბ­ნე­ბი, კი­თხვა მაქვს თქვენ­თან და ის ძა­ლი­ან მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბა ჩემს კი­თხვას. ვკი­თხე, - "წვერს ხომ არ გამ­პარ­სავთ ოპე­რა­ცი­ის დროს?"

მი­პა­სუ­ხა, ალ­ბათ, შენ ეს კი­თხვა რომ არ და­გეს­ვა უთუ­ოდ გაგ­პარ­სავ­დი­თო, მაგ­რამ რად­გა­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ატ­რი­ბუ­ტია არ გაგ­პარ­სავ­თო", - ამ­ბობს გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი. მან­ვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, ვინც მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დარ­დობ­და:

  • "მე სულ მსურ­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მეთ­ქვა, ლე­გენ­და­რუ­ლად ვარ, ხალ­ხო, არა­ფე­რი მი­ჭირს, ჩემ­ზე მა­გა­რი ბი­ჭე­ბი 33 წლამ­დე ეახლნენ უფალს", - ამ­ბობს გი­ლი­გაშ­ვი­ლი.
მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალი
0

კაი კაცი ხარ

ნანი
4

თქვენნაირი ადამიანები სამუდამოდ უნდა ცოცხლობენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შევიმოსე ჯვარ-სამკაულებით, ჩოხით. ქრისტეს ასაკში კონსტანტინოპოლში განმამწესა უფალმა და ქრისტეს სახელით დამაძლევინა ეს... ლეგენდარულად ვარ, ხალხო" - გიორგი გილიგაშვილი

"შევიმოსე ჯვარ-სამკაულებით, ჩოხით. ქრისტეს ასაკში კონსტანტინოპოლში განმამწესა უფალმა და ქრისტეს სახელით დამაძლევინა ეს... ლეგენდარულად ვარ, ხალხო" - გიორგი გილიგაშვილი

რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მსახიობსა და მომღერალს, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. როგორც გიორგი თვითონვე ამბობს, მისი დიაგნოზი ავთვისებიანი კარცინომაა ფარისებრი ჯირკვალსა და ლიმფაზე. ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა, ახლა ამბობს, რომ "ლეგენდარულად არის."

დაავადებაზე და თავისი მდგომარეობის შესახებ გიორგი გილიგაშვილმა თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი" ისაუბრა.

"დიდება უფალს! ავთვისებიან სიმსივნეებში ყველაზე მორჩილი მომივლინა. იცით, ზოგი ცხრა მთას გადადის და არაფერი მოსდის, პაპა მეუბნებოდა ხოლმე, შვილო, - გუბეში იხრჩობა კაციო. ასე რომ, ვერ გაიგებ, რა დაგაზიანებს სასიკვდილოდ. რაღაც ნიშანს ველოდი, იმ ნიშანს, რომ უნდა განმეცადა ტკივილი და უცბად, უფალმა საკუთარი ბრძოლის ველი გამიჩინა.

რამდენიმე წლის წინ იყო რაღაც გადაცემა და სანამ ამ გადაცემაში შევიდოდით, ყველა მონაწილე ვალდებული იყო გაევლო ჯერ სრული სამედიცინო შემოწმება. იქ მითხრეს, რომ გაქვთ რაღაც კვანძები, გიორგი და მიაქციეთ ყურადღებაო. ეს იყო სამი წლის წინ. მაგრამ მე რადგანაც სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობდი, არ მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა რაღაც ავისმომასწავებელი ყოფილიყო.

შემდეგ ისე მოხდა, რომ კოვიდი დაიწყო. კი მახსოვდა ეს, მაგრამ ვიფიქრე, რომ მე ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ, ამდენი პაციენტია, გადატვირთულია სამედიცინო პუნქტები და ახლა მე რაღაც კვანძები მაქვს და შევაწუხო ექიმები და დავაკავო. ვფიქრობდი, რომ არ იყო საგანგაშო.

ირაკლი მაქაცარია, საყვარელი ძმა და მეგობარი, ძალიან მზრუნველია თავის მეგობრებზე, რაღაცაზე ამბობდა, აი, გილიგა ყველაზე ჯანმრთელია ჩვენს მეგობრებში. მეთქი, არა ჩემო ირაკლი, არ ვარ ჯანმრთელი, მეც მითხრეს, რაღაც კვანძები გაქვს. ჩამეძია და მიმიყვანა მისი მშვენიერი ლიზას(ირაკლი მაქაცარიას მეუღლე) დედასთან. ქალბატონ ქეთევანთან მომიწია ვიზიტი და მისმა პროფესიონალიზმმა ძალიან სწრაფად მიგვაღებინა გადაწყვეტილება.

პირველად როდესაც გავიგე - მითხრეს, რომ გიორგი გამობრძანდი, არ გაქვთ კარგად საქმე. ერთ-ერთი ბატონი მოვიდა. მიხსნიდა ჩემს დაავადებას ეს თურქეთში მოხდა.

  • და ამასაც მოვყვები, რომ კონსტანტინოპოლში მოხდა, ქრისტეს ასაკში, სნეულების დაძლევა. ჩემმა ლუარსაბ ტოგონიძემ ჩოხა მომართვა, შევიმოსე ჯვარ-სამკაულებით, სამოსელი პირველით, ჩემი ულამაზესი ჩოხით. ქრისტეს ასაკში, ქრისტიანობის ერთ-ერთ პირველ კერაში, კონსტანტინოპოლში განმამწესა უფალმა და ქრისტეს სახელით დამაძლევინა ეს.

12 კვანძი ამოიღეს და რვა კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი. როდესაც მიხსნიდნენ, რა პროცესები შეიძლება წავიდეს, ექიმს ვეუბნები, კითხვა მაქვს თქვენთან და ის ძალიან მოთმინებით ელოდება ჩემს კითხვას. ვკითხე, - "წვერს ხომ არ გამპარსავთ ოპერაციის დროს?"

მიპასუხა, ალბათ, შენ ეს კითხვა რომ არ დაგესვა უთუოდ გაგპარსავდითო, მაგრამ რადგანაც მნიშვნელოვანი ატრიბუტია არ გაგპარსავთო", - ამბობს გიორგი გილიგაშვილი. მანვე ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც მის მდგომარეობაზე დარდობდა:

  • "მე სულ მსურდა გამოვსულიყავი და მეთქვა, ლეგენდარულად ვარ, ხალხო, არაფერი მიჭირს, ჩემზე მაგარი ბიჭები 33 წლამდე ეახლნენ უფალს", - ამბობს გილიგაშვილი.