მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება და ვიღაცას ერთიც არ დარჩება... ის, ვინც დღეს იმეორებს ჰიტლერის რეჟიმის საშინელ დანაშაულებს, განწირულია" - ზელენსკის მიმართვა 9 მაისთან დაკავშირებით
"მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება და ვიღაცას ერთიც არ დარჩება... ის, ვინც დღეს იმეორებს ჰიტლერის რეჟიმის საშინელ დანაშაულებს, განწირულია" - ზელენსკის მიმართვა 9 მაისთან დაკავშირებით

დღეს ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღეს და ჩვენ არა­ვის მივ­ცემთ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის არ­ცერთ ნა­წილს. ჩვენ ვა­მა­ყობთ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბით, რომ­ლებ­მაც ჰიტ­ლე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­ა­ლი­ცი­ის სხვა ერებ­თან ერ­თად და­ა­მარ­ცხეს ნა­ციზ­მი და არა­ვის მივ­ცემთ ამ გა­მარ­ჯვე­ბის მით­ვი­სე­ბის უფ­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის 77-ე წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

"ეს არ არის ორი ჯა­რის ომი. ეს არის ორი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ომი. ბარ­ბა­რო­სე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლი ომი, რომ­ლებ­მაც და­ბომ­ბეს სკო­ვო­რო­დას მუ­ზე­უ­მი და თვლი­ან, რომ მათ რა­კე­ტებს შე­უძ­ლი­ათ გა­ა­ნად­გუ­რონ ჩვე­ნი ფი­ლო­სო­ფია. ეს აღი­ზი­ა­ნებს მათ. ეს მათ­თვის უც­ნო­ბია. ეს აში­ნებს მათ. მისი არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ჩვენ ვართ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ სა­კუ­თა­რი გზა. დღეს ჩვენ ამ გზა­ზე ვიბ­რძვით და ჩვე­ნი მი­წის ერთ ნა­ჭერ­საც არა­ვის მივ­ცემთ.

დღეს ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღეს და ჩვენ არა­ვის მივ­ცემთ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის არ­ცერთ ნა­წილს. ჩვენ ვა­მა­ყობთ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბით, რომ­ლებ­მაც ჰიტ­ლე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­ა­ლი­ცი­ის სხვა ერებ­თან ერ­თად და­ა­მარ­ცხეს ნა­ციზ­მი და არა­ვის მივ­ცემთ ამ გა­მარ­ჯვე­ბის მით­ვი­სე­ბის უფ­ლე­ბას.

ჩვე­ნი მტე­რი ოც­ნე­ბობ­და, რომ უარს ვი­ტყო­დით 9 მა­ი­სის აღ­ნიშ­ვნა­ზე და ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბა­ზე, რათა სი­ტყვა "დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ას“ მი­ე­ცეს შან­სი. მი­ლი­ო­ნო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი ებ­რძო­და ნა­ციზმს და გა­ი­ა­რა რთუ­ლი და გრძე­ლი გზა. ნა­ცის­ტე­ბი გან­დევ­ნეს ლუ­განსკი­დან, დო­ნეც­კი­დან, ხოლო ხერ­სო­ნი, მე­ლი­ტო­პო­ლი და ბერ­დი­ანსკი ოკუ­პან­ტე­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

ნა­ცის­ტე­ბი გან­დევ­ნეს იალ­ტი­დან, სიმ­ფე­რო­პო­ლი­დან, ქერ­ჩი­დან და მთე­ლი ყი­რი­მი­დან. მა­რი­უ­პო­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ნა­ცის­ტე­ბის­გან. მათ ნა­ცის­ტე­ბი გა­ა­ძე­ვეს მთე­ლი უკ­რა­ი­ნი­დან, მაგ­რამ ქა­ლა­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც მე და­ვა­სა­ხე­ლე, გან­სა­კუთ­რე­ბით შთაგ­ვა­გო­ნებს, რწმე­ნას გვაძ­ლევს, რომ ოკუ­პან­ტებს ჩვე­ნი მი­წი­დან აუ­ცი­ლებ­ლად განვდევ­ნით,“- აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღეს იბ­რძვი­ან ახა­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

"მის­კენ გზა რთუ­ლია, მაგ­რამ ეჭვი არ გვე­პა­რე­ბა, რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ. რა არის ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა მტერ­ზე? ჩვენ ერთი წიგ­ნით უფრო ჭკვი­ა­ნე­ბი ვართ. ეს არის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. ჩვენ არ გვე­ცო­დი­ნე­ბო­და მწუ­ხა­რე­ბა, ჩვენს ყვე­ლა მტერს რომ წა­ე­კი­თხა და სწო­რი დას­კვნე­ბი გა­მო­ე­ტა­ნა.

24 თე­ბერ­ვალს რუ­სეთ­მა შე­ტე­ვა და­ი­წყო. ყო­ვე­ლი ოკუ­პან­ტი, რო­მე­ლიც ჩვენს მი­წა­ზე მო­დის, მას­ზე ფეხ­ზე დგამს, ერ­თსა და იმა­ვე გზას მი­უყ­ვე­ბა. ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ სხვა­დას­ხვა ომი, მაგ­რამ ყვე­ლას ერთი და იგი­ვე ფი­ნა­ლი ჰქონ­და.

ჩვენს მი­წა­ზე ტყვი­ე­ბი და ჭურ­ვე­ბი და­თე­სეს, მაგ­რამ ვერც ერ­თმა მტერ­მა ვერ შეძ­ლო აქ ფეს­ვე­ბის გად­გმა. მტრის ტან­კე­ბი და­დი­ოდ­ნენ ჩვენს მინ­დვ­რებ­ში, მაგ­რამ ამან ნა­ყო­ფი არ გა­მო­ი­ღო. მტრის ის­რე­ბი და რა­კე­ტე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ ჩვენს ცაზე, მაგ­რამ ვე­რა­ვინ დაჩ­რდი­ლავს ჩვენს ცის­ფერ ცას.

არ არ­სე­ბობს ბორ­კი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი სუ­ლის შე­ბოჭ­ვა. არ არ­სე­ბობს ოკუ­პან­ტი, რო­მე­ლიც ჩვენს თა­ვი­სუ­ფალ მი­წა­ზე ფესვს გა­იდ­გამს. არ არ­სე­ბობს დამ­პყრო­ბე­ლი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ჩვენს თა­ვი­სუ­ფალ ხალ­ხზე გა­ბა­ტო­ნე­ბა. ადრე თუ გვი­ან ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ. მი­უ­ხე­და­ვად ურ­დო­სა, ნა­ციზ­მი­სა, პირ­ვე­ლი­სა და მე­ო­რი­სა ერ­თად, რო­მე­ლიც ახ­ლან­დე­ლი მტე­რია, ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ, რად­გან ეს ჩვე­ნი მი­წაა.

ჩვენ არას­დროს გვიბ­რძო­ლია არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ ყო­ველ­თვის ვიბ­რძვით სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის. რათა ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა ფუჭი არ ყო­ფი­ლი­ყო. ჩვენ ვიბ­რძვით ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და ამი­ტომ გა­ვი­მარ­ჯვებთ. ჩვენ არა­სო­დეს და­ვი­ვი­წყებთ იმას, რაც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა გა­ა­კე­თეს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში. სა­დაც რვა მი­ლი­ონ­ზე მეტი უკ­რა­ი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა და ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე უკ­რა­ი­ნე­ლი ვერ დაბ­რუნ­და შინ. სა­ერ­თო ჯამ­ში, ომს მი­ნი­მუმ 50 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ჩვენ არ ვამ­ბობთ "ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­მე­ო­როთ". რად­გან მხო­ლოდ შეშ­ლილს შე­უძ­ლია მო­ი­სურ­ვოს ომის 2194 დღის გა­მე­ო­რე­ბა. ის, ვინც დღეს იმე­ო­რებს ჰიტ­ლე­რის რე­ჟი­მის სა­ში­ნელ და­ნა­შა­უ­ლებს, მის­დევს ნა­ცის­ტურ ფი­ლო­სო­ფი­ას, აკო­პი­რებს ყვე­ლა­ფერს, რაც მათ გა­ა­კე­თეს, ის გან­წი­რუ­ლია, რად­გან მი­ლი­ო­ნო­ბით წი­ნა­პარ­მა და­წყევ­ლა, როცა მათი მკვლე­ლის მი­ბაძ­ვა და­ი­წყო და ამი­ტომ ის და­კარ­გავს ყვე­ლა­ფერს.

ძა­ლი­ან მალე უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­ჯვე­ბის ორი დღე იქ­ნე­ბა და ვი­ღა­ცას ერ­თიც არ დარ­ჩე­ბა. მა­შინ გა­ვი­მარ­ჯვეთ, ახ­ლაც გა­ვი­მარ­ჯვებთ! და ხრეშ­ჩა­ტი­კი იხი­ლავს გა­მარ­ჯვე­ბის აღ­ლუმს - უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბას!“- აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოცი...
0

ზელინსკი რა შუაში იყო თუ უკრაინა ცუდად ცხივრობდა!? მთლად გამოყლ... დით მაშინ სხვა იყო მთავრობის ხელმძღვანელი ისე კი რუსი სალდათები არ იყვნენ გაკვირვებული "ნახეო რა კარგად უცხოვრიათო"" და რას მიედ-მოედები რა გინდა რომ თქვა რუსეთი როგორ ცხოვრობს თუ იცი ჩერჩეტო? ესეთი ჩამორჩენილი აფრიკის ღარიბი ქვეყნებიც კი არ არის... 

დავით 67
2

ზელენსკი არის ნაღდი, პატრიოტი და გმირი პრეზიდენტი! ნუ დაბლოკავ! 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება და ვიღაცას ერთიც არ დარჩება... ის, ვინც დღეს იმეორებს ჰიტლერის რეჟიმის საშინელ დანაშაულებს, განწირულია" - ზელენსკის მიმართვა 9 მაისთან დაკავშირებით

"მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება და ვიღაცას ერთიც არ დარჩება... ის, ვინც დღეს იმეორებს ჰიტლერის რეჟიმის საშინელ დანაშაულებს, განწირულია" - ზელენსკის მიმართვა 9 მაისთან დაკავშირებით

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს და ჩვენ არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის არცერთ ნაწილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც ჰიტლერის საწინააღმდეგო კოალიციის სხვა ერებთან ერთად დაამარცხეს ნაციზმი და არავის მივცემთ ამ გამარჯვების მითვისების უფლებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

"ეს არ არის ორი ჯარის ომი. ეს არის ორი მსოფლმხედველობის ომი. ბარბაროსების მიერ დაწყებული ომი, რომლებმაც დაბომბეს სკოვოროდას მუზეუმი და თვლიან, რომ მათ რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ ჩვენი ფილოსოფია. ეს აღიზიანებს მათ. ეს მათთვის უცნობია. ეს აშინებს მათ. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი გზა. დღეს ჩვენ ამ გზაზე ვიბრძვით და ჩვენი მიწის ერთ ნაჭერსაც არავის მივცემთ.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს და ჩვენ არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის არცერთ ნაწილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც ჰიტლერის საწინააღმდეგო კოალიციის სხვა ერებთან ერთად დაამარცხეს ნაციზმი და არავის მივცემთ ამ გამარჯვების მითვისების უფლებას.

ჩვენი მტერი ოცნებობდა, რომ უარს ვიტყოდით 9 მაისის აღნიშვნაზე და ნაციზმზე გამარჯვებაზე, რათა სიტყვა "დენაციფიკაციას“ მიეცეს შანსი. მილიონობით უკრაინელი ებრძოდა ნაციზმს და გაიარა რთული და გრძელი გზა. ნაცისტები განდევნეს ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ხოლო ხერსონი, მელიტოპოლი და ბერდიანსკი ოკუპანტებისგან განთავისუფლდნენ.

ნაცისტები განდევნეს იალტიდან, სიმფეროპოლიდან, ქერჩიდან და მთელი ყირიმიდან. მარიუპოლი გაათავისუფლეს ნაცისტებისგან. მათ ნაცისტები გააძევეს მთელი უკრაინიდან, მაგრამ ქალაქები, რომლებიც მე დავასახელე, განსაკუთრებით შთაგვაგონებს, რწმენას გვაძლევს, რომ ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან აუცილებლად განვდევნით,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ნაციზმზე გამარჯვების დღეს იბრძვიან ახალი გამარჯვებისთვის.

"მისკენ გზა რთულია, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. რა არის ჩვენი უპირატესობა მტერზე? ჩვენ ერთი წიგნით უფრო ჭკვიანები ვართ. ეს არის სახელმძღვანელო უკრაინის ისტორიის შესახებ. ჩვენ არ გვეცოდინებოდა მწუხარება, ჩვენს ყველა მტერს რომ წაეკითხა და სწორი დასკვნები გამოეტანა.

24 თებერვალს რუსეთმა შეტევა დაიწყო. ყოველი ოკუპანტი, რომელიც ჩვენს მიწაზე მოდის, მასზე ფეხზე დგამს, ერთსა და იმავე გზას მიუყვება. ჩვენ გამოვიარეთ სხვადასხვა ომი, მაგრამ ყველას ერთი და იგივე ფინალი ჰქონდა.

ჩვენს მიწაზე ტყვიები და ჭურვები დათესეს, მაგრამ ვერც ერთმა მტერმა ვერ შეძლო აქ ფესვების გადგმა. მტრის ტანკები დადიოდნენ ჩვენს მინდვრებში, მაგრამ ამან ნაყოფი არ გამოიღო. მტრის ისრები და რაკეტები დაფრინავდნენ ჩვენს ცაზე, მაგრამ ვერავინ დაჩრდილავს ჩვენს ცისფერ ცას.

არ არსებობს ბორკილები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი თავისუფალი სულის შებოჭვა. არ არსებობს ოკუპანტი, რომელიც ჩვენს თავისუფალ მიწაზე ფესვს გაიდგამს. არ არსებობს დამპყრობელი, რომელსაც შეუძლია ჩვენს თავისუფალ ხალხზე გაბატონება. ადრე თუ გვიან ჩვენ გავიმარჯვებთ. მიუხედავად ურდოსა, ნაციზმისა, პირველისა და მეორისა ერთად, რომელიც ახლანდელი მტერია, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ეს ჩვენი მიწაა.

ჩვენ არასდროს გვიბრძოლია არავის წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით საკუთარი თავისთვის. ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. რათა ჩვენი წინაპრების გამარჯვება ფუჭი არ ყოფილიყო. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ამიტომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში. სადაც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა და ყოველი მეხუთე უკრაინელი ვერ დაბრუნდა შინ. საერთო ჯამში, ომს მინიმუმ 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ არ ვამბობთ "ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ". რადგან მხოლოდ შეშლილს შეუძლია მოისურვოს ომის 2194 დღის გამეორება. ის, ვინც დღეს იმეორებს ჰიტლერის რეჟიმის საშინელ დანაშაულებს, მისდევს ნაცისტურ ფილოსოფიას, აკოპირებს ყველაფერს, რაც მათ გააკეთეს, ის განწირულია, რადგან მილიონობით წინაპარმა დაწყევლა, როცა მათი მკვლელის მიბაძვა დაიწყო და ამიტომ ის დაკარგავს ყველაფერს.

ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება და ვიღაცას ერთიც არ დარჩება. მაშინ გავიმარჯვეთ, ახლაც გავიმარჯვებთ! და ხრეშჩატიკი იხილავს გამარჯვების აღლუმს - უკრაინის გამარჯვებას!“- აღნიშნა ზელენსკიმ.