კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა..." - ექსპერტი
"ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა..." - ექსპერტი

მო­ლო­დი­ნი, რომ 9 მა­ისს რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას ომს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­უ­ცხა­დებ­და და სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას და­ი­წყებ­და, არ გა­მარ­თლდა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მოს­კოვ­ში, წი­თელ მო­ე­დან­ზე, აღ­ლუ­მი არც შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოდ­გა და მა­ინ­ცდა­მა­ინც არც სა­ზე­ი­მო ელ­ფე­რი დაჰ­კრავ­და. პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სი­ტყვაც უფრო თა­ვის მარ­თლე­ბას ჰგავ­და უკ­რა­ი­ნა­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი ომის გამო და მუ­ქა­რის ელე­მენ­ტებ­საც ნაკ­ლე­ბად შე­ი­ცავ­და. ფაქ­ტია, რუ­სე­თი საბ­რძო­ლო წარ­მა­ტე­ბას მა­ინ­ცდა­მა­ინც ვერ აღ­წევს, მე­ტიც - უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ხარ­კო­ვის ოლ­ქის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. "უკ­რა­ი­ნამ აი­ძუ­ლა რუ­სე­თი თა­ვი­სი სა­მიზ­ნე­ე­ბი ოპე­რა­ტი­ულ და ტაქ­ტი­კურ დო­ნემ­დე შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა და ომი გრძელ­ვა­დი­ან ფა­ზა­ში გა­და­დის,“ - გა­ნა­ცხა­და ორი­ო­დე დღის წინ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ალექ­სეი რეზ­ნი­კოვ­მა. მისი თქმით, 24 თე­ბერ­ვალს თავ­დას­ხმის შემ­დეგ მოს­კო­ვი ელო­და, რომ უკ­რა­ი­ნა რამ­დე­ნი­მე დღე­ში კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას გა­მო­ა­ცხა­დებ­და და კრემ­ლი იქ ახალ რუ­სულ სის­ტე­მას შექ­მნი­და, მაგ­რამ უკვე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის ცხა­დია, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ და მო­სახ­ლე­ო­ბამ ოკუ­პან­ტე­ბი მო­ი­გე­რი­ეს და მათი გეგ­მაც ჩა­შა­ლეს. რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს ომის ეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ფაზა და გა­მარ­ჯვე­ბის რა შან­სი აქვს უკ­რა­ი­ნას? - ამ კი­თხვით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ ექ­სპერტ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს­თან:

- სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი არ ვარ, მაგ­რამ, ჩემი შე­ფა­სე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბა წლის ბო­ლომ­დე მა­ინც გაგ­რძელ­დე­ბა. თა­ვი­დან­ვე კარ­გად ჩან­და, რომ რუ­სეთს ბლიცკ­რი­გი არ გა­მო­უ­ვი­დო­და. ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ რუ­სეთს მცი­რე წარ­მა­ტე­ბაც კი უდი­დე­სი მსხვერ­პლის ფა­სად უჯ­დე­ბა. რაც უფრო გაგ­რძელ­დე­ბა ომი, მით უფრო და­სუს­ტდე­ბა რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა კი, ვხე­დავთ, რომ სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბა და უდი­დეს ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­საც იღებს. ჩემი აზ­რით, უკ­რა­ი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს შე­ი­წი­რავს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის სრუ­ლი დე­მონ­ტა­ჟი. ევ­რო­პა და მსოფ­ლიო აღარ აპი­რე­ბენ მსგავ­სი რე­ჟი­მის ატა­ნას. მხო­ლოდ პუ­ტი­ნის შეც­ვლა, სის­ტე­მის დე­მონ­ტა­ჟის გა­რე­შე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი იქ­ნე­ბა, რად­გან ცოტა ხან­ში იგი­ვე გან­მე­ორ­დე­ბა - და­ახ­ლო­ე­ბით 10 წე­ლი­წად­ში რუ­სე­თი ისევ გაძ­ლი­ერ­დე­ბა და მსოფ­ლი­ოც იმა­ვე პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დად­გე­ბა. გორ­დი­ას კვან­ძი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­და­იჭ­რას და დღეს უკ­რა­ი­ნა, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს დახ­მა­რე­ბით, ამას აკე­თებს.

- უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ძვრე­ბის მომსწრე­ნი ვართ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახა­ლი მსოფ­ლიო ჩვენ თვალ­წინ ყა­ლიბ­დე­ბა. ის­მის კი­თხვა: სად შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს სა­ქარ­თვე­ლო? მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თან ერ­თად, ევ­რო­კო­მი­სი­ას უკვე ჩა­ვა­ბა­რეთ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბის კი­თხვა­რის პა­სუ­ხე­ბი, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ, ამის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ერ­თი საყ­ვე­დუ­რი ის­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით, რომ ის არ არის აქ­ტი­უ­რი და არ ცდი­ლობს მო­მა­ვალ გა­ნახ­ლე­ბულ მსოფ­ლი­ო­ში სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის­თვის ბრძო­ლას.

- ბევ­რი ამ­ბობს, რომ კან­დი­და­ტო­ბის მი­ნი­ჭე­ბის გზა­ზე უკ­რა­ი­ნას მეტი შან­სი აქვს, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას, მაგ­რამ მე ასე არ მგო­ნია. ვფიქ­რობ, კან­დი­და­ტო­ბას დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად მი­ა­ნი­ჭე­ბენ სა­მი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს, მაგ­რამ ერთ რა­მეს შე­გახ­სე­ნებთ: თურ­ქეთ­მა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი 1991 წელს მი­ი­ღო, მაგ­რამ დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა მისი გა­წევ­რე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გე­თან­ხმე­ბით, რომ სრუ­ლი­ად იც­ვლე­ბა მსოფ­ლი­ოს წეს­რი­გი, უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი. მსოფ­ლიო ასე­თი ერ­თი­ა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა. თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უკ­რა­ი­ნის ომის შემ­დეგ გა­ე­როს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მი­რე­ბა მოხ­დე­ბა, გაძ­ლი­ერ­დე­ბა მისი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი, შე­იც­ვლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს პრინ­ცი­პი და ა.შ. ამის­თვის ახ­ლა­ვე უნდა ვემ­ზა­დე­ბო­დეთ, თუ გვინ­და, რომ ჩვე­ნი ად­გი­ლი ვი­პო­ვოთ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, მაგ­რამ ამის ნაც­ვლად რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში? მთა­ვარ თე­მად ისევ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ­ცი­ეს. ერ­თნი გა­ი­ძა­ხი­ან, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ მიშა და გა­ვუშ­ვათ სა­ზღვარ­გა­რე­თო. მე­ო­რე­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მიშა დამ­ნა­შა­ვეა, მან უნდა მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი და ა.შ. ლა­პა­რა­კია მსოფ­ლი­ოს გა­დარ­ჩე­ნა­ზე და ჩვენ ისევ მი­შას გამო ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს. ასე მოკ­ლე ჭკუ­ის თუ ვი­ყა­ვით, ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა... თქვენ აქ­ტი­უ­რო­ბა ახ­სე­ნეთ. ჩემი შე­ფა­სე­ბით, აქ­ტი­უ­რობს მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა, იმი­ტომ, რომ ომ­შია. მა­ინ­ცდა­მა­ინც ვერც მოლ­დო­ვის აქ­ტი­უ­რო­ბას ვხე­დავთ... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

ისე , ოცდაათი საუკუნეა რაღაცა ძალა გვებრძვის , ნაკვალევს გვიშლის , არათუ წინ სვლაგეზს , დავიჯერო შიდა მტრობა ? 

ალექს
35

მე ვიცი, რომ რაღაცა ჭრელი ქვების ექსპერტია ესა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა..." - ექსპერტი

"ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა..." - ექსპერტი

მოლოდინი, რომ 9 მაისს რუსეთი უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებდა და საყოველთაო მობილიზაციას დაიწყებდა, არ გამართლდა. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვში, წითელ მოედანზე, აღლუმი არც შთამბეჭდავი გამოდგა და მაინცდამაინც არც საზეიმო ელფერი დაჰკრავდა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვაც უფრო თავის მართლებას ჰგავდა უკრაინაში წამოწყებული ომის გამო და მუქარის ელემენტებსაც ნაკლებად შეიცავდა. ფაქტია, რუსეთი საბრძოლო წარმატებას მაინცდამაინც ვერ აღწევს, მეტიც - უკრაინელებმა მოახერხეს ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება. "უკრაინამ აიძულა რუსეთი თავისი სამიზნეები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა და ომი გრძელვადიან ფაზაში გადადის,“ - განაცხადა ორიოდე დღის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა. მისი თქმით, 24 თებერვალს თავდასხმის შემდეგ მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში კაპიტულაციას გამოაცხადებდა და კრემლი იქ ახალ რუსულ სისტემას შექმნიდა, მაგრამ უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, რომ უკრაინის არმიამ და მოსახლეობამ ოკუპანტები მოიგერიეს და მათი გეგმაც ჩაშალეს. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომის ეს გრძელვადიანი ფაზა და გამარჯვების რა შანსი აქვს უკრაინას? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ, ჩემი შეფასებით, უკრაინაში საომარი ვითარება წლის ბოლომდე მაინც გაგრძელდება. თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდოდა. ომის მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთს მცირე წარმატებაც კი უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება. რაც უფრო გაგრძელდება ომი, მით უფრო დასუსტდება რუსეთი, უკრაინა კი, ვხედავთ, რომ სამხედრო თვალსაზრისით სულ უფრო ძლიერდება და უდიდეს ფინანსურ დახმარებასაც იღებს. ჩემი აზრით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. აუცილებელია რუსეთის მმართველი რეჟიმის სრული დემონტაჟი. ევროპა და მსოფლიო აღარ აპირებენ მსგავსი რეჟიმის ატანას. მხოლოდ პუტინის შეცვლა, სისტემის დემონტაჟის გარეშე, აბსოლუტურად არასწორი იქნება, რადგან ცოტა ხანში იგივე განმეორდება - დაახლოებით 10 წელიწადში რუსეთი ისევ გაძლიერდება და მსოფლიოც იმავე პრობლემების წინაშე დადგება. გორდიას კვანძი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას და დღეს უკრაინა, მთელი მსოფლიოს დახმარებით, ამას აკეთებს.

- უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ძვრების მომსწრენი ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ახალი მსოფლიო ჩვენ თვალწინ ყალიბდება. ისმის კითხვა: სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო? მოგეხსენებათ, ჩვენ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკომისიას უკვე ჩავაბარეთ ევროკავშირის კანდიდატობის კითხვარის პასუხები, რაც ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, ამის მიუხედავად, არაერთი საყვედური ისმის ხელისუფლების მისამართით, რომ ის არ არის აქტიური და არ ცდილობს მომავალ განახლებულ მსოფლიოში საკუთარი ადგილისთვის ბრძოლას.

- ბევრი ამბობს, რომ კანდიდატობის მინიჭების გზაზე უკრაინას მეტი შანსი აქვს, ვიდრე საქართველოსა და მოლდოვას, მაგრამ მე ასე არ მგონია. ვფიქრობ, კანდიდატობას დაჩქარებულად მიანიჭებენ სამივე სახელმწიფოს, მაგრამ ერთ რამეს შეგახსენებთ: თურქეთმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 1991 წელს მიიღო, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი გაწევრება. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სრულიად იცვლება მსოფლიოს წესრიგი, უსაფრთხოების სისტემები. მსოფლიო ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ომის შემდეგ გაეროს მნიშვნელოვანი რეფორმირება მოხდება, გაძლიერდება მისი სამშვიდობო ძალები, შეიცვლება უსაფრთხოების საბჭოს პრინციპი და ა.შ. ამისთვის ახლავე უნდა ვემზადებოდეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ამის ნაცვლად რა ხდება საქართველოში? მთავარ თემად ისევ მიხეილ სააკაშვილი აქციეს. ერთნი გაიძახიან, გავათავისუფლოთ მიშა და გავუშვათ საზღვარგარეთო. მეორენი ამტკიცებენ, რომ მიშა დამნაშავეა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი და ა.შ. ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა... თქვენ აქტიურობა ახსენეთ. ჩემი შეფასებით, აქტიურობს მხოლოდ უკრაინა, იმიტომ, რომ ომშია. მაინცდამაინც ვერც მოლდოვის აქტიურობას ვხედავთ... გააგრძელეთ კითხვა