სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბილოვი არჩევნების შემდეგ ცხინვალის დატოვებას და საყვარელ ქალთან ერთად მოსკოვში ცხოვრებას გეგმავს" - ვინ არის დონეცკელი ქალი, რომელთანაც "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტს რომანი აქვს
"ბიბილოვი არჩევნების შემდეგ ცხინვალის დატოვებას და საყვარელ ქალთან ერთად მოსკოვში ცხოვრებას გეგმავს" - ვინ არის დონეცკელი ქალი, რომელთანაც "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტს რომანი აქვს

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თა. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა cominf.org -ის ცნო­ბით, "მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე, არ­ჩევ­ნე­ბი შედ­გა". თუმ­ცა, ოსუ­რი მე­დია და ე.წ. ცეს­კო ჯერ­ჯე­რო­ბით შე­დე­გებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ.

"14:00 სა­ა­თის­თვის, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­უ­რო­ბა 40, 4 % იყო, ეს კი ნიშ­ნავს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი შედ­გა", - ამ­ბობს ოსურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ე.წ. ცეს­კოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ემი­ლია გა­გი­ე­ვა.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე იყო 25, "აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი" დამ­კვირ­ვე­ბე­ლი რუ­სე­თი­დან, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან, ასე­ვე დო­ნეც­კის და ლუ­განსკის "რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან."

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ხვალ, 9 მა­ი­სის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლოა, ხმე­ბის დათ­ვლა გა­და­ი­დოს.

პირ­ველ ტურ­ში ბი­ბი­ლოვს ხმა მო­სახ­ლე­ო­ბის 34,95%-მა, ხოლო კონ­კუ­რენტს ალან გაგ­ლო­ევს - 38,55%-მა მის­ცა. გაგ­ლო­ევს მხარს უჭერს მე­ო­რე ტურ­ში ვერ გა­და­სუ­ლი სა­მი­ვე კან­დი­და­ტი.

ამას­თან, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ბი­ლო­ვი უკვე შე­გუ­ე­ბუ­ლია წა­გე­ბას და მას "პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი აქვს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხი მის­თვის შე­საძ­ლოა, დიდი ტრა­გე­დია სუ­ლაც არ იყოს."

რამ­დე­ნი­მე დღეა ფე­ის­ბუქ­ში ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი დო­ნეც­კელ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თან ერ­თად არის აღ­ბეჭ­დი­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მის­გან ოთხი წლის შვი­ლიც ჰყავს, რო­მე­ლიც მა­მის მო­სა­ხე­ლეა.

"დო­ნეცკ­ში ვი­ზი­ტი­სას, ბი­ბი­ლო­ვი იქა­ურ ოჯახ­თან რჩე­ბა, რაც დიდი ხა­ნია მით­ქმა-მოთ­ქმის სა­გა­ნია, თუმ­ცა, ამ ბო­ლოს მან ოჯა­ხურ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას ფარ­და ახა­და.

პუბ­ლი­კის წი­ნა­შე, ბი­ბი­ლოვ­მა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არა­ერ­თხელ აღი­ა­რა, რომ რო­გორც კი, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს წა­ა­გებ­და, მა­შინ­ვე ცოლ­სა და შვილ­თან იცხოვ­რებ­და. მე­ტიც, ე.წ. დნრ -ს მმა­ჩის ბი­უ­რო­ში იმის ცოლ-ქმრად იწე­რე­ბი­ან.

ბი­ბი­ლო­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აპი­რებს და­ტო­ვოს ცხინ­ვა­ლე­ლი ცოლი, ლინ­და კუ­მა­რი­ტო­ვა, და­ტო­ვოს ცხინ­ვა­ლი და შვი­ლებ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­დეს. მას კი­დევ ერთი, "ნა­ხევ­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლი" ჰყავს - ალა­ნა ბი­აზ­რო­ვა, რო­მე­ლიც ბი­ბი­ლოვ­თან რო­მან­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს ამ­ბობს, მაგ­რამ აქვს პრე­ტენ­ზია, რომ "პრე­ზი­დენ­ტმა" პე­ტერ­ბურ­გის ბინა და­უთ­მოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბი­ბი­ლოვ­მა დო­ნეც­კელ ქალს პე­ტერ­ბურ­გში, ვა­სი­ლე­ოს­ტროვ­სკა­ი­ას რა­ი­ონ­ში ბინა აჩუ­ქა", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
2

ბიბილოვი ტიპიური დეგენერატის ჰაბიტუსით.

.....
6

საიდანაც აქვთ ამხელა ფული რომ ამდენ ბინებს ყიდულობენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბიბილოვი არჩევნების შემდეგ ცხინვალის დატოვებას და საყვარელ ქალთან ერთად მოსკოვში ცხოვრებას გეგმავს" - ვინ არის დონეცკელი ქალი, რომელთანაც "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტს რომანი აქვს

"ბიბილოვი არჩევნების შემდეგ ცხინვალის დატოვებას და საყვარელ ქალთან ერთად მოსკოვში ცხოვრებას გეგმავს" - ვინ არის დონეცკელი ქალი, რომელთანაც "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტს რომანი აქვს

ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ადგილობრივი გამოცემა cominf.org -ის ცნობით, "მოსახლეობის აქტიურობიდან გამომიდინარე, არჩევნები შედგა". თუმცა, ოსური მედია და ე.წ. ცესკო ჯერჯერობით შედეგებზე არ საუბრობენ.

"14:00 საათისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტიურობა 40, 4 % იყო, ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა", - ამბობს ოსურ მედიასთან საუბარში ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელი ემილია გაგიევა.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურზე იყო 25, "აკრედიტირებული" დამკვირვებელი რუსეთიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ასევე დონეცკის და ლუგანსკის "რესპუბლიკებიდან."

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხვალ, 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, შესაძლოა, ხმების დათვლა გადაიდოს.

პირველ ტურში ბიბილოვს ხმა მოსახლეობის 34,95%-მა, ხოლო კონკურენტს ალან გაგლოევს - 38,55%-მა მისცა. გაგლოევს მხარს უჭერს მეორე ტურში ვერ გადასული სამივე კანდიდატი.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიბილოვი უკვე შეგუებულია წაგებას და მას "პირად ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს, რომ პოლიტიკური მარცხი მისთვის შესაძლოა, დიდი ტრაგედია სულაც არ იყოს."

რამდენიმე დღეა ფეისბუქში ვრცელდება ფოტოები, სადაც ანატოლი ბიბილოვი დონეცკელ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად არის აღბეჭდილი.

როგორც ირკვევა, მისგან ოთხი წლის შვილიც ჰყავს, რომელიც მამის მოსახელეა.

"დონეცკში ვიზიტისას, ბიბილოვი იქაურ ოჯახთან რჩება, რაც დიდი ხანია მითქმა-მოთქმის საგანია, თუმცა, ამ ბოლოს მან ოჯახურ საიდუმლოებას ფარდა ახადა.

პუბლიკის წინაშე, ბიბილოვმა ნასვამ მდგომარეობაში არაერთხელ აღიარა, რომ როგორც კი, საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდა, მაშინვე ცოლსა და შვილთან იცხოვრებდა. მეტიც, ე.წ. დნრ -ს მმაჩის ბიუროში იმის ცოლ-ქმრად იწერებიან.

ბიბილოვი არჩევნების შემდეგ აპირებს დატოვოს ცხინვალელი ცოლი, ლინდა კუმარიტოვა, დატოვოს ცხინვალი და შვილებთან ერთად, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდეს. მას კიდევ ერთი, "ნახევრად ოფიციალური ცოლი" ჰყავს - ალანა ბიაზროვა, რომელიც ბიბილოვთან რომანზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს, მაგრამ აქვს პრეტენზია, რომ "პრეზიდენტმა" პეტერბურგის ბინა დაუთმოს.

აღსანიშნავია, რომ როგორც ცნობილია, ბიბილოვმა დონეცკელ ქალს პეტერბურგში, ვასილეოსტროვსკაიას რაიონში ბინა აჩუქა", - წერს ინტერნეტმომხმარებელი.