მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება" - ლევან სილაგავა
"საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება" - ლევან სილაგავა

"სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის მა­რა­გი ამო­წუ­რუ­ლია და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ყვე­ლა წის­ქვი­ლი გა­ჩერ­დე­ბა.

რო­გორც სი­ლა­გა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, დღეს ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ფქვი­ლი შე­მო­დის, ხორ­ბა­ლი კი შეკ­ვე­თი­ლიც არაა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი, სი­ლა­გა­ვას გან­მარ­ტე­ბით ისაა, რომ ფქვილ­ზე სა­იმ­პორ­ტო გა­და­სა­ხა­დი არ არის, ხორ­ბალ­ზე კი მცუ­რა­ვი ბაჟი მოქ­მე­დებს.

"ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნას უკვე თვე­ე­ბია აზრი აქვს და­კარ­გუ­ლი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­იმ­პორ­ტო გა­და­სა­ხა­დი ფქვილ­ზე ნუ­ლია, ხორ­ბალ­ზე კი მცუ­რა­ვი ბა­ჟია - დღეს ტო­ნა­ზე 120 დო­ლა­რია, რაც დიდი სხვა­ო­ბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თვე­ე­ბია ფქვი­ლი აგ­რე­სი­უ­ლად შე­მო­დის და ხორ­ბალს ანაც­ვლებს. დღეს მი­ვე­დით იმ სი­ტუ­ა­ცი­ამ­დე, რო­დე­საც ხორ­ბლის მა­რა­გი, რაც ადრე იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად ამო­წუ­რუ­ლია და წის­ქვი­ლე­ბი უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩერ­დე­ბა. წის­ქვი­ლე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კი­თხი ამო­წუ­რუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ყვე­ლა წის­ქვი­ლი გა­ჩერ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სა­ტა­ნად ხორ­ბა­ლი შეკ­ვე­თი­ლი არაა და შე­მო­დის ფქვი­ლი.

მა­რა­გებს რაც შე­ე­ხე­ბა, გა­ე­რო-ს რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ხორ­ბლის 2-თვი­ა­ნი მა­რა­გი უნდა იყოს და არა ფქვი­ლის. ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­ე­რო-ს რე­კო­მენ­და­ცი­ას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა - ხორ­ბლის მა­რა­გე­ბი სა­ერ­თოდ არ გვაქვს, ხოლო ფქვი­ლის მა­რა­გი რამ­დე­ნი გვაქვს, ეს პუ­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბის და მთავ­რო­ბის სა­კი­თხია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხორ­ბა­ლი ფქვი­ლით ჩა­ნაც­ვლდა, პუ­რის ფასი მა­ინც გა­ი­ზარ­და, წინა წელს 24%-ით გა­ი­ზარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფქვი­ლის შე­მო­ტა­ნა ჯერ კი­დევ წინა წლის ივ­ლის­ში და­ი­წყო. ამ წელ­საც პუ­რის ფას­მა მო­ი­მა­ტა“,- გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ვამ.

ამას­თან, ლე­ვან სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ასო­ცი­ა­ცია პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს. მისი თქმით, სექ­ტო­რის მთა­ვა­რი წი­ნა­და­დე­ბა ისაა, რომ ფქვი­ლის იმ­პორ­ტი­სა და ხორ­ბლის იმ­პორ­ტის გა­და­სა­ხა­დებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სხვა­ო­ბის ნი­ვე­ლი­რე­ბა მოხ­დეს.

სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ეს სა­კი­თხი პრე­მი­ერ­მა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად უნდა გა­და­წყვი­ტოს, რად­გან "არ­სე­ბულ­მა სა­მუ­შო ჯგუფ­მა, სა­დაც სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცია ფიქ­სირ­დე­ბა, თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა“.

"ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა იყო და არის ის, რომ ფქვი­ლის იმ­პორ­ტის გა­და­სა­ხადს და ხორ­ბლის იმ­პორ­ტის გა­და­სა­ხადს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სხვა­ო­ბის ნი­ვე­ლი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო, არა­პირ­და­პი­რი გზით. მა­გა­ლი­თად, სა­უ­ბა­რი იყო ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­სტრუ­მენტზე, რაც ფქვი­ლის იმ­პორ­ტის დროს ჩა­ი­დე­ბო­და - ან წინა სა­იმ­პორ­ტო ნე­ბარ­თვა­ში მოხ­დე­ბო­და ამ თან­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ან ფქვი­ლის იმ­პორ­ტის დროს გარ­კვე­უ­ლი მო­საკ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბი­უ­ჯეტ­ში შე­ვი­დო­და გა­და­სა­ხა­დი ფქვი­ლის იმ­პორ­ტი­დან და გა­თა­ნაბრდე­ბო­და პი­რო­ბე­ბი ხორ­ბლის შე­მომ­ტან წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებ­სა და ფქვი­ლის იმ­პორ­ტი­ო­რებს შო­რის. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და, რომ ფქვი­ლის ად­გი­ლობ­რივ გა­მოშ­ვე­ბას, ანუ წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებს მუ­შა­ო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ. ამას­თან, ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­დის არა მხო­ლოდ ფქვი­ლი, არა­მედ ქატო. ქა­ტოს ფა­სიც სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა გაზ­რდი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაცა ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტია ფქვი­ლის იმ­პორ­ტი­სა. ამას ავ­ცდე­ბო­დით და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დით სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­საც. წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად ყვე­ლა გა­და­სა­ხა­დი - ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, წყლის, სა­შე­მო­სავ­ლო, სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტ­ში შე­ვი­დო­და, დღეს კი, რო­დე­საც იმ­პორტზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შე­დის იმ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში, სა­ი­და­ნაც მოგ­ვაქვს ფქვი­ლი. ასე­ვე ერთი სა­კი­თხია ის, რომ ხორ­ბლის გარ­და­მა­ვა­ლი მა­რა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, რაც მეტი უსაფრ­თხო­ე­ბის მომ­ცე­მია. ასე­ვე არის თემა, რაც რამ­დე­ნი­მე თვე­ში დად­გე­ბა - ად­გი­ლობ­რი­ვი ხორ­ბლის მო­სა­ვა­ლი მო­დის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და ამას ვხვდე­ბით წის­ქვი­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

ანის: ანუ შემოვიტანოთ მოპარული ხორბალი? ერთი ახალგაზრდა ქალბატონი გავიცანი...თავიდან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მერე საუბარში მეუბნება,ვიღაცა ბიჭები მაღაზიებში იპარავენ ტანსაცმელ-ფეხსაცმელს,ან რასაც შეუკვეთავ და ნახევარ ფასში ყიდიანო(ამერიკაში ხდება).ისე თავისუფლად თქვა,მეც ვყიდულობ ხოლმეო,ვითომ რა მოხდა ,რომ იპარავენ და დიდი ამბავი თუ მოპარული იყიდე! ნამდვილად არ მოველოდი მისგან. იმ საღამოსვე წავშალე მისი ტელეფონის ნომერი ჩემს ტელეფონში.რაიმეს თქმას აზრი არ ქონდა...

ლილე
0

საქართველოს პურის ბეღელს უწოდებდნენ.ითესებოდა როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო ხორბალი და მოსავალი უხვად მოდიოდა.მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ კულტურის განვითარებისთვის,თორემ შიმშილი გარდაუვალია. უნდა დაითესოს ყველა ენდემური ჯიში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება" - ლევან სილაგავა

"საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება" - ლევან სილაგავა

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.

როგორც სილაგავამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. აღნიშნულის მიზეზი, სილაგავას განმარტებით ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს.

"ხორბლის შემოტანას უკვე თვეებია აზრი აქვს დაკარგული იქიდან გამომდინარე, რომ საიმპორტო გადასახადი ფქვილზე ნულია, ხორბალზე კი მცურავი ბაჟია - დღეს ტონაზე 120 დოლარია, რაც დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, თვეებია ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს. დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, როდესაც ხორბლის მარაგი, რაც ადრე იყო, ფაქტობრივად ამოწურულია და წისქვილები უახლოესი დღეების განმავლობაში ჩერდება. წისქვილების თემასთან დაკავშირებით საკითხი ამოწურულია, შეიძლება ითქვას, ყველა წისქვილი გაჩერდა. საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი.

მარაგებს რაც შეეხება, გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ხორბლის 2-თვიანი მარაგი უნდა იყოს და არა ფქვილის. ჩვენთან, სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია გაერო-ს რეკომენდაციას არ შეესაბამება - ხორბლის მარაგები საერთოდ არ გვაქვს, ხოლო ფქვილის მარაგი რამდენი გვაქვს, ეს პურის მწარმოებლების და მთავრობის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი ფქვილით ჩანაცვლდა, პურის ფასი მაინც გაიზარდა, წინა წელს 24%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის შემოტანა ჯერ კიდევ წინა წლის ივლისში დაიწყო. ამ წელსაც პურის ფასმა მოიმატა“,- განაცხადა სილაგავამ.

ამასთან, ლევან სილაგავას განცხადებით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, სექტორის მთავარი წინადადება ისაა, რომ ფქვილის იმპორტისა და ხორბლის იმპორტის გადასახადებს შორის არსებული სხვაობის ნიველირება მოხდეს.

სილაგავას განცხადებით, ეს საკითხი პრემიერმა ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს, რადგან "არსებულმა სამუშო ჯგუფმა, სადაც სხვადასხვა პოზიცია ფიქსირდება, თავისი თავი ამოწურა“.

"ჩვენი წინადადება იყო და არის ის, რომ ფქვილის იმპორტის გადასახადს და ხორბლის იმპორტის გადასახადს შორის არსებული სხვაობის ნიველირება მომხდარიყო, არაპირდაპირი გზით. მაგალითად, საუბარი იყო ნებისმიერი სახის ინსტრუმენტზე, რაც ფქვილის იმპორტის დროს ჩაიდებოდა - ან წინა საიმპორტო ნებართვაში მოხდებოდა ამ თანხის გათვალისწინება, ან ფქვილის იმპორტის დროს გარკვეული მოსაკრებელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ბიუჯეტში შევიდოდა გადასახადი ფქვილის იმპორტიდან და გათანაბრდებოდა პირობები ხორბლის შემომტან წისქვილკომბინატებსა და ფქვილის იმპორტიორებს შორის. ეს საშუალებას მოგვცემდა, რომ ფქვილის ადგილობრივ გამოშვებას, ანუ წისქვილკომბინატებს მუშაობა გაეგრძელებინათ. ამასთან, ხორბლის შემოტანის შემთხვევაში საქართველოში გამოდის არა მხოლოდ ფქვილი, არამედ ქატო. ქატოს ფასიც სერიოზულადაა გაზრდილი საქართველოში, რაცა ასევე უარყოფითი ეფექტია ფქვილის იმპორტისა. ამას ავცდებოდით და შევინარჩუნებდით სამუშაო ადგილებსაც. წისქვილკომბინატების მუშაობის შედეგად ყველა გადასახადი - ელექტროენერგიის, წყლის, საშემოსავლო, საქართველოს ბიუჯეტში შევიდოდა, დღეს კი, როდესაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული, შედის იმ ქვეყნის ბიუჯეტში, საიდანაც მოგვაქვს ფქვილი. ასევე ერთი საკითხია ის, რომ ხორბლის გარდამავალი მარაგები იქნებოდა ქვეყანაში, რაც მეტი უსაფრთხოების მომცემია. ასევე არის თემა, რაც რამდენიმე თვეში დადგება - ადგილობრივი ხორბლის მოსავალი მოდის უახლოეს მომავალში და ამას ვხვდებით წისქვილების გაჩერებით“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.