საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციაზე, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია, განცხადებას ავრცელებს - რას აცხადებენ უწყებაში
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციაზე, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია, განცხადებას ავრცელებს - რას აცხადებენ უწყებაში

"ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის იმ­პორ­ტი, დიდ­წი­ლად, ფქვი­ლის იმ­პორ­ტმა ჩა­ა­ნაც­ვლა", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

  • რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის ფქვი­ლის დე­ფი­ცი­ტის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

"იაფი ფქვი­ლის მა­რა­გე­ბის ფონ­ზე, ავ­ტო­მა­ტუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია ხორ­ბლის იმ­პორ­ტი და ხორ­ბლის მა­რა­გე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის ფქვი­ლის დე­ფი­ცი­ტის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. მა­რა­გი დღე­ი­სათ­ვის გვაქვს საკ­მა­რის­ზე მეტი, თუმ­ცა გვაქვს ფქვი­ლის და არა ხორ­ბლის სა­ხით.

და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვარ, ორ თვე­ში და­ი­წყე­ბა ხორ­ბლის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სავ­ლის აღე­ბა. ივ­ლი­სი-აგ­ვის­ტო მსოფ­ლი­ო­ში მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის ახა­ლი მო­სავ­ლის მი­ღე­ბის სე­ზო­ნია. ახა­ლი მო­სა­ვა­ლი ახა­ლი სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. დღე­ი­სათ­ვის, ხორ­ბლის ფა­სე­ბი მკვეთ­რა­დაა გაზ­რდი­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია.

იმე­დი გვაქვს, რომ ფა­სე­ბის კლე­ბის ტენ­დენ­ცია და­ი­წყე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, უკვე ამ პე­რი­ო­დის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, "სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის მა­რა­გი ამო­წუ­რუ­ლია და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ყვე­ლა წის­ქვი­ლი გა­ჩერ­დე­ბა.

რო­გორც სი­ლა­გა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, დღეს ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ფქვი­ლი შე­მო­დის, ხორ­ბა­ლი კი შეკ­ვე­თი­ლიც არაა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი, სი­ლა­გა­ვას გან­მარ­ტე­ბით ისაა, რომ ფქვილ­ზე სა­იმ­პორ­ტო გა­და­სა­ხა­დი არ არის, ხორ­ბალ­ზე კი მცუ­რა­ვი ბაჟი მოქ­მე­დებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

ესეც ნავთობი და გაზი ხომ არ არის, დათესეთ რა ეს ხორბალი რა ჯანდაბად გინდათ ამდენი ყურძენი და ღვინო

გრიგოლი1408
0

მართალი ხარ იმაში, რომ ხორბალი საქართველოში იმდენი შეიძლება მოიყვანო სრულიად დააკმაყოფილოს მოთხოვნები. არა ხარ მართალი - შიგნით კი არა გარედან არ სურთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციაზე, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია, განცხადებას ავრცელებს - რას აცხადებენ უწყებაში

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციაზე, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია, განცხადებას ავრცელებს - რას აცხადებენ უწყებაში

"ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

  • როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

"იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.

დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია.

იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ცნობისთვის, "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.

როგორც სილაგავამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. აღნიშნულის მიზეზი, სილაგავას განმარტებით ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს.