წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრობლემებმა იჩინა თავი პანდემიის პერიოდის განათლებაში და როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები
რა პრობლემებმა იჩინა თავი პანდემიის პერიოდის განათლებაში და როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები

"გა­ნათ­ლე­ბა „სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კე­ბის“ პრინ­ციპს ემ­ყა­რე­ბა. ყო­ვე­ლი ახა­ლი ცოდ­ნა ძვე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შენ­დე­ბა. ყო­ვე­ლი ახა­ლი „ბლო­კი“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლი­სათ­ვის, რათა მან წინსვლა მო­ა­ხერ­ხოს. თუ რო­მე­ლი­მე ამ „ბლოკ­თა­გან“ გა­მო­ტო­ვა ან ვერ შე­ივ­სო, მოს­წავ­ლე, ზედა კლა­სებ­ში სწავ­ლი­სას, მწვა­ვე პრობ­ლე­მებს შე­ე­ჩე­ხე­ბა“.

რა პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნა თავი პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბა­ში და რო­გორ დავძლი­ოთ ეს პრობ­ლე­მე­ბი – ამ სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა USAID სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნენ­სი პარკსი.

- მა­ის­ში ჩა­ტარ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც მი­ე­ძღვნა იმის გან­ხილ­ვას, თუ რო­გორ იმოქ­მე­და პან­დე­მი­ამ გა­ნათ­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის, ხა­რისხზე. რო­გორ შე­ფას­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­ნა­კარ­გე­ბი? რა არის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მე­ბი?

- პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან კო­ვიდ-19-ის მიერ სას­კო­ლო სის­ტე­მი­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­ნათ­ლე­ბის მკვლევ­რე­ბი და სტა­ტის­ტი­კო­სე­ბი აფა­სე­ბენ. სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით იზო­მე­ბა. ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი "მსოფ­ლიო ბან­კის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბაა, თუმ­ცა სხვა ეროვ­ნულ­მა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მაც ჩა­ა­ტა­რეს მსგავ­სი ტეს­ტი­რე­ბე­ბი და გა­მო­კი­თხვე­ბი. შემ­დეგ ტეს­ტი­რე­ბე­ბის შე­დე­გებს აა­ნა­ლი­ზე­ბენ მო­ნა­ცემ­თა სხვა­დას­ხვა პა­რა­მეტ­რის შე­და­რე­ბით: კლა­სის, სქე­სის, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სის, მშობ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნი­სა და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის თვალ­საზ­რი­სით. შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს სცე­ნა­რე­ბი თი­თო­ე­ულ ქვე­ყა­ნა­ში სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის დო­ნის შე­სა­ფა­სებ­ლად.

ქვეყ­ნე­ბი ჰგავს ერ­თმა­ნეთს, იმით, რომ სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბი სა­ყო­ელ­თაო პრობ­ლე­მაა და ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც შეძ­ლო მისი არი­დე­ბა, ამ­დე­ნად, და­ნა­კარ­გე­ბის ქონა სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც არაა გა­საკ­ვი­რი. მკვლევ­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ ყვე­ლა­ზე დიდი სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბი და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ნი­ცა­დეს. ამ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ მოს­წავ­ლე­თა შო­რის კი ყვე­ლა­ზე მე­ტად იზა­რა­ლეს უმ­ცროსკლა­სე­ლებ­მა, ანუ 1-4 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა და ყვე­ლა­ზე მო­წყვლად­მა ჯგუფ­მა, რო­გო­რე­ბიც არი­ან, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა.

სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის მას­შტა­ბი, რაც გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს სწავ­ლე­ბის წლებ­ში სხვა­დას­ხვა მკვლევ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი თან­ხმდე­ბა, რომ ხარ­ვე­ზი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და აღ­მო­ფხვრას სა­ჭი­რო­ებს.

- კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ასე­ვე იმ­სჯე­ლეს სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის აღ­მო­ფხვრის შე­სა­ხებ - იმა­ზე, თუ რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­იდ­გას 2022 წლის სექ­ტემ­ბრი­დან, სწავ­ლის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ. რო­გო­რი გე­სა­ხე­ბათ ეს ნა­ბი­ჯე­ბი და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე და რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ ჩვენ წი­ნა­შე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს?

- იმის­თვის, რომ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გზე­ბი გან­ვსა­ზღვროთ, ჯერ უნდა გა­ვი­აზ­როთ, თუ რო­გო­რი კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მცი­რე ასაკ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს. სწავ­ლე­ბა ემ­ყა­რე­ბა ე.წ. "სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კე­ბის“ პრინ­ციპს, ყო­ვე­ლი ახა­ლი ცოდ­ნა შენ­დე­ბა ძვე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე. ყო­ვე­ლი ახა­ლი "ბლო­კი“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლი­სათ­ვის, რათა მან წინსვლა მო­ა­ხერ­ხოს. თუ რო­მე­ლი­მე ამ "ბლოკ­თა­გან“ გა­მო­ტო­ვა ან ვერ შე­ივ­სო, მოს­წავ­ლე ზედა კლა­სებ­ში სწავ­ლი­სას მწვა­ვე პრობ­ლე­მებს შე­ე­ჩე­ხე­ბა. და­წყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფარ­თოვ­დე­ბა და თუ დრო­ზე არ შე­ივ­სო, ვე­რათ­ვი­სე­ბუ­ლი ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან ჩა­მორ­ჩე­ნას გა­მო­იწ­ვევს. ხარ­ვე­ზე­ბის დრო­უ­ლი ამოვ­სე­ბა კი, თა­ვის მხრივ, მოს­წავ­ლე­თა უფრო მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად იქ­ცე­ვა.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, პარ­ლა­მენ­ტის, სა­მი­ნის­ტროს სსიპ-ების, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან უმ­ცროსკლა­სელ მოს­წავ­ლე­ებ­ში სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად კრე­ა­ტი­უ­ლი, ად­გი­ლობ­რივ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და კონ­ტექ­სტზე მორ­გე­ბუ­ლი გზე­ბი შე­ი­მუ­შა­ვონ. კონ­ფე­რენ­ცი­ის ბოლო დღეს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით ჯგუ­ფე­ბად და­იყ­ვნენ. სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს, რათა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მი­ღე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მო­მა­ვა­ლი წლის სას­წავ­ლო გეგ­მად აქ­ცი­ოს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი - რო­გორ აი­ცი­ლე­ბენ თა­ვი­დან სკო­ლე­ბი სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გებს? რა უნდა ქნან სკო­ლებ­მა, მშობ­ლებ­მა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, რომ მათ­მა მცდე­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს? არის თუ არა ქვე­ყა­ნა­ში და­ნერ­გი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი საკ­მა­რი­სად ეფექ­ტი­ა­ნი?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი აღ­მო­ი­ფხვრას ანდა შემ­ცირ­დეს მა­ინც. და­ბა­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ეს გუ­ლის­ხმობს, რომ სექ­ტემ­ბერ­ში, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, მათ უნდა იმუ­შა­ონ კი­თხვი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სა­ბა­ზი­სო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ვიდ­რე შემ­დეგ ცნე­ბა­ზე გა­დავ­ლენ, უნდა დარ­წმუნ­დნენ, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა კარ­გად აით­ვი­სეს სწავ­ლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი "სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კე­ბი“. სა­ჭი­როა მოს­წავ­ლე­ე­ბის პროგ­რე­სის უწყვე­ტი შე­ფა­სე­ბაც. ეს შე­ფა­სე­ბე­ბი შე­საძ­ლოა იყოს ფორ­მა­ლუ­რი ან არა­ფორ­მა­ლუ­რი, მაგ­რამ მათი შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მიერ სწავ­ლე­ბის შემ­დე­გი ეტა­პე­ბის და­გეგ­მვი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებ­მა არ უნდა და­ი­შუ­რონ ძა­ლის­ხმე­ვა, რათა მათ­მა შვი­ლებ­მა სახ­ლში იკი­თხონ. მათ უნდა ჩა­ა­გო­ნონ ბავ­შვებს, წა­ი­კი­თხონ ნე­ბის­მი­ე­რი რამ: გა­ზე­თე­ბი, ჟურ­ნა­ლე­ბი, პრო­დუქ­ტის ეტი­კე­ტი, საგ­ზაო აბ­რე­ბი, წე­რი­ლე­ბი, მან­ქა­ნის სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბიც კი. მშობ­ლებ­მა უნდა გა­მო­ი­გო­ნონ იოლი არით­მე­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, თა­მა­ში რი­ცხვე­ბის ამოც­ნო­ბის შე­სა­ხებ, ხოლო შემ­დეგ გა­და­ვიდ­ნენ მი­მა­ტე­ბი­სა და გა­მოკ­ლე­ბის მარ­ტივ მოქ­მე­დე­ბებ­ზე. შვი­ლებს შე­ა­მოწ­მე­ბი­ნონ და შე­ა­და­რე­ბი­ნონ ფა­სე­ბი მა­ღა­ზი­ებ­ში - ეს კარ­გი გზა არის რი­ცხვე­ბის სას­წავ­ლად და სა­ბა­ზი­სო მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ახორ­ცი­ე­ლებს ამ­ბი­ცი­ურ რე­ფორ­მებს, ასე რომ მან უნდა შეძ­ლოს ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­თან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გამ­კლა­ვე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ექ­სპერ­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის ეფექ­ტუ­რად და სრულ­ფა­სოვ­ნად შერ­ბი­ლე­ბას. ამ მცდე­ლო­ბი­სას ისი­ნი მარ­ტო არ დარ­ჩე­ბი­ან. USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა მზად არის მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­მი­ნის­ტროს ძა­ლის­ხმე­ვას აღ­მო­ფხვრას სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბი და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის.

- დროს ვი­ხელ­თებ, რომ გკი­თხოთ USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნერ­გავთ - რა ეტაპ­ზეა პროგ­რა­მა მო­ცე­მულ მო­მენ­ტში და რო­გორ შე­დე­გებს მო­ი­ტანს იგი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ?

- მად­ლო­ბას გიხ­დით ამ კი­თხვი­სათ­ვის. USAID-ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა "სამმხრი­ვი კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის“ მიერ 2020 წლის იან­ვარ­ში და­ი­წყო და 2026 წლის იან­ვარ­ში დას­რულ­დე­ბა. იგი მე­სა­მე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ჩვენს პარტნი­ორ "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან“ და ჩვენს გრან­ტი­ო­რებ­თან: შვიდ რე­გი­ო­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან "ბავ­შვი, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ (CFS) და "სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტრთან“.

პროგ­რა­მის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი არის და­წყე­ბით კლა­სებ­ში გა­ა­ტა­როს ფუნ­და­მენ­ტუ­რი, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მა. ეს მი­ზა­ნი კი მი­იღ­წე­ვა სამი კომ­პო­ნენ­ტის შეს­რუ­ლე­ბით:

  1. თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლებ­მა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებ­მა უნდა შე­ი­მუ­შა­ონ მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა;
  2. მო­მა­ვალ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნდა აით­ვი­სონ მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი, ხოლო სკო­ლის მო­მა­ვალ­მა ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებ­მა აით­ვი­სონ სწავ­ლე­ბის გა­ძღო­ლი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვე­ბი;
  3. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კა უნდა გან­ვი­თარ­დეს მო­ნა­ცე­მებ­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

პროგ­რა­მის მიერ სა­მი­ნის­ტროს რე­ფორ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რა შე­დე­გად გა­მო­ი­ღებს კი­თხვი­სა და მა­თე­მა­ტი­კის შეს­წავ­ლის, ასე­ვე - კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს 1-6 კლა­სე­ბის ყვე­ლა ბი­ჭი­სა თუ გო­გო­ნა­სათ­ვის, მათ შო­რის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და მათ­თვი­საც, ვისი მშობ­ლი­უ­რი ენაც ქარ­თუ­ლი არაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა პრობლემებმა იჩინა თავი პანდემიის პერიოდის განათლებაში და როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები

რა პრობლემებმა იჩინა თავი პანდემიის პერიოდის განათლებაში და როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები

,,განათლება „სამშენებლო ბლოკების“ პრინციპს ემყარება. ყოველი ახალი ცოდნა ძველის საფუძველზე შენდება. ყოველი ახალი „ბლოკი“ მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის, რათა მან წინსვლა მოახერხოს. თუ რომელიმე ამ „ბლოკთაგან“ გამოტოვა ან ვერ შეივსო, მოსწავლე, ზედა კლასებში სწავლისას, მწვავე პრობლემებს შეეჩეხება“.

რა პრობლემებმა იჩინა თავი პანდემიის პერიოდის განათლებაში და როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები – ამ საკითხებზე გვესაუბრება USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი.

- მაისში ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა იმის განხილვას, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ განათლების, განსაკუთრებით კი, დაწყებითი განათლების, ხარისხზე. როგორ შეფასდა სასწავლო პროცესის დანაკარგები? რა არის მთავარი პრობლემები?

- პანდემიის დასაწყისიდან კოვიდ-19-ის მიერ სასკოლო სისტემისათვის მიყენებულ ზიანს მთელი მსოფლიოს განათლების მკვლევრები და სტატისტიკოსები აფასებენ. სასწავლო დანაკარგები მოსწავლეებისთვის ჩატარებული ტესტირებებისა და ქვეყანაში არსებული მონაცემების მიხედვით იზომება. ყველაზე სრულყოფილი ,,მსოფლიო ბანკის“ ხელმძღვანელობით ჩატარებული შეფასებაა, თუმცა სხვა ეროვნულმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც ჩაატარეს მსგავსი ტესტირებები და გამოკითხვები. შემდეგ ტესტირებების შედეგებს აანალიზებენ მონაცემთა სხვადასხვა პარამეტრის შედარებით: კლასის, სქესის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, მშობლების განათლების დონისა და სახლის პირობებში ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. შედეგებიდან გამომდინარე, განათლების ექსპერტებმა შეიმუშავეს სცენარები თითოეულ ქვეყანაში სასწავლო დანაკარგების დონის შესაფასებლად.

ქვეყნები ჰგავს ერთმანეთს, იმით, რომ სასწავლო დანაკარგები საყოელთაო პრობლემაა და ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, რომელმაც შეძლო მისი არიდება, ამდენად, დანაკარგების ქონა საქართველოსთვისაც არაა გასაკვირი. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ყველაზე დიდი სასწავლო დანაკარგები დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნების მოსწავლეებმა განიცადეს. ამ ქვეყნის წარმომადგენელ მოსწავლეთა შორის კი ყველაზე მეტად იზარალეს უმცროსკლასელებმა, ანუ 1-4 კლასის მოსწავლეებმა და ყველაზე მოწყვლადმა ჯგუფმა, როგორებიც არიან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა მოსწავლეებმა.

სასწავლო დანაკარგების მასშტაბი, რაც გამოხატული შეიძლება იყოს სწავლების წლებში სხვადასხვა მკვლევრის მონაცემებით განსხვავებულია. თუმცა ყველა მათგანი თანხმდება, რომ ხარვეზი მნიშვნელოვანია და აღმოფხვრას საჭიროებს.

- კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის შესახებ - იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას 2022 წლის სექტემბრიდან, სწავლის განახლების შემდეგ. როგორი გესახებათ ეს ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე და როგორ გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებს?

- იმისთვის, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები განვსაზღვროთ, ჯერ უნდა გავიაზროთ, თუ როგორი კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მცირე ასაკში მიღებული განათლების ხარისხს. სწავლება ემყარება ე.წ. ,,სამშენებლო ბლოკების“ პრინციპს, ყოველი ახალი ცოდნა შენდება ძველის საფუძველზე. ყოველი ახალი ,,ბლოკი“ მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის, რათა მან წინსვლა მოახერხოს. თუ რომელიმე ამ ,,ბლოკთაგან“ გამოტოვა ან ვერ შეივსო, მოსწავლე ზედა კლასებში სწავლისას მწვავე პრობლემებს შეეჩეხება. დაწყებითი კლასის მოსწავლის განათლებაში გაჩენილი ბზარები წლების განმავლობაში ფართოვდება და თუ დროზე არ შეივსო, ვერათვისებული ცოდნა და უნარ-ჩვევები მნიშვნელოვან ჩამორჩენას გამოიწვევს. ხარვეზების დროული ამოვსება კი, თავის მხრივ, მოსწავლეთა უფრო მაღალი აკადემიური მოსწრების წინაპირობად იქცევა.

კონფერენციის მონაწილეები იყვნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პარლამენტის, სამინისტროს სსიპ-ების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები, რომლებიც მზად არიან უმცროსკლასელ მოსწავლეებში სასწავლო დანაკარგების აღმოსაფხვრელად კრეატიული, ადგილობრივ საჭიროებებზე და კონტექსტზე მორგებული გზები შეიმუშავონ. კონფერენციის ბოლო დღეს მონაწილეები მომავალი სასწავლო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯგუფებად დაიყვნენ. სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართველი განათლების ექსპერტებისაგან შედგება მუშაობას განაგრძობს, რათა კონფერენციაზე მიღებული რეკომენდაციები მომავალი წლის სასწავლო გეგმად აქციოს.

- საინტერესოა თქვენი რეკომენდაციები - როგორ აიცილებენ თავიდან სკოლები სასწავლო დანაკარგებს? რა უნდა ქნან სკოლებმა, მშობლებმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომ მათმა მცდელობამ შედეგი გამოიღოს? არის თუ არა ქვეყანაში დანერგილი ინიციატივები საკმარისად ეფექტიანი?

- მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესში არსებული ნაკლოვანებები აღმოიფხვრას ანდა შემცირდეს მაინც. დაბალი კლასების მოსწავლეებისათვის ეს გულისხმობს, რომ სექტემბერში, ახალი სასწავლო წლიდან, მათ უნდა იმუშაონ კითხვისა და მათემატიკის საბაზისო უნარების განვითარებაზე. მასწავლებლები, ვიდრე შემდეგ ცნებაზე გადავლენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ მოსწავლეებმა კარგად აითვისეს სწავლისთვის უმნიშვნელოვანესი ,,სამშენებლო ბლოკები“. საჭიროა მოსწავლეების პროგრესის უწყვეტი შეფასებაც. ეს შეფასებები შესაძლოა იყოს ფორმალური ან არაფორმალური, მაგრამ მათი შედეგების გათვალისწინება მასწავლებლის მიერ სწავლების შემდეგი ეტაპების დაგეგმვისას აუცილებელია.

დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებმა არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, რათა მათმა შვილებმა სახლში იკითხონ. მათ უნდა ჩააგონონ ბავშვებს, წაიკითხონ ნებისმიერი რამ: გაზეთები, ჟურნალები, პროდუქტის ეტიკეტი, საგზაო აბრები, წერილები, მანქანის სანომრე ნიშნებიც კი. მშობლებმა უნდა გამოიგონონ იოლი არითმეტიკული სავარჯიშოები, მაგალითად, თამაში რიცხვების ამოცნობის შესახებ, ხოლო შემდეგ გადავიდნენ მიმატებისა და გამოკლების მარტივ მოქმედებებზე. შვილებს შეამოწმებინონ და შეადარებინონ ფასები მაღაზიებში - ეს კარგი გზა არის რიცხვების სასწავლად და საბაზისო მათემატიკური უნარების გამოსამუშავებლად.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ამბიციურ რეფორმებს, ასე რომ მან უნდა შეძლოს ახალ გამოწვევებთან პროფესიონალურად გამკლავება. დარწმუნებული ვარ, რომ განათლების სამინისტროს ექსპერტები შეძლებენ სასწავლო დანაკარგების ეფექტურად და სრულფასოვნად შერბილებას. ამ მცდელობისას ისინი მარტო არ დარჩებიან. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა მზად არის მხარი დაუჭიროს სამინისტროს ძალისხმევას აღმოფხვრას სასწავლო დანაკარგები დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შორის.

- დროს ვიხელთებ, რომ გკითხოთ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის შესახებ, რომელსაც თქვენ საქართველოში ნერგავთ - რა ეტაპზეა პროგრამა მოცემულ მომენტში და როგორ შედეგებს მოიტანს იგი დასრულების შემდეგ?

- მადლობას გიხდით ამ კითხვისათვის. USAID-ის პროგრამა, რომელიც ხორციელდება ,,სამმხრივი კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მიერ 2020 წლის იანვარში დაიწყო და 2026 წლის იანვარში დასრულდება. იგი მესამე წელია მიმდინარეობს.

მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ,,საქართველოს უნივერსიტეტთან“ და ჩვენს გრანტიორებთან: შვიდ რეგიონულ უნივერსიტეტთან, ორგანიზაციასთან ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ (CFS) და ,,სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან“.

პროგრამის საბოლოო მიზანი არის დაწყებით კლასებში გაატაროს ფუნდამენტური, მოსწავლეზე ორიენტირებული რეფორმა. ეს მიზანი კი მიიღწევა სამი კომპონენტის შესრულებით:

  1. თანამედროვე მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრატორებმა უნდა შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა;
  2. მომავალმა მასწავლებლებმა უნდა აითვისონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, ხოლო სკოლის მომავალმა ადმინისტრატორებმა აითვისონ სწავლების გაძღოლისათვის სათანადო უნარ-ჩვევები;
  3. საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა განვითარდეს მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიხედვით.

პროგრამის მიერ სამინისტროს რეფორმების მხარდაჭერა შედეგად გამოიღებს კითხვისა და მათემატიკის შესწავლის, ასევე - კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების გაუმჯობესებას საქართველოს 1-6 კლასების ყველა ბიჭისა თუ გოგონასათვის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის და მათთვისაც, ვისი მშობლიური ენაც ქართული არაა.