მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას ემსახურება" - რას აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი?
"პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას ემსახურება" - რას აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტი ბრი­უ­სელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა და დრო­უ­ლია იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ელო­დე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის კი­თხვა­რის გან­ხილ­ვას.

სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­საზ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ლო­დი­ნია, რომ ქვეყ­ნის ძა­ლის­ხმე­ვა და გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი სა­თა­ნა­დოდ იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

მისი შე­ფა­სე­ბით, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო­სა და ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტებ­თან ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და დრო­უ­ლი იყო.

"პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სცე­ნა­რებ­ზე არ გვი­სა­უბ­რია, ვი­ნა­ი­დან, ეს ფარ­თო გან­ხილ­ვის სა­გა­ნია, თუმ­ცა ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღოს ის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ ნამ­დვი­ლად ვიმ­სა­ხუ­რებთ, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ფორ­მე­ბის ამ­ბი­ცი­უ­რი დღის წეს­რი­გი გვაძ­ლევს. ჩვე­ნი მხრი­დან ყო­ველ­თვის არის სა­უ­ბა­რი, რომ სამი ასო­ცი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბა, მათ­თვის წა­ხა­ლი­სე­ბის მი­ღე­ბა ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რას ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტთან, ის იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და პო­ზი­ტი­უ­რი. ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლი­ან ღიად სა­უბ­რობს სა­მი­ვე ქვეყ­ნის ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ შეხ­ვედ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვებ­საც და აღი­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პუ­ლი პრიზ­მი­დან ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი კარ­გად და­ნა­ხუ­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია.

მი­ნის­ტრის კო­მენ­ტარს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას ემსახურება" - რას აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი?

"პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას ემსახურება" - რას აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას ემსახურება და დროულია იმ ფონზე, როდესაც საქართველო ელოდება თვითშეფასების კითხვარის განხილვას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსაზრებით, საქართველოს მოლოდინია, რომ ქვეყნის ძალისხმევა და გატარებული რეფორმები სათანადოდ იქნება ასახული გადაწყვეტილებაში.

მისი შეფასებით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ევროპული საბჭოსა და ევროპული პარლამენტის პრეზიდენტებთან ძალიან დადებითი და დროული იყო.

"პრეზიდენტი შარლ მიშელი გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განვითარების სცენარებზე არ გვისაუბრია, ვინაიდან, ეს ფართო განხილვის საგანია, თუმცა ჩვენი მოლოდინებია, რომ საქართველომ მიიღოს ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ, რომლის საშუალებასაც ჩვენი ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი გვაძლევს. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის საუბარი, რომ სამი ასოცირებული ქვეყნის ერთიანობა, მათთვის წახალისების მიღება ევროპული ინტეგრაციის გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება შეხვედრას ევროპული პარლამენტის პრეზიდენტთან, ის იყო ძალიან საინტერესო და პოზიტიური. ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ღიად საუბრობს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც და აღინიშნა, რომ ევროპული პრიზმიდან ეს გამოწვევები კარგად დანახული და გაანალიზებულია.

მინისტრის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.