ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრია.
შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
იხილეთ ასევე:
კამერები არ მუშაობს და თუ მუშაობს ისეთები არღვევენ ვისაც მფარველები ყავთ. დაძაბული დავდივარ, ყოველ დღე სიკვდილს ვებრძვი.
ვისი რა ბრალი იყო, ეგ არვიცი მაგრამ გუშინ ოკამთან ისეთი მანევრებით გაგვასწრო პასატმა რომ რამის რამდენიმე მანქანა დაგვამტვრია. ეს პატრული ხომ ვერაფერს ვერ ხედავს. ამერიკულ ფილმებში რომ არის, რომ დამთავრდება ყველაფერი და მერე რომ მიდიან, ზუსტად ეგრე მოსდით. ვერ აკონტროლებენ გზებს, ფაქტია