კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდ ბრიტანეთში გამოიგონეს ტექნოლოგია, რომელიც მკერდის კიბოს გავრცელების არეალს ადგენს და ისე ფუნქციონირებს, როგორც "ლითონის დეტექტორი"
დიდ ბრიტანეთში გამოიგონეს ტექნოლოგია, რომელიც მკერდის კიბოს გავრცელების არეალს ადგენს და ისე ფუნქციონირებს, როგორც "ლითონის დეტექტორი"

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­ი­გო­ნეს ტექ­ნო­ლო­გია, რომ­ლი­თაც მკერ­დის კი­ბოს გავ­რცე­ლე­ბის ზუს­ტი არე­ა­ლის აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. რო­გორც BBC-ი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ სერ­ვის­ზე (NHS) დაყ­რდნო­ბით წერს, ის და­ახ­ლო­ე­ბით ისე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­გორც "ლი­თო­ნის დე­ტექ­ტო­რი."

NHS-ის ცნო­ბით, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გია შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის მკერ­დის კი­ბოს გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლის მარ­ტი­ვად გა­მოვ­ლე­ნას. სა­უ­ბა­რია Sentimag-ის ზონ­დზე, რო­მე­ლიც პო­უ­ლობს მაგ­ნი­ტი­ზე­ბულ სი­თხეს, Magtrace-ს.

Magtrace არის სი­თხე, რო­მე­ლიც მე­დი­კო­სებს სიმ­სივ­ნუ­რი ქსო­ვი­ლის გარ­შე­მო შეჰ­ყავთ. მო­წყო­ბი­ლო­ბა "აკ­ვირ­დე­ბა" ამ სი­თხის გა­და­ად­გი­ლე­ბას - კან­ზე გა­და­ტა­რე­ბი­სას კი ხმას გა­მოს­ცემს, რათა უჩ­ვე­ნოს, სად შე­იძ­ლე­ბა წარ­მოქ­მნი­ლი­ყო სიმ­სივ­ნე. ამის შემ­დეგ, ექი­მე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია სიმ­სივ­ნუ­რი ქსო­ვი­ლის მდე­ბა­რე­ო­ბის და გავ­რცე­ლე­ბის ზო­ნის დად­გე­ნა.

NICE (ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ზრუნ­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი) ხელ­სა­წყოს გა­მო­ყე­ნე­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­გო­ნე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა უფრო მეტ კლი­ნი­კას (ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ინ­გლის­სა და უელსში) სიმ­სივ­ნე­ზე შე­მოწ­მე­ბა უფრო ეფექ­ტი­ა­ნი იყოს.

ამ­ჟა­მად, სიმ­სივ­ნის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლის და­სად­გე­ნად, ზო­გი­ერთ კლი­ნი­კა­ში, რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი სა­ღე­ბა­ვის ინექ­ცია და სკა­ნი­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ეს მე­თო­დიც არაა უნი­ვერ­სა­ლუ­რი.

"სიმ­სივ­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს აინ­ტე­რე­სებთ, კიბო სხე­უ­ლის ერთ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლა­საა, თუ სხვა ად­გი­ლებ­ში­ცაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. რაც უფრო ადრე დად­გინ­დე­ბა ეს, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი შე­დე­გე­ბიც", - ამ­ბობს NICE-ის დი­რექ­ტო­რი, ჟა­ნეტ კუ­სე­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გია კი­დევ ერთი "დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა ქი­რურ­გე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ისეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მუ­შა­ო­ბენ, სა­დაც შე­ზღუ­დუ­ლია, ან სა­ერ­თოდ არ აქვთ წვდო­მა რა­დი­ო­ფარ­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე."

"ამ პერ­სპექ­ტი­ულ კვლე­ვას შე­უძ­ლია ჩვენს მეც­ნი­ე­რებს ისე­თი ინ­სტრუ­მენ­ტი მის­ცეს ხელთ, რო­მე­ლიც მათ მკერ­დის კი­ბოს თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბის შე­ნე­ლე­ბა­ში შე­უ­წყობს ხელს. ჩვენ ყო­ველ­თვის ინო­ვა­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ძი­ე­ბა­ში ვართ, რომ დი­აგ­ნო­ზის დას­მა და­ვაჩ­ქა­როთ, გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კი გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ". - ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, სა­ჯიდ ჯა­ვი­დი.

წყა­რო: bbc.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დიდ ბრიტანეთში გამოიგონეს ტექნოლოგია, რომელიც მკერდის კიბოს გავრცელების არეალს ადგენს და ისე ფუნქციონირებს, როგორც "ლითონის დეტექტორი"

დიდ ბრიტანეთში გამოიგონეს ტექნოლოგია, რომელიც მკერდის კიბოს გავრცელების არეალს ადგენს და ისე ფუნქციონირებს, როგორც "ლითონის დეტექტორი"

დიდ ბრიტანეთში გამოიგონეს ტექნოლოგია, რომლითაც მკერდის კიბოს გავრცელების ზუსტი არეალის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. როგორც BBC-ი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სერვისზე (NHS) დაყრდნობით წერს, ის დაახლოებით ისე ფუნქციონირებს, როგორც "ლითონის დეტექტორი."

NHS-ის ცნობით, ახალი ტექნოლოგია შესაძლებელს გახდის მკერდის კიბოს გავრცელების არეალის მარტივად გამოვლენას. საუბარია Sentimag-ის ზონდზე, რომელიც პოულობს მაგნიტიზებულ სითხეს, Magtrace-ს.

Magtrace არის სითხე, რომელიც მედიკოსებს სიმსივნური ქსოვილის გარშემო შეჰყავთ. მოწყობილობა "აკვირდება" ამ სითხის გადაადგილებას - კანზე გადატარებისას კი ხმას გამოსცემს, რათა უჩვენოს, სად შეიძლება წარმოქმნილიყო სიმსივნე. ამის შემდეგ, ექიმებისთვის გაცილებით მარტივია სიმსივნური ქსოვილის მდებარეობის და გავრცელების ზონის დადგენა.

NICE (ჯანმრთელობისა და ზრუნვის ეროვნული ინსტიტუტი) ხელსაწყოს გამოყენებას რეკომენდაციას უწევს და სპეციალისტები აცხადებენ, რომ გამოგონება დაეხმარება უფრო მეტ კლინიკას (ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისსა და უელსში) სიმსივნეზე შემოწმება უფრო ეფექტიანი იყოს.

ამჟამად, სიმსივნის გავრცელების არეალის დასადგენად, ზოგიერთ კლინიკაში, რადიოაქტიური საღებავის ინექცია და სკანირება გამოიყენება, მაგრამ ეს მეთოდიც არაა უნივერსალური.

"სიმსივნის მქონე ადამიანებს აინტერესებთ, კიბო სხეულის ერთ კონკრეტულ ადგილასაა, თუ სხვა ადგილებშიცაა გავრცელებული. რაც უფრო ადრე დადგინდება ეს, მით უკეთესი იქნება მკურნალობის პოტენციური შედეგებიც", - ამბობს NICE-ის დირექტორი, ჟანეტ კუსელი.

მისი განმარტებით, ეს ახალი ტექნოლოგია კიდევ ერთი "დამხმარე საშუალება იქნება ქირურგებისთვის, რომლებიც ისეთ საავადმყოფოებში მუშაობენ, სადაც შეზღუდულია, ან საერთოდ არ აქვთ წვდომა რადიოფარმაციის განყოფილებაზე."

"ამ პერსპექტიულ კვლევას შეუძლია ჩვენს მეცნიერებს ისეთი ინსტრუმენტი მისცეს ხელთ, რომელიც მათ მკერდის კიბოს თვალყურის დევნებასა და გავრცელების შენელებაში შეუწყობს ხელს. ჩვენ ყოველთვის ინოვაციური მკურნალობის საშუალებების ძიებაში ვართ, რომ დიაგნოზის დასმა დავაჩქაროთ, გადარჩენის მაჩვენებლები კი გავაუმჯობესოთ". - ამბობს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი.

წყარო: bbc.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა