საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსების მხრიდან ეს ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური შეტევაა. თუ უკრაინელებმა მისი მოგერიება შეძლეს, შესაძლებელი გახდება კონტრშეტევაზე გადასვლა" - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?
"რუსების მხრიდან ეს ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური შეტევაა. თუ უკრაინელებმა მისი მოგერიება შეძლეს, შესაძლებელი გახდება კონტრშეტევაზე გადასვლა" - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის 78-ე დღის გამ­თე­ნი­ი­სას, რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­მა თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­სი­უ­რი იე­რი­ში წა­მო­ი­წყეს. რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ბომ­ბა­ვენ უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­სა და სამ­ხრეთს, უტე­ვენ დო­ნეც­კის რე­გი­ონს, ბომ­ბა­ვენ ხარ­კოვს. სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რებ­მა 26-ჯერ მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში ლუ­განსკის რა­ი­ო­ნის ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ზე. ამ ეტაპ­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია სა­ა­ვი­ა­ციო თავ­დას­ხმე­ბიც. რუ­სე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ამ­ყა­რონ სრუ­ლი კონ­ტრო­ლი ლუ­განსკის, დო­ნეც­კი­სა და ხერ­სო­ნის რე­გი­ო­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სახ­მე­ლე­თო დე­რე­ფა­ნი დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­თან. "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა შე­ტე­ვის ამ ფა­ზებს გა­უძ­ლონ. სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­ბის მხრი­დან ეს ერთ-ერთი ბოლო მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვაა. თუკი უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მათი გა­მო­ფიტ­ვა და მო­გე­რი­ე­ბა შეძ­ლეს, სრუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვა, ისე­თი, რო­გორც ხარ­კო­ვის შე­მო­გა­რენ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ამბობს GIPA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას მი­მო­ი­ხი­ლავს:

- უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ ხარ­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც რუ­სე­ბის თით­ქმის ყვე­ლა დაჯ­გუ­ფე­ბა გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ხარ­კო­ვის რა­ი­ონ­ში რუ­სე­ბის სა­ზღვარს დიდ­წი­ლად უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ. ეს არ ეხე­ბა იზი­უ­მის რა­ი­ონს, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ცოტა უფრო პრობ­ლე­მუ­რია, თუმ­ცა რუ­სე­ბის შე­ტე­ვა იქაც შე­ჩე­რე­ბუ­ლია. უკ­რა­ი­ნე­ლებს არ ჰყოფ­ნით საკ­მა­რი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი, სრულ­მას­შტა­ბი­ან კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხარ­კო­ვის შე­მო­გა­რე­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი ელი­ტუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბი, რო­მელ­თა გა­დას­რო­ლა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ, რომ შემ­დგო­მი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა იზი­უ­მის თავ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, სა­ი­და­ნაც რუ­სე­ბი თა­ვი­ანთ დაჯ­გუ­ფე­ბას ამა­რა­გე­ბენ.

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა სა­დაა?

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა ლუ­განსკშია, სა­დაც მოქ­მე­დებს არა მხო­ლოდ რუ­სუ­ლი რე­გუ­ლა­რუ­ლი ნა­წი­ლე­ბი, არა­მედ ის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ 2014 წლი­დან იბ­რძვი­ან. მათი მო­ტი­ვა­ცია შე­იძ­ლე­ბა არაა ძა­ლი­ან დიდი, მაგ­რამ დი­დია მათი გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან ბრძო­ლა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა შეძ­ლეს და სე­ვე­რო­დო­ნეც­კის თავ­ზე შე­ი­მუ­შა­ვეს ძა­ლი­ან კარ­გი თავ­დაც­ვის ზღუ­დე, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც რუ­სულ და ლუ­განსკის სე­პა­რა­ტის­ტულ ძა­ლებს ამ ეტაპ­ზე არ შე­უძ­ლი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლუ­განსკის და­ახ­ლო­ე­ბით 85% რუ­სე­ბის მიერ კონ­ტროლ­დე­ბა. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ლუ­განსკში ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა.

- მა­რი­უ­პო­ლი მა­ნამ არ ჩა­ით­ვლე­ბა აღე­ბუ­ლად, ვიდ­რე"აზოვსტა­ლი“, თით­ქმის ორ­თვი­ა­ნი ბრძო­ლე­ბის შემ­დე­გაც გა­მაგ­რე­ბუ­ლია. რო­გორ გა­და­წყდე­ბა მისი ბედი?

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, "აზოვსტა­ლი“ არის ქა­ლა­ქი-ქა­ლაქ­ში, საკ­მა­ოდ დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ქარ­ხა­ნა გაშ­ლი­ლი, რო­მე­ლიც 2-3-ჯერ მე­ტია ქვე­მოთ. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მხრი­დან მისი დაც­ვა არ წარ­მო­ად­გენს ძა­ლი­ან რთულ მოვ­ლე­ნას, უბ­რა­ლოდ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა გახ­და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და დაჭ­რი­ლე­ბი, რო­მელ­თა იქ ყოფ­ნაც ნიშ­ნავ­და იმას, რომ უშუ­ა­ლოდ “აზო­ვი­სა“ და 36-ე ბრი­გა­დის ნა­წი­ლებს ორ ფრონტზე ბრძო­ლა უწევ­დათ - სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვა "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მტრის მო­გე­რი­ე­ბა. ამ ეტაპ­ზე ეს სა­კი­თხი დიდ­წი­ლად გა­დაჭ­რი­ლია და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, უფრო ხან­გრძლი­ვი დრო­ით მო­ა­ხერ­ხონ რუ­სე­ბის შე­კა­ვე­ბა, მა­გა­ლი­თად, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც უკ­რა­ი­ნე­ლებს მის­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას ან სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ტრშე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თა­ვად მა­რი­უ­პო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით (რაც რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რი), ან ჩა­ტარ­დეს სპე­ცო­პე­რა­ცია, რომ­ლი­თაც "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის "წყა­ლო­ბით“ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ "აზო­ვის“ პოლ­კი გა­წი­რეს, მათ არა­ვინ ეხ­მა­რე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მათი გა­ნად­გუ­რე­ბა სწა­დია, რომ აზო­ვე­ლებს მძევ­ლად ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და ა.შ.

- ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლია იმი­ტომ, რომ "აზო­ვის“ პოლ­კის მხო­ლოდ 40% დგას მა­რი­უ­პოლ­ში, 60% იბ­რძვის ხარ­კო­ვის რა­ი­ონ­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ელი­ტუ­რი ნა­წი­ლე­ბი იქაა გა­დას­რო­ლი­ლი. მათი გა­ნად­გუ­რე­ბა თუ მო­უნ­დე­ბო­დათ, ასე­თი რამ არ მოხ­დე­ბო­და. მე­ო­რე - უშუ­ა­ლოდ სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­რი­უ­პოლ­ში დგა­ნან, ეს შემ­თხვე­ვი­თი არაა. ის ხარ­კოვ­თან ერ­თად იყო აზო­ვის მთა­ვა­რი ცენ­ტრი და ამ სამ­ხედ­რო­ებს შეგ­ნე­ბუ­ლად ჰქონ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ და­ეც­ვათ მა­რი­უ­პო­ლი. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­კე­თა მაქ­სი­მუ­მი - რამ­დე­ნი­მე ურ­თუ­ლე­სი ფრე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა აზო­ვის ნა­წი­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, რო­დე­საც დაჭ­რი­ლე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს, საკ­ვე­ბი და ია­რა­ღი ჩა­ი­ტა­ნეს... რუ­სებ­მა ჩა­მო­აგ­დეს კი­დეც შვე­ულმფრე­ნე­ბი და ის სა­კი­თხი, რომ თით­ქოს ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცა გა­წი­რა, არის სრუ­ლი­ად აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი მით უმე­ტეს მა­შინ, როცა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა "აზო­ვის“ პოლ­კის სამ­ხედ­რო ლი­დერ დე­ნის პრო­კო­პენ­კოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ეს სა­კი­თხი რუ­სე­თის მხრი­დან მით­ქმა-მოთ­ქმის სა­გა­ნია მხო­ლოდ იმის­თვის, რომ შიდა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა ჩა­მო­აგ­დონ. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რა ხდე­ბა "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ნა­თე­ლია ისიც, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპი­რებს მათ დახ­მა­რე­ბას, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­არ­ტი­ლე­რიო დახ­მა­რე­ბა ზურ­გში, უფრო მეტი მო­მა­რა­გე­ბა, სპე­ცო­პე­რა­ცია, მაგ­რამ "აზო­ვი­სა“ და 36-ე ბრი­გა­დის ნა­წი­ლე­ბი არ არი­ან მი­ტო­ვე­ბულ­ნი. თუკი ვინ­მეს­გან მეტი დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა­ზე რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბა კეთ­დე­ბა, ეს არის ძა­ლი­ან სწო­რი კამ­პა­ნია იმი­ტომ, რომ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა არ მო­დუნ­დეს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აქვთ რუ­სებს ამ ეტაპ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი და რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მათი რე­სურ­სე­ბი?

- რუ­სებს და­კა­ვე­ბუ­ლი აქვთ ლუ­განსკის და­ახ­ლო­ე­ბით 85%, დო­ნეც­კის რა­ი­ო­ნის - 40%, ზა­პო­რო­ჟი­ეს - 30-40% და ხერ­სო­ნის - 90%. ომის და­წყე­ბი­სას რუ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არ­მია და­ახ­ლო­ე­ბით 120 ათა­სი კა­ცის­გან შედ­გე­ბო­და, პირ­ვე­ლი­ვე ფა­ზა­ში რუ­სებ­მა და­კარ­გეს თა­ვი­სი ელი­ტუ­რი ნა­წი­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­რი­უ­პო­ლის, ხარ­კო­ვი­სა და კი­ე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. უკ­რა­ი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის მხრი­დან და­ნა­კარ­გი (გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სა­ხით) მი­ნი­მუმ 25 ათა­სი სამ­ხედ­როა. და თუკი ეს ასეა, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ დაჭ­რი­ლი მი­ნი­მუმ სამ­ჯერ მე­ტია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დაჭ­რი­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ნა­ხე­ვარს შე­ეძ­ლე­ბა ფრონ­ტის ხაზ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა. ციფ­რებ­ში რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ამ ეტაპ­ზე რუ­სუ­ლი შემ­ტე­ვი ნა­წი­ლე­ბის მი­ნი­მუმ 40% გა­მო­თი­შუ­ლია საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ი­დან. ასე­ვე, ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა ტყვე­ე­ბის რი­ცხვიც და ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ რუ­სებს აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შემ­ტე­ვი ნა­წი­ლე­ბი აღარ ჰყავთ. დღეს ვი­საც შე­უძ­ლია საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში რამე გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნა, ის ნა­წი­ლე­ბი უკვე იბ­რძვი­ან და და­მა­ტე­ბით რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს მხო­ლოდ სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცი და მეტი არა­ფე­რი.

- მარ­თლა შე­იძ­ლე­ბა დღის წეს­რიგ­ში დად­გეს ბე­ლო­რუ­სის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი და რას მო­ი­მოქ­მე­დებს ამ შემ­თხვე­ვა­ში ლუ­კა­შენ­კო?

- ლუ­კა­შენ­კო არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტის ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ მე­ეჭ­ვე­ბა, რომ მას იმ­დე­ნი ალღო და შეგ­ნე­ბა არ ჰქონ­დეს, წა­გე­ბულ ომში არ ჩა­ე­ბას. თა­ვი­სი ნა­წი­ლე­ბი თუ და­კარ­გა, მას მყი­ფე პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით. ნე­ბის­მი­ე­რი მხა­რის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ლუ­კა­შენ­კოს თუ სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი აღარ ეყო­ლე­ბა, ის უბ­რა­ლოდ, აღარ იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ლუ­კა­შენ­კო ჭკვი­ა­ნია და მე­ეჭ­ვე­ბა, რა­ი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ვი­დეს შე­ტე­ვა­ზე, მაგ­რამ რუ­სებ­მა რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ბე­ლო­რუ­სი კი­დევ ერთხელ გა­მო­ი­ყე­ნონ, ეს სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია. მე­ეჭ­ვე­ბა კი­ევ­ზე გას­ვლის რა­ი­მე მცდე­ლო­ბა იყოს იმი­ტომ, რომ მისი შე­მო­გა­რე­ნი ძა­ლი­ან კარ­გა­დაა და­ცუ­ლი. ერ­თა­დერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც რუ­სებ­მა შე­იძ­ლე­ბა დი­ვერ­სი­უ­ლი გა­დას­რო­ლა მო­ახ­დი­ნონ, რათა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნონ, შე­იძ­ლე­ბა იყოს უკი­დუ­რე­სი და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა, ლუც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა, ვო­ლი­ნის რა­ი­ონ­ში, რაც ვე­რა­ფერს შეც­ვლის, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ზო­გი­ერთ რე­ზერვს აი­ძუ­ლებს, დარ­ჩეს და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად. ვფიქ­რობ, ამ ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლი არაა, მაგ­რამ არც გა­მო­რი­ცხვა შე­იძ­ლე­ბა - ფაქ­ტია, რუ­სე­ბი ბო­ლომ­დე არ ტო­ვე­ბენ ბე­ლო­რუსს, რაც ინ­დი­კა­ტო­რია იმი­სა, რომ იქ რა­ღა­ცის გამო რჩე­ბი­ან და ეს რა­ღაც ვერ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს იქ­ნე­ბა სამ­ხედ­რო გათ­ვლა.

- სა­უ­ბა­რი იყო მოლ­დო­ვა­სა და დნესტრის­პი­რეთ­ზე გა­ლაშ­ქრე­ბა­ზე, ეს თემა რუ­სე­თის დღის წეს­რიგ­შია ისევ?

- ამ ეტაპ­ზე არ ვფიქ­რობ, ეს შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, მაგ­რამ არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ რუ­სე­თი შე­ე­ცა­დოს დე­სან­ტი­რე­ბას სად­მე ოდე­სას­თან, ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ძა­ლე­ბის თავ­მოყ­რას და კი­დევ ერთხელ მი­კო­ლა­ე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით შეჭ­რას. თუმ­ცა ობი­ექ­ტუ­რო­ბა გვე­უბ­ნე­ბა იმას, რომ ამ ეტაპ­ზე რუ­სე­თის სურ­ვი­ლი ერ­თია და შე­საძ­ლებ­ლო­ბა - მე­ო­რე. ოდე­სას­თან დე­სან­ტი­რე­ბის შან­სი რუ­სეთს არ აქვს იმი­ტომ, რომ მისი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბის ნა­წი­ლი შავი ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და მე­ო­რეს მხრივ, დე­სან­ტი რომც გა­დას­ხას, სა­ნა­პი­რო ზოლი ისე­თი გა­მაგ­რე­ბუ­ლია, სიღ­რმე­ში შეჭ­რა რთუ­ლად მე­სა­ხე­ბა. დღეს რუ­სეთს ბევ­რი კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს. მის­თვის კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი მხო­ლოდ ის იქ­ნე­ბო­და, უკან გა­ვი­დეს.

- რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, პუ­ტი­ნი სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბას აღარ აპი­რებს, რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მოქ­მე­დოს მან ახლა?

- სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და ომის გა­მო­ცხა­დე­ბას ყო­ველ­თვის გა­მოვ­რი­ცხავ­დი, მაგ­რამ რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რაც აქამ­დე არ თქმუ­ლა, ვგუ­ლის­ხმობ იმას, რაც ხდე­ბა ურალს იქით - ეთ­ნი­კუ­რად არა­რუ­სი მო­სახ­ლე­ო­ბის ფრონტზე წას­ვლის იძუ­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მათ შო­რის ბუ­რი­ა­ტე­ბის, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის უკი­დუ­რეს აღ­მო­სავ­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ. მათი რა­ო­დე­ნო­ბა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნია, მაგ­რამ დი­დია იძუ­ლე­ბა. ეთ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით პრო­ცენ­ტუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი რომ ავი­ღოთ, ყვე­ლა­ზე დიდი სწო­რედ ბუ­რი­ა­ტებ­ზე და და­ღეს­ტნე­ლებ­ზე მო­დის, ანუ იმ ძა­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც რუ­სე­თი აი­ძუ­ლებს პე­რი­ფე­რი­ე­ბი­დან ფრონ­ტის ხაზ­ზე წა­ვიდ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა ამის გაგ­რძე­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ურალს იქით მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა აი­ძუ­ლოს, რათა მეტი და მეტი რა­ო­დე­ნო­ბა იყოს უკ­რა­ი­ნა­ში გა­დას­რო­ლი­ლი.

- შან­სე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის რომ თან­და­თან იზ­რდე­ბა, ამა­ზე მარ­ტო ლენდ-ლი­ზის კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა რად ღირს. რით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ომი და უშ­ვებთ იმას, რა­ი­მე მო­ნა­პო­ვა­რით გა­ვი­დეს რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნი­დან?

- რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს და­ი­ჯე­როს არარ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტი, რომ ევ­რო­პა გა­ტყდე­ბა, მას მო­უნ­დე­ბა რუ­სულ ბა­ზარ­ზე კვლავ დაბ­რუ­ნე­ბა, რის გა­მოც გა­წი­რავს უკ­რა­ი­ნას. ამი­ტომ რუ­სე­თი ცდი­ლობს, იქ­ნებ ომის დრო­ში გა­წელ­ვამ იმოქ­მე­დოს, უკ­რა­ი­ნას ევ­რო­პამ ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყვი­ტოს და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მან აჯო­ბოს, რაც ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ რაც არ უნდა სურ­დეს ოფი­ცი­ა­ლურ პა­რიზ­სა და ბერ­ლინს, დღეს ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა და რუ­სე­თის სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­მარ­ცხე­ბა წყდე­ბა ვარ­შა­ვა­ში, ლონ­დონ­სა და ვა­შინგტონ­ში. დღეს უკვე რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ის­ტებ­ლიშ­მენ­ტში, ისე უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ სამ დიდ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს გა­აზ­რე­ბუ­ლი მზა­ო­ბა იმი­სა, რომ რუ­სე­თი, რო­გორც აგ­რე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­სე­ბუ­ლი წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­გა­ტი­უ­რი პრე­ცე­დენ­ტი შექ­მნა, უნდა და­მარ­ცხდეს და ის აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბა. ალ­ბათ ომი რამ­დე­ნი­მე თვეს კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ რუ­სე­თი შე­მოდ­გო­მას ვერ გა­უძ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ზა­ფხუ­ლი იქ­ნე­ბა ის პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ომის სა­ბო­ლოო ბედს გა­და­წყვეტს, რო­გორც რუ­სე­თის­თვის, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის­თვის. დღეს თუკი ვინ­მე ვერ წავა დათ­მო­ბა­ზე, ეს არის უკ­რა­ი­ნა, რად­გა­ნაც უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­აზ­რე­ბა იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნა ომს არ აგებს და მა­შა­სა­და­მე, მას და­სათ­მო­ბი არც არა­ფე­რი აქვს. რუ­სეთ­მა სუ­ლაც ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ანექ­სია რომც მო­ახ­დი­ნოს, მათ შო­რის ხერ­სო­ნის, უკ­რა­ი­ნა ამ ფაქტს არ აღი­ა­რებს ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ძალა, რომ გა­და­ვიდ­ნენ შე­ტე­ვა­ზე და ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­იბ­რუ­ნონ. მათ თუ ყვე­ლა ფრონტზე გა­ი­მარ­ჯვეს, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ყი­რი­მის სა­კი­თხიც და­იძ­რას და რა­ი­მე კონ­სე­სუს­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გზით გა­და­წყდეს.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
0

ამ "ექსპერტის" ოპტიმისტურ-პროპაგანდისტულ ანალიზს ყოველდღე ვკითხულობ ფეისზე. მესმის რომ ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ ფაქტია, რომ უჭირს უკრაინას ამ მონღოლოიდ ურდოებთან ომი, არა იმიტომ რომ გმირულად არ იბრძვიან, არამედ იმიტომ რომ დიდი რესურსები გააჩნიათ ამ უხსენებლებს როგორც საზარბაზნე ხორცის, ასევე იარაღისა და საომარი მასალის სახით, მართალია მოძველებული ტექნიკაა, მაგრამ კი გაასწორეს ქალაქები მიწასთან. ადამიანის რესურსი, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური, ულევი არაა და ამის იმედი აქვს პუტინს. კი ეხმარება დასავლეთი, მაგრამ ეს დახმარება ჯერ დააგვიანეს, ახლა კიდევ ზოზინობენ. მაგალითად, გერმანიამ 15 ერთეულ "პანტერას" ივლისში გამოვუგზავნიო, ე.ი. დაახლოებით ერთი თვე დააგვიანდება, თან 15 რა ამბავია, სასაცილოა. ერთ თვეში შეიძლება აღარც იყოს საჭირო. გაბრაზებულია შოლცი ზელენსკიზე შტაინმაიერის არშეშვების გამო და სწორიცაა, ეს გერმანიისთვის მიფურთხების ტოლფასი იყო. მაგრად უჭირს უკრაინა, მაგრამ იმედია გაიმარჯვებს, წინააღდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით და ჩვენ გამოცხადებულ ლოკალურ ნეიტრალიტეტს რუსეთი თავზე დაგვახევს. ესაა რეალობა სამწუხაროდ.

 

არა ომს!
3

ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო და უკრაინა. ამინ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსების მხრიდან ეს ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური შეტევაა. თუ უკრაინელებმა მისი მოგერიება შეძლეს, შესაძლებელი გახდება კონტრშეტევაზე გადასვლა" - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

"რუსების მხრიდან ეს ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური შეტევაა. თუ უკრაინელებმა მისი მოგერიება შეძლეს, შესაძლებელი გახდება კონტრშეტევაზე გადასვლა" - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

რუსეთ-უკრაინის ომის 78-ე დღის გამთენიისას, რუსულმა სამხედრო ნაწილებმა თითქმის ყველა მიმართულებით მასიური იერიში წამოიწყეს. რუსული სამხედრო ძალები აქტიურად ბომბავენ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთს, უტევენ დონეცკის რეგიონს, ბომბავენ ხარკოვს. საოკუპაციო ჯარებმა 26-ჯერ მიიტანეს იერიში ლუგანსკის რაიონის ქალაქებსა და სოფლებზე. ამ ეტაპზე გააქტიურებულია საავიაციო თავდასხმებიც. რუსები ცდილობენ დაამყარონ სრული კონტროლი ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე, რათა შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან. "ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებმა შეტევის ამ ფაზებს გაუძლონ. სავარაუდოდ, რუსების მხრიდან ეს ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური შეტევაა. თუკი უკრაინელებმა მათი გამოფიტვა და მოგერიება შეძლეს, სრულად შესაძლებელი გახდება რეალური კონტრშეტევა, ისეთი, როგორც ხარკოვის შემოგარენში მიმდინარეობს“, - ამბობს GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პროფესორი გიორგი კობერიძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას მიმოიხილავს:

- უკრაინელები ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებულად მოქმედებენ ხარკოვის მიმართულებით, სადაც რუსების თითქმის ყველა დაჯგუფება განეიტრალებულია. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ხარკოვის რაიონში რუსების საზღვარს დიდწილად უკრაინელები გააკონტროლებენ. ეს არ ეხება იზიუმის რაიონს, ეს მიმართულება ცოტა უფრო პრობლემურია, თუმცა რუსების შეტევა იქაც შეჩერებულია. უკრაინელებს არ ჰყოფნით საკმარისი დანაყოფები, სრულმასშტაბიან კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მნიშვნელოვანია ხარკოვის შემოგარენის გათავისუფლება იმ თვალსაზრისით, რომ გამოთავისუფლდება უკრაინული ელიტური დანაყოფები, რომელთა გადასროლა მოგვიანებით სხვა მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სრულიად ლოგიკური იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ შემდგომი მიმართულება იქნება იზიუმის თავზე არსებული ტერიტორია, საიდანაც რუსები თავიანთ დაჯგუფებას ამარაგებენ.

- ყველაზე რთული ვითარება სადაა?

- ყველაზე რთული ვითარება ლუგანსკშია, სადაც მოქმედებს არა მხოლოდ რუსული რეგულარული ნაწილები, არამედ ის სეპარატისტული დანაყოფებიც, რომლებიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან იბრძვიან. მათი მოტივაცია შეიძლება არაა ძალიან დიდი, მაგრამ დიდია მათი გამოცდილება უკრაინასთან ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, უკრაინელებმა შეძლეს და სევეროდონეცკის თავზე შეიმუშავეს ძალიან კარგი თავდაცვის ზღუდე, რომლის გადალახვაც რუსულ და ლუგანსკის სეპარატისტულ ძალებს ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ლუგანსკის დაახლოებით 85% რუსების მიერ კონტროლდება. ამიტომ ვამბობ, რომ ლუგანსკში ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.

- მარიუპოლი მანამ არ ჩაითვლება აღებულად, ვიდრე"აზოვსტალი“, თითქმის ორთვიანი ბრძოლების შემდეგაც გამაგრებულია. როგორ გადაწყდება მისი ბედი?

- წარმოიდგინეთ, "აზოვსტალი“ არის ქალაქი-ქალაქში, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა ქარხანა გაშლილი, რომელიც 2-3-ჯერ მეტია ქვემოთ. უკრაინელების მხრიდან მისი დაცვა არ წარმოადგენს ძალიან რთულ მოვლენას, უბრალოდ, მთავარი პრობლემა გახდა მშვიდობიანი მოსახლეობა და დაჭრილები, რომელთა იქ ყოფნაც ნიშნავდა იმას, რომ უშუალოდ “აზოვისა“ და 36-ე ბრიგადის ნაწილებს ორ ფრონტზე ბრძოლა უწევდათ - საკუთარი მოსახლეობის დაცვა "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე და მტრის მოგერიება. ამ ეტაპზე ეს საკითხი დიდწილად გადაჭრილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინელებს აქვთ საშუალება, უფრო ხანგრძლივი დროით მოახერხონ რუსების შეკავება, მაგალითად, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, რაც უკრაინელებს მისცემს იმის საშუალებას ან სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა განახორციელონ თავად მარიუპოლის მიმართულებით (რაც რთული იქნება, მაგრამ სრულიად ლოგიკური), ან ჩატარდეს სპეცოპერაცია, რომლითაც "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილი ნაწილების გამოყვანა იქნება შესაძლებელი.

- რუსული პროპაგანდის "წყალობით“ ვრცელდება ინფორმაციები, რომ "აზოვის“ პოლკი გაწირეს, მათ არავინ ეხმარება, ხელისუფლებას მათი განადგურება სწადია, რომ აზოველებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი მოსახლეობა და ა.შ.

- ეს აბსოლუტური ტყუილია იმიტომ, რომ "აზოვის“ პოლკის მხოლოდ 40% დგას მარიუპოლში, 60% იბრძვის ხარკოვის რაიონში და, შესაბამისად, სწორედ ელიტური ნაწილები იქაა გადასროლილი. მათი განადგურება თუ მოუნდებოდათ, ასეთი რამ არ მოხდებოდა. მეორე - უშუალოდ სამხედროები, რომლებიც მარიუპოლში დგანან, ეს შემთხვევითი არაა. ის ხარკოვთან ერთად იყო აზოვის მთავარი ცენტრი და ამ სამხედროებს შეგნებულად ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დაეცვათ მარიუპოლი. უკრაინის ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი - რამდენიმე ურთულესი ფრენა განახორციელა აზოვის ნაწილების დასახმარებლად, როდესაც დაჭრილები გამოიყვანეს, საკვები და იარაღი ჩაიტანეს... რუსებმა ჩამოაგდეს კიდეც შვეულმფრენები და ის საკითხი, რომ თითქოს ვიღაცამ ვიღაცა გაწირა, არის სრულიად აზრს მოკლებული მით უმეტეს მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტმა "აზოვის“ პოლკის სამხედრო ლიდერ დენის პროკოპენკოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს საკითხი რუსეთის მხრიდან მითქმა-მოთქმის საგანია მხოლოდ იმისთვის, რომ შიდა განხეთქილება ჩამოაგდონ. უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე და ნათელია ისიც, რომ უკრაინის ხელისუფლება აპირებს მათ დახმარებას, ეს შეიძლება იყოს საარტილერიო დახმარება ზურგში, უფრო მეტი მომარაგება, სპეცოპერაცია, მაგრამ "აზოვისა“ და 36-ე ბრიგადის ნაწილები არ არიან მიტოვებულნი. თუკი ვინმესგან მეტი დახმარების თხოვნაზე რაიმე განცხადება კეთდება, ეს არის ძალიან სწორი კამპანია იმიტომ, რომ მსოფლიოს ყურადღება არ მოდუნდეს.

- კონკრეტულად რომელი ტერიტორიები აქვთ რუსებს ამ ეტაპზე დაკავებული და როგორ გამოიყურება მათი რესურსები?

- რუსებს დაკავებული აქვთ ლუგანსკის დაახლოებით 85%, დონეცკის რაიონის - 40%, ზაპოროჟიეს - 30-40% და ხერსონის - 90%. ომის დაწყებისას რუსების მობილიზებული არმია დაახლოებით 120 ათასი კაცისგან შედგებოდა, პირველივე ფაზაში რუსებმა დაკარგეს თავისი ელიტური ნაწილების აბსოლუტური უმრავლესობა მარიუპოლის, ხარკოვისა და კიევის მიმართულებაზე. უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დანაკარგი (გარდაცვლილების სახით) მინიმუმ 25 ათასი სამხედროა. და თუკი ეს ასეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაჭრილი მინიმუმ სამჯერ მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაჭრილებიდან მხოლოდ ნახევარს შეეძლება ფრონტის ხაზზე დაბრუნება. ციფრებში რომ წარმოვიდგინოთ, ამ ეტაპზე რუსული შემტევი ნაწილების მინიმუმ 40% გამოთიშულია საბრძოლო ოპერაციიდან. ასევე, ყოველდღიურად იზრდება ტყვეების რიცხვიც და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსებს აქვთ სერიოზული კრიზისი იმ თვალსაზრისით, რომ პროფესიონალური შემტევი ნაწილები აღარ ჰყავთ. დღეს ვისაც შეუძლია საბრძოლო ოპერაციაში რამე გარდატეხის შეტანა, ის ნაწილები უკვე იბრძვიან და დამატებით რესურსის მობილიზება შესაძლებელია იყოს მხოლოდ საზარბაზნე ხორცი და მეტი არაფერი.

- მართლა შეიძლება დღის წესრიგში დადგეს ბელორუსის სამხედრო ნაწილების გამოყენების საკითხი და რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში ლუკაშენკო?

- ლუკაშენკო არის ძალიან ძლიერი გადარჩენის ინსტიქტის ადამიანი, ამიტომ მეეჭვება, რომ მას იმდენი ალღო და შეგნება არ ჰქონდეს, წაგებულ ომში არ ჩაებას. თავისი ნაწილები თუ დაკარგა, მას მყიფე პოზიცია ექნება ყველა თვალსაზრისით. ნებისმიერი მხარის გამარჯვების შემთხვევაში, ლუკაშენკოს თუ საკუთარი სამხედრო ძალები აღარ ეყოლება, ის უბრალოდ, აღარ იქნება ხელისუფლებაში. ლუკაშენკო ჭკვიანია და მეეჭვება, რაიმე მიმართულებით გადავიდეს შეტევაზე, მაგრამ რუსებმა რომ ტერიტორიული თვალსაზრისით ბელორუსი კიდევ ერთხელ გამოიყენონ, ეს სრულიად შესაძლებელია. მეეჭვება კიევზე გასვლის რაიმე მცდელობა იყოს იმიტომ, რომ მისი შემოგარენი ძალიან კარგადაა დაცული. ერთადერთი მიმართულება, სადაც რუსებმა შეიძლება დივერსიული გადასროლა მოახდინონ, რათა უკრაინელების ყურადღება გადაიტანონ, შეიძლება იყოს უკიდურესი დასავლეთ უკრაინა, ლუცკის მიმართულება, ვოლინის რაიონში, რაც ვერაფერს შეცვლის, მაგრამ უკრაინელების ზოგიერთ რეზერვს აიძულებს, დარჩეს დასავლეთ უკრაინის დასაცავად. ვფიქრობ, ამ ოპერაციის დაწყების ალბათობა მაღალი არაა, მაგრამ არც გამორიცხვა შეიძლება - ფაქტია, რუსები ბოლომდე არ ტოვებენ ბელორუსს, რაც ინდიკატორია იმისა, რომ იქ რაღაცის გამო რჩებიან და ეს რაღაც ვერ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იქნება სამხედრო გათვლა.

- საუბარი იყო მოლდოვასა და დნესტრისპირეთზე გალაშქრებაზე, ეს თემა რუსეთის დღის წესრიგშია ისევ?

- ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, ეს შეტევა განხორციელდეს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ რუსეთი შეეცადოს დესანტირებას სადმე ოდესასთან, ან დიდი რაოდენობით ძალების თავმოყრას და კიდევ ერთხელ მიკოლაევის მიმართულებით შეჭრას. თუმცა ობიექტურობა გვეუბნება იმას, რომ ამ ეტაპზე რუსეთის სურვილი ერთია და შესაძლებლობა - მეორე. ოდესასთან დესანტირების შანსი რუსეთს არ აქვს იმიტომ, რომ მისი სადესანტო ხომალდების ნაწილი შავი ზღვის ტერიტორიაზე დაზიანებულია და მეორეს მხრივ, დესანტი რომც გადასხას, სანაპირო ზოლი ისეთი გამაგრებულია, სიღრმეში შეჭრა რთულად მესახება. დღეს რუსეთს ბევრი კარგი არჩევანი არ აქვს. მისთვის კარგი არჩევანი მხოლოდ ის იქნებოდა, უკან გავიდეს.

- როგორც იკვეთება, პუტინი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას აღარ აპირებს, რა შეიძლება მოიმოქმედოს მან ახლა?

- საყოველთაო მობილიზაციის და ომის გამოცხადებას ყოველთვის გამოვრიცხავდი, მაგრამ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ისეთი მიმართულებები, რაც აქამდე არ თქმულა, ვგულისხმობ იმას, რაც ხდება ურალს იქით - ეთნიკურად არარუსი მოსახლეობის ფრონტზე წასვლის იძულება შეინიშნება, მათ შორის ბურიატების, რომლებიც რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი რაოდენობა ნახევარი მილიონია, მაგრამ დიდია იძულება. ეთნიკური თვალსაზრისით პროცენტული დანაკარგები რომ ავიღოთ, ყველაზე დიდი სწორედ ბურიატებზე და დაღესტნელებზე მოდის, ანუ იმ ძალებზე, რომლებსაც რუსეთი აიძულებს პერიფერიებიდან ფრონტის ხაზზე წავიდნენ. შეიძლება ამის გაგრძელება ვიხილოთ და რუსეთის ხელისუფლებამ ურალს იქით მთელი მოსახლეობა აიძულოს, რათა მეტი და მეტი რაოდენობა იყოს უკრაინაში გადასროლილი.

- შანსები უკრაინისთვის რომ თანდათან იზრდება, ამაზე მარტო ლენდ-ლიზის კანონის ამოქმედება რად ღირს. რით შეიძლება დასრულდეს ომი და უშვებთ იმას, რაიმე მონაპოვარით გავიდეს რუსეთი უკრაინიდან?

- რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დაიჯეროს არარსებული ფაქტი, რომ ევროპა გატყდება, მას მოუნდება რუსულ ბაზარზე კვლავ დაბრუნება, რის გამოც გაწირავს უკრაინას. ამიტომ რუსეთი ცდილობს, იქნებ ომის დროში გაწელვამ იმოქმედოს, უკრაინას ევროპამ იარაღის მიწოდება შეუწყვიტოს და, საბოლოო ჯამში, მან აჯობოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც არ უნდა სურდეს ოფიციალურ პარიზსა და ბერლინს, დღეს იარაღის მიწოდება და რუსეთის საბოლოო ჯამში დამარცხება წყდება ვარშავაში, ლონდონსა და ვაშინგტონში. დღეს უკვე როგორც პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ისე უბრალო მოქალაქეებში, განსაკუთრებით ამ სამ დიდ ქვეყანაში არსებობს გააზრებული მზაობა იმისა, რომ რუსეთი, როგორც აგრესიული სახელმწიფო, რომელმაც საერთაშორისო არსებული წესრიგის წინააღმდეგ ნეგატიური პრეცედენტი შექმნა, უნდა დამარცხდეს და ის აუცილებლად დამარცხდება. ალბათ ომი რამდენიმე თვეს კიდევ გაგრძელდება, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი შემოდგომას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, ზაფხული იქნება ის პერიოდი, რომელიც ომის საბოლოო ბედს გადაწყვეტს, როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. დღეს თუკი ვინმე ვერ წავა დათმობაზე, ეს არის უკრაინა, რადგანაც უკრაინაში არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური გააზრება იმისა, რომ უკრაინა ომს არ აგებს და მაშასადამე, მას დასათმობი არც არაფერი აქვს. რუსეთმა სულაც ყველა დაკავებული ტერიტორიის ანექსია რომც მოახდინოს, მათ შორის ხერსონის, უკრაინა ამ ფაქტს არ აღიარებს ისევე, როგორც ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე, უკრაინელებს აქვთ ყველანაირი ძალა, რომ გადავიდნენ შეტევაზე და ეს ტერიტორიები დაიბრუნონ. მათ თუ ყველა ფრონტზე გაიმარჯვეს, არაა გამორიცხული, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყირიმის საკითხიც დაიძრას და რაიმე კონსესუსთან მიახლოებული გზით გადაწყდეს.