მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და მეუღლემ და შვილმა ორანჟერეა გამიკეთეს… დეპრესიიდან ამან გამომიყვანა" - ცნობილი მემცენარის გზა სოხუმიდან წავკისამდე
"ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და მეუღლემ და შვილმა ორანჟერეა გამიკეთეს… დეპრესიიდან ამან გამომიყვანა" - ცნობილი მემცენარის გზა სოხუმიდან წავკისამდე

მისი ყვა­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შინ ბევ­რს აქვს, ბევ­რიც აზრს ეკი­თხე­ბა - რო­გორ მო­ა­შე­ნოს და მო­ამ­რავ­ლოს ისი­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 25 წელი სკო­ლა­ში მა­თე­მა­ტი­კას ას­წავ­ლი­და, ახლა კვა­ლი­ფი­ცი­ურ მემ­ცე­ნა­რედ იც­ნო­ბენ.

ფიქ­რია ცი­კა­რიშ­ვილ­მა მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა თე­ლავ­ში გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა ზუგ­დიდ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი კი ულა­მა­ზეს სო­ხუმ­ში.

- სო­ხუ­მი მშობ­ლი­უ­რი, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქია... წელს მარ­ტში თოვ­ლი რომ მო­დი­ო­და, სო­ხუ­მი გა­მახ­სენ­და, - რომ მო­ვი­დო­და, ბავ­შვე­ბი სკო­ლი­დან სა­ნა­პი­რო­ზე გავ­რბო­დით, იქ მა­ღალ და და­თოვ­ლილ პალ­მე­ბის ძირ­ში ვდგე­ბო­დით, ვარ­ხევ­დით და გვი­ხა­რო­და, თავ­ზე რომ გვეყ­რე­ბო­და... თოვ­ლი იშ­ვი­ა­თად მო­დი­ო­და, მაგ­რამ როცა მო­ვი­დო­და, დღე­სას­წა­უ­ლი იყო...

მე-10 კლას­ში ვი­ყა­ვი, სო­ხუმ­ში პირ­ვე­ლი ტრო­ლე­ი­ბუ­სი რომ გაჩ­ნდა და სა­ნამ სახ­ლში მი­ვი­დო­დი, სად­გურ­თან ვცხოვ­რობ­დით, ქა­ლაქს ტრო­ლე­ი­ბუ­სით 10 წრეს მა­ინც შე­მო­ვუვ­ლი­დი... ქუ­ჩებ­ში ფე­ხით სი­ა­რუ­ლიც მიყ­ვარ­და...

ჩვე­ნი ოჯა­ხი იქ სა­ცხოვ­რებ­ლად ზუგ­დი­დი­დან გა­და­ვი­და... სახ­ლი ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებ­და და ღამე სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო, პორ­ტში გა­ნა­თე­ბუ­ლი დიდი და ცნო­ბი­ლი გე­მე­ბი რომ შე­მო­დი­ოდ­ნენ... თე­ლავ­ში აფხა­ზე­თის და­კარ­გვამ­დე ბევ­რად ადრე გად­მო­ვე­დი, რად­გა­ნაც აქეთ გავ­თხოვ­დი...

- ალ­ბათ სო­ხუ­მის იმ ლა­მაზ­მა გა­რე­მომ და იმა­ნაც, რომ მამა აგ­რო­ნო­მი გყავ­დათ, ხელი შე­უ­წყო თქვენ­ში მცე­ნა­რე­ე­ბის მი­მართ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას...

- თა­ვი­დან მა­მამ პა­ტა­რა სახ­ლი იყი­და, მაგ­რამ დიდი ეზო ჰქონ­და, წლე­ბის მერე კი იქა­უ­რო­ბა კარ­გად მო­ა­წყო. სახ­ლიც და ეზოც შე­უ­და­რებ­ლად ლა­მა­ზი იყო. მცე­ნა­რე­ე­ბი თა­ვი­დან­ვე მიყ­ვარ­და, მერე თე­ლავ­ში რომ აღ­მოვ­ჩნდი, იქაც მო­ვამ­რავ­ლე... სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბას თავი რომ და­ვა­ნე­ბე, ერთი პე­რი­ო­დი მოს­წავ­ლე­ებს ვამ­ზა­დებ­დი, მაგ­რამ ახლა რა­საც ვა­კე­თებ, ეს სულ სხვა რამ არის...

- რო­გორც ჩანს, თე­ლა­ვი მო­გე­წო­ნათ...

- თე­ლა­ვის ინ­სტი­ტუ­ტში ვსწავ­ლობ­დი, სა­დაც რექ­ტო­რი ბი­ძა­ჩე­მი იყო, ბო­ლოს კი ბი­ნაც იქ და­ვი­დე... ამ ქა­ლაქ­ში ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცხოვ­რობ­და, იქ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბაც დუღ­და...

სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბას თავი რომ და­ვა­ნე­ბე, იმ პე­რი­ო­დის­თვის ეზო უკვე სავ­სე მქონ­და მცე­ნა­რე­ე­ბით, ნამ­დვი­ლი ბაღ­ნა­რი იყო...

და­ახ­ლო­ე­ბით მაგ პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და და შვილ­მა და მე­უღ­ლემ ორან­ჟე­რეა გა­მი­კე­თეს. ამან კი დეპ­რე­სი­ი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა. არა­და, იმ დროს (1999 წელი) სა­ქარ­თვე­ლო­ში ცუდი პე­რი­ო­დი იყო, თან, შვი­ლე­ბი სტუ­დენ­ტე­ბი მყავ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს მე­უღ­ლეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტიც ჰქონ­და, თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც მუ­შა­ობ­და, და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო ორი სტუ­დენ­ტის შე­ნახ­ვა გა­ჭირ­და და ჩემი ორან­ჟე­რეა სწო­რედ მა­შინ ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. ყვა­ვი­ლე­ბით თბი­ლის­ში ჩავ­დი­ო­დი და ვყიდ­დი. ისე რომ, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე ჩემი მცე­ნა­რე­ე­ბის კლუ­ბიც გა­ვა­კე­თე. ასე­თი შრო­მა არ მე­თა­კი­ლე­ბო­და. არ მით­ქვამს, - ლექ­ტო­რის ცოლი ვარ, თა­ვა­დაც მას­წავ­ლებ­ლი და ამას არ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი.

ახლა ჩემი ბიჭი ამე­რი­კა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მია, გო­გოც იქ არის, თა­ვის სპე­ცი­ა­ლო­ბით საქ­მი­ა­ნობს. ორი­ვე ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა. დღეს ამ საქ­მეს იმი­ტომ არ ვა­კე­თებ, რომ ეკო­ნო­მი­უ­რად მი­ჭირს. უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლა­ფერს რა­ღაც დიდი მი­ზი­დუ­ლო­ბა აქვს. დრო ორან­ჟე­რე­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას ისე გა­დის, ვერც ვი­გებ. ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე - რო­გორ არ გე­ზა­რე­ბა ამ­დე­ნი საქ­მის კე­თე­ბა? მაგ­რამ თავი რო­გორ და­ვა­ნე­ბო, როცა ვიცი, რომ მცე­ნა­რე­ებს ჩემი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა?! შე­იძ­ლე­ბა სხვა საქ­მე გა­დავ­დო და ამას არ ვუ­ღა­ლა­ტებ.

- 1000-ზე და­სა­ხე­ლე­ბის მცე­ნა­რე გაქვთ. მათ­გან ზოგი ფოთ­ლო­ვა­ნია, მა­რადმწვა­ნე, ეკ­ლო­ვა­ნი, მოყ­ვა­ვი­ლე. ზოგს სით­ბო უყ­ვარს, ზოგს - ჩრდი­ლი, რო­გორ ახერ­ხებთ ორან­ჟე­რე­ა­ში მათ­თვის შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მოს შექ­მნას?

- სი­ნათ­ლის მოყ­ვა­რუ­ლებს ერ­თად ვა­თავ­სებ, ჩრდი­ლის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­იძ­ლე­ბა ზე­მო­დან სხვა თარო და­ვად­გა. ტემ­პე­რა­ტუ­რას ვე­რა­ფერს ვშვე­ლი, და­ნარ­ჩენს, მორ­წყვით ვა­ბა­ლან­სებ...

- ცოტა ხნის წინ თე­ლა­ვი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად წავ­კის­ში გად­მოხ­ვე­დით და ორან­ჟე­რეა აქაც გაქვთ. შე­იც­ვა­ლა რამე?

- თით­ქმის არა­ფე­რი... მცე­ნა­რე­ე­ბი წავ­კის­შიც კარ­გად გრძნო­ბენ თავს. წყა­ლი თე­ლავ­ზე უკე­თე­სია, რბი­ლი, იქ კი­რი­ა­ნი იყო. ჰა­ე­რიც კარ­გია წავ­კის­ში, რაც მცე­ნა­რე­ებ­ზე ასე­ვე კარ­გად მოქ­მე­დებს.

- სიყ­ვა­რუ­ლი გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ამ საქ­მის კე­თე­ბას ცოდ­ნაც უნდა...

- თა­ვი­დან­ვე ვი­წერ­დი სპე­ცი­ა­ლურ ჟურ­ნა­ლებს, სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რას, ჩემი ძმა სო­ხუ­მის სუბტ­რო­პი­კულ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და და მის არა­ერთ წიგნ­საც ვეც­ნო­ბო­დი, ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ვკი­თხუ­ლობ­დი. თუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვა შემ­ხვდე­ბო­და, რაც უნდა მცოდ­ნო­და, ვწერ­დი. ახლა ყვე­ლა წესი უკვე გამ­ჯდა­რი მაქვს, ბევ­რი რამ პრაქ­ტი­კამ მაჩ­ვე­ნა. არ მო­მე­რი­დე­ბა იმის თქმა, რომ მცე­ნა­რის შიგ­ნი­თაც კი ვი­ყუ­რე­ბი. ის კი არა, „აგრო-ქი­მია“ და „მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა“ წიგ­ნე­ბი და­ვა­მუ­შა­ვე. ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტერ­ნე­ტიც შე­მო­მეშ­ვე­ლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ამი­ტომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მოვ­კი­დე ხელი.

ამას წი­ნათ მკი­თხეს - კაქ­ტუსს რა უყ­ვარ­სო? ასე ცალ­სა­ხად ვერ იტყვი - გა­აჩ­ნია, სად არის მისი სამ­შობ­ლო, ასე­ვეა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე ფი­კუ­სიც... უნდა ვი­ცო­დეთ მისი სამ­შობ­ლო, რო­გო­რი მი­წაა იქ - ნე­შომ­პა­ლი­ა­ნი, ნეს­ტი­ა­ნია... მცე­ნა­რეს თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი გა­რე­მო და იქ არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი მოს­წონს. ყუ­რა­დღე­ბით ვარ, რომ რო­მე­ლი­მეს რა­ი­მე ავად­მყო­ფო­ბა არ შე­ე­ყა­როს ფეს­ვებ­ში, არ დალ­პეს.

- კაქ­ტუსს ამ­ყნობთ?

- კი, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი სა­ძი­რე­ე­ბი არ­სე­ბობს. არის ისე­თი კაქ­ტუ­სი, რო­მე­ლიც ლა­მა­ზია, მაგ­რამ ფესვთა სის­ტე­მა სუს­ტად აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ან ჭრე­ლია, ფე­რა­დია... ასეთ დროს ქლორო­ფი­ლი ცო­ტაა. კაქ­ტუ­სი რაც უფრო მწვა­ნეა, მას­ში მეტი ქლორო­ფი­ლი და მეტი ფო­ტო­სინ­თე­ზია, უფრო ძლი­ე­რია და ფესვთა სის­ტე­მაც კარ­გად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

მოკ­ლედ, კარ­გად რომ გან­ვი­თარ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მწვა­ნე სა­ძი­რე­ზე და­იმ­ყნოს, ისეთ­ზე, რო­მელ­საც ძლი­ე­რი ფეს­ვე­ბი აქვს. ეს მას მი­ნე­რა­ლე­ბით და საკ­ვე­ბით ამაგ­რებს და და­ა­ვა­დე­ბის მი­მარ­თაც მე­დეგს ხდის.

- წავ­კის­ში ეზო­საც უვ­ლით, ხომ?

- აქ 6 თვეა, რაც გად­მო­ვე­დით. ეზო 1000 კვად­რა­ტია. დავ­გეგ­მე, სად რა უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე შევ­სე­ბუ­ლია. ორი­გი­ნა­ლუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბი მაქვს, თე­ლავ­ში ასე მქონ­და. რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა იქი­დან აქეთ წა­მო­ვი­ღე. ზოგი სა­ი­დან მაქვს ჩა­მო­ტა­ნი­ლი და ზოგი - სა­ი­დან. წყალ­სა­ცა­ვიც გა­ვა­კე­თე და ლო­ტო­სე­ბი მაქვს. ახლა ქვით ბი­ლი­კე­ბი შე­იქ­მნე­ბა და კო­ინ­და­რი და­ი­თე­სე­ბა.

- ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ ყვა­ვი­ლებ­თან დიდი სიფრ­თხი­ლეა მა­ინც სა­ჭი­რო, ჩემს მე­უღ­ლეს სულ ვე­უბ­ნე­ბი - წყა­ლი შენ არ და­უ­სა­ხა-მეთ­ქი. ვინც არ უნდა იყოს, ვე­რა­ვის ვან­დობ...

- რო­გორც ვიცი, არა­ერ­თი მოს­წავ­ლე გყავთ, რომ­ლებ­საც ამ სფე­რო­ში ბევრ რა­მეს ას­წავ­ლით. რას ურ­ჩევ­დით ჩვენს მკი­თხველს?

- ვი­საც უნდა, რომ ეს საქ­მე გა­მო­უ­ვი­დეს, გა­მო­უ­ვა, თუ ყუ­რა­დღე­ბით მი­უდ­გე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. ვი­ცობ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, მცე­ნა­რე­ე­ბი უყ­ვართ, მაგ­რამ წყლის დას­ხმა ავი­წყდე­ბათ და ყვა­ვი­ლი შინ რო­გორც ტყვე, ისე ჰყავთ გა­მომ­წყვდე­უ­ლი. ასე არ შე­იძ­ლე­ბა. მცე­ნა­რეს სახ­ლში რომ მო­ი­ტანთ, ის თქვე­ნი ნა­წი­ლი უნდა გახ­დეს, უნდა გრძნობ­დეთ მას.

დიდი მცე­ნა­რე არას­დროს მი­ყი­დია, ის ჩემ თვალ­წინ უნდა გა­ი­ზარ­დოს. იტყვი­ან ხოლ­მე, - ეს რო­დის გა­იზ­რდე­ბაო? და პირ­და­პირ დიდ ქო­თან­ში ჩარ­გა­ვენ, იქ­ნე­ბა და იქ­ნე­ბაო. არ არის სწო­რი - ქო­თა­ნი და ყვა­ვი­ლი ერ­თად უნდა იზ­რდე­ბო­დეს. მცე­ნა­რე რომ გა­იზ­რდე­ბა, ქო­თა­ნიც შე­სა­ბა­მი­სი უნდა შე­ურ­ჩიო, ცოტა დიდ­ში გა­დარ­გო...

მთა­ვა­რი კი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნი უნდა დარ­წმუნ­დეს, უყ­ვარს თუ არა ყვა­ვი­ლე­ბი, აქვს თუ არა სა­ი­მი­სო ნე­ბის­ყო­ფა, რომ მცე­ნა­რის ხა­სი­ა­თი შე­ის­წავ­ლოს. რჩე­ვაც ის იქ­ნე­ბა, რომ ამის­თვის თა­ვი­დან უნდა მო­ემ­ზა­დოს.

- ამ "წვა­ნე სამ­ყა­რომ" თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა ფან­ჯა­რა გახ­სნა?

- კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ, ამა­ვე დროს დის­ტან­ცი­უ­რიც. ყვე­ლას­თან არ შე­მიძ­ლია ერ­თნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ამ მცე­ნა­რე­ებ­მა ძა­ლი­ან და­მა­ახ­ლო­ვა ხალ­ხთან, ბევრ ენერ­გი­ას გავ­ცემ და შე­სა­ბა­მი­სად მათ­გა­ნაც სით­ბოს ვი­ღებ. მეტი ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შემ­ძი­ნა, რა­მაც ცხოვ­რე­ბა გა­მი­ხა­ლი­სა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

შესანიშნავი ქალბატონია, სიამოვნებით გავიცნობდი, მაგრამ ერთი რამ რომ არ შევნიშნო, არ შემიძლია - წარმატებული შვილები ჰყავს და ამაყობს მათი მიღწევებით, მაგრამ ამერიკაშიიო.... გული მწყდება რომ ასე იცლება საქართველო ქართველებისგან. მინდა რომ აქაც ჰქონდეთ ჩვენს შვილებს განვითარების პერსპექტივა და მომავალი. 

ვახო
1

რა მცენარეებია, გადავირიე. რა მაგარი ქალია. ყოჩაღ თქვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და მეუღლემ და შვილმა ორანჟერეა გამიკეთეს… დეპრესიიდან ამან გამომიყვანა" - ცნობილი მემცენარის გზა სოხუმიდან წავკისამდე

"ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და მეუღლემ და შვილმა ორანჟერეა გამიკეთეს… დეპრესიიდან ამან გამომიყვანა" - ცნობილი მემცენარის გზა სოხუმიდან წავკისამდე

მისი ყვავილები საქართველოში შინ ბევრს აქვს, ბევრიც აზრს ეკითხება - როგორ მოაშენოს და მოამრავლოს ისინი. მიუხედავად იმისა, რომ 25 წელი სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა, ახლა კვალიფიციურ მემცენარედ იცნობენ.

ფიქრია ციკარიშვილმა მთელი შეგნებული ცხოვრება თელავში გაატარა, თუმცა ზუგდიდშია დაბადებული, გაზრდილი კი ულამაზეს სოხუმში.

- სოხუმი მშობლიური, საყვარელი ქალაქია... წელს მარტში თოვლი რომ მოდიოდა, სოხუმი გამახსენდა, - რომ მოვიდოდა, ბავშვები სკოლიდან სანაპიროზე გავრბოდით, იქ მაღალ და დათოვლილ პალმების ძირში ვდგებოდით, ვარხევდით და გვიხაროდა, თავზე რომ გვეყრებოდა... თოვლი იშვიათად მოდიოდა, მაგრამ როცა მოვიდოდა, დღესასწაული იყო...

მე-10 კლასში ვიყავი, სოხუმში პირველი ტროლეიბუსი რომ გაჩნდა და სანამ სახლში მივიდოდი, სადგურთან ვცხოვრობდით, ქალაქს ტროლეიბუსით 10 წრეს მაინც შემოვუვლიდი... ქუჩებში ფეხით სიარულიც მიყვარდა...

ჩვენი ოჯახი იქ საცხოვრებლად ზუგდიდიდან გადავიდა... სახლი ზღვას გადაჰყურებდა და ღამე საოცარი სანახავი იყო, პორტში განათებული დიდი და ცნობილი გემები რომ შემოდიოდნენ... თელავში აფხაზეთის დაკარგვამდე ბევრად ადრე გადმოვედი, რადგანაც აქეთ გავთხოვდი...

- ალბათ სოხუმის იმ ლამაზმა გარემომ და იმანაც, რომ მამა აგრონომი გყავდათ, ხელი შეუწყო თქვენში მცენარეების მიმართ ასეთი სიყვარულის გაღვივებას...

- თავიდან მამამ პატარა სახლი იყიდა, მაგრამ დიდი ეზო ჰქონდა, წლების მერე კი იქაურობა კარგად მოაწყო. სახლიც და ეზოც შეუდარებლად ლამაზი იყო. მცენარეები თავიდანვე მიყვარდა, მერე თელავში რომ აღმოვჩნდი, იქაც მოვამრავლე... სკოლაში მუშაობას თავი რომ დავანებე, ერთი პერიოდი მოსწავლეებს ვამზადებდი, მაგრამ ახლა რასაც ვაკეთებ, ეს სულ სხვა რამ არის...

- როგორც ჩანს, თელავი მოგეწონათ...

- თელავის ინსტიტუტში ვსწავლობდი, სადაც რექტორი ბიძაჩემი იყო, ბოლოს კი ბინაც იქ დავიდე... ამ ქალაქში ყოველთვის გამორჩეული საზოგადოება ცხოვრობდა, იქ კარგი განათლების მიღებაც შეიძლებოდა და კულტურული ცხოვრებაც დუღდა...

სკოლაში მუშაობას თავი რომ დავანებე, იმ პერიოდისთვის ეზო უკვე სავსე მქონდა მცენარეებით, ნამდვილი ბაღნარი იყო...

დაახლოებით მაგ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და შვილმა და მეუღლემ ორანჟერეა გამიკეთეს. ამან კი დეპრესიიდან გამომიყვანა. არადა, იმ დროს (1999 წელი) საქართველოში ცუდი პერიოდი იყო, თან, შვილები სტუდენტები მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეუღლეს დამოუკიდებელი ინსტიტუტიც ჰქონდა, თელავის უნივერსიტეტშიც მუშაობდა, დაბალი ანაზღაურების გამო ორი სტუდენტის შენახვა გაჭირდა და ჩემი ორანჟერეა სწორედ მაშინ ძალიან დამეხმარა. ყვავილებით თბილისში ჩავდიოდი და ვყიდდი. ისე რომ, დოლიძის ქუჩაზე ჩემი მცენარეების კლუბიც გავაკეთე. ასეთი შრომა არ მეთაკილებოდა. არ მითქვამს, - ლექტორის ცოლი ვარ, თავადაც მასწავლებლი და ამას არ გავაკეთებ-მეთქი.

ახლა ჩემი ბიჭი ამერიკაში წარმატებული ექიმია, გოგოც იქ არის, თავის სპეციალობით საქმიანობს. ორივე ამერიკის მოქალაქეა. დღეს ამ საქმეს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ეკონომიურად მიჭირს. უბრალოდ, ამ ყველაფერს რაღაც დიდი მიზიდულობა აქვს. დრო ორანჟერეაში მუშაობისას ისე გადის, ვერც ვიგებ. ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე - როგორ არ გეზარება ამდენი საქმის კეთება? მაგრამ თავი როგორ დავანებო, როცა ვიცი, რომ მცენარეებს ჩემი დახმარება სჭირდება?! შეიძლება სხვა საქმე გადავდო და ამას არ ვუღალატებ.

- 1000-ზე დასახელების მცენარე გაქვთ. მათგან ზოგი ფოთლოვანია, მარადმწვანე, ეკლოვანი, მოყვავილე. ზოგს სითბო უყვარს, ზოგს - ჩრდილი, როგორ ახერხებთ ორანჟერეაში მათთვის შესაფერისი გარემოს შექმნას?

- სინათლის მოყვარულებს ერთად ვათავსებ, ჩრდილის მოყვარულებს შეიძლება ზემოდან სხვა თარო დავადგა. ტემპერატურას ვერაფერს ვშველი, დანარჩენს, მორწყვით ვაბალანსებ...

- ცოტა ხნის წინ თელავიდან საცხოვრებლად წავკისში გადმოხვედით და ორანჟერეა აქაც გაქვთ. შეიცვალა რამე?

- თითქმის არაფერი... მცენარეები წავკისშიც კარგად გრძნობენ თავს. წყალი თელავზე უკეთესია, რბილი, იქ კირიანი იყო. ჰაერიც კარგია წავკისში, რაც მცენარეებზე ასევე კარგად მოქმედებს.

- სიყვარული გასაგებია, მაგრამ ამ საქმის კეთებას ცოდნაც უნდა...

- თავიდანვე ვიწერდი სპეციალურ ჟურნალებს, სამეცნიერო ლიტერატურას, ჩემი ძმა სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში სწავლობდა და მის არაერთ წიგნსაც ვეცნობოდი, ძალიან ბევრ რამეს ვკითხულობდი. თუ მნიშვნელოვანი რჩევა შემხვდებოდა, რაც უნდა მცოდნოდა, ვწერდი. ახლა ყველა წესი უკვე გამჯდარი მაქვს, ბევრი რამ პრაქტიკამ მაჩვენა. არ მომერიდება იმის თქმა, რომ მცენარის შიგნითაც კი ვიყურები. ის კი არა, „აგრო-ქიმია“ და „მიწათმოქმედება“ წიგნები დავამუშავე. ბოლო პერიოდში ინტერნეტიც შემომეშველა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ამიტომ საფუძვლიანად მოვკიდე ხელი.

ამას წინათ მკითხეს - კაქტუსს რა უყვარსო? ასე ცალსახად ვერ იტყვი - გააჩნია, სად არის მისი სამშობლო, ასევეა ყველაზე გავრცელებული მცენარე ფიკუსიც... უნდა ვიცოდეთ მისი სამშობლო, როგორი მიწაა იქ - ნეშომპალიანი, ნესტიანია... მცენარეს თავისი მშობლიური გარემო და იქ არსებული პირობები მოსწონს. ყურადღებით ვარ, რომ რომელიმეს რაიმე ავადმყოფობა არ შეეყაროს ფესვებში, არ დალპეს.

- კაქტუსს ამყნობთ?

- კი, სხვადასხვანაირი საძირეები არსებობს. არის ისეთი კაქტუსი, რომელიც ლამაზია, მაგრამ ფესვთა სისტემა სუსტად აქვს განვითარებული, ან ჭრელია, ფერადია... ასეთ დროს ქლოროფილი ცოტაა. კაქტუსი რაც უფრო მწვანეა, მასში მეტი ქლოროფილი და მეტი ფოტოსინთეზია, უფრო ძლიერია და ფესვთა სისტემაც კარგად არის განვითარებული.

მოკლედ, კარგად რომ განვითარდეს, აუცილებელია მწვანე საძირეზე დაიმყნოს, ისეთზე, რომელსაც ძლიერი ფესვები აქვს. ეს მას მინერალებით და საკვებით ამაგრებს და დაავადების მიმართაც მედეგს ხდის.

- წავკისში ეზოსაც უვლით, ხომ?

- აქ 6 თვეა, რაც გადმოვედით. ეზო 1000 კვადრატია. დავგეგმე, სად რა უნდა გაკეთებულიყო, ფაქტობრივად, უკვე შევსებულია. ორიგინალური მცენარეები მაქვს, თელავში ასე მქონდა. რაღაც რაოდენობა იქიდან აქეთ წამოვიღე. ზოგი საიდან მაქვს ჩამოტანილი და ზოგი - საიდან. წყალსაცავიც გავაკეთე და ლოტოსები მაქვს. ახლა ქვით ბილიკები შეიქმნება და კოინდარი დაითესება.

- ვინ გეხმარებათ?

- მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, მაგრამ ყვავილებთან დიდი სიფრთხილეა მაინც საჭირო, ჩემს მეუღლეს სულ ვეუბნები - წყალი შენ არ დაუსახა-მეთქი. ვინც არ უნდა იყოს, ვერავის ვანდობ...

- როგორც ვიცი, არაერთი მოსწავლე გყავთ, რომლებსაც ამ სფეროში ბევრ რამეს ასწავლით. რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- ვისაც უნდა, რომ ეს საქმე გამოუვიდეს, გამოუვა, თუ ყურადღებით მიუდგება და ყველაფერს გაითვალისწინებს. ვიცობ ისეთ ადამიანებს, მცენარეები უყვართ, მაგრამ წყლის დასხმა ავიწყდებათ და ყვავილი შინ როგორც ტყვე, ისე ჰყავთ გამომწყვდეული. ასე არ შეიძლება. მცენარეს სახლში რომ მოიტანთ, ის თქვენი ნაწილი უნდა გახდეს, უნდა გრძნობდეთ მას.

დიდი მცენარე არასდროს მიყიდია, ის ჩემ თვალწინ უნდა გაიზარდოს. იტყვიან ხოლმე, - ეს როდის გაიზრდებაო? და პირდაპირ დიდ ქოთანში ჩარგავენ, იქნება და იქნებაო. არ არის სწორი - ქოთანი და ყვავილი ერთად უნდა იზრდებოდეს. მცენარე რომ გაიზრდება, ქოთანიც შესაბამისი უნდა შეურჩიო, ცოტა დიდში გადარგო...

მთავარი კი ისაა, რომ ადამიანი უნდა დარწმუნდეს, უყვარს თუ არა ყვავილები, აქვს თუ არა საიმისო ნებისყოფა, რომ მცენარის ხასიათი შეისწავლოს. რჩევაც ის იქნება, რომ ამისთვის თავიდან უნდა მოემზადოს.

- ამ "წვანე სამყარომ" თქვენს ცხოვრებაში რა ფანჯარა გახსნა?

- კომუნიკაბელური ვარ, ამავე დროს დისტანციურიც. ყველასთან არ შემიძლია ერთნაირი ურთიერთობა, მაგრამ ამ მცენარეებმა ძალიან დამაახლოვა ხალხთან, ბევრ ენერგიას გავცემ და შესაბამისად მათგანაც სითბოს ვიღებ. მეტი ცოდნა, გამოცდილება და ურთიერთობები შემძინა, რამაც ცხოვრება გამიხალისა.