მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთს თუ დასჭირდა, უკრაინაში მარცხის საკომპენსაციოდ, აქ ერთ "ძლევამოსილ" ომს მაინც "მოარტყამს" - რას წერს წერს ხათუნა ლაგაზიძე?
"რუსეთს თუ დასჭირდა, უკრაინაში მარცხის საკომპენსაციოდ, აქ ერთ "ძლევამოსილ" ომს მაინც "მოარტყამს" - რას წერს წერს ხათუნა ლაგაზიძე?

ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რუ­სე­თის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე წერს. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა, არ არ­სე­ბობს გა­რან­ტია, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ომს არ და­ი­წყებს.

"რა თქმა უნდა, ვე­რა­ვინ უსაყ­ვე­დუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მშვი­დო­ბა უნდა. მშვი­დო­ბა გვინ­და ყვე­ლას, მაგ­რამ მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მე­ლიც უნდა და­ვუს­ვათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: რის ფა­სად, რის ფა­სად მი­ვი­ღეთ გა­რან­ტია, თუ მი­ვი­ღეთ, რომ ომი არ იქ­ნე­ბა?! ანუ რა ფასს ვიხ­დით მშვი­დო­ბა­ში: ზურგს უკან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კა­პი­ტუ­ლა­ცია და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა?!

მა­შინ როცა "ოდკბ"-ს წევრ ყირ­გი­ზეთ­საც კი ემუქ­რე­ბი­ან რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნის სცე­ნა­რის გან­მე­ო­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ ახლა ამას ნამ­დვი­ლად ვერ გა­ბე­და­ვენ. ამ­ქვეყ­ნად ვე­რა­ვინ მოგ­ცემთ გა­რან­ტი­ას, თვით პუ­ტი­ნიც კი, რომ აქ ომს არ და­ი­წყებს: ხვალ რა დას­ჭირ­დე­ბა კე­დელ­თან მიმ­წყვდე­ულ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მაკ­რო­ნი­სე­უ­ლი "სა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად“, მა­ნაც კი არ იცის.

არც იმა­ზე სა­უბ­რობს ვინ­მე, რომ ჯოხი ვურ­ტყათ წელ­ზე რუ­სე­თის მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მაგ­რამ მას თუ დას­ჭირ­და უკ­რა­ი­ნა­ში მარ­ცხის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ აქ ერთ პა­ტა­რა, "ძლე­ვა­მო­სილ" ომს მა­ინც "მო­არ­ტყამს". არა "მშვი­დო­ბით" შე­მო­ვა, ეს არა­ფერ­ში აწყობს, არა­მედ ნგრე­ვით და სიკ­ვდი­ლით, სულ რომ მთე­ლი ერი გა­ვუწ­ვეთ, მას აქ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ინ­სცე­ნი­რე­ბა მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა. აი, ამ სცე­ნა­რის არ­დაშ­ვე­ბის გა­რან­ტი­ას ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ვინ მის­ცემს, თუნ­დაც ზურგს უკან ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს ქვე­ყა­ნა.

მაშ რას ვშვე­ბით, უფრო სწო­რად რა უნდა გვექ­ნა: და­სავ­ლე­თის­თვის უნდა გვე­თხო­ვა სა­პა­სუ­ხო, უფრო სწო­რად, წინსმწრე­ბი რე­აქ­ცი­ის, შე­კა­ვე­ბის ნა­ბი­ჯე­ბის პა­კე­ტის მომ­ზა­დე­ბა ასე­თი სცე­ნა­რის­თვის, სა­დაც დე­ტალ-დე­ტალ უნდა აეხ­სნას რუ­სეთს რა და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბი და ნა­ბი­ჯე­ბი ელო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე თავ­დას­ხმის შემ­თვე­ვა­ში; ქვეყ­ნის ჯარი, სამ­ხედ­რო რე­ზერ­ვი, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვა ისე უნდა იყოს გაწ­ვრთნი­ლი, აღ­ჭურ­ვი­ლი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ რუსს არ ჰქონ­დეს აქ მარ­ტი­ვი გა­სე­ირ­ნე­ბის და კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის იმე­დი;

აწყო­ბი­ლი უნდა გვქონ­დეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მო­წო­დე­ბის ჯაჭ­ვი მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე ნა­ტოს წევრ ერ­თა­დერთ სა­ხელ­მწი­ფოს­თან; მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა ჰქონ­დეს პატ­რი­ო­ტუ­ლი და არა კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტუ­ლი გან­წყო­ბე­ბი; მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დუ­ლი უნდა იყოს პრო­რუ­სუ­ლი პო­ლიტ­პარ­ტი­ე­ბის და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა; ეკო­ნო­მი­კა უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არა - რუ­სეთ­ზე მიბ­მუ­ლი; უნდა გვქონ­დეს უკი­დუ­რე­სად გა­მარ­თუ­ლი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და სა­ნა­პი­რო დაც­ვის სის­ტე­მე­ბი და სწო­რედ ამას უნდა ვთხოვ­დეთ და­სავ­ლეთს და მოგ­ვე­ცე­მა.

არის ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის გა­რან­ტია, რომ რუსი 5 კი­ლო­მეტ­რით არ ამო­ი­ჩო­ჩებს გო­რის ტრა­სა­ზე და არ და­იძ­ვრე­ბა თბი­ლი­სი­კენ?! სამ­წუ­ხა­როდ, არ არის, მაგ­რამ იმა­ზე მე­ტად და­ცუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დით, ვიდ­რე ახლა, "გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მშვი­დო­ბის" შემ­თხვე­ვა­ში.

ვკი­თხუ­ლობ, რა­ტომ არ გა­კეთ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი: რა, რე­ზერ­ვის სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბა რომ გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, რუსი ტანკს დაძ­რავ­და?! პატ­რი­ო­ტიზ­მზე რომ აღგ­ვეზ­რდა შვი­ლე­ბი სკო­ლებ­ში - რუსი ბობ­მებს დაგ­ვაყ­რი­და?! გმი­რის და გმი­რო­ბის კულ­ტი რომ აგ­ვე­ღორ­ძი­ნე­ბი­ნა, ამას რუ­სის შე­მოჭ­რა მოყ­ვე­ბო­და?! უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ერ­თობ­ლივ წარ­მო­ე­ბა­ზე რომ გვეზ­რუ­ნა, ატო­მურ ბომბს გვევ­სრი­და ვინ­მე?!

რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და რომ შეგ­ვე­ზღუ­და - ვინ­მე დაგ­ვი­პყრობ­და?! ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა­ზე რომ გვეზ­რუ­ნა - ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით გაგ­ვა­ნად­გუ­რებ­დნენ?! რა­ტომ არ გა­კეთ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი?! მშვი­დო­ბის­თვის?! თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კომ­ფორ­ტის­თვის და აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის აწყობ­და ასე და ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში შე­დის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბის პერ­სპექ­ტი­ვის ჩაშ­ლაც?! თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკ­რა­ი­ნას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

• ამ ფონ­ზე რა რის­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა გვე­ლო­დეს 17 ივ­ლისს, ამა­ზე უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში" - წერს ლა­გა­ზი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
0

წადი ხათუნა მშვენიერი ბიზნესი გაქვს შეკვეთილში, არ არის ექსპერტობა შენი ხელობა, არ გამოგდის. ვერაფერს როცა ვერ გაარტყამ, გაჩუმდი, გაჩუმდიიი

...
0

რომელი მარცხის... მიწასთანაა გასწორებული უკრაინის დიდი ნაწილი... ასე საქართველოშივც მოიგეთ ომი და იდღესასწაულეთ, საცოდავი გმირი ბიჭები ჯერ რომ არ იყვნენ გადმოსვენებულნი ბრძოლის ველიდან... მეზიზღებით!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რუსეთს თუ დასჭირდა, უკრაინაში მარცხის საკომპენსაციოდ, აქ ერთ "ძლევამოსილ" ომს მაინც "მოარტყამს" - რას წერს წერს ხათუნა ლაგაზიძე?

"რუსეთს თუ დასჭირდა, უკრაინაში მარცხის საკომპენსაციოდ, აქ ერთ "ძლევამოსილ" ომს მაინც "მოარტყამს" - რას წერს წერს ხათუნა ლაგაზიძე?

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოს ხელისუფლების რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაზე წერს. მისი თქმით, მიუხედავად არსებული პოლიტიკისა, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი საქართველოში ომს არ დაიწყებს.

"რა თქმა უნდა, ვერავინ უსაყვედურებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობა უნდა. მშვიდობა გვინდა ყველას, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ ხელისუფლებას: რის ფასად, რის ფასად მივიღეთ გარანტია, თუ მივიღეთ, რომ ომი არ იქნება?! ანუ რა ფასს ვიხდით მშვიდობაში: ზურგს უკან გაფორმებული კაპიტულაცია და ჩაბარებული ქვეყანა?!

მაშინ როცა "ოდკბ"-ს წევრ ყირგიზეთსაც კი ემუქრებიან რუსები უკრაინის სცენარის განმეორებით, მიუხედავად იმისა, რომ იქ ახლა ამას ნამდვილად ვერ გაბედავენ. ამქვეყნად ვერავინ მოგცემთ გარანტიას, თვით პუტინიც კი, რომ აქ ომს არ დაიწყებს: ხვალ რა დასჭირდება კედელთან მიმწყვდეულ რუსეთის ხელისუფლებას მაკრონისეული "სახის გადასარჩენად“, მანაც კი არ იცის.

არც იმაზე საუბრობს ვინმე, რომ ჯოხი ვურტყათ წელზე რუსეთის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ ხელისუფლებას. მაგრამ მას თუ დასჭირდა უკრაინაში მარცხის საკომპენსაციოდ აქ ერთ პატარა, "ძლევამოსილ" ომს მაინც "მოარტყამს". არა "მშვიდობით" შემოვა, ეს არაფერში აწყობს, არამედ ნგრევით და სიკვდილით, სულ რომ მთელი ერი გავუწვეთ, მას აქ წინააღმდეგობის გაწევის ინსცენირება მაინც დასჭირდება. აი, ამ სცენარის არდაშვების გარანტიას ჩვენს ხელისუფლებას არავინ მისცემს, თუნდაც ზურგს უკან ჩაბარებული ჰქონდეს ქვეყანა.

მაშ რას ვშვებით, უფრო სწორად რა უნდა გვექნა: დასავლეთისთვის უნდა გვეთხოვა საპასუხო, უფრო სწორად, წინსმწრები რეაქციის, შეკავების ნაბიჯების პაკეტის მომზადება ასეთი სცენარისთვის, სადაც დეტალ-დეტალ უნდა აეხსნას რუსეთს რა დამატებითი სანქციები და ნაბიჯები ელოდება საქართველოზე თავდასხმის შემთვევაში; ქვეყნის ჯარი, სამხედრო რეზერვი, ტერიტორიული თავდაცვა ისე უნდა იყოს გაწვრთნილი, აღჭურვილი და მობილიზებული, რომ რუსს არ ჰქონდეს აქ მარტივი გასეირნების და კაპიტულაციის იმედი;

აწყობილი უნდა გვქონდეს ინფრასტრუქტურა და მოწოდების ჯაჭვი მეზობლად მდებარე ნატოს წევრ ერთადერთ სახელმწიფოსთან; მოსახლეობას უნდა ჰქონდეს პატრიოტული და არა კოლაბორაციონისტული განწყობები; მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს პრორუსული პოლიტპარტიების და საინფორმაციო საშუალებების საქმიანობა; ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული და არა - რუსეთზე მიბმული; უნდა გვქონდეს უკიდურესად გამართული ჰაერსაწინააღმდეგო და სანაპირო დაცვის სისტემები და სწორედ ამას უნდა ვთხოვდეთ დასავლეთს და მოგვეცემა.

არის ეს ყველაფერი იმის გარანტია, რომ რუსი 5 კილომეტრით არ ამოიჩოჩებს გორის ტრასაზე და არ დაიძვრება თბილისიკენ?! სამწუხაროდ, არ არის, მაგრამ იმაზე მეტად დაცული ვიქნებოდით, ვიდრე ახლა, "გარანტირებული მშვიდობის" შემთხვევაში.

ვკითხულობ, რატომ არ გაკეთდა ეს ყველაფერი: რა, რეზერვის სათანადო მომზადება რომ გვეწარმოებინა ამ წლების მანძილზე, რუსი ტანკს დაძრავდა?! პატრიოტიზმზე რომ აღგვეზრდა შვილები სკოლებში - რუსი ბობმებს დაგვაყრიდა?! გმირის და გმირობის კულტი რომ აგვეღორძინებინა, ამას რუსის შემოჭრა მოყვებოდა?! უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივ წარმოებაზე რომ გვეზრუნა, ატომურ ბომბს გვევსრიდა ვინმე?!

რუსული პროპაგანდა რომ შეგვეზღუდა - ვინმე დაგვიპყრობდა?! ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე რომ გვეზრუნა - ქიმიური იარაღით გაგვანადგურებდნენ?! რატომ არ გაკეთდა ეს ყველაფერი?! მშვიდობისთვის?! თუ საქართველოს ხელისუფლებას კომფორტისთვის და აღებული ვალდებულებებისთვის აწყობდა ასე და ამ ვალდებულებებში შედის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის პერსპექტივის ჩაშლაც?! თავი რომ დავანებოთ საქართველოს ხელისუფლების უკრაინასთან დამოკიდებულებას.

• ამ ფონზე რა რისკები შეიძლება გველოდეს 17 ივლისს, ამაზე უახლოეს დღეებში" - წერს ლაგაზიძე.