მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 თვის წინ ჩვენ სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, რუსეთისთვის ეროვნული დონის სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით" - პრემიერი ოპოზიციას
"2 თვის წინ ჩვენ სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, რუსეთისთვის ეროვნული დონის სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით" - პრემიერი ოპოზიციას

ახლა მე გე­კი­თხე­ბით, 2 თვის წინ, ჩვენ ეს სი­სუ­ლე­ლე რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და თქვენ­თვის დაგ­ვე­ჯე­რე­ბი­ნა, რუ­სე­თის­თვის ეროვ­ნუ­ლი დო­ნის სან­ქცი­ე­ბი დაგ­ვე­წე­სე­ბი­ნა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დით დღეს ჩვენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მას ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით უს­მე­ნენ.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, მი­უ­ხე­და­ვად უკ­რა­ი­ნის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს სო­ლი­და­რო­ბი­სა, ისი­ნი "ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­რა­ვინ ვერ შე­აც­ვლე­ვი­ნებს“.

"მე მინ­და გკი­თხოთ ზო­გა­დად, თქვენ რომ გვი­კი­ჟი­ნებთ და მოგ­ვი­წო­დებთ, რომ და­უ­წე­სეთ ეკო­ნო­მი­კურ-ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი რუ­სეთს, თქვენ თუ გაქვთ წარ­მოდ­გე­ნა სა­ერ­თოდ, ერთი მი­ლი­ო­ნი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს რუ­სეთ­ში, გვაქვს სა­ვაჭ­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და რუ­სუ­ლი ჯარი დგას ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ამ ფონ­ზე, მი­თუ­მე­ტეს, თქვენ კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, ეროვ­ნუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე რა თქმა უნდა, ნიშ­ნავ­და იმას, რომ ჩვენ სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ვუ­წე­სებ­დით სან­ქცი­ებს და ჩვენ ქვე­ყა­ნას და­ვუ­წე­სებ­დით სან­ქცი­ებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­უ­ხე­და­ვად ზო­გა­დად ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბი­სა უკ­რა­ი­ნის მი­მართ, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მხო­ლოდ და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩვენ ვერ შეგ­ვაც­ვლე­ვი­ნებს ვე­რა­ვინ, რად­გან თქვენ ალ­ბათ არ იცით, მაგ­რამ შე­გახ­სე­ნებთ, დღეს მსოფ­ლი­ო­ში არის ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბა, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კის რე­ცე­სია არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ინფლა­ცია ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში 20%-ს გა­დას­ცდა, მა­გა­ლი­თად, მოლ­დო­ვა­ში 27%-იანი ინფლა­ცია აქვთ, აღარ მაქვს სა­უ­ბა­რი ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე და ამ პი­რო­ბებ­ში, ჩვენ ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას. პირ­ველ კვარ­ტალ­ში ჩვენ 14,4 ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა გვქონ­და, ჩვე­ნი ვა­ლუ­ტა გა­ნაგ­რძობს გამ­ყა­რე­ბას, იზ­რდე­ბა ტუ­რიზ­მი, ექ­სპორ­ტი, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს პროგ­რე­სი. ახლა მე გე­კი­თხე­ბით, თქვენ რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, 2 თვის წინ, ჩვენ ეს სი­სუ­ლე­ლე რომ გაგ­ვკე­თე­ბი­ან და თქვენ­თვის დაგ­ვე­ჯე­რე­ბი­ნა, ჩვენ დაგ­ვე­წე­სე­ბი­ნა ეროვ­ნუ­ლი დო­ნის სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის­თვის, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დით დღეს ჩვენ, თქვენ თუ გაქვთ ამა­ზე წარ­მოდ­გე­ნა და თუ გაქვთ პა­სუ­ხი, მო­ქა­ლა­ქე­ებს რომ გას­ცეთ“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარკი
0

გარეკილია

ნანა
2

ღირსეული პრემიერი.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"2 თვის წინ ჩვენ სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, რუსეთისთვის ეროვნული დონის სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით" - პრემიერი ოპოზიციას

"2 თვის წინ ჩვენ სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, რუსეთისთვის ეროვნული დონის სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით" - პრემიერი ოპოზიციას

ახლა მე გეკითხებით, 2 თვის წინ, ჩვენ ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, რუსეთისთვის ეროვნული დონის სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, მიუხედავად უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობისა, ისინი "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ხელმძღვანელობენ და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ შეაცვლევინებს“.

"მე მინდა გკითხოთ ზოგადად, თქვენ რომ გვიკიჟინებთ და მოგვიწოდებთ, რომ დაუწესეთ ეკონომიკურ-ფინანსური სანქციები რუსეთს, თქვენ თუ გაქვთ წარმოდგენა საერთოდ, ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე, ამ ფონზე, მითუმეტეს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე, ეროვნული, ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენ ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ზოგადად ჩვენი სოლიდარობისა უკრაინის მიმართ, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ, რადგან თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოში არის ურთულესი ვითარება, მსოფლიო ეკონომიკის რეცესია არის მოსალოდნელი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, მაგალითად, მოლდოვაში 27%-იანი ინფლაცია აქვთ, აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და ამ პირობებში, ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. პირველ კვარტალში ჩვენ 14,4 ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ჩვენი ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ახლა მე გეკითხებით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, 2 თვის წინ, ჩვენ ეს სისულელე რომ გაგვკეთებიან და თქვენთვის დაგვეჯერებინა, ჩვენ დაგვეწესებინა ეროვნული დონის სანქციები რუსეთისთვის, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს ჩვენ, თქვენ თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი, მოქალაქეებს რომ გასცეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.