კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, კავშირში იყოს კოვიდთან" - რას წერს ზაზა წერეთელი ბოლო პერიოდში ბავშვებში აღმოჩენილ გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტზე
"არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, კავშირში იყოს კოვიდთან" - რას წერს ზაზა წერეთელი ბოლო პერიოდში ბავშვებში აღმოჩენილ გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტზე

ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, ზაზა წე­რე­თე­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის ბავ­შვებ­ში გა­მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და დე­ტა­ლუ­რად მი­მო­ი­ხი­ლავს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ასე­ვე სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რას­თან შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რა შე­იძ­ლე­ბა იყო გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია ბოლო დროს და­ფიქ­სირ­და ცნო­ბე­ბი მძი­მე მწვა­ვე ფორ­მის ჰე­პა­ტი­ტის მქო­ნე ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ევ­რო­პა­ში, აშშ-ში, ის­რა­ელ­სა და ია­პო­ნი­ა­ში. 16 წლის და უმ­ცრო­სი ასა­კის ბავ­შვებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია ღვიძ­ლის აუხ­სნე­ლი ან­თე­ბის 460 შემ­თხვე­ვა. და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, თერ­თმე­ტი ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა და შემ­თხვე­ვე­ბის მცი­რე პრო­ცენტს ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა დას­ჭირ­და.

ამ 460 შემ­თხვე­ვი­დან 10 მა­ი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, 176 და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 106-მდე ევ­რო­კავ­ში­რის/EEA-ს ქვეყ­ნებ­ში. ბლოკ­ში ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში და­ფიქ­სირ­და. შე­სა­ბა­მი­სად 35 და 22 ინ­ფექ­ცი­ით.ევ­რო­კავ­ში­რის/EEA-ს გა­რეთ, ჯერ­ჯე­რო­ბით და­ფიქ­სირ­და 181 შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის 109 და­ფიქ­სირ­და აშშ-ში, ნათ­ქვა­მია აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 6 მა­ისს.

შემ­თხვე­ვე­ბი ასე­ვე და­ფიქ­სირ­და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, ბრა­ზი­ლია, კა­ნა­და, კოს­ტა რიკა, ის­რა­ე­ლი, ია­პო­ნია, პა­ნა­მა, პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სერ­ბე­თი, სინ­გა­პუ­რი და სამ­ხრეთ კო­რეა. ამ შემ­თხვე­ვებ­ში უჩ­ვე­უ­ლო ის არის, რომ არც ერთ ბავ­შვში არ იქნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი არც ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სი, რო­მე­ლიც იწ­ვევს მწვა­ვე ვირუ­სულ ჰე­პა­ტიტს (ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სე­ბი A, B, C, D, E) პა­ცი­ენ­ტთა უმე­ტე­სო­ბას აღე­ნიშ­ნე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის სიმპტო­მე­ბი და შემ­დეგ პროგ­რე­სი­რებს სიყ­ვით­ლემ­დე და, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ღვიძ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბამ­დე.

ბრი­ტა­ნეთ­ში მძი­მე მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის მქო­ნე ბავ­შვე­ბის 72%-ს, რომ­ლე­ბიც ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ ადე­ნო­ვირუს­ზე, გა­მოვ­ლინ­და ადე­ნო­ვირუ­სი და 18 ქვე­ტი­პუ­რი შემ­თხვე­ვი­დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ყვე­ლა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც ადე­ნო­ვირუ­სი 41F. ეს არ არის იშ­ვი­ა­თი ქვე­ტი­პი და ის უპი­რა­ტე­სად მოქ­მე­დებს მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­სა და იმუ­ნო­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე. მოკ­ლედ იყო გა­მოთ­მუ­ლი ვა­რა­უ­დი რომ ეს ჰე­პა­ტი­ტე­ბი ადე­ნო­ვირუ­სით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი...

თუმ­ცა ადე­ნო­ვირუ­სის ტიპი 41, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ბავ­შვებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად აღ­მო­ჩე­ნილ ვირუ­სად, ჩვე­უ­ლებ­რივ იწ­ვევს გას­ტრო­ენ­ტე­რიტს და არა ჰე­პა­ტიტს. ადე­ნო­ვირუ­სის სხვა ტი­პებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჰე­პა­ტი­ტი, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რივ მხო­ლოდ იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში, ჯან­მრთე­ლი ბავ­შვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით.

გარ­და ამი­სა, ადე­ნო­ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტის "ძი­რი­თა­დი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კრი­ტე­რი­უ­მი" არის ვირუ­სის ნახ­ვა ღვიძ­ლის ბი­ოფ­სი­ა­ზე და ეს არ მომ­ხდა­რა არც ერთ ბავ­შვში, რო­მელ­საც გა­უ­კეთ­და ღვიძ­ლის ქსო­ვი­ლის ანა­ლი­ზი აშშ-სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის ან­გა­რი­შე­ბის მი­ხედ­ვით. ამი­ტომ ახლა უფრო ხში­რად ის­მის ვა­რა­უ­დი, რომ ეს შემ­თხვე­ვე­ბი შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ კავ­შირ­ში იყოს SARS-CoV-2-თან.

ინ­გლი­სე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ერთი ჯგუ­ფის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 18%-ში და ინ­გლის­ში 97 შემ­თხვე­ვი­დან 11 (11%), და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო SARS-CoV-2. კი­დევ სამი შემ­თხვე­ვა დად­გინ­და ჰე­პა­ტი­ტის გა­მოვ­ლე­ნამ­დე 8 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. მიმ­დი­ნა­რე სე­რო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ად­გენს უფრო მეტ შემ­თხვე­ვას მძი­მე მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის და წინა ან მიმ­დი­ნა­რე SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ით. ის­რა­ე­ლის 12 პა­ცი­ენ­ტი­დან თერ­თმეტ­ში და­ფიქ­სირ­და, რომ ჰქონ­და COVID-19 ბოლო თვე­ებ­ში,და ჰე­პა­ტი­ტის შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ფიქ­სირ­და ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა პა­ცი­ენ­ტებ­ში COVID-19 ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის.

  • რო­გორც მკვლე­ვა­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ვირუ­სუ­ლი რე­ზერ­ვუ­ა­რის ფორ­მი­რე­ბა. SARS-CoV-2 ვირუ­სის მდგრა­დო­ბამ კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ვირუ­სუ­ლი ცი­ლე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­მო­ყო­ფა ნაწ­ლა­ვის ეპი­თე­ლი­უმ­ში, რაც იწ­ვევს იმუ­ნურ აქ­ტი­ვა­ცი­ას. ეს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა შე­საძ­ლოა, ასე­ვე ინი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს სუ­პე­რან­ტი­გე­ნით SARS-CoV-2 სპა­ი­კის პრო­ტე­ინ­ში, რო­მე­ლიც მსგავ­სია სტა­ფი­ლო­კო­კუ­რი ენ­ტე­რო­ტოქ­სი­ნის B,6-ს, რაც იწ­ვევს T-უჯრე­დე­ბის ფარ­თო და არას­პე­ცი­ფი­კურ აქ­ტი­ვა­ცი­ას.

ეს სუ­პე­რან­ტი­გე­ნის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის აქ­ტი­ვა­ცია შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია, რო­გორც მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მის გა­მომ­წვე­ვი მე­ქა­ნიზ­მი ბავ­შვებ­ში.ასე რომ ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის მუ­სი­რებს ჰი­პო­თე­ზა რომ AdV გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი SARS-CoV-2 სუ­პე­რან­ტი­გე­ნით შუ­ა­მავ­ლო­ბით იწ­ვევს იმ მძი­მე, მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის შემ­თხვე­ვებს ბავ­შვებ­ში რომ­ლე­ბიც ახლა ფიქ­სირ­დე­ბა.

SARS-CoV-2 ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ, ბავ­შვებ­ში რჩე­ბა ვირუ­სუ­ლი რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სუ­პერ ან­ტი­გე­ნუ­რი შუ­ა­მავ­ლო­ბით იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი აქ­ტი­ვა­ცია. თუ ასე­თი ვირუ­სუ­ლი რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი არ­სე­ბობს და ბავ­შვი შემ­დგომ­ში და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა AdV-ით, ეს სუ­პე­რან­ტი­გე­ნის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეფექ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს ბევ­რად უფრო გა­მო­ხა­ტუ­ლი და პო­ტენ­ცი­უ­რად გა­მო­იწ­ვი­ოს იმუ­ნო­პა­თო­ლო­გია, რო­გო­რი­ცაა ახ­ლა­ხან მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწვა­ვე, მძი­მე ჰე­პა­ტი­ტი, რის გა­მოც ასე­თი იმუ­ნო­პა­თო­ლო­გი­ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა იყოს გა­მოკ­ვლე­უ­ლი ამ შემ­თხვე­ვებ­ში", - წერს ზაზა წე­რე­თე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

ახალი ნომერი გააგორეს გლობალისტებმა ევროპაში და ქართული მედიცინის მაფია როგორ ჩამორჩება ახლა მაგათ, 2. წლის მანძილზე რაც ხალხი დახოცეს არ ეყოთ, ვეღარ გაძრა მაგათი მუცელი.

...
2

იქნებ აცრებშია მიზეზები???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, კავშირში იყოს კოვიდთან" - რას წერს ზაზა წერეთელი ბოლო პერიოდში ბავშვებში აღმოჩენილ გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტზე

"არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, კავშირში იყოს კოვიდთან" - რას წერს ზაზა წერეთელი ბოლო პერიოდში ბავშვებში აღმოჩენილ გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტზე

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, ზაზა წერეთელი გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის ბავშვებში გამოვლენის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და დეტალურად მიმოიხილავს აღნიშნულ საკითხზე ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას და ასევე საუბრობს იმაზე, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა შეიძლება იყო გამომწვევი მიზეზი.

"როგორც ცნობილია ბოლო დროს დაფიქსირდა ცნობები მძიმე მწვავე ფორმის ჰეპატიტის მქონე ბავშვების შესახებ დიდ ბრიტანეთში, ევროპაში, აშშ-ში, ისრაელსა და იაპონიაში. 16 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოვლენილია ღვიძლის აუხსნელი ანთების 460 შემთხვევა. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ბოლო ინფორმაციით, თერთმეტი ბავშვი გარდაიცვალა და შემთხვევების მცირე პროცენტს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

ამ 460 შემთხვევიდან 10 მაისის მონაცემებით, 176 დაფიქსირებულია დიდ ბრიტანეთში 106-მდე ევროკავშირის/EEA-ს ქვეყნებში. ბლოკში ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიასა და ესპანეთში დაფიქსირდა. შესაბამისად 35 და 22 ინფექციით.ევროკავშირის/EEA-ს გარეთ, ჯერჯერობით დაფიქსირდა 181 შემთხვევა, მათ შორის 109 დაფიქსირდა აშშ-ში, ნათქვამია აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების პრესკონფერენციაზე 6 მაისს.

შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ინდონეზიაში, არგენტინაში, ბრაზილია, კანადა, კოსტა რიკა, ისრაელი, იაპონია, პანამა, პალესტინის ტერიტორიები, სერბეთი, სინგაპური და სამხრეთ კორეა. ამ შემთხვევებში უჩვეულო ის არის, რომ არც ერთ ბავშვში არ იქნა გამოვლენილი არც ერთი გავრცელებული ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე ვირუსულ ჰეპატიტს (ჰეპატიტის ვირუსები A, B, C, D, E) პაციენტთა უმეტესობას აღენიშნება კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და შემდეგ პროგრესირებს სიყვითლემდე და, ზოგიერთ შემთხვევაში, ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე.

ბრიტანეთში მძიმე მწვავე ჰეპატიტის მქონე ბავშვების 72%-ს, რომლებიც ტესტირება ჩაუტარდათ ადენოვირუსზე, გამოვლინდა ადენოვირუსი და 18 ქვეტიპური შემთხვევიდან დიდ ბრიტანეთში, ყველა იდენტიფიცირებული იყო, როგორც ადენოვირუსი 41F. ეს არ არის იშვიათი ქვეტიპი და ის უპირატესად მოქმედებს მცირეწლოვან ბავშვებსა და იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებზე. მოკლედ იყო გამოთმული ვარაუდი რომ ეს ჰეპატიტები ადენოვირუსით არის გამოწვეული...

თუმცა ადენოვირუსის ტიპი 41, რომელიც იდენტიფიცირებულია ბავშვებში ყველაზე ხშირად აღმოჩენილ ვირუსად, ჩვეულებრივ იწვევს გასტროენტერიტს და არა ჰეპატიტს. ადენოვირუსის სხვა ტიპებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატიტი, მაგრამ ჩვეულებრივ მხოლოდ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში, ჯანმრთელი ბავშვებისგან განსხვავებით.

გარდა ამისა, ადენოვირუსული ჰეპატიტის "ძირითადი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი" არის ვირუსის ნახვა ღვიძლის ბიოფსიაზე და ეს არ მომხდარა არც ერთ ბავშვში, რომელსაც გაუკეთდა ღვიძლის ქსოვილის ანალიზი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ანგარიშების მიხედვით. ამიტომ ახლა უფრო ხშირად ისმის ვარაუდი, რომ ეს შემთხვევები შესაძლოა, გარკვეულ კავშირში იყოს SARS-CoV-2-თან.

ინგლისელი მეცნიერების ერთი ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბრიტანეთში დაფიქსირებული შემთხვევების 18%-ში და ინგლისში 97 შემთხვევიდან 11 (11%), დაფიქსირებული იყო SARS-CoV-2. კიდევ სამი შემთხვევა დადგინდა ჰეპატიტის გამოვლენამდე 8 კვირის განმავლობაში. მიმდინარე სეროლოგიური ტესტირება, სავარაუდოდ, დაადგენს უფრო მეტ შემთხვევას მძიმე მწვავე ჰეპატიტის და წინა ან მიმდინარე SARS-CoV-2 ინფექციით. ისრაელის 12 პაციენტიდან თერთმეტში დაფიქსირდა, რომ ჰქონდა COVID-19 ბოლო თვეებში,და ჰეპატიტის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ძალიან ახალგაზრდა პაციენტებში COVID-19 ვაქცინაციისთვის.

  • როგორც მკვლევარები ვარაუდობენ SARS-CoV-2 ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული რეზერვუარის ფორმირება. SARS-CoV-2 ვირუსის მდგრადობამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული ცილების განმეორებითი გამოყოფა ნაწლავის ეპითელიუმში, რაც იწვევს იმუნურ აქტივაციას. ეს გააქტიურება შესაძლოა, ასევე ინიცირებული იყოს სუპერანტიგენით SARS-CoV-2 სპაიკის პროტეინში, რომელიც მსგავსია სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის B,6-ს, რაც იწვევს T-უჯრედების ფართო და არასპეციფიკურ აქტივაციას.

ეს სუპერანტიგენის შუამავლობით გამოწვეული იმუნური უჯრედების აქტივაცია შემოთავაზებულია, როგორც მულტისისტემური ანთებითი სინდრომის გამომწვევი მექანიზმი ბავშვებში.ასე რომ ამ მომენტისათვის მუსირებს ჰიპოთეზა რომ AdV გაძლიერებული SARS-CoV-2 სუპერანტიგენით შუამავლობით იწვევს იმ მძიმე, მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებს ბავშვებში რომლებიც ახლა ფიქსირდება.

SARS-CoV-2 ვირუსით ინფექციის შემდეგ, ბავშვებში რჩება ვირუსული რეზერვუარები და დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს სუპერ ანტიგენური შუამავლობით იმუნური უჯრედების განმეორებითი აქტივაცია. თუ ასეთი ვირუსული რეზერვუარები არსებობს და ბავშვი შემდგომში დაინფიცირდება AdV-ით, ეს სუპერანტიგენის შუამავლობით გამოწვეული ეფექტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო გამოხატული და პოტენციურად გამოიწვიოს იმუნოპათოლოგია, როგორიცაა ახლახან მოხსენებული მწვავე, მძიმე ჰეპატიტი, რის გამოც ასეთი იმუნოპათოლოგიის მტკიცებულება უნდა იყოს გამოკვლეული ამ შემთხვევებში", - წერს ზაზა წერეთელი.