კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარკეთილში სპეცოპერაციისას ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა - რა მოხდა პროცესზე (ვიდეო)
ვარკეთილში სპეცოპერაციისას ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა - რა მოხდა პროცესზე (ვიდეო)

ვარ­კე­თილ­ში, სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თმა, ბექა შენ­გე­ლი­ამ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პრო­კუ­რო­რე­ბის მი­სა­მარ­თით ფეხ­საც­მე­ლი ის­რო­ლა.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, სა­სა­მარ­თლოს უპა­ტივ­ცემ­ლო­ბის ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

"დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი სრულ­დე­ბო­და და გრძელ­დე­ბო­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­სა­მარ­თლოს უპა­ტივ­ცემ­ლო­ბა. ყვე­ლა ამ გა­რე­მო­ე­ბა­ზე და ფაქ­ტზე, შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა და ეს რე­ა­გი­რე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბრა­ლი დამ­ძიმ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ვარ­კე­თილ­ში, სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბულ მე­გობ­რებს - ბექა და გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ებს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ბექა და გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ებს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მცხე­თა­ში მომ­ხდარ, პო­ლი­ცი­ელ­ზე და მის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმის, პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა 8 მა­ისს წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 აპ­რილს, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 39-ე კი­ლო­მეტრზე, მცხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­სავ­ლე­თი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბის დროს, ბექა შენ­გე­ლია თავს და­ეს­ხა და მისი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლი გან­ზრახ და­ა­ჯა­ხა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის, და­ვით მი­ქი­აშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყოფ ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ამოტ­რი­ალ­და და და­ვით მი­ქი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
1

მოკრიმინალო ელემენტი, დაჯდეს ეხლა და ხეხოს ციხის საკანი.

მაკო
6

ნახეთ ბოლოს კეკელკას რა ძველბიჭური უჭირავს,თვით პროკურორსაც საქმეს ურჩევს,ეს ბარდაკი უნდა მორჩეს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვარკეთილში სპეცოპერაციისას ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა - რა მოხდა პროცესზე (ვიდეო)

ვარკეთილში სპეცოპერაციისას ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა - რა მოხდა პროცესზე (ვიდეო)

ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, ბექა შენგელიამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა.

როგორც პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე რეაგირება უკვე დაწყებულია.

"დღეის მდგომარეობით, ამ ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებები სრულდებოდა და გრძელდებოდა სასამართლო პროცესზე, სადაც მათ განახორციელეს სასამართლოს უპატივცემლობა. ყველა ამ გარემოებაზე და ფაქტზე, შესაბამისი რეაგირება იქნება და ეს რეაგირება უკვე დაწყებულია. შესაძლებელია, ბრალი დამძიმდეს“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ მეგობრებს - ბექა და გიორგი შენგელიებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბექა და გიორგი შენგელიებს, საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში მომხდარ, პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 8 მაისს წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბექა შენგელია თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.