საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცს, რომელმაც მეუღლე, 27 წლის სალომე მარტიაშვილი მოკლა, შემდეგ კი გაზით გაგუდვის ინსცენირება მოაწყო, 15 წლით პატირმობა მიესაჯა
მამაკაცს, რომელმაც მეუღლე, 27 წლის სალომე მარტიაშვილი მოკლა, შემდეგ კი გაზით გაგუდვის ინსცენირება მოაწყო, 15 წლით პატირმობა მიესაჯა

2021 წლის 5 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში მე­უღ­ლის მოკ­ვლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ან­ზორ ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2021 წლის 5 ნო­ემ­ბერს ქ.თბი­ლის­ში, ა.ლ.-მ გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, მე­უღ­ლეს ს.მ.-ს თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ს.მ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი მო­ა­სუფ­თა­ვა, გა­ზის მილი ჩახ­სნა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით გარ­დაც­ვა­ლე­ბის იმი­ტა­ცია შექ­მნა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ა.ლ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

საქ­მე ეხე­ბა შემ­დეგ ფაქტს: 27 წლის სა­ლო­მე მარ­ტი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ­მა მე­უღ­ლემ ბლაგ­ვი საგ­ნის ჩარ­ტყმით მოკ­ლა, შემ­დეგ კი და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის გაქ­რო­ბის მიზ­ნით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის, კერ­ძოდ, გა­ზით გა­გუდ­ვის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ა­წყო.

პო­ლი­ცი­ამ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში იპო­ვა. იქვე ია­ტაკ­ზე ნა­ხეს ან­ზორ ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც გა­ზით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ცოტა ხან­ში ბი­ნა­ზე გა­წე­რეს.

პირ­ველ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ვერ­სი­ად გა­ზით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავ­და, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ექ­სპერ­ტი­ზამ სის­ხლის კვალს მი­აგ­ნო, აღ­მოჩ­ნდა, რომ ქალს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის არე­ში ბლაგ­ვი საგ­ნით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ან­ზორ ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამარᲗალი
1

ერᲗი ადამიანის მკვლელობისᲗვის არარი ცოტა 15 წელი, როცა ბრეივიკს 80 მდე ადამიანის მკვლელობაᲨი ᲗიᲗქმის მაგდენივე სასჯელი აქ !

უბრალო
2

ამ ინფორმაციას რო აქვეყნებთ, იქნებ დაურთოთ ცნობებიც, თუ რა გაითვალისწინა სასამართლომ ასე შემწყნარებლური განაჩენის გამო, თორემ ხო ხედავთ გადაირია საზოგადოება!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მამაკაცს, რომელმაც მეუღლე, 27 წლის სალომე მარტიაშვილი მოკლა, შემდეგ კი გაზით გაგუდვის ინსცენირება მოაწყო, 15 წლით პატირმობა მიესაჯა

მამაკაცს, რომელმაც მეუღლე, 27 წლის სალომე მარტიაშვილი მოკლა, შემდეგ კი გაზით გაგუდვის ინსცენირება მოაწყო, 15 წლით პატირმობა მიესაჯა

2021 წლის 5 ნოემბერს თბილისში მეუღლის მოკვლის ბრალდებით დაკავებული ანზორ ლურსმანაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს ქ.თბილისში, ა.ლ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ს.მ.-ს თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.მ. ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულის ადგილი მოასუფთავა, გაზის მილი ჩახსნა და დაზარალებულის ბუნებრივი აირით გარდაცვალების იმიტაცია შექმნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე ეხება შემდეგ ფაქტს: 27 წლის სალომე მარტიაშვილი საკუთარმა მეუღლემ ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის გაქრობის მიზნით, უბედური შემთხვევის, კერძოდ, გაზით გაგუდვის ინსცენირება მოაწყო.

პოლიციამ ახალგაზრდა ქალის ცხედარი გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში იპოვა. იქვე იატაკზე ნახეს ანზორ ლურსმანაშვილიც, რომელიც გაზით ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცოტა ხანში ბინაზე გაწერეს.

პირველ ეტაპზე გამოძიება ქალის გარდაცვალების ვერსიად გაზით ინტოქსიკაციას განიხილავდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზამ სისხლის კვალს მიაგნო, აღმოჩნდა, რომ ქალს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცველებმა ანზორ ლურსმანაშვილი მკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.