სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისისთვის დანიშნა
ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისისთვის დანიშნა

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მოქ­მედ­მა დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მის თა­რი­ღი და­ნიშ­ნა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა.

ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მალე ახ­დე­ბა "დიდი ოც­ნე­ბა" , რად­გან სამ­ხრეთ ოსე­თი და რუ­სე­თი "და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ერთი ის­ტო­რი­ით" და მო­ვიდ დრო, რომ გა­ერ­თი­ან­დნენ "ერთხელ და სა­მუ­და­მოდ".

"შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა. ვე­ლო­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და უახ­ლო­ეს დრო­ში, მალე ახ­დე­ბა ჩვე­ნი დიდი ოც­ნე­ბა. რუ­სე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ერთი ის­ტო­რი­ით. ეს არ არის მხო­ლოდ პარტნი­ო­რო­ბა და მე­გობ­რო­ბა. ეს უფრო ორი ძმის ურ­თი­ერ­თო­ბაა, რო­დე­საც უფ­რო­სი ძმა ყო­ველ­თვის გა­გი­გებს და მხარს და­გი­ჭერს, უმ­ცრო­სი კი - პა­ტივს სცემს და და­ეხ­მა­რე­ბა უფ­როსს. მო­ვი­და დრო, გა­ვერ­თი­ან­დეთ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ. ეს ნიშ­ნავს ახა­ლი ის­ტო­რი­ის და­სა­წყისს“, - აცხა­დებს ბი­ბი­ლო­ვი.

ცნო­ბი­ლია, რომ ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში 21 მა­ი­სის შემ­დეგ, ახა­ლი ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ალან გაგ­ლო­ე­ვის „ინა­უ­გუ­რა­ცია“ გა­ი­მარ­თე­ბა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ რო­გორც კი დრო დად­გე­ბა, „სამ­ხრეთ ოსე­თი“ მზად იქ­ნე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­სა­ტა­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
50

მიიერთოს რა მაგის გულისთვის პუტინს ხომ არ ვაწყეინებთ და ომს ხომ არ დავუწყებთ! რა დღეში ხართ ნაცებო, ომი გინდათ!

georgian
3

ნუ ღელავთ ხალხო, ბუჩქებიდან დაურეკავს პუტლერს ისა და ყველაფერს მოაყომარებს.მოკლედ ამათ აქ ვყავართ ტყვედ აყვანილები და იქიდან ისინი შემოგვიტევენ ხელსაყრელ მომენტში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისისთვის დანიშნა

ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისისთვის დანიშნა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 17 ივლისს გაიმართება.

ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება "დიდი ოცნება" , რადგან სამხრეთ ოსეთი და რუსეთი "დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდ დრო, რომ გაერთიანდნენ "ერთხელ და სამუდამოდ".

"შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში, მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი - პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს“, - აცხადებს ბიბილოვი.

ცნობილია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში 21 მაისის შემდეგ, ახალი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის „ინაუგურაცია“ გაიმართება. მან განაცხადა, რომ როგორც კი დრო დადგება, „სამხრეთ ოსეთი“ მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთში გაერთიანებასთან დაკავშირებით.