საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ხორცპროდუქტს რომელი ინგრედიენტი უხდება - რჩევები გერმანელი შეფებისგან
რომელ ხორცპროდუქტს რომელი ინგრედიენტი უხდება - რჩევები გერმანელი შეფებისგან

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა საკ­ვებ პრო­დუქტთან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. სა­დაც ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბია, იქ პირ­ვე­ლი გერ­მა­ნია გვახ­სენ­დე­ბა, გერ­მა­ნე­ლი შე­ფე­ბი ხომ შემ­წვარ სო­სი­სებს იდე­ა­ლუ­რად უხა­მე­ბენ ბოსტნე­უ­ლის და ბურ­ღუ­ლის მარ­ტივ გარ­ნი­რებს!

რა არის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მარ­ტი­ვი უნი­ვერ­სა­ლუ­რი გარ­ნი­რი კუ­ლი­ნა­რი­ა­ში? რა თქმა უნდა, შემ­წვა­რი, გა­მომ­ცხვა­რი ან მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი. მარ­ტივ გარ­ნი­რად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ასე­ვე ჩა­შუ­შუ­ლი კომ­ბოს­ტო (ღო­რის და ქათ­მის სო­სის­თან), მო­ხარ­შუ­ლი ყა­ვის­ფე­რი ოსპი ზე­თით და ხახ­ვით (ღო­რის ან ძრო­ხის სო­სის­თან, შაშხთან). სტა­ფი­ლო, მწვა­ნე ბარ­და ზეთ­ში ან რძის სო­უს­ში, ფარ­ში­რე­ბუ­ლი ან შემ­წვა­რი პო­მი­დო­რი, შემ­წვა­რი ბრი­უ­სე­ლის კომ­ბოს­ტო, სო­უს­ში შემ­წვა­რი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო, სი­მინ­დი და სოკო არა­ჟან­ში...

გთა­ვა­ზობთ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სხვა­დას­ხვა ინ­გრე­დი­ენ­ტთან და გარ­ნირ­თან სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცი­ებს, გერ­მა­ნე­ლი შე­ფე­ბის რჩე­ვე­ბით

1. ბე­კო­ნი

ბე­კო­ნი კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია და რეს­ტორ­ნებ­ში მრა­ვალ კერ­ძში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. შე­ფე­ბი ბე­კონს იყე­ნე­ბენ რო­გორ ცენ­ტრა­ლურ ინ­გრე­დი­ენტს, ან აქ­ცენტს არო­მა­ტის მი­სა­ცე­მად. შემ­წვარ ბე­კონს ამა­ტე­ბენ ბურ­გე­რებ­ში, სენდვი­ჩებ­ში, კრემ-სუ­პებ­სა და სა­ლა­თებ­ში. კლა­სი­კურ სა­უზ­მედ ით­ვლე­ბა ბე­კონ­თან ერ­თად შემ­წვა­რი კვერ­ცხი, ავო­კა­დო­თი. ასე­ვე, ცნო­ბი­ლი დუ­ე­ტია ბე­კო­ნი და სა­ტა­ცუ­რი.

2. შემ­წვა­რი სო­სი­სი

სო­სი­სი „როს­ტე­რი“

ძეხ­ვე­ულს და სო­სი­სებს გერ­მა­ნე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი შეფი - ჟან-ფი­ლიპ ბერ­ნე­რი გრილ­ზე შემ­წვა­რი სო­სი­სის­თვის გარ­ნი­რად ხახვს, ბულ­გა­რულ წი­წა­კას, ბად­რი­ჯანს და ყა­ბაყს ირ­ჩევს. ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად უხ­დე­ბა შემ­წვარ სო­სისს. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში დიდ როლს თა­მა­შობს კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბის სო­სი­სი.

ზო­გა­დად, სო­სი­სე­ბი ორ სა­ხე­ო­ბად შეგ­ვიძ­ლია დავ­ყოთ: მო­სა­ხარ­ში და შე­საწ­ვა­ვი. გრილ­ზე შე­საწ­ვა­ვად ჯობს არ­ჩე­ვა­ნი „ნი­კო­რას“ სამი სა­ხე­ო­ბის სო­სის­ზე: ბერ­ნერ­ზე, როს­ტერ­სა და ფრან­კფურ­ტერ­ზე შე­ა­ჩე­როთ, რად­გან სა­მი­ვე სო­სი­სი კლა­სი­კუ­რი გერ­მა­ნუ­რი რე­ცეპ­ტუ­რი­თაა შექ­მნი­ლი და თქვე­ნამ­დე სწო­რედ იმ ცნო­ბილ გე­მოს მო­ი­ტანს.

როს­ტე­რი პაპ­რი­კით, სო­კო­თი და ყვე­ლი­თაა, ბერ­ნე­რი - ჰო­ლან­დი­უ­რი ყვე­ლით. ორი­ვე შე­საწ­ვა­ვად ან გრილ­ზე მო­სამ­ზა­დებ­ლა­დაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ფრან­კფურ­ტე­რი იდე­ა­ლუ­რია მო­სა­ხარ­შად, თუმ­ცა ის შემ­წვა­რიც არა­ნაკ­ლებ გემ­რი­ე­ლია.

გერ­მა­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მე­ფის - იო­ა­ჰიმ ვის­ლე­რის - რე­ცეპ­ტით, ღო­რის ხორ­ცის სო­სისს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ბო­ლო­კით, სტა­ფი­ლო­თი, კიტ­რი­თა და პიტ­ნით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ლა­თი. კი­დევ ერთი იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი - ოს­პის სა­ლა­თია, თხის ყვე­ლით, ჩა­შუ­შუ­ლი ბოსტნე­უ­ლით (სტა­ფი­ლო, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა) და ლი­მო­ნის ცედ­რით.

კი­დევ ერთი გერ­მა­ნე­ლი შეფი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, ალ­ფონს შუ­ბე­კია. მისი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბი­დან ავარ­ჩი­ეთ სო­უ­სის რე­ცეპ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა რო­გორც სო­სი­სებს, ასე­ვე შემ­წვარ ხორცს. გერ­მა­ნუ­ლი სო­უ­სის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­როა 250 მლ რძე, მცე­ნა­რე­უ­ლი ზეთი 1 სკ, სი­მინ­დის სა­ხა­მე­ბე­ლი 1 სავ­სე სკ, კვერ­ცხი 1 ცალი, ძმა­რი, მა­რი­ლი, შა­ქა­რი, მდოგ­ვი გე­მოვ­ნე­ბით.

ცივ რძე­ში გახ­სე­ნით სა­ხა­მე­ბე­ლი, და­უ­მა­ტეთ ზეთი, კვერ­ცხი და მწიკ­ვი მა­რი­ლი. კარ­გად აუ­რი­ეთ და დად­გით და­ბალ ცე­ცხლზე, გა­მუდ­მებთ ური­ეთ და გა­ა­ჩე­რეთ შე­ს­ქე­ლე­ბამ­დე. შემ­დეგ გა­და­ი­ღეთ პა­ტა­რა ჯამ­ში და ჩად­გით მოზ­რდილ ჯამ­ში, სა­დაც ცივი წყა­ლი უნდა ჩა­ას­ხათ. გა­აგ­რძე­ლეთ მო­რე­ვა და და­უ­მა­ტეთ ძმა­რი, მა­რი­ლი, შა­ქა­რი, მდოგ­ვი. შე­დეთ სო­უ­სი მა­ცი­ვარ­ში გა­სა­ცი­ებ­ლად.

3. შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლი

შე­ბო­ლილ ძეხ­ვე­ულ­თან შე­გიძ­ლი­ათ მო­ამ­ზა­დოთ გარ­ნი­რი - ბულ­გუ­რის და ბრი­უ­სე­ლის კომ­ბოს­ტოს სა­ლა­თი. ბულ­გუ­რი, ხრა­შუ­ნა ბრი­უ­სე­ლის კომ­ბოს­ტო, ტკბი­ლი ბრო­წე­უ­ლის მარ­ცვლე­ბი და მა­რი­ლი­ა­ნი რი­კო­ტა - სა­ლათს ჯან­საღ და სა­სარ­გებ­ლო კერ­ძად აქ­ცევს.

მი­ირ­თვით სა­ლა­თი მო­ნა­დი­რულ ძეხვთან ერ­თად. უფრო ცო­ცხა­ლი გე­მოს­თვის, მო­ნა­დი­რუ­ლი ძეხ­ვი ოდ­ნავ მობ­რა­წეთ ტა­ფა­ზე.

გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რომელ ხორცპროდუქტს რომელი ინგრედიენტი უხდება - რჩევები გერმანელი შეფებისგან

რომელ ხორცპროდუქტს რომელი ინგრედიენტი უხდება - რჩევები გერმანელი შეფებისგან

ხორცპროდუქტები სხვადასხვა საკვებ პროდუქტთან კომბინაციაში მრავალფეროვანი და გემრიელი კერძების მომზადების საშუალებას გვაძლევს. სადაც ხორცპროდუქტებია, იქ პირველი გერმანია გვახსენდება, გერმანელი შეფები ხომ შემწვარ სოსისებს იდეალურად უხამებენ ბოსტნეულის და ბურღულის მარტივ გარნირებს!

რა არის ყველაზე გავრცელებული მარტივი უნივერსალური გარნირი კულინარიაში? რა თქმა უნდა, შემწვარი, გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი. მარტივ გარნირად შეიძლება ჩაითვალოს ასევე ჩაშუშული კომბოსტო (ღორის და ქათმის სოსისთან), მოხარშული ყავისფერი ოსპი ზეთით და ხახვით (ღორის ან ძროხის სოსისთან, შაშხთან). სტაფილო, მწვანე ბარდა ზეთში ან რძის სოუსში, ფარშირებული ან შემწვარი პომიდორი, შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო, სოუსში შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო, სიმინდი და სოკო არაჟანში...

გთავაზობთ ხორცპროდუქტების სხვადასხვა ინგრედიენტთან და გარნირთან საინტერესო კომბინაციებს, გერმანელი შეფების რჩევებით

1. ბეკონი

ბეკონი კულინარიაში ძალიან გავრცელებული პროდუქტია და რესტორნებში მრავალ კერძში გამოიყენება. შეფები ბეკონს იყენებენ როგორ ცენტრალურ ინგრედიენტს, ან აქცენტს არომატის მისაცემად. შემწვარ ბეკონს ამატებენ ბურგერებში, სენდვიჩებში, კრემ-სუპებსა და სალათებში. კლასიკურ საუზმედ ითვლება ბეკონთან ერთად შემწვარი კვერცხი, ავოკადოთი. ასევე, ცნობილი დუეტია ბეკონი და სატაცური.

2. შემწვარი სოსისი

სოსისი „როსტერი“

ძეხვეულს და სოსისებს გერმანელების ყოველდღიურ რაციონში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ცნობილი გერმანელი შეფი - ჟან-ფილიპ ბერნერი გრილზე შემწვარი სოსისისთვის გარნირად ხახვს, ბულგარულ წიწაკას, ბადრიჯანს და ყაბაყს ირჩევს. ეს ინგრედიენტები ყველაზე მეტად უხდება შემწვარ სოსისს. თუმცა ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს კონკრეტული სახეობის სოსისი.

ზოგადად, სოსისები ორ სახეობად შეგვიძლია დავყოთ: მოსახარში და შესაწვავი. გრილზე შესაწვავად ჯობს არჩევანი „ნიკორას“ სამი სახეობის სოსისზე: ბერნერზე, როსტერსა და ფრანკფურტერზე შეაჩეროთ, რადგან სამივე სოსისი კლასიკური გერმანური რეცეპტურითაა შექმნილი და თქვენამდე სწორედ იმ ცნობილ გემოს მოიტანს.

როსტერი პაპრიკით, სოკოთი და ყველითაა, ბერნერი - ჰოლანდიური ყველით. ორივე შესაწვავად ან გრილზე მოსამზადებლადაა რეკომენდებული. ფრანკფურტერი იდეალურია მოსახარშად, თუმცა ის შემწვარიც არანაკლებ გემრიელია.

გერმანული სამზარეულოს მეფის - იოაჰიმ ვისლერის - რეცეპტით, ღორის ხორცის სოსისს ძალიან უხდება ბოლოკით, სტაფილოთი, კიტრითა და პიტნით მომზადებული სალათი. კიდევ ერთი იდეალური ვარიანტი - ოსპის სალათია, თხის ყველით, ჩაშუშული ბოსტნეულით (სტაფილო, ბულგარული წიწაკა) და ლიმონის ცედრით.

კიდევ ერთი გერმანელი შეფი, რომელიც გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ალფონს შუბეკია. მისი მრავალფეროვანი კერძებიდან ავარჩიეთ სოუსის რეცეპტი, რომელიც ძალიან უხდება როგორც სოსისებს, ასევე შემწვარ ხორცს. გერმანული სოუსის მოსამზადებლად საჭიროა 250 მლ რძე, მცენარეული ზეთი 1 სკ, სიმინდის სახამებელი 1 სავსე სკ, კვერცხი 1 ცალი, ძმარი, მარილი, შაქარი, მდოგვი გემოვნებით.

ცივ რძეში გახსენით სახამებელი, დაუმატეთ ზეთი, კვერცხი და მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, გამუდმებთ ურიეთ და გააჩერეთ შესქელებამდე. შემდეგ გადაიღეთ პატარა ჯამში და ჩადგით მოზრდილ ჯამში, სადაც ცივი წყალი უნდა ჩაასხათ. გააგრძელეთ მორევა და დაუმატეთ ძმარი, მარილი, შაქარი, მდოგვი. შედეთ სოუსი მაცივარში გასაციებლად.

3. შებოლილი ძეხვეული

შებოლილ ძეხვეულთან შეგიძლიათ მოამზადოთ გარნირი - ბულგურის და ბრიუსელის კომბოსტოს სალათი. ბულგური, ხრაშუნა ბრიუსელის კომბოსტო, ტკბილი ბროწეულის მარცვლები და მარილიანი რიკოტა - სალათს ჯანსაღ და სასარგებლო კერძად აქცევს.

მიირთვით სალათი მონადირულ ძეხვთან ერთად. უფრო ცოცხალი გემოსთვის, მონადირული ძეხვი ოდნავ მობრაწეთ ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!