უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას მოულოდნელად სიტყვით მიმართა.
"ჩვენ მოვიგებთ ამ ომს“- განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.
ვიდეოჩართვის დროს ზელენსკიმ ჩარლი ჩაპლინის ფილმი "დიდი დიქტატორი“ ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა ომის დროს უქმად არ იდგნენ.
"მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკ დიქტატორებს უყვარდათ კინო“,- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
"დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს”, - განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხსენების გარეშე.
მიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ფრაზა "დიდება უკრაინას" წარმოთქვა.
ყველგან უნდა იყოს უკრაინის ხმა, ყველგან!
ეს კაცი სამწუხაროდ ისევ ილუზიებშია, თუ უბრალოდ პროექტია ასეთი?