მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ერთ სამადაშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ ის დავნიშნოთ მინისტრად დარჩიაშვილის მაგივრად" - ექსპერტი
"თუ ერთ სამადაშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ ის დავნიშნოთ მინისტრად დარჩიაშვილის მაგივრად" - ექსპერტი

სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის და ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვის სცე­ნად გა­და­იქ­ცა - ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც მხო­ლოდ ბრალ­დე­ბე­ბი შე­უძ­ლია და მეტი არა­ფე­რი, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა, ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბის ტონს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძ­ლე­ვა და ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი და და­ძა­ბუ­ლია.

"რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ ვი­ღა­ცე­ბი ევ­რო­პა­ში და­დი­ან... პრე­მი­ერ­მა სა­მა­დაშ­ვი­ლი ახ­სე­ნა ხომ? თუ ერთ სა­მა­დაშ­ვილს უფრო მეტი გავ­ლე­ნა აქვს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მა­შინ დარ­ჩი­აშ­ვი­ლის მა­გივ­რად იქ­ნებ სა­მა­დაშ­ვი­ლი დაგ­ვე­ნიშ­ნა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად?“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ის არ ფიქ­რობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს, თუმ­ცა იმა­საც არ აკე­თებს, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

"სა­სა­მარ­თლო პრობ­ლე­მა რომ პრობ­ლე­მაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხომ არაა მარ­ტო?! რაც თავი მახ­სოვს, სა­მარ­თლი­ან სა­ხელ­მწი­ფო­ში ერთი წუ­თი­თაც არ გვი­ცხოვ­რია. რაც თავი მახ­სოვს, ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა“, - აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან მცი­რეა ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­სა და იმ პრე­ტენ­ზი­ებს, რაც და­სავ­ლეთს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ აქვს, მოყ­ვეს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ვერ მი­ი­ღოს.

პო­ლი­ტო­ლოგ­მა ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის მხრი­დან გავ­რცე­ლე­ბულ 7 პუნ­ქტზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც, მათი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას დაბ­რკო­ლე­ბა არ შე­ექ­მნას.

ძა­ბი­რა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი 7 პუნ­ქტი­დან 5-ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელს არა­ფე­რი უშ­ლის, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ მო­თხოვ­ნებს იმი­ტომ არ ას­რუ­ლებს, რომ უკან და­ხე­ვის ეში­ნია.

„და­ვა­ნე­ბოთ თავი სა­ა­კაშ­ვი­ლის და გვა­რა­მი­ას პუნ­ქტებს. რა არის ამ 7 პუნ­ქტი­დან პირ­ველ 5-ში ისე­თი, რაც ქვე­ყა­ნას და­ან­გრევს?! პირ­ვე­ლი 5-ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რა უშ­ლის ხელს? ეს თქვას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

[ხე­ლი­სუფ­ლე­ბა] უკან და­ხე­ვას სი­სუს­ტედ თვლის. დე­ბა­ტებ­ში ვერ მოგ­ყვე­ბა, ამი­ტომ ამ ყვე­ლა­ფერს იცი­ლებს და პირ­და­პირ ლან­ძღვა-გი­ნე­ბა­ზე გა­და­დის. ამას ხელს უწყობს ოპო­ზი­ცი­აც, რო­მე­ლიც ვე­რა­ფერ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ოპო­ზი­ცი­ის ბოლო ორი თემა არის სა­ა­კაშ­ვი­ლი და გვა­რა­მია. ორი­ვე აწყობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მათ­ზე კა­მა­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბია“,-გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

ასე­ვე ნა­ხეთ:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ამ "გაექსპერტეულებსს" ხალხზე იმაზე მეტი გავლენა აქვთ და ზოგადად ჩვენს ცხოვრებაზე , პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე , ვიდრე ცნობილ "პოლიტიკოსებს " , რომელთაც კანონით ავალიათ შემოსავლების და მათი წყაროს დეკლარირება ! ესენი რეჟიმის დამქაშებია ათეული წლებია და გაცილებით მდგრადებია , ვიდრე რომელიმე პარტია ! ისინი უნდა საზოგადოდ აქვეყნებდნენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში შემოსავლებს და მათ წყაროს , რომ დაინახოთ წითელია ეგ წყარო !

?!
68

ვინმეს სჯერა რომ ესენი შეიცვალნენ?! მინდოდა დამეჯერებია მაგრამ,უკვე ნაცქალებიც მუქარაზე გადავიდნენ! საშიში,ძალიან საშიში ხალხია ქვეყნისთვის და გამოვფხიზლდეთ! თამარ კორძაია ჩვეულებრივი გამყიდველი,ურწმუნო ადამიანია და მუქარას თავი დაანებოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ ერთ სამადაშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ ის დავნიშნოთ მინისტრად დარჩიაშვილის მაგივრად" - ექსპერტი

"თუ ერთ სამადაშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ ის დავნიშნოთ მინისტრად დარჩიაშვილის მაგივრად" - ექსპერტი

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთთან დაპირისპირების და ერთმანეთის ლანძღვის სცენად გადაიქცა - ძალიან მძიმე ვითარებაა, ხელისუფლება აღმოჩნდა ისეთ ვითარებაში, როდესაც მხოლოდ ბრალდებები შეუძლია და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, დაპირისპირების ტონს ხელისუფლება იძლევა და ამას ემატება ისიც, რომ საერთაშორისო ვითარებაც საკმაოდ რთული და დაძაბულია.

"როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს იმაზე, რომ ვიღაცები ევროპაში დადიან... პრემიერმა სამადაშვილი ახსენა ხომ? თუ ერთ სამადაშვილს უფრო მეტი გავლენა აქვს ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ დარჩიაშვილის მაგივრად იქნებ სამადაშვილი დაგვენიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად?“, - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობს, თუმცა იმასაც არ აკეთებს, რაც გასაკეთებელია.

"სასამართლო პრობლემა რომ პრობლემაა საქართველოში, ეს დღევანდელი ხელისუფლების ხომ არაა მარტო?! რაც თავი მახსოვს, სამართლიან სახელმწიფოში ერთი წუთითაც არ გვიცხოვრია. რაც თავი მახსოვს, ქვეყანაში სამართალი არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მისივე შეფასებით, ძალიან მცირეა ალბათობა იმისა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებსა და იმ პრეტენზიებს, რაც დასავლეთს საქართველოს მიმართ აქვს, მოყვეს ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

პოლიტოლოგმა ასევე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გავრცელებულ 7 პუნქტზეც ისაუბრა, რომელიც, მათი თქმით, აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაბრკოლება არ შეექმნას.

ძაბირაძის თქმით, აღნიშნული 7 პუნქტიდან 5-ის განხორციელებას ხელს არაფერი უშლის, თუმცა ხელისუფლება ამ მოთხოვნებს იმიტომ არ ასრულებს, რომ უკან დახევის ეშინია.

„დავანებოთ თავი სააკაშვილის და გვარამიას პუნქტებს. რა არის ამ 7 პუნქტიდან პირველ 5-ში ისეთი, რაც ქვეყანას დაანგრევს?! პირველი 5-ის განხორციელებას რა უშლის ხელს? ეს თქვას ხელისუფლებამ.

[ხელისუფლება] უკან დახევას სისუსტედ თვლის. დებატებში ვერ მოგყვება, ამიტომ ამ ყველაფერს იცილებს და პირდაპირ ლანძღვა-გინებაზე გადადის. ამას ხელს უწყობს ოპოზიციაც, რომელიც ვერაფერზე ჩამოყალიბდა. ოპოზიციის ბოლო ორი თემა არის სააკაშვილი და გვარამია. ორივე აწყობს ხელისუფლებას. მათზე კამათი ხელისუფლებისთვის მისაღებია“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ასევე ნახეთ: