მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონიაში, კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი 358 000 დოლარი, მამაკაცმა კაზინოში გაფლანგა - როგორ მოხვდა თანხა მის ანგარიშზე?
იაპონიაში, კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი 358 000 დოლარი, მამაკაცმა კაზინოში გაფლანგა - როგორ მოხვდა თანხა მის ანგარიშზე?

ია­პო­ნე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც შემ­თხვე­ვით კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რე­ბე­ლი ფონ­დის თან­ხა - 358 000 დო­ლა­რი ჩა­ე­რი­ცხა, გა­მო­ტყდა, რომ მთე­ლი ფული, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ში გაფ­ლან­გა. შემ­თხვე­ვა და­სავ­ლეთ ია­პო­ნი­ის ქა­ლაქ აბუ­ში მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლი თან­ხა 24 წლის მა­მა­კაცს აპ­რილ­ში ჩა­ე­რი­ცხა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე. იმის ნაც­ვლად, რომ მის­თვის, ისე­ვე, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი 462 გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა - 100 000 იენი (774 $) ჩა­ე­რი­ცხათ, ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს შეც­დო­მა მო­უ­ვი­დათ და ყვე­ლა რე­ზი­დენ­ტის­თვის ჩა­სა­რი­ცხი თან­ხა ამ ერთ ადა­მი­ანს გა­და­უ­რი­ცხეს.

მას შემ­დეგ, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი თა­ვი­ანთ შეც­დო­მას მიხ­ვდნენ, 12 მა­ისს სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს და სას­წრა­ფოდ თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვეს, მაგ­რამ მა­მა­კაც­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

24 წლის კაცი, რო­მე­ლიც მარ­ტო ცხოვ­რობს, ახ­ლა­ხან წა­მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან და უმუ­შე­ვა­რია. სა­ბო­ლო­ოდ ის მა­ინც და­თან­ხმდა ფუ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ თან­ხა მის ან­გა­რიშ­ზე აღარ ირი­ცხე­ბო­და. მარ­თლაც, ჩა­ნა­წე­რებ­მა უჩ­ვე­ნა, რომ რე­ზი­დენ­ტე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ფული, მისი ან­გა­რი­ში­დან 8-21 აპ­რი­ლამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­ი­ტა­ნეს.

მა­მა­კა­ცის ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ­გაზ­რდამ მთე­ლი თან­ხა ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ში და­ხარ­ჯა და რომ მისი კლი­ენ­ტის­თვის "ძნე­ლი“ იქ­ნე­ბა ფუ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბა, რად­გან ის არ ფლობს რა­ი­მე ქო­ნე­ბას".

აბუს მერი, ნო­რი­ჰი­კო ჰა­მა­და, მა­მა­კა­ცის საქ­ცი­ელს "უპა­ტი­ე­ბელს“ უწო­დებს და პი­რო­ბას იძ­ლე­ვა, რომ ქა­ლა­ქი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ და­კარ­გუ­ლი თან­ხე­ბი აღად­გი­ნოს. მაგ­რამ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რზე არი­ან იუ­რი­დი­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და მათ ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის არა­ნა­ი­რი იმე­დი არ აქვთ: "იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ქა­ლა­ქი სა­სა­მარ­თლოს მო­ი­გებს, თუ ამ პი­როვ­ნე­ბას არ გა­აჩ­ნია ქო­ნე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს აზრი არ ექ­ნე­ბა“.

მი­უ­ხე­და­ვად გა­მოწ­ვე­უ­ლი არე­უ­ლო­ბი­სა, იმ მცი­რე­შე­მო­სავ­ლი­ან ოჯა­ხებს, რო­მელ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბიც მა­მა­კაც­მა კა­ზი­ნო­ში გაფ­ლან­გა, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც და­უ­რიგ­დათ კუთ­ვნი­ლი 100 000 იენი.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამიდა
0

შეხედე შენ,იქაც ისწავლეს გორის მერიის (ტრიუკები)

მიხო ძია
3

ჩვენებური რომ ყოფილიყო, ნაწილს რესტორნებში დახარჯავდა, ღვინო, ქალები, დუდუკი დაე იფრინე როგორცა გსურს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

იაპონიაში, კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი 358 000 დოლარი, მამაკაცმა კაზინოში გაფლანგა - როგორ მოხვდა თანხა მის ანგარიშზე?

იაპონიაში, კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი 358 000 დოლარი, მამაკაცმა კაზინოში გაფლანგა - როგორ მოხვდა თანხა მის ანგარიშზე?

იაპონელი მამაკაცი, რომელსაც შემთხვევით კორონავირუსით დაზარალებულთა დასახმარებელი ფონდის თანხა - 358 000 დოლარი ჩაერიცხა, გამოტყდა, რომ მთელი ფული, ორი კვირის განმავლობაში, ონლაინკაზინოში გაფლანგა. შემთხვევა დასავლეთ იაპონიის ქალაქ აბუში მოხდა.

ადგილობრივი სამთავრობო პროგრამის დასაფინანსებელი თანხა 24 წლის მამაკაცს აპრილში ჩაერიცხა საბანკო ანგარიშზე. იმის ნაცვლად, რომ მისთვის, ისევე, როგორც დანარჩენი 462 გაჭირვებული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა - 100 000 იენი (774 $) ჩაერიცხათ, ოფიციალურ პირებს შეცდომა მოუვიდათ და ყველა რეზიდენტისთვის ჩასარიცხი თანხა ამ ერთ ადამიანს გადაურიცხეს.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოფიციალური პირები თავიანთ შეცდომას მიხვდნენ, 12 მაისს სარჩელი შეიტანეს და სასწრაფოდ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს, მაგრამ მამაკაცთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

24 წლის კაცი, რომელიც მარტო ცხოვრობს, ახლახან წამოვიდა სამსახურიდან და უმუშევარია. საბოლოოდ ის მაინც დათანხმდა ფულის უკან დაბრუნებაზე, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ განაცხადა, რომ თანხა მის ანგარიშზე აღარ ირიცხებოდა. მართლაც, ჩანაწერებმა უჩვენა, რომ რეზიდენტებისთვის გამოყოფილი ფული, მისი ანგარიშიდან 8-21 აპრილამდე პერიოდში გაიტანეს.

მამაკაცის ადვოკატმა განაცხადა, რომ ახალგაზრდამ მთელი თანხა ონლაინკაზინოში დახარჯა და რომ მისი კლიენტისთვის "ძნელი“ იქნება ფულის უკან დაბრუნება, რადგან ის არ ფლობს რაიმე ქონებას".

აბუს მერი, ნორიჰიკო ჰამადა, მამაკაცის საქციელს "უპატიებელს“ უწოდებს და პირობას იძლევა, რომ ქალაქი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაკარგული თანხები აღადგინოს. მაგრამ საწინააღმდეგო აზრზე არიან იურიდიული ექსპერტები და მათ ფულის დაბრუნების არანაირი იმედი არ აქვთ: "იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალაქი სასამართლოს მოიგებს, თუ ამ პიროვნებას არ გააჩნია ქონება, ამ ყველაფერს აზრი არ ექნება“.

მიუხედავად გამოწვეული არეულობისა, იმ მცირეშემოსავლიან ოჯახებს, რომელთათვის განკუთვნილი თანხებიც მამაკაცმა კაზინოში გაფლანგა, საბოლოოდ, მაინც დაურიგდათ კუთვნილი 100 000 იენი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა