მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ აიძულა ღარიბაშვილი განაცხადი შეეტანა? კინწისკვრით აიძულა ხალხმა და ოპოზიციამ" - რომან გოცირიძე
"ვინ აიძულა ღარიბაშვილი განაცხადი შეეტანა? კინწისკვრით აიძულა ხალხმა და ოპოზიციამ" - რომან გოცირიძე

"თა­ვი­ან­თი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის სხვებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა ნაც­ნო­ბი პო­ლი­ტი­კაა, ვინ აი­ძუ­ლა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ნა­ცხა­დი შე­ე­ტა­ნა?- კინ­წის­კვრით აი­ძუ­ლა ხალ­ხმა და ოპო­ზი­ცი­ის ზე­წო­ლის შე­დე­გად გახ­დნენ იძუ­ლე­ბუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად მე­ო­რე დღეს­ვე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ გან­ცხა­დი",- ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თაცმჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით თა­ვის და­ზღვე­ვას ცდი­ლობს.

"ვინ აი­ძუ­ლა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა? კინ­წის­კვრით აი­ძუ­ლა ხალ­ხმა, ვის უმარ­თავ­და ხალ­ხი აქ­ცი­ებს კან­ცე­ლა­რი­ას­თან? ამ პარ­ლა­მენ­ტში რე­ზო­ლი­ცია ვინ შე­მო­ი­ტა­ნა? ოპო­ზი­ცი­ამ შე­მო­ი­ტა­ნა რე­ზო­ლუ­ცია, ვა­ი­ძუ­ლეთ და­თან­ხმე­ბოდ­ნენ ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას და ოპო­ზი­ცი­ის ზე­წო­ლის შე­დე­გად გახ­დნენ იძუ­ლე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად მე­ო­რე დღეს­ვე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ გან­ცხა­დი მა­შინ, როცა მათი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე წინა დღეს ამ­ბობ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა და სა­ქარ­თვე­ლო 2024 წელს გა­ა­კე­თებს გა­ნა­ცხადსო. ასე რომ, მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი თა­ვის და­ზღვე­ვის­თვის კეთ­დე­ბა, კარ­გად იცი­ან, სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხით ჩა­მორ­ჩე­ბა უკ­რა­ი­ნა­საც და მოლ­დო­ვა­საც, მოლ­დო­ვა ჩვენ­ზე წი­ნაა, რად­გან გა­ა­ძე­ვა თა­ვის ოლი­გარ­ქი პლა­ხატ­ნი­უ­კი, ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად, ჩვე­ნი ოლი­გარ­ქი კი კუ­ლი­სე­ბი­დან მარ­თავს ქვე­ყა­ნას და რუსი ოლი­გარ­ქის ინ­ტე­რე­სებს არის და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტო. დღეს არ არ­სე­ბობს არც ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც არ იბ­რძვის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წევ­რო­ბის­თვის, ვი­ცით, რომ ეს არ არის ხან­მოკ­ლე პრო­ცე­სი და ეს ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მოვა კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძალა, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა რე­ფორ­მას. თუ ოპო­ზი­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია არ არის და უზ­რუ­პი­რე­ბუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნის მიერ, ეს არის ფაქ­ტი. მათ სურთ ოპო­ზი­ცი­ამ ფაქ­ტებ­ზეც არ ისა­უბ­როს, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ოპო­ზი­ცი­ას რა­ი­მე ფორ­მით ევ­რო­კავ­შირ­ში და­ჩა­რე­ბუ­ლი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ხელ­შეშ­ლა უნდა, და­სას­ჯე­ლია მთავ­რო­ბა და არა ხალ­ხი, ეს არის ჩვე­ნი პრინ­ცი­პი,"- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მან ასე­ვე უპა­სუ­ხა კო­ბა­ხი­ძის შე­თა­ვა­ზე­ბას სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ როცა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბით ამა­ყო­ბენ, ამ დროს მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ გა­წე­ულ დახ­მა­რე­ბას სა­კუ­თარ დამ­სა­ხუ­რე­ბად იწერს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამი­ტომ გო­ცი­რი­ძე მათ პა­სუ­ხობს, რომ თა­ვად ჩა­მო­წე­რონ რა გა­ა­კე­თეს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად.

ცნო­ბი­სათ­ვის, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აგი­ტა­ცი­ას აწარ­მო­ე­ბენ.

ამას­თან, მან ოპო­ზი­ცი­ას მი­მარ­თა, სა­ჯა­როდ გა­მო­ვიდ­ნენ და კონ­კრე­ტუ­ლად ჩა­მო­წე­რონ, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და რას არ აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად. მი­სი­ვე თქმით, სა­ჯა­როდ დას­მულ კი­თხვებ­ზე თა­ვა­დაც სა­ჯა­როდ გას­ცე­მენ პა­სუხს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
0

გამომდინარე იქიდან, რომ საფ­რან­გე­თის ევ­რო­პულ საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის მიერ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა “15 ან 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში” ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, ალბათ საქართველოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა 20 ან 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იქნება.

ეს არის რეალობა.

რადიკალური ოპოზიციის ლიდერების „ხტუნაობა“ ფუჭია!

მეანაბრე
3

კუპონა, გაკუპონებულა,

მიშისტებში ჩაკუპონებულა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ვინ აიძულა ღარიბაშვილი განაცხადი შეეტანა? კინწისკვრით აიძულა ხალხმა და ოპოზიციამ" - რომან გოცირიძე

"ვინ აიძულა ღარიბაშვილი განაცხადი შეეტანა? კინწისკვრით აიძულა ხალხმა და ოპოზიციამ" - რომან გოცირიძე

"თავიანთი წარუმატებლობის სხვებზე გადაბრალება ნაცნობი პოლიტიკაა, ვინ აიძულა ღარიბაშვილი განაცხადი შეეტანა?- კინწისკვრით აიძულა ხალხმა და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად გახდნენ იძულებული, ფაქტობრივად მეორე დღესვე გაეკეთებინათ განცხადი",- ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თაცმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისივე თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის დადანაშაულებით თავის დაზღვევას ცდილობს.

"ვინ აიძულა ღარიბაშვილი განაცხადის შეტანა? კინწისკვრით აიძულა ხალხმა, ვის უმართავდა ხალხი აქციებს კანცელარიასთან? ამ პარლამენტში რეზოლიცია ვინ შემოიტანა? ოპოზიციამ შემოიტანა რეზოლუცია, ვაიძულეთ დათანხმებოდნენ ჩვენს ინიციატივას და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად გახდნენ იძულებული ფაქტობრივად მეორე დღესვე გაეკეთებინათ განცხადი მაშინ, როცა მათი პარტიის თავმჯდომარე წინა დღეს ამბობდა, რომ უკრაინაში განსხვავებული მდგომარეობაა და საქართველო 2024 წელს გააკეთებს განაცხადსო. ასე რომ, მათი განცხადებები თავის დაზღვევისთვის კეთდება, კარგად იციან, საქართველო დემოკრატიის ხარისხით ჩამორჩება უკრაინასაც და მოლდოვასაც, მოლდოვა ჩვენზე წინაა, რადგან გააძევა თავის ოლიგარქი პლახატნიუკი, ქვეყანა ვითარდება დემოკრატიულად, ჩვენი ოლიგარქი კი კულისებიდან მართავს ქვეყანას და რუსი ოლიგარქის ინტერესებს არის დამორჩილებული ხელისუფლების ყველა შტო. დღეს არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არ იბრძვის საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წევრობისთვის, ვიცით, რომ ეს არ არის ხანმოკლე პროცესი და ეს ჩვენი გასაკეთებელი იქნება, მოვა კოალიციური ძალა, რომელიც განახორციელებს ყველა რეფორმას. თუ ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები ან საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის და უზრუპირებულია ერთი ადამიანის მიერ, ეს არის ფაქტი. მათ სურთ ოპოზიციამ ფაქტებზეც არ ისაუბროს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას რაიმე ფორმით ევროკავშირში დაჩარებული გაწევრიანების ხელშეშლა უნდა, დასასჯელია მთავრობა და არა ხალხი, ეს არის ჩვენი პრინციპი,"- განაცხადა გოცირიძემ.

მან ასევე უპასუხა კობახიძის შეთავაზებას საჯარო დისკუსიაზე და აღნიშნა, რომ როცა ჰუმანიტარული დახმარებით ამაყობენ, ამ დროს მოსახლეობის მიერ გაწეულ დახმარებას საკუთარ დამსახურებად იწერს ხელისუფლება. ამიტომ გოცირიძე მათ პასუხობს, რომ თავად ჩამოწერონ რა გააკეთეს უკრაინის მხარდასაჭერად.

ცნობისათვის, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

ამასთან, მან ოპოზიციას მიმართა, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. მისივე თქმით, საჯაროდ დასმულ კითხვებზე თავადაც საჯაროდ გასცემენ პასუხს.