პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26-29 მაისს წიგნის ფესტივალი განსაკუთრებული სიახლეებით გელოდებათ
26-29 მაისს წიგნის ფესტივალი განსაკუთრებული სიახლეებით გელოდებათ

თბი­ლი­სის წიგ­ნის 24-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი 26-29 მა­ისს ტრა­დი­ცი­უ­ლად „ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში“, მე-11 და მე-6 პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. პან­დე­მი­უ­რი წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფეს­ტი­ვა­ლი ამ­ჯე­რა­დაც ფი­ზი­კურ­თან ერ­თად, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­შიც ჩა­ტარ­დე­ბა. მსურ­ვე­ლებს ფას­დაკ­ლე­ბით წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა ონ­ლა­ინ კა­ტა­ლო­გებ­შიც შე­ეძ­ლე­ბათ.

წიგ­ნის 24-ე ფეს­ტი­ვა­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი. ისი­ნი წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლე­ებ­სა და დიდ ფას­დაკ­ლე­ბებს გეგ­მა­ვენ. გა­ი­მარ­თე­ბა არა­ერ­თი გა­თა­მა­შე­ბაც. წარ­მოდ­გე­ნილ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს შო­რი­საა „პა­ლიტ­რა L-ც“, რომ­ლის სტენდთან მი­სულ მკი­თხველ­საც უამ­რა­ვი სი­ახ­ლე დახ­ვდე­ბა.

„მკი­თხველს ძა­ლი­ან ბევრ სი­ახ­ლე­სა და სი­ურპრიზს ვთა­ვა­ზობთ. სი­ახ­ლე­ებს შო­რის იქ­ნე­ბა არა­ერ­თი წიგ­ნი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის­თვის გა­მო­ვე­ცით. გა­ი­მარ­თე­ბა ახა­ლი წიგ­ნის წარ­დგე­ნე­ბი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი. ჩვენს ერ­თგულ მკი­თხველს გან­სა­კუთ­რე­ბულ ფას­დაკ­ლე­ბებ­საც შევ­თა­ვა­ზებთ. უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩე­ბი­ან პა­ტა­რა მკი­თხვე­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც ასე­ვე უამ­რა­ვი ახა­ლი წიგ­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა ელო­დე­ბათ. ფეს­ტი­ვალ­ზე ვე­ლო­დე­ბით ყვე­ლას, ვი­საც კი­თხვა უყ­ვარს,“ - გან­მარ­ტა­ვენ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ში“.

ფეს­ტი­ვა­ლის მას­პინ­ძე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად „ექ­სპო ჯორ­ჯი­აა“. გა­მო­ფე­ნის მე-11 პა­ვი­ლი­ო­ნი ზრდას­რუ­ლებს უმას­პინ­ძლებს, მე-6 პა­ვი­ლი­ონ­ში კი სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ბავ­შვო სივ­რცე მო­ე­წყო­ბა.

თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი 1997 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლია. მას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ჰყავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ბოლო წლებ­ში 100 000 ადა­მი­ანს მი­აღ­წია.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­სულ წელს ფეს­ტი­ვალ­ზე მის­ვლა მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, წელს კი ღო­ნის­ძი­ე­ბის ოთხი­ვე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­ვლა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

არ გა­მოგრჩეთ წლის მთა­ვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის და­წყე­ბამ­დეც რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბა!

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

26-29 მაისს წიგნის ფესტივალი განსაკუთრებული სიახლეებით გელოდებათ

26-29 მაისს წიგნის ფესტივალი განსაკუთრებული სიახლეებით გელოდებათ

თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიაში“, მე-11 და მე-6 პავილიონებში გაიმართება. პანდემიური წლების გამოცდილებიდან გამომდინარე ფესტივალი ამჯერადაც ფიზიკურთან ერთად, ონლაინ ფორმატშიც ჩატარდება. მსურველებს ფასდაკლებით წიგნების შეძენა ონლაინ კატალოგებშიც შეეძლებათ.

წიგნის 24-ე ფესტივალისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები. ისინი წიგნის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვან სიახლეებსა და დიდ ფასდაკლებებს გეგმავენ. გაიმართება არაერთი გათამაშებაც. წარმოდგენილ გამომცემლობებს შორისაა „პალიტრა L-ც“, რომლის სტენდთან მისულ მკითხველსაც უამრავი სიახლე დახვდება.

„მკითხველს ძალიან ბევრ სიახლესა და სიურპრიზს ვთავაზობთ. სიახლეებს შორის იქნება არაერთი წიგნი, რომლებიც სპეციალურად წიგნის ფესტივალისთვის გამოვეცით. გაიმართება ახალი წიგნის წარდგენები, ყველასთვის საყვარელ ავტორებთან შეხვედრები. ჩვენს ერთგულ მკითხველს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსაც შევთავაზებთ. უყურადღებოდ არ დარჩებიან პატარა მკითხველებიც, რომლებსაც ასევე უამრავი ახალი წიგნი და საინტერესო აქტივობა ელოდებათ. ფესტივალზე ველოდებით ყველას, ვისაც კითხვა უყვარს,“ - განმარტავენ გამომცემლობა „პალიტრა L-ში“.

ფესტივალის მასპინძელი ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიაა“. გამოფენის მე-11 პავილიონი ზრდასრულებს უმასპინძლებს, მე-6 პავილიონში კი სპეციალურად საბავშვო სივრცე მოეწყობა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია. მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ ბოლო წლებში 100 000 ადამიანს მიაღწია.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ფესტივალზე მისვლა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე იყო შესაძლებელი, წელს კი ღონისძიების ოთხივე დღის განმავლობაში მისვლა თავისუფალია.

არ გამოგრჩეთ წლის მთავარი ლიტერატურული ღონისძიება, რომლის დაწყებამდეც რამდენიმე დღე რჩება!

R